ორშაბათი (მოთხრობისმაგვარი)

ჩვეულებრივი ორშაბათია. დილის რუტინას სწრაფად, გამჯდარი მოძრაობებით ვასრულებ. სანამ კარებზე ვუკაკუნებ ბავშვებს, ვაიძულებ დროზე ადგნენ და პირი დაიბანონ, ტოსტერში პურის რამდენიმე ნაჭერს ვდებ, ქმარს ლოყაზე ვკოცნი და თმას ვუსწორებ ხელში კი ყავის ჭიქას ვაჩეჩებ. ბავშვებს ვეუბნები რომ მაგიდასთან დაჯდომის დრო არ არის მიწისთხილის კარაქიან პურის ბუტერბროტებს ქაღალდის პაკეტში ვუდებ და სკოლაში ვატან.  შემოდგომის სიცივეს არ ვეპუები, გალურჯებულ ტუჩებს წითელი პომადით ვმალავ,  აჩქარებული ნაბიჯებით ვაცილებთ სკოლის შენობამდე, თვითონ კი მეტროსკენ გავრბივართ. სადგურის მოედნამდე ვსაუბრობთ, ვიცინით, დღეს ბავშვებთან მისი მორიგეობის დღეა.

ჩემს სამსახურში ორშაბათი ნამდვილი სტერეოტიპული ორშაბათია, საჭმელს პირდაპირ კომპიუტერთან ვჭამ, გაუთავებლად დავრბივარ კაბინეტიდან კაბინეტში, ტელეფონი არ ჩერდება, კლავიატურაზე თითებს ვაკაკუნებ, შეხვედრაზე საათ ნახევარი ვლაპარაკობ. საღამოს დაღლილი მივსეირნობ მეტროსკენ ვფიქრობ არ დამავიწყდეს აფთიაქში შევლა. ვახშამს ერეკლე გააკეთებდა. გაკვეთილების ჩაბარების თავი მექნება თუ ძილის წინ შუბლზე კოცნით შემივიფარგლები.

“შემდეგი სადგური დელისი” უემოციო ხმამ ფიქრებიდან გამომარკვია. ადგილიდან ავიზლაზნე და კართან მივედი “ნუ მიეყრდნობის” თავი მივადე. მატარებელი შევიდა სადგურზე მაგრამ არ გაჩერებულა. გაკვურვებულმა მიმივიხედე, ჩემი მსგავსი ემოციით კიდევ რამდენიმე ადამიანი წამომდგაეიყო ფეხზე. ვაგონმა ერთხანს გვირაბში იარა, ბოლოს პატარა ბნელ სადგურზე გაჩერდა სადაც ფოსფორისფერ ფორმიანი პოლიციელი იდგა ფანრით ხელში. 

  • თუ შეიძლება, გარეთ არსებული სიტუაციის გარკვევას ვცდილობთ. რამდენიმე წუთით შეგაყოვნებთ – დაიძახა მან.

ზოგმა დაიწყო წუწუნი ამ ჭუჭყიან სადგურზე რატომ შემოგვიყვანეთო, ზოგს ხმაში შიში გაერია ჩურჩულებდნენ რა ჯანდაბა ხდებაო, მე ვცდილობდი დამენახა პოლიციელის უკან ატეხილი ჩოჩქოლის მიზეზი. 

 ბოლოს ვეღარ მოვითმინე:

  • იქნებ გვითხრათ რა ხდება?

სანამ უკმაყოფილო ემოციას სახეზე თავს მოვუყრიდი, ქალის კივილი გაისმა, ამას მოყვა კიდევ რამდენიმე შეკივლება, “ჩვენი” პოლიციელი სასწრაფოდ იქეთ გაემართა

  • პანიკას ნუ აჰყვებით! პანიკას ნუ აჰყვებით! – ყვიროდა ის და უცებ მის ადგილას ტანსაცმლის გროვა დარჩა. 

ყურები დამიგუბდა, ვცდილობდი ტვინში რამე ახსნა მომეძებნა, სად წავიდა, სად წავიდა სად წავიდა. უცებ მივხვდი რომ მის უკან ჩოჩქოლი კი არა, არამედ ტანსაცმლის უზარმაზარი გროვა იყო. რამდენიმე წამში გამოვერკვიე, ხალხი გასასვლელს ეძებდა. ტირილის, კივილის, ყვირილის ხმა ნესტის ოფლის შიშის სუნი ერთმანეთში აირია. დიდ ბნელ დერეფანში მივრბოდით, ვიღაცა დამეჯახა კედელს მივეხეთქე ზედ კი მისი ტანსაცმელი მომეყარა. შიშისგან ერთადერთი რამ მიტრიალებდა თავში რომ გარეთ გაღწევა რაღაცას შეცვლიდა თითქოს გამოგვაღვიძებდა და აღმოჩნდებოდა რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი მესიზმრება. ადამიანები გვაკლდება დერეფანში, ყურები მიგუგუნებს. გზად შემხვედრ კარებს ვეჯაჯგურები და მეტროსადგურზე გავრბივარ წამის მეასედში სიხარულის გრძნობა მეუფლება რომ სიბნელისგან გავთავისუფლდი, მაგრამ ვხვდები რომ უარესი გარეთ მელოდა. მეტრო სავსეა ადამიანების გარეშე დატოვებული ტანსაცმლით. ირგვლივ მხოლოდ მე და გვირაბიდან თავდაღწეული რამდენიმე ადამიანი ვართ. მეტყველების უნარი ყველას წართმეული გვაქვს. ბაქანზე ჩავიკეცე, ერთხანს ასე ვიჯექი და უცებ ელდანაკრავით წამოვხტი და გასასვლელისკენ გავიქეცი, “ბავშვები ბავშვები ერეკლე ბავშვები ერეკლე ბავშვები” კიბეები ამოვირბინე და გამაყრუებელ ხმაურში გავედი, წვიმდა გზაზე რამდენიმე ავარია იყო, ისმოდა კივილი ტირილი ვიღაც ქალი ტანსაცმლის გროვაზე დამხობილიყო და მოთქმით ტიროდა. გავიქეცი, რამდენიმე მეტრის გარბენის შემდეგ წავიქეცი ტალახში მუხლი გადავიყვლიფე, სასწრაფოდ წაოვხტი ფეხიდან ქუსლიანი ფეხსაცმელი გავიხადე და ისევ გავიქეცი, პროსტპექტზე სრული პანიკა სუფევდა,  ადამიანები უმისამართოდ დარბოდნენ და რამდენიმე ჩემს თვალწინ გაქრა, მაღლიდან კი “იღბლიანი” თვითმკვლელის ტანსაცმელი გამეყარა თავზე, ფეხში რაღაც ბასრი შემერჭო მაგრამ ვერ ვჩერდებოდი მთელ ამ ჯოჯოხეთში მხოლოდ ერთ რამეზე შემეზლო ფიქრი. ეკლესიას ჩავურბინე კორპუსის ეზოში გიჟივით შევვარდი, მეხუთე სართულზე შეუსვენებლად ავირბინე და სახლში ფრთხილად შევედი.

შემოსასვლეში ბავშვების ჩანთები და ქურთუკები ეყარა, სულ ამაზე ვხუბობ ჩამოკიდებას რაღა უდგას წინ… ჩანთებთან ერეკლეს ჩუსტები, ისევ არ გაუხდია ფეხზე ისე შეაბიჯა. ბორშის სუნი სასიამოვნოდ მიღიტინებდა ცხვირში, სახლში ისეთი სიჩუმე და სიმყუდროვე იყო თითქოს არც არაფერი მოხდარა, თითქოს უკან დარჩა ის ჯოჯოხეთი რაც გამოვიარე, შემოსასვლელში ვიდექი და ვერ ვინძრეოდი რამდენჯერმე ქმრის და ბავშვების სახელები წამოვიკნავლე დაძახების მიზნით მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. ბოლოს ძალა მოვიკრიბე და სასტუმრო ოთახში შევაბიჯე. ლამაზად გაწყობილი მაგიდა 4 ადამიანზე, ყვავილები შუაში, ღრმა თეფშებს ჯერ კიდევ ასდიოდა ოხშივარი.

ჩავიკეცე და რაღაც ღმუილისმაგვარი ამოვუშვი, სკამებზე ერეკლეს და ბავშვების ტანსაცმელი დარჩენილიყო. ვერ გავბედე შევხებოდი. მაგიდასთან დავჯექი. ყვავილები დავსუნე, გავიღიმე. 

  • როგორ ჩაიარა დღემ? ჰაჰაჰა. რა ნიშანი მიიღე ისტორიაში? შენი თანამშრომელი გამოვიდა დეკრეტიდან? დღეს ფიზკულტურა ისევ გაგიცდათ? როგორც ყოველთვის, ხო იცი როგორია ხოლმე ჩემთან ორშაბათი.

ცოტახანი ვიჯექი საკუთარ თავთან დიალოგს მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ვაგრძელებდი. შემდეგ ფანჯრისკენ წავედი, იქნებ მეც გამიმართლოს.

Posted in მოთხრობებისნაირი | 1 კომენტარი

აპოკალიფსი იქნება

13690834_1367282973288511_2092468648135759250_n

თავი |

არაფრით განსაკუთრებული დღე არ იყო, გარდა იმისა, რომ კართან ფეხსაწმენდზე ვიღაცის ნარწყევი დამხვდა. კიდევ კარგი არ ჩავტოპე. დედის გინებით ჩამოვირბინე 7 სართული. ლიფტებს არ ვცნობ, ყველგან ყოველთვის ფეხით ავდივარ და ჩამოვდივარ. ლიფტს ორი მინუსი აქვს გაზარმაცებს და ზომბი აპოკალიფსის დროს საშინლად საფრთხილოა პატარა სივრცეები. მოკლედ სადარბაზოდან გამოვედი გაბრაზებული, რომ დღე ასე დაიწყო, საკუთარ თავზე ცრუმორწმუნეათქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც მძაბავს. ალბათ ბავშვობიდან არის გამოყოლილი ქვეცნობიერად ჩამიელვებს ხოლმე როგორ აკაკუნებს დედა სამჯერ ხეზე და სამჯერვე აფურთხებს მარცხნივ, შემთხვევით დაყრილ მარილს კი სასწრაფოდ წყალს ასხავს. უიღბლოდ დაწყებული ორშაბათი კიდე ხო აზრზე ხარ რაც იქნება… იმას ვამბობდი სადარბაზოდან გამოვედი მეთქი, ვხედავ თავის ჯიხურთან სადაც სიგარეტს ღერებით და დამწვარ ზესუმზირას ყიდის, ციალა გდია. საათს დავხედე. უგულო არ ვარ უბრალოდ ციალა რამდენი წლისაცაა იმდენი ლარით დამაჯარიმებენ თუ სამსახურში 5 წუთით მაინც დავიგვიანებ, მე კიდე ახალი კუკრი მაქვს გამოწერილი, რომელსაც გადახდა უნდა.

მისკენ გავემართე და შორიდანვე დავუძახე:

  • ციალა ბებია…

ოდნავ შევატოკე და ვიფიქრე გადმოვაბრუნებთო “აუ ეს თუ მკვდარია ახლა, სასწრაფო გამოიძახე და ის ეს… მომკლავს მამუკა” გადმოვაბრუნე თუ არა, მაჯაზე მეცა ეს ნაბოზარი.

დრო განელდა, მერე ისევ ასწრაფდა, მერე ისევ განელდა, შენელებული კადრებივით ჩემი ღრიალის ხმა შორიდან მოგუდულად ჩამესმა. ეგრევე წიხლი ჩავარტყი სახეში ხელზე ამოგლეჯილ ხორცს დავხედე, ნავარჯიშები ტვინი წამში იღებს გადაწყვეტილებას “ხელი უნდა მოვიჭრა” გიჟივით შევვარდი უკან სადარბაზოში. კიბეებს ვეცი კედლებს ვასკდები, გავრბივარ, საკუთარ სისხლზე ფეხი მისრიალებს, მეხუთე სართულზე გავითიშე, რამდენიმე წუთში ალბათ გონს მოვედი, მეშვიდე სართულამდე უკვე ოთხით ავედი. ნარწყევში გავიხოხიალე, ოთახში შევვარდი, მკლავზე ქამარი გადავიჭირე, თაროების უკან გაკეთებულ შიდა თაროებზე ყველაზე პატარა და მოქნილი მაჩეტე ავარჩიე იქვე ტუმბოჩკაზე დავდე ხელი და მაჩეტე იდაყვის ახლოს მთელი ძალით დავარტყი.

სისხლი, სისხლი, სისხლი, უფრო მეტი სისხლი, გონებას ვკარგავ გამოსახულება ორდება, სამდება, ოთხდება, ეს მწვანე ხარვეზები მართლაა თუ მეჩვენება. ჭერზე გაკრული ეში მიყურებს “განრისხებული მიცვალებულებიდან” ხელზე მიმაგრებული ბენზოხერხით. სინათლე ნელ-ნელა ქრება, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ფსკერისკენ მივექანები, გზადაგზა რაღაცებს ვეხეთქები, ძალიან, ძალიან მტკივა, მთლიანად მომიცვა საშინელმა ტკივილმა. ჯანდაბა, მაქს ბრუქს შენი დედაც, მახსოვდა უფრო მარტივი ჩანდა.

თავი ||

მე სანდრო ვარ. მეგობრები სანის მეძახიან. მეგობრები რა, ბექა სანის მეძახის. საღამოობით ჩემთან მოდის ქსელურ თამაშებს ვთამაშობთ ერთად. ბექა ძალიან ჭკვიანია. თეორიულად ყველაფერი კარგად იცის, მაგალითად, როგორ დაამზადოს დეტონატორი, გადარჩეს ველურ ბუნებაში, დაელაპარაკოს ლამაზ გოგოს… მაგრამ პრაქტიკაში გამოცდა არ უყვარს. საათობით შეგვიძლია ვსვათ ბებიაჩემის გამოგზავნილი თეთრი ბლის კომპოტი და ლამის ხელჩართულ ბრძოლამდე ვიკამათოთ ამა თუ იმ საკითხზე. ალკოჰოლს არც ერთი არ ვეტანებით… მიყვარს ფხიზელ გონებაზე ყოფნა, ვინ იცის საიდან გამოჩნდება საფრთხე… პარანოიკი არ ვარ უბრალოდ.. კარგით ხო, დაახლოებით ათი წლის წინ, ექსკურსიაზე ისე დავთვერი ბოლო ერთი წელი მარტო მაგაზე ლაპარაკობდა მთელი სკოლა, მაგის მერე ალბათ მართლა წვეთი ალკოჰოლი არ დამილევია, არც სიგარეტს ვეწევი ბექასგან განსხვავებით, რომელიც სხვადასხვა მსუბუქ ნარკოტიკებსაც ეტანება. ბავშვობიდან ვმეგობრობთ. თითქოს მას ის აქვს, რაც მე მაკლია და პირიქით. მე ვერასდროს ვიტანდი ჩემს ოჯახს, ბექა აღმერთებს თავის დებს და დედას, მე არ ვსწავლობდი კარგად, ბექა სასახელო მოსწავლეების დაფაზე იყო მუდამ, მე ყოველთვის მოვწონდი გოგოებს, ბექაზე მასწავლებლები გიჟდებოდნენ.  მესამე კლასში, ჩემი დიდი პროტესტის მიუხედავად, მის სკოლაში გადამიყვანეს მშობლებმა და ერთ მერხზე ავღმოჩნდით მას მერე განუყრელი მეგობრები ვართ…

8 წლის ასაკში ნაბიჭვარი რომეროს “მიცვალებულთა აისი” ვნახე და მაშინ და დავავადდი იმ სენით, რომელსაც ზომბი აპოკალიფსი ჰქვია. შეპყრობილივით დავიწყე ყველაფრის კითხვა, ყურება, შეგროვება. საცხოვრებლად მარტო გადასვლის შემდეგ, საიდუმლო თაროების აწყობა, კონსერვების მომარაგება, ბავშვობიდანვე ვარჯიში, ორთაბრძოლის სწავლა, მუდამ ფორმაში ყოფნა, სროლის სწავლა, მაჩეტეს ჯეროვნად ხმარება. ფულსაც კი ვაგროვებ ქალაქგარეთ სახლის ასაშენებლად, ამიტომ ვუშაობ იქ, სადაც მძულს დილით მისვლა. სამაგიეროდ კარგად მიხდიან, ზედმეტ ფულს არასდროს ვხარჯავ, რასაც სახლის ფულზე არ ვამატებ სხვადასხვა იარაღს ვიწერ ვაგროვებ, პანტერასავით სწრაფი ვარ და მოქნილი, დაქირავებული მკვლელივით პედანტი, ცივსისხლიანი და გამობრძმედილი.

ჰო, კარგით, ვაზვიადებ, მაგრამ ყველაფერი ნაწილობრივ სიმართლეა, ან იქნებოდა ზარმაცი რომ არ ვიყო და პრაქტიკულად გავდიოდე იმას, რასაც ვიდეო თამაშებში ვაკეთებ და თეორიულ კურსს ვეძახით.

ვცდილობ ბექა გადმოვიბირო, რადგან ალბათ ერთადერთი ადამიანია ვინც მიყვარს მინდა გადარჩეს, მინდა იბრძოლოს!

თავი |||

ვიღვიძებ… უფრო სწორად ის იღვიძებს, მე უბრალოდ ვხედავ. წამოიმართა ხმები შორიდან მოდის, მაგრამ ნათლად ვარჩევ მის უაზრო ბღუილს კბილების კრაჭუნს… სარკესთან რომ გაიარა შევნიშნე მისი უკვე გახრწნილი კანი, ჩასისხლიანებული თვალები, ნახევრად მოჭრილი, ხორცზე დაკიდებული ხელი. თავი მძულს, მინდა მთელ ხმაზე ვიყვირო მუშტები ვურტყა კედელს. ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! რატომ ვარ ისევ აქ, რატომ ვარ აქ ჩაკეტილი, ვერ ვინძრევი, უბრალოდ ჩემი ცნობიერი ამ სხეულში დარჩა. უკონტროლო კიბეებზე დაგორდა. გარეთ კივილის, ტირილის, ღმუილის, მანქანების დამუხრუჭების ხმები ერთმანეთში ირევა, როგორც ჩანს ხმას მიყვება. როგორ გავაღწიო აქედან, რამე შუქის მაგვარი არ უნდა დამენახა როცა მოვკვდი? ან ცის ან სულაც ცეცხლის.. იქნებ ესაა სალხინებელი.

ნეტა ყველა ზომბი ასეა? სხეულებში ჰყავთ ჩაკეტილი თავიანთი თავი? თუ მომკლავენ  გავაღწევ ამ ტანიდან, თუ სადაც დამაგდებენ იქ ვიქნები უსასრულობამდე? რამე უნდა მოვიმოქმედო, მაგრამ რა, ვერაფერს ვაკეთებ. სიბნელეში ვდგავარ და წინ ორი ეკრანივით ვიყურები უკვე სხვისი თვალებიდან. აი ბედის ირონია, მთელი ცხოვრება ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის რომ ლუზერი არ ვყოფილიყავი, ამაზე უარესი ისიც არ იყო კლასში შუა გაკვეთილზე ჩაფსმულს რომ გამეღვიძა. მშობლებმა ამჯერად სხვა სკოლაში არ გადამიყვანეს, კარგი მოტივატორი იყო იმისთვის, რომ პირველ კურსზევე მუშაობა დამეწყო და დამეხვია იმ სახლიდან. თუ გინდა ზომბი აპოკალიფს გადაურჩე, არ უნდა გყავდეს ოჯახი არ უნდა გყავდეს მეგობრები და შეყვარებული, ნებისმიერი “ადამიანისთვის” ნირშეუხრელად უნდა შეგეძლოს ტყვიის შუბლში დაჭედება!  

ფიქრებიდან რომ გამოვერკვიე უკვე ვიღაცას ვძიძგნიდი, გულის რევის საშინელი შეგრძნება დამეუფლა, ავყროლდი, თითქოს ყველა უჯრედით ვგრძნობ ამ საშინელ სუნს, როგორ აფათურებს ეს მონსტრი ვიღაცის ნაწლავებში ხელებს სახეში იზელს ადამიანის ორგანოებს და კმაყოფილებისგან ღმუის…

თავი |V

არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა ერთი დღე? ერთი კვირა? იქნებ წელიც. ჩემი ცნობიერიც ზომბად იქცა, თითქოს გაშტერებული ვაგდივარ სიბნელეში, ვუყურებ როგორ განადგურდა თბილისი, ხან სად ავღმოჩნდები ხან სად, რამდენიმე დღე საერთოდ რაღაც ჩიხში ვიყავი გაჭედილი, ვერც წინ მივდიოდი ვერც უკან. ხმაურის გაგონებაზე აქტიურდებოდა იქნევდა ხელებს უაზროდ, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა, ბოლოდ რაღაც ჩამოინგრა და გამოვედი. რაღაც მასას მივყევი აზრზე არ ვარ სად მიდიოდნენ, რა ჭკუა მოეკითხებათ რო..

ვუყურებ და თან ფიქრობ, რომელ ზომბში რომელი ტიპია გაჭედილი ამ ფიქრებში უცებ ვხედავ წინა რიგებიდან ასფალტზე ცვენა დაიწყეს. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, შემდეგ თვალი მოვკარი შენობის სახურავებზე ვიღაც ავტომატის ჯერს გვატარებს, ჩაკეტილი სადარბაზოების ღრიჭოებიდან კი დიდ მილებს თავში არჭობენ. რომელიღაც კარები შელეწეს და შევარდნენ. ატყდა ერთი ამბავი გაფაციცებული ვუყურებ რა მოხდება,

აქეთ იქეთ ვეხეთქები, თან ვცდილობ დავინახო ირგვლივ სიტუაცია. უცებ ვიღაცამ გადამაყირავა, დავვარდი და ავფართხალდი, თავზე ბექა მადგას შეშლილი სახით, სათვალე აქვს გატეხილი, თავი გადახვეული, ხელში ჩემი მაჩეტე უჭირავს. სამი თვე ვაგროვებდი მაგის ფულს, ხელზე ჩემი ბენდენა დაუხვევია, მიყურებს, მე კი მისკენ ვიწევ, ფეხი დამადგა მკერდზე და მიყურებს რაღაცას ამბობს ცხადია არ მესმის მაჩეტე თავ ზევით შემართა ძალიან მინდა თვალები დავხუჭო. დრო გაჩერდა, სიბნელებ მომიცვა, შემდეგ სპიშკებივით განათდა, მგონი მორჩა ჩემი გალია ჩამომენგრა, სიმძიმეს ვგრძნობ, ტკივილი განახლდა, ვერ ვყვირი, “დამშვიდდი, დამშვიდდი” – მეუბნება ხმა “ყველაფერი კარგად იქნება გპირდები”

თავი V

თვალების გუგები დამძიმებული მაქვს, თითქოს ლოდები დამალაგეს. სხეულს ვგრძნობ თუმცა თითქმის აღარ მტკივა.

  • რა მოხდა? – ვარჩევ ბექას ხმას.
  • ესეთი არაფერი მინახავს, ვიღაც მარაზმატიკმა ბებერმა ხელზე უკბინა, ამ იდიოტმა კი ხელის მოჭრა სცადა, მეზობლებს ყვირილის ხმა რომ არ გაეგოთ სისხლისგან დაიცლებოდა. – პასუხობს კაცის აღშფოთებული ხმა.
  • შე იდიოტო – ბექა სკამზე ეხეთქება და ხელზე ხელს მკიდებს. თვალებს ვახელ, ვერ ვხვდები რა ხდება, პირი მიშრება. ცოცხალი ვარ? თუ ეს ჩემი ჯოჯოხეთია?
  • გამარჯობა – მიღიმის. – აპოკალიფსი არ იქნება დებილო ბიჭო, თუმცა ახლა უკვე ეშივით შეგიძლია ხელზე ბენზოხერხი დაიმაგრო, – ძალდატანებით იცინის ცალ ხელზე დარჩენილი თითებით ვბღუჯავ.
Posted in მოთხრობებისნაირი | Tagged , , , , , , , , , , , | 4 Comments

წერილი ქეთის – მზიანი დღიურების გაგრძელება

ჩემი მზიანი დღიურები როგორც ჩანს განახლდება. ახლიდან დავიწყე სინტონზე სიარული. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში რომ ძალიან მოქმედებს პერიოდები ჩემზე. თითქოს ერთი და იგივე წიგნს სხვადასხვა დროს კითხულობ და აბსოლუტურად სხვადასხვა ემოციებს იწვევს.

12669729_1241198829230260_63055782_o

წინა ანუ მესამე შეხვედრა:

აღქმის პოზიციები: 

რატომღაც სულ მეგონა რომ არ არსებობდა ადამიანი რომელსაც ვერ გავუგებდი ოდესმე, ჩემდა გასაკვირად ეგეთი დღე დადგა ოდესღაც :დ მაგრამ რატომღაც მჯერა რომ შემიძლია ადამიანების ადგილას წარმოვიდგინო თავი. შემიძლია ობიექტურად შევაფასო სიტუაცია, დამკვირვებლის პოზიციიდან შევხედო საკუთარ თავს.

ვერასდროს ვერავის ვერ ვეუბნები უარს და ეს დროთა განმავლობაში აღვიქვი რომ უარყოფითი თვისებაა :/ როცა არ გცალია როცა უბრალოდ არ გინდა და მაინც აიძულებ შენ თავს გააკეთო რადგან უარი ვერ თქვი დახმარებაზე.. -_-

დისკომფორტს ვგრძობ როცა ადამიანი “გაიძულებს” მისით დაინტერესდე და კითხვები დაუსვა.

12695408_1241199632563513_1961052403_o

ყოველთვის ვცდილობ არ დამეზაროს რაღაცის გაკეთება და ჩემ თავს დავუჩელენჯო ისეტი რამეები რაც არაა კომფორტული, გავაკეთო ისეტი რაღაცები რაც მერიდება მრცხვენია და ასე შემდეგ. თუნდაც ყოველთვის დავიწყო წინადადება სიტყვით “დიახ”.

მესამე შეხვედრაზე განხილულ თემებზე ფაქტობრივად უკვე დიდი ხანია ნაფიქრი მქონდა და შესრულებაშიც მოყვანილი რაღაც ეტაპზე მაინც.

იმხელა ქაოსია ჩემ თავში აზრებსაც კი ვერ ვუყრი თავს და პოსტის დასაწყისში სწორედ ამ პერიოდებზე ვლაპარაკობდი რა მოხდებოდა უფრო წყნარ პერიოდსი რომ მივსულიყავი მზიან სახლში?! არ ვიცი ყოველ შემთხევაში სანამ მივიდოდი დარწმუნებული ვიყავი რომ ამ საფეხურზე ეს ძალიან მჭირდებოდა და ასეც არის, სადღაც მოწყვეტა აზრების დალაგება ისეა წიგნები ტვინში არეული თაროებიც აღარ ჩანს.

რა სასწავლო ამოცანები დავისახე? უფრო მეტი კი უნდა ვთქვა ცხოვრებაში ვიდრე არა. არას თქმას ყოველთვის მოასწრებ და კი ზოგჯერ დაგვიანებულია.

რა მიმაქვს სინტონიდან ყველა შეხვედრის შემდეგ? ახალი აღმოჩენილი ბრმა ზონები :)

tumblr_o1kh9kmU4F1tpqbioo1_500

Posted in მზიანი დღიური | 1 კომენტარი

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

o-AIDS-facebook

რა არის სტიგმა? ადამიანის დისკრიმინაცია, გარიყვა საზოგადოებიდან კონკრეტული ნიშნის გამო, როცა ის რაღაცით განსხვავდება სოციუმისგან.

დღევანდელ საზოგადოებაში საკმაოდ ხშირად ვაწყდებით სტიგმას აივ ინფიცირებული ადამიანების მიმართ. სწორედ ამის გამო ერიდებიან აივ დაავადებული ადამიანები ინდეფიცირებას, რადგან ეს თითქოს საფრთხეს ქმნის დანარჩენების მიმართ, სინამდვილეში შიდსი არ გადადის ჩახუტებით, მეგობრობით, კოცნით, ურთიერთობით, მხარში დგომით, ღიმილით. ეს არ არის დამღა! ეს არ არის სირცხვილი!  სწორედ მსგავსი ქმედებებით ვლინდება რა დამოკიდებულე გვაქვს ერთმანეთის მიმართ ადამიანებს.

ადამიანის სტიგმატიზირება არაფრით განსხვავდება სხვა სიძულვილის ენებისგან როგორებიცაა ჰომოფობია თუ რასიზმი.

აივ ინფიცირება არ უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა, არ უნდა იყოს ასოცირებული სიკვდილთან, და რაც უფრო ჩავკეტავთ მას რაც უფრო ნაკლებს ვილაპარაკებთ მასზე მით უფრო რთული იქნება გამოსწორება იმის რისი გადატანაც შეიძლება მოუწიოს დაინფიცირებულ ადამიანს როდესაც ყველაზე მეტად სწორედ საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

სტიგმატიზაციის დასამარცხელბლად აუცილებელია უფრო ხმამაღლა ვილაპარაკოთ შიდსზე, ვიყოთ უფრო თამამები და მამაცები როცა ამბიცია გვაქვს კარგ ადამიანობაზე და ვამბობთ რომ გვინდა სხვისი დახმარება, და ამ დახმარების ჟამს უნებლიედ არ მოვახდინოთ მათი სტიგმატიზირება. მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ შიდსზე  რადგან ბრმა შიში და სიძულვილი არაფერს გვარგებს, ნუ ვიქნებით ფანატიკოსების მსგავსნი რომლებსაც არაფერი გაეგებათ იმის რაც ასე გულით ეზიზღებათ.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ: http://geosexmd.com-ის სტატია “ყველაფერი შიდსზე”

ლაშა ქავთარაძის შესანისნავი სტატია: “იცოცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს” 

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , , , , , , | 1 კომენტარი

რა ქვია ისეთ მონატრებას ადამიანთან დალაპარაკება შეხება როცა გინდა ისე რომ გგონია გატყდები. რამდენჯერაც ცუდ ხასიათზე ვარ ან რამე მიჭირს ან ისევ დეპრესია შემომიტევს ხოლმე იმდენჯერ მგონია ნაწილებად ვიშლები და მახსენდება -_-

მახსენდება და მიუხედავად იმისა რომ თავს არასოდეს არავის გამო არაფრის გამო არ მოვიკლავ მაინც დაუოკებელი სურვილი მიჩნდება მივბაძო -_- რაღაცნაირი პარადოქსული შეგრძნებაა არ მინდა თავის მოკვლა მაგრამ მინდა მისნაირად მოვიქცე.

11226931_1157200570963420_4351201820388133563_n

გადავატრიალე დროფ ბოქსი და რატომღაც მახსოვდა რომ სხვა ფოტოებიც გვქონდა მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. საშინლად მენატრება ჯანდაბა ჯანდაბა! მესიჯები წამეშალა ტელეფონიდან მისი, არადა ვინახავდი ჯერ ვერ ვკითხულობდი არ შემეძლო და სანამ წავიკითხავდი წამეშალა :/

12066068_1168925766457567_5280987850939790205_n

25 აგვისტოს ამ სქრინის გარდა არაფერი დარჩა.. ფეისბუქზე ვერ ვკითხულობ ჩვენს ჩატს, დღეს პირველად გავბედე რომ ფრედშიფი მენახა, რამდენ თბილ რაღაცებს ვეუბნებოდით ერთმანეთს. კიდევ კარგი რომ მილიონჯერ მითქვამს მისთვის მიყვარხარ მაგრამ ბოლოს საშინელი მეგობარი ვიყავი.

იმედია მაპატიებს ოდესმე იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარს და საშინლად მენატრება. ჩემი მთვარე ჩემი საყვარელი პოზიტიური ბიჭი <3 რომელსაც დედამიწაზე არაფერი რომ არ დარჩენილიყო ყოოოველთვის შეეძლო ჩემი გაცინება

Posted in კატეგორია აყრილი | დატოვე კომენტარი

წვიმს ლერა ლინნის თავზე ^_^

რომ უსმენ და თან

tumblr_nteoadD1UO1u84dnlo1_500

მუსიკის პარალელურად წვიმის ხმები მაქვს ჩართული, გიცდია? (წვიმის ხმა)

აცილებლად სცადე თუ ჩემსავით გიყვარს წვიმა, თუ ჩემსავით სიცოცხლის ხალისი გიბრუნდება მოღრუბლულ ამინდებში ^_^

სასიამოვნოდ სევდიან ხასიათზე რომ ხარ :დ სიამოვნებისგან გული რომ გიჩქარდება რაღაცნაირად რომ ღელავ ^_^ უცებ რომ გინდება ძალიან რამე კარგი გააკეთო :>

Posted in კატეგორია აყრილი, უსათაურო | Tagged , | 1 კომენტარი

იქნებების სერიიდან

tumblr_mzuz832ojI1t5awo9o1_500

შენ ხარ ადამიანი რომელზეც სხვა ადამიანებზე უჩნდება დამოკიდებულებები? ისევე როგორც ყავაზე სიგარეტზე ან თუნდაც სერიალებზე :)

მგონი ერთადერთი რაზეც დამოკიდებულება ვერ მოვიშალე ადამიანებია. ვეჯაჭვები ემოციურად როცა აღარ არიან ძალიან მიჭირს, ისევე როგორც იმ სიტუაციაში ყოფნა სადაც ყველა ეწევა როცა შენ რამდენიმე დღის დანებებული გაქვს თავი. წარმოიდგინეთ რომ მაგალითად ყოველ დღე შედიხართ ერთი და იმავე მაღაზიაში სადაც ერთი და იგივე გამყიდველი ერთი და იგივე სიგარეტს გაძლევთ და უცებ ერთ დღესაც იმ მაღაზიის ნაცვლად არაფერი აღარ გხვდებათ მაგრამ სახლიდან გამოსვლის წინ ინერციით მაინც იქით მიდიხართ სადაც ამდენი ხანი დადიოდით. ანდაც ბიჭი რომელიც ყოველ დილას გწერთ უცებ აღარ მოგწერთ. შეიძლება დღის ბოლომდე გაგიჭირდეთ გაცნობიერება რა გაწუხებთ და უცებ უი ბლინ რატომ არ მომწერა დღეს? პრობლემას ეგრევე საკუთარ თავში ეძებთ. რამე ხომ არ ვაწყენინე?

tumblr_nb2nof4GQr1s85u2fo1_500

ამ ბოლო დროს ვაცნობიერებ რომ ასაკის მეშინია. არ ვიცი სად ვიქნები ან როგორ 4 წლის შემდეგ მაგალითად როცა 30 წლის გავხდები. ჩემი თავი ცოტა დაკარგული ადამიანი მგონია თითქოს ჰაერში ვარ გამოკიდებული.

რაღაცნაირად მინდა ამოვთქვა ის რაც დაგროვილი მაქვს – ის რომ ადამიანები სხვანაირად მხედავენ, ის რომ აქედან გამომდინარე მეც ვიცვლები თითქოს. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ გავიზარდე. ის რაღაცები რაც ახლა ჩემ ცხოვრებაში ხდება ერთი წლის წინ ალბათ სახეს ამახევდა და იმაზე უარეს დეპრესიაში ვიქნებოდი ვიდრე რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტს თავი რომ დავანებე და 2 წელი სახლში ჩავჯექი.

მილიონი გათენებული ღამის სერიალების თვითგვემის ამარა.

ან იქნებ ყველაფერი გამოსწორებადია, იქნებ მაინც ყველაფერი კარგად იყოს. იქნებ 4 წლის შემდეგ არც ისეთი დაკარგული არ ვიყო, ან იქნებ ადამიანები იცვლებიან, იქნებ ღირს ბოლომდე ჩავეჭიდო ამ აზრს. ის რაც ითქვა ის რაც მოხდა ის რაც ალბათ მოხდება კიდევ უკან ვეღარ დავაბრუნებთ ვერც მე ვერც სხვები. იქნებ ხანდახან მართლა ჯობია კატა ამოთხარო. 

tumblr_mudtz15Rve1r70le6o1_500

ჩემი პირადი ცხოვრება აბსოლუტურად არანაირ ლოგიკას არ მიყვება, სრული დომხალია, დაახლოებით იგივე სიტუაციაა მუდმივად არეულ სახლს რომ ეჩვევი და ბოლოს შენთვის წესრიგია თითქოს. საკმარია ვინმემ დაალაგოს რომ ვერც ერთ ნივთს ვეღარ პოულობ.

ერთადერთი თემა რომელსაც ჩემი ოპტიმიზმიც კი ვერ წვდება რილეიშენშიფებია, მაგრამ რომ ვფიქრობ მინდა კი? იქნებ სინამდვილეში იმიტომ არ გამოდის არასდროს არაფერი რომ არ მინდა და პრობლემა სწორედ ჩემშია.

რეალობის აღქმას ვკარგავ ძილბურანში ვარ თითქოს. ხანდახან ვფიქრობ იქნებ მართლა დამესიზმრათქო ყველაფერი :დ განსაკუთრებით მაშინ როცა რაღაც გაზიარება გინდება და მერე უცებ გეცინება შენ თავზე.

საშიშად მკიდია მიმდინარე მოვლენები ამავდროულად -_- წტფ ვერ გავიგე ჩემ ტვინს რა ჯანდაბა უნდა რამდენადაც განვიცდი იმდენად მკიდია :|

იმჰო ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია ვიდრე გვგონია. რაც დასაკარგია იკარგება რაც არა პირიქით ახალ აღმოჩენებს გვაკეთებინებს ^_^

ყოველ შემთხვევაში ერთი რაც დანამდვილებით ვიცი ისაა, რომ კარმა არ არსებობს! 

tumblr_nslfd8vCDG1u117t6o1_500

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , , , | 4 Comments

wish u luck ანუ ნახვამდის

Photos of Strange Places for Stories Abandoned Library with Trees Inside

ხშირად ვფიქრობ რომ არა ჩემი ოპტიმიზმი ალბათ ბევრად უფრო რთული იქნებოდა ჩემი ყოველდღიური ამბები ვიდრე არის. სულ ვამბობ, რომ ცუდი რაღაცები შემდეგში მოსახდენი კარგი რამეებისთვის ხდება რომ ბუნებამ დააბალანსოს და ბედნიერებისგან არ მოვკვდეთ ალბათ :დ

რა ხდება მაშინ როცა ერთი თვის განმავლობაში ორჯერ გრძნობ მიტოვებულის პოზიციაში თავს? :დ

ძალიან უცნაური კანონზომიერებები არსებობს ცხოვრებაში აი მაგალითად ყოველთვის ასე ხდება რაც უფრო უდიერი დამოკიდებულება გაქვს თითქოს რიგ საკითხთა მიმართ მით უფრო კარგად გამოდის ყველაფერი. ჩემ ახლანდელ სამსახურში როცა დავიწყე მუშაობა თავიდან ძალიან დაძაბული ვიყავი, ვერ ვადაპტირდი მოცემულ სიტუაციასთან, რამდენიმე ხნის შემდეგ როცა ნელ-ნელა მოვეშვი ყველაფერი კარგად წავიდა. თუმცა სიტყვა “უდიერი” ალბათ მთლად შესაბამისი არაა. ასევეა ურთიერთობებიც თითქოს რაც უფრო აგდებულად ექცევი ადამიანს ან რაც უფრო ინდიფერენტული ხარ მის მიმართ უფრო გეწეპება. არ ვიცი ამას რა ქვია ალბათ იმის შიში რომ იქეთ დაშორდები? იქეთ ექნება მიტოვებულის გრძნობა? რამდენიმე ხნის წინ თუ მკითხავდით გეტყოდით, რომ ურთიერთობის დასასრულს სულაც არაა აუცილებელი იყოს ვინმე მთავარ როლში მიტოვებული თუ ის ვინც მიატოვა. ახლა ვფიქრობ რომ ვცდებოდი ეგ იგივეა აირჩიო რომელი გინდა იყო მსხვერპლი თუ მოძალადე. ვინც უღალატა თუ ვისაც უღალატეს.

მე ადამიანების იმ რიცხვს მივეკუთვნები ვინც ვერასდროს სწავლობს არათუ სხვის არამედ თავის შეცდომებზეც. მილიონჯერ შემიძლია შემიყვარდეს კაცი რომელელთან ურთიერთობის ჩანასახშივე ვიცი როგორ დამთავრდება ეს ყოველივე. მილიონჯერ შემიძლია შანსი მივცე ჩემთვის არასწორ ადამიანს თუ ურთიერთობას. ალტრუიზმის ზეიმი მაქვს :დ

თითქოს ორივე მხარემ ერთმანეთი დავაკომპლექსეთ, როცა ბიჭს ეუბნები რაღაცას პირდაპირ, ეს გოგოსგან ისეთი დაუჯერებელი გახდა რომ ეგრევე ქვეტექსტების ძებნას იწყებს, ასევეა გოგოების შემთხვევაშიც მაგრამ აქ კიდე სხვა პრობლემაცაა გოგოების ოვერსინქერობის ამბავში :დ

განვიხილავთ ყველა მის ქცევას, როგორ გამოგვხედა რა ტონით გვიპასუხა რამდენი სიტყვა მოგვწერა და რამდენი წუთით დააგვიანა პასუხი. გვავიწყდება რომ “ხანდახან სიგარა უბრალოდ სიგარაა სხვა არაფერი”.

რატომ არის რომ ის რაც წესით და რიგირთ უნდა იყოს მარტივი სასიამოვნო, ვართულებთ ათას ქარაგმას ვუძებნით, რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ ვიყოთ და მეტი არაფერი.

რა ჯანდაბად გვჭირდება ყოველდღიური დრამები ცხოვრებაში.

დავიღალე ურთიერთობის განხილვებით იმიაზე ფიქრით რატომ მიდიან კაცები უმიზეზოდ ან მათთვის მიზეზიანად. რატომ უნდა ვაკონტროლო ყველა სიტყვა და მოქმედება რატომ არ უნდა ვიყო თბილი მაშინ როცა მინდა რომ ვიყო. რატომ უნდა ვუთხრა მომენატრე წელიწადში ერთხელაც არა იმის გამო რომ შეშფოთებულს ბედ თრიფი არ დაემართოს თითქოს სტენკა-აპოკალიფსი დაიწყო და ეგრევე დისტანცია არ დაიჭიროს. ნუ კაი გასაგებია რომ არსებობენ ისტერიჩკა ქალები მსხვერპლებად რომ მოაქვთ თავი, თავის მოკვლით იმუქრებიან, ყასიდად იჭრიან ვენებს ან სახლისთვის ცეცხლის მოკიდებით იმუქრებიან თუ არ ნახავ.

მთავარი კი ის არის რომ არც ერთი კაცის წასვლის შემდეგ არ მთავრდება არაფერი, ყველაფერი რიგზეა :დ არც ჯანდაბამდე არ ჰქონიათ გზა დაე იყვნენ.

თუ ვინმე ბიჭი კითხულობს ამ პოსტს (თუ საერთოდ კითხულობს ვინმე) ჩემი რჩევა იქნება ნუ დაშორდებით გოგოებს მესიჯით, ფეისბუქით, ნუ გაუზავნით მტრედით წერილს დასაშორებლად, ნურც დეპეშას და ა.შ. ნუ შეგეშინდებათ ისტერიკების და ტირილის ან ნუ გექნებათ ისეთ ქალებთან ურთიერთობა ვინც აგონიაში ჩავარდება დაშორების შემთხვევაში. ნუ იქცევით უკანასკნელი ნაბიჭვრებივით როცა დაშორება გინდათ უბრალოდ თქვით და წადით. ნუ გადააგდებთ ტელეფონებს ოკეანეში თუ არ გინდათ ზარს უპასუხოთ.

ბოლოს და ბოლოს ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება ^_^

Posted in კატეგორია აყრილი | 12 Comments

სერიიდან უსათაურო

OLYMPUS DIGITAL CAMERA

რა უცნაურია ძალიან ბევრი რაღაცის დაწერა რომ გინდა და მოემზადები თუ არა იმ წამსვე გავიწყდება ყველაფერი. სიტყვების თამაშს ჰგავს, კონკრეტულ ასოზე რომ გინდა ბევრი სიტყვის გახსენება და ყველა საგანი ქრება მეხსიერებიდან.

მიყვარს ჩემი ბლოგი არ მინდა რომ მოკვდეს. რამდენიმე ხნის წინ ვინჩესტერი გარდაიცვალა, თან წაიღო ყველაფერი რაც ოდესმე გადამიღია. ბავშვობის ვიდეოები, ფოტოები, ნაწერები. დეიდაჩემის ფილმები მისი ნამუშევრები. ჩემი ნამუშევრები. მოკლედ ჩემი მეხსიერების პატრონს ალბათ თავი უნდა მოეკლა რადგან რამდენიმე წელიწადში ალბათ ისიც დამავიწყდება 20 წლამდე თუ მიცხოვრია. იმ დღეს ფბზე რაღაც ძველ სტატუს წავაწყდი ჩემსას რა მოხდებოდა ჩემი დ დისკი რომ დაფორმატებულიყო, მეწერა რომ მკიდია და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათქო :დ

ეგრეც აღმოჩნდა ოდნავადაც არ განმიცდია. თითქოს სადღაც შორს გული დამწყდა მაგრამ მართლა ჯანდაბამდე გზა ჰქონია მოგონებებს რომლებიც არაფერში მარგია. მამაჩემი არ მახსოვს და ახლა სკოლის ექსკურსიებზე დავიწყვიტავ გულს :დდდდ

Sofia-Monsters__880

ბტწ მარტო ვცხოვრობ, ნუ მარტო რა ფლეთმეითებთან ერთად. უკვე თითქმის ორი წელია. არც ისეთი შემგუებელი ვყოფილვარ როგორიც მეგონა ბევრი რამე მიწუხებს გულს საათის წიკწიკივით მოქმედებს ჩაბნელებულ ოთახში დასაძინებლად რომ ხარ გამზადებული, ბოლოს დგები და იმის ნაცვლად უბრალოდ მშვიდად ამოიღო ელემენტი და ძილს მიეცე ადგები და კედელს შემოალეწავ დედამოტყნულ საათს რომელიც ჩაქუჩივით გირაკუნებს თავში.

წეღან ვიღაცის ქონვერსეიშენს ვეძებდი ჩატში და იმ სიტყვაზე გოგასთან ქონვერსეიშენი ამოაგდო სადღაც თავში რატომღაც. წელს შევხედე და 2012 ბლინ :ო უკვე გავიდა მთელი სამი წელი არადა თითქოს აგერ ახლა იყო :დ ვფიქრობდი რა მალე გადის ემოციები ადამიანის მიმართქო და თურმე რა მალე :დ

აააააააააააააააააააააააააააააა რილეიშენშიფები :დ რ-ზე რაც  იწყება მგონი არაფრის გაგონება აღარ მინდა :დ რკინა, რკო, რიყე, რებუსი მეტ სიტყვას ვერ ვიხსენებ :დ

ხანდახან მგონია რომ ჰაერში ვკიდივარ ყველა პონტში, პირადში, სამსახურში, სახლშიც კი ჰაერში ვარ რადგან უცებ ბახ და აღარ მაქვს ფული რითიც ქირას გადავიხდი :დ არა ვტყუი ხანდახან არ მაქვს სულ მგონია ეგრე ;დ რაღაცნაირი დაკარგული ადამიანი ვართქო ვფიქრობ ხოლმე ხანდახან მაგრამ ალბათ განწყობის ამბავიცაა.

Posted in უსათაურო | 1 კომენტარი

არანამდვილი ამბავი

ჩემებისგან გამოვედი და სახლისკენ გავემართე, გაჩერებაზე 20 წუთის დგომის მერე მივხვდი, რომ არც მარშრუტკის იმედი არ უნდა მქონოდა და არც ავტობუსის თუმცა ლოდინის დრო მენანებოდა. ფეხით წამოვედი, შიგადაშიგ უკან ვიყურებოდი იქნებ გამიმართლოსმეთქი. დედაჩემის გამოტანებული კომპოტები ხელებს მაწყვეტდა, ყველა სიკეთესთან ერთად ფეხი ამტკივდა. დალახვროს ეშმაკმა რამდენი წელი უნდა მახსენებდეს ეს ოხერი ფეხი თავს  საუკუნის წინ მოვიტეხე.

ათი წუთის სიარულის და უკან ცქერის მერე მანქანა წამომეწია, აუ დაიწყო გავიფიქრე და ფანჯრის შუშაც ჩამოიწია. საით? გამომძახა ხალისიანმა ხმამ, მანქანიდან გულღია სახე მიყურებდა, შევჭოჭმანდი, მაგრამ მაინც გავუღიმე და სახლშითქო გავძახე.

– თუ მესამეში მიდიხარ გაგიყოლებ…

სხვა დროს ალბათ არც გავჩერდებოდი მითუმეტეს არასოდეს ჩავმჯდარვარ უცხო ადამიანის მანქანაში. არ არსებობს ქუჩაში გვიან აღმოვჩნდე და მანქანამ არ გააჩეროს, ვიღაც ბიძერი მრავალმნიშვნელოვანი მზერით გეპატიჟება ტყავის სალონში და გთავაზობს ადგილამდე მიყვანას, მაგრამ ეს რაღაც სხვა შემთხვევა იყო მისი გარეგნობა არანაირ უნდობლობას არ იწვევდა სულ დამავიწყდა რომ პირველ შთაბეჭდილებას არ უნდა ვენდო გულში გამეცინა ამ დაუწერელი კანონისთვის არასდროს დამიჯერებია.

ყოყმანი რომ შემატყო არ ვიკბინებიო მითხრა სიცილით. წარმოვდგინე უზარმაზარი კიბეები რომლებიც უნდა ამევლო სადაც უამრავი ქუჩის ძაღლი მელოდა ან შორი გზა უნდა გამევლო და შინ მშვიდობით თუმცა ალბათ ოთხით მომიწევდა ბოლოს აბობღება სახლში. მოკლედ დრო არ ითმენდა მთელი ღამე ხომ არ ვიდგებოდი საკუთარი თავი გავლანძღე რომ ბანკომატიდან ფულის გამოტანა დამავიწყდა და მანქანაში ჩავჯექი, ჩემი კომპოტები ფეხებთან ჩავდგი და ღვედი შევიკარი. ჩემი თანამგზავრი არც ისეთი მხიარული აღმოჩნდა როგორც გარედან ჩანდა მთელი გზა ხმა არ ამოუღია, რამდენჯერმე ვცადე საუბარი გამება მაგრამ უშედეგოდ რაღა ეს და რაღა უჟმური ტაქსისტი როცა ლაპარაკის საღერღელი გაქვს აშლილი მაშინ აღმოჩნდებიან ხოლმე მდუმარეები, რომელიც იმასაც არ მოგიყვება როგორ მუშაობდა პოლიციაში 25 წელიწადი. პოლიცია… ფიქრების ჯაჭვმა სადარბაზოსთან გაკეთებულ განცხადებების სტენდამდე მიმიყვანა სადაც ყოველ კვირა ემატებოდა ახალგაზრდა ქალების ფოტოები წარწერით “დაკარგულია”. რა სასაცილო იქნება თუ ჩემი გულღია სახიანი ბიჭი მანიაკი აღმოჩნდება, ჩემი უიღბლო კვირის არაჩვეულებრივი დასარული.

მიყვარს ფილმები ფსიქოპათ მკვლელებზე ხანდახან მესმით კიდეც მათი, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვგულშემატკივრობ უბრალოდ წარმოვიდგენ ხოლმე როგორ ეთამაშები მსხვერპლს როგორ უღვიძებ ნდობას როცა უკვე… ამასობაში ჩემ სახლთან მივედით.

აქ გამიჩერე თუ შეიძლება ვთქვი და ღვედი გავიხსენი, ჩემი პარკი ამოვათრიე მადლობა გადავუხადე და გადმოვედი. ჩაბნელებული სადარბაზოსკენ გავემართე მგონია მომყვება თან უკან მიხედვის მცხვენია, ადამიანმა სიკეთე გააკეთა სახლამდე მომიყვანა მე კი მანიკად წარმოვიდგინე. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი სტენდს რომელზეც ჩემი მეზობელის ფოტო დაუმატებიათ მეოთხე სართულიდან. გული ამიჩქარდა ლიფტის ღილაკამდე სირბილით მივედი და გაცხარებულმა დავაჭირე, ამ დროს გონებას მძიმე ნაბიჯების ხმა მიწვდა, ცოტაც და ალბათ შიშისგან ჩავიკეცები, მაგრამ მახსოვს როგორ აღაგზნებთ მანიაკებს მსხვერპლის ცახცახი. ჩანთაში გასაღებას დავიწყე ძებნა რომელიც დანის მაგივრობასაც კი გაწევს ბასრი პირის გამო და არაადამიანური ხმით ვიყვირე შენი არ მეშინია მეთქი, ლიფტის კარი გაიღო და იქიდან გამოსულმა შუქმა ჩემი მეზობელი ქალის გაოცებული სახე გაანათა, გული გამიხეთქე მითხრა და ლიფტში შევიდა. დარცხვენილი შევყევი და ვითომ ვერ შევნიშნე როგორ დაიტრიალა საჩვენებელი თითი საფეთქელთან.

Posted in მოთხრობებისნაირი | 2 Comments

Note 4 VS note 3 – პრეზენტაცია

9 ოქტომბერს სამსუნგის ერთ-ერთ ფილიალში გაიმართა პრეზენტაცია რომელზეც წარმოდგენილი იყო სამსუნგის ორი ახალი პროდუქტი, ესენი იყო გალაქსი ნოუთ 4 და გალაქსი ალფა.

სიმართლე რომ გითხრათ მე ნოუთ 4-ის “სანახავად” და მისთვის თვალებში ჩასახედად უფრო ვიყავი მისული ჩემ ნოუთ 3 ერთად.

14764590578_55d0e2a4c3_z

გალაქსი ალფა ალბათ მხოლოდ მე არ მაგონებს აიფონს დიზაინით და მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ანდროიდის მომხმარებელი ვარ და ამ ბოლო დროს ისე დაემთხვა, რომ ბოლო რამდენიმე ტელეფონი სამსუნგისა მქონდა, მაინც არ ვერევი ეფლისტების და ანდოიდშიკების პოლემიკაში, რომელიც საბოლოოდ წყლის ნაყვაში გადადის და ერთმანეთს ვერაფერს უმტკიცებენ, კამათში ჩაურევლად და უდავოდ ანდროიდი მირჩევნია მთელი რიგი მიზეზების გამო.

Note_3_vs_Note_4

რაც შეეხება ნოუთ 4 – სადღაც გულის სიღრმეში ვფიქრობ რატომ არ დავუცადე 4 ან ხომ არ გავყიდო ჩემი 3 და ახალი ვიყიდო :დ თუმცა ამ აზრს მალევე ვუკუაგდებ რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ტელეფონი, ყოველთვის იოლად ვიგერიებ კითხვებს: აუ რამხელაა ეს როგორ დაგაქვს, აუ ტაფაა თუ ტელეფონი და ა.შ.

ვპასუხობ რომ ნოუთი არის თითქმის იდეალური ტელეფონი, არაჩვეულებრივია წიგნების საკითხავად, სახატავად, ფილმების საყურებლად, შესანიშნავი ორგანაიზერია, მილიონი რამ რაშიც ამდენი თვეა ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე, არ შევუწუხებივარ მეხსიერების სიმცირეს და ა.შ. ისეთი გრძნობა მაქვს რომ ტელევიზორიდან დაწყებული ლეპტოპით და ბლოკნოტით დამთავრებული ყველაფერი ერთი “პატარა” გაჯეტით დამაქვს :>

რაც შეეხება ნოუთ 4 მასაც აქვს თავისი უპირატესობები მაგალითად გაუმჯობესებული ფერები, კამერის ხარისხი და ა.შ. რასაც ეგრევე შენიშნავთ როცა მას ხელში დაიჭერთ. მათი შედარება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

პრეზენტაციის ფოტოების სანახავად მიყევით ბმულს

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ი დრუგიე…

ალბათ ყველას გაგჩენიათ გრძნობა თითქოს სხვადასხვა ფილმებში სიუჟეტები თუ დიალოგები მეორდება. ვინაიდან და რადგანაც მე ცოტა არ იყოს და ძველი ყაიდის ქალი ვარ ფილმებს რუსულად ვუყურებ :დ და ზოგიერთ ფრაზას როგორებიცაა “უმრი ტვარ! ვ სტრეწიმსია ვადუ უბლიუდაკ” და ა.შ ფეისბუქზე ვდებ ხოლმე :დ ერთ-ერთი ამ ფრაზის დადების შემდეგ კომენტარებში უკეთესები დაიდო :დ ვინაიდან და რადგანაც არ მინდა ეს შედევრები თაიმლაინის ბნელ კუთხე კუნჭულებში ჩაიკარგოს გადმომაქვს ბლოგზე :დ

კიდევ რამდენი არ არის აქ… შგიძიათ სტატუსის ან პოსტის კომენტარებში დაამატოთ ^^

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

დაე შემოინახოს ეს სტატუსი ისტორიამ :დდდ

ვიდეოები:

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , | 7 Comments

წამის მეასედი

ცეცხლი არს ერთი ოთხთა კავშირთაგანი, სუბუქი და უზეაღმავალეს(ნ)ი სხვათა, მწველობითი და განმანათლებელობითი, მჴურვალი და ჴმელი პირველსა დღესა დაბადებული შემოქმედისა მიერ. ხოლო ცეცხლი რა ტალკვესისაგან იშვების, ეწოდების წინწკალი; ხოლო რა ცეცხლი აღედვას, ანადენსა ეწოდების ალი და ზე აღნადენს(ა) წინწკალს(ა) – ნაბერწყალი; უკეთუ ცეცხლით მრავალ(ი) ნაბერწყალი გამო(ჰ)კრთა, ეწოდების ბურჯღული; ერთს(ა) ნაკვეთს(ა) ცეცხლისა(სა) – ნაკვერცხალი; ხოლო მრავალ ნაკვერცხალსა – ღველფი; ნაკვერცხალსა და ნაცარსა (ნაცართა B) აღრეულსა (აღრეულთა B) – ღადარი (ღადარა B); მცირესა ნაკვერცხალსა – დაკვლი, ნაკიდებთა შეშათა – მუგუზი; უკეთუ მთათა და ველთა ცეცხლი აღეგზნა – ხანძარი.

ალბათ გსმენიათ shc-ზე რაც ადამიანის სპონტანურად აალებას ნიშნავს, ანუ როდესაც ადამიანის სხეული აალდება და იწვის ყოველგვარი გარე სტიმულის გარეშე.

ამ საკითხით სწორედ მაშინ დავინტერესდი, როდესაც ჩემი ქვეყნის პარალელური სამყაროს შესახებ გავიგე. ცხადია არავინ დამიჯერა, რომ ჩემი თავისუფალი ბაზრიდან წამოღებული სარკე რომელიც უჯრაში ეტეოდა პარალელურ საქართველოში გადაიყვანდა ვინმეს, ბოლოს და ბოლოს სახის გარდა მის გამოსახულებაში არაფერი ჩანდა არათუ მთლიანი ადამიანი. დებილი კი არ ვარ, მშვენივრად მომეხსენება ეს მე თვითონაც უბრალოდ სწორად ვერ გამიგეს, საკმარისია ერთი მათთვის უცნაური რამ თქვა რომ ეგრევე გიჟად შეგრაცხავენ. ლაპარაკს როცა იწყებ ერთმანეთს ირონიული მზერით გადახედავენ და არ შეეკამათო ვერ არისო საფეთქელზე თითის დატრიალებით მიანიშნებენ.. ადამიანებს ეშინიათ მათი ვინც მათგან განსხვავდება. არასოდეს მდომნია თავი თეთრ ყვავად მეგრძნო, ნეტა რატომ წამოვიღე ის წყეული გაჭვარტლული და გაბზარული სარკე. იმ ბაზრობამდე მისასვლელად 4 კვარტალი ფეხით გავიარე როცა მივედი უკვე დაგვიანებული იყო ძირს დაფენილ პოლიეთილენის პარკებზე მხოლოდ ორიოდე უსარგებლო ნივთი დარჩენილიყო მე კი დამენანა მტკივანი ფეხით გავლილი 5 კილომეტრი, პირველივე რაც თვალში მომხვდა მოვკიდე ხელი და წამოვიღე.

ექიმი ამბობს რომ წერა შველის როდესაც შენ ნაწერებს გადაიკითხავ ადეკვატურობის მარცვალი იღვიძებს ვითომ ტვინში. იდიოტები! მშვენივრად შემიძლია თავი მოვაჩვენო ისე როგორც მათ სურთ მაგრამ აქ კარგად ვისვენებ ზედმეტი კითხვებით აღარ მაწუხებენ კვირაში ერთხელ ეზოშიც გავდივარ, დიდად არც მიყვარდა ქუჩაში გასვლა. ჩემი “კარის მეზობელს” ჭადრაკსაც ვეთამაშები ხოლმე თუმცა სულ ვაგებინებ რადგან ძალიან უხარია.

თემას გადავუხვიე. ადამიანის სპონტანური აალება… რას იტყოდით რომ გაგეგოთ შესაძლებელია არათუ ადამიანი, არამედ მთელი ქვეყანა აალდეს. მისგან უბრალოდ რუკაზე მოხაზული შავი ლაქა დარჩეს. გეცინებათ არა? კი არ გეცინებათ ცდილობთ სიცილი დამალოთ, ფხუკუნებთ ფაქტობრივად, თან ვითომ სერიოზულად მიქნევთ თავს, ყოველ შემთხვევაში ასეთი რეაქცია ჰქონდა ჩემ უახლოეს მეგობარს, რომელსაც გავანდე ბაზრობიდან წამოღებულ სარკეში ჩემი ორეული გავიცანი პარალელური საქართველოდანთქო. ჯერ ახარხარდა შემდეგ ჩემი ნაწყენ სახეს წააწყდა, რამდენიმე წუთი კიდევ მისმინე და წამოხტა, მიყვიროდა რომ ყელში ამოუვიდა ჩემი სიგიჟეები და რომ ამ სარკეში მე კი არა მისი ორი წლის დიშვილი ვერ გაეტეოდა. ვცდილობდი წყნარად ამეხსნა რომ არსად არ გავტეულვარ ის უბრალოდ სარკიდან მელაპარაკებოდა მაგრამ სულ ტყუილად, ჩანთას ხელი დასტაცა და სახლიდან გავარდა. სიმართლე რომ გითხრათ არ გამკვირვებია, არასოდეს გამოირჩეოდა მტკიცე ნერვებით. უჯრიდან სარკე ამოვიღე და ახალი ისტორიის მოსასმენად მოვემზადე.

სარა კონორი ღობეს უახლოვდება უყურებს როგორ თამაშობს პატარა ბავშვი მასთან ერთად ბაღში, უცებ რაღაც ფეთქდება ყველაფერი ცეცხლის ალში ეხვევა ადამიანებს წამის მეასედში ყლაპავს ალი, როგორც “მიშველე ოთახს” გოილის მიერ წარმოქმნილი გეენა ან ეგვიპტელებს ცეცხლის წვიმა. სწორედ ასეთი წარმომედგინა ის რაც პარალელურმა მემ მომიყვა. საქართველო დაემსგავსა საილენთ ჰილს, რომელიც ვერასოდეს აღსდგება ფენიქსივით საკუთარი ფერფლისგან! ნაცარში ჩაძირული ქვეყანა ტურისტების აღმოჩენად იქცა, თუმცა საზღვრები მალევე დაკეტეს რადგან არც ერთი ტურისტული ჯგუფი უკან არ დაბრუნდა. დედამიწა პანიკამ მოიცვა რადგან სხვადასხვა ქვეყნებში მასობრივად დაიწყო ადამიანების თვით აალება. ისე ქრებოდნენ თითქოს არც არსებულან შუაგულ კაფეში, პარკებში, სამსახურებში, კოლეგებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან ერთად უცებ ადამიანი შეშდებოდა ნელ-ნელა იცვლიდა ფერს წითელიდან გადადიოდა ნაცრისფერში და შემდეგ სკამზე, ბალახზე, ასფალტზე მხოლოდ ნაცრის გროვა რჩებოდა, ხალხში სრული ისტერია სუფევდა რადგან მათ იმ წამის მეასედშივე ავიწყდებოდათ ვინ დაიწვა მათ თვალწინ, ადამიანები ქრებოდნენ არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ მათი ახლობლების მეხსიერებიდანაც.

ათასობით ქვეყანაში ათასობით საქმე იყო გახსნილი, მიდიოდა უთვალავი გამოძიება იმის შესახებ თუ რა მოხდა. პარალელურმა მემ მითხრა არავინ იცოდა რომ ეს ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში გაფანტული ქართველები იყვნენო. საბოლოოდ მიხვდნენ რომ აალებული ქვეყანა და ადამიანები ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი თუმცა ვერავინ იხსენებდა რა ქვეყანა იყო შავი უდაბნოს ადგილზე.

საქართველო გაქრა.

***

სარკესთან ერთად ჩაძინებული კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა. ალბათ ჩემი მეგობარი მობრუნდა რომელიც მიხვდა რომ მართალი ვარ. ალბათ პატიებას მთხოვს მე კი დიდსულოვნად მივუტევებ და სარკეში მის პარალელურ მეს ვიპოვით. კარები წინასწარ დაყენებული სახით გავაღე, მაგრამ ხელში ორი თეთრებში ჩაცმული მუტრუკი დამხვდა მითხრეს, რომ იქ წამიყვანდნენ სადაც მე მოვრჩებოდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა. წინააღმდეგობა არ გამიწევია მე ხომ გიჟი არ ვარ. სადარბაზოსთან ჩემი მეგობარი იდგა მისი ტუჩების მოძრაობით მივხვდი პატიებას მთხოვდა ცხადია დიდი ხანია ვაპატიე.

***

პაციენტი N12 საავადმყოფოს ეზოში მდგარ პატარა ფანჩატურში პაციენტ N14 ჭადრაკს ეთამაშება. 14-ს უხარია რადგან 2 სვლაში შახს და მატს ეტყვის მოწინააღმდეგეს. 12-ი იღიმის უცებ სახე ეცვლება, რადგან ხედავს როგორც წითლდება მისი მეზობელი. წამის მეათასედში უკვე იცის ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება, წამის მემილიონედში ხვდება რომ სარკეში გაცნობილი მე სინამდვილეში პარალელური სულაც არ ყოფილა.

საავადმყოფოდან კივილი ისმის, ყველაფერი ერთმანეთში ირევა.

პაციენტი N12 მეზობლის ფერფლს უყურებს, თვალებს ხუჭავს და თავის ჯერს ელოდება რომელიც წამის მეასედში დადგება.

Posted in მოთხრობებისნაირი | Tagged , , , , , , , , , , | 1 კომენტარი

Quarry Life Award Georgia – ეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ხელშესაწყობად

1011225_631532626882947_1187233468_n

ყოველთვის როდესაც რამე კონკურსში მდომებია მონაწილეობის მიღება მითქვამს, “ჰმ ამას ჩემზე უკეთ გაართმევენ თავს… მაინც ვერ მოვიგებ… რა აზრი აქვს მივიღო მონაწილეობა” – ესეთი ფიქრები არის ყოველთვის ძალიან დიდი შეცდომა. ბანალურია თუმცა მონაწილეობის მიღება შემდეგ შენი ნამოქმედარის ამაყად ცქერა და კონკურსის შედეგების მოლოდინი, ამდენი ემოცია ღირს “რისკად”, მითუმეტეს მაშინ თუ პრიზი ნამდვილად სოლიდურია!

მიუხედავად იმისა რომ ამ კონკურსში რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ მონაწილეობას ვერ მივიღებ ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ბევრი ადმაიანისთვის რომელიც დაინტერესებულია ამ თემით იქნება ეს სტუდენტი, პროფესორი, ლექტორი თუ სკოლის მოწავლე.

საქმე ჰაიდელბერგცემენტის მიერ შემოთავაზებულ კონკურსს ეხება რომელიც გლობალურად 21 ქვეყანაში ტარდება და  კარიერებზე  რეაბილიტაციის პროცესის შესახებაა.

კონკურსის თემა  შესაძლებელია იყოს ნებისმიერი რამ, ტურისტული ბილიკებიდან დაწყებული, არჩეულ კარიერზე მყოფი მწერებისა თუ მცენარეებზე დაკვირვებით დამთავრებული.

მონაწილეობის მიღების მსურველმა, ან მსურველებმა თუ მონაწილეობას ჯგუფთან ერთად აპირებთ უნდა წარადგინოთ ორ გვერდიანი იდეა 1 მარტამდე. ამისათვის უნდა გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია. კონკურსში რეგისტრაციის შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ წარსადგენი პროექტის ნიმუში ჩამოტვირთოთ, რაც გაგიმარტივებთ სამუშაოს.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ეს უნდა იყოს რეალური იდეა ან პროექტი როგორ უნდა დავეხმაროთ ბუნებას აღდგენაში.  საქართველოში არსებული სამი კარიერიდან შეგიძლიათ აირჩიოთ სამივე ან ერთ-ერთი მათგანი, თუნდაც ორი.

ვებ-გვერდზე შეგიძილიათ დარეგისტრირდეთ იმ შემთხვევაშიც კი თუ ჯერ იდეა არ გაქვთ თუმცა დაინტერესდით პროექტით.

თუ თქვენი იდეა გაიმარჯვებს გადმოგეცემათ სახსრები რითიც შეძლებთ მის განხორციელებას. ვებ-გვერდზე თქვენს ანგარიშზე შეგეძლებათ აწარმოოთ ე.წ. დღიური რომელზეც აღწერთ სამუშაო პროცესს, ატვირთავთ ფოტოებს თუ მსგავს მასალას (აუდიო, ვიდეო და სხვ.).

პროექტის საბოლოო ანგარიშები შედეგებისა და დასკვნების მიმოხილვით უნდა წარადგინოთ სექტემბრის ბოლომდე. განაცხადების დაჯილდოებისთვის განხილვისას ყურადღება მიექცევა როგორც კვლევით ანგარიშს ასევე ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე. ყველა მიღებული პროექტი ერთდროულად მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსში ეროვნული პრიზებისთვის 1,500, 3,000 და 5,000 ევროს და საერთაშორისო პრიზებისთვის 10,000 ევრო (ყოველ კატეგორიაში) და 30,000 ევრო გრან პრი საუკეთესო პროექტისთვის.

რაც შეეხება კონკურსანტების შეფასების გამჭირვალობასა და სამართლიანად არჩევას ჟურის წევრები ვალდებულები არიან თითოეულ პროექტზე დაწერონ არგუმენტირებული რეზიუმე სუსტ და ძლიერ მხარეებზე და რას ფიქრობენ ამ პროექტზე და ასე შემდეგ.

კონკურსის მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა კონკურსანტმა დაიცვას კომპანიის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სტანდარტები. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილეს ემუქრება კონკურსიდან დისკვალიფიკაცია.

დამატებითი კითხვებისთვის ეწვიეთ მათ ოფიციალურ გვერდს  ან დაუკავშირდით Quarry Life Award–ის თქვენი ქვეყნის ეროვნული კოორდინატორს quarrylifeaward.GE@heidelbergcement.com

მე თუ მკითხავთ ეს კონკურსი ნამდვილი საჩუქარია ეკოლოგიურის სტუდენტებისთვის ^^

Good Luck : )

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

უსათაურო

1235054_713924495291032_262075681_n

რა მაიძულებს ახალი პოსტი დავწერო ბლოგზე რომელიც ასი წლის წინ მიტოვებულ სახლზე უფრო მიტოვებულია. ალბათ იმან რომ 15 წლის გარდატეხის ასაკში მყოფი გოგოსავით რაღაც მიმდინარე დეპრესიაზე მომინდა წუწუნი.

სიმპტომები იგივე, განწყობაც იგივე, თვალის ახვევა გარემოსთვის იგივე. ცუდ ხასიათზე მარტო ოთახში… ჰმ.. ოთახი ჩემი ოთახი :დ :ნათელი წერტილი:

სულ დამავიწყდა მეთქვა რომ ცალკე გადავედი საცხოვრებლად..

მოკლედ დღეები არეული, სიზმრები არეული. ვერ ვიმახსოვრებ სიუჟეტებს, მარტო შეგრძნებები მრჩება თვალებს რომ ვახელ, გულის რევა სიბინძურე ძალიან უსიამოვნო შეგრძნებები თითქოს სველი შიშველი ფეხებით დადიხარ მეტლახზე სადაც თმები ყრია.

არც ერთ ურთიერთობას აღარ უღრმავდები იმიტომ რომ ხვალ მაინც უნდა დამთავრდეს, როგორც გასაშვილებლად გაჩენილ ბავშვს ხელში არ იყვან ემანდ არ შეგიყვარდეს, რადგან მერე ვეღარ გაუშვებ და ვერც დაიტოვებ…

ძველ ურთიერთობას ეტირები ყველა შესაძლო მომენტში, ბურთი გეჩხირება ყელში და ნერვები გეშლება რომ პასუხები კითხვებზე არასდროს არ არსებობს.

სუნთქვას, გრძნობებს, ადამიანებთან კონტაქტს, ავტოპილოტზე რთავ და შენ მიდიხარ სადღაც სინესტეში და სიჩუმეში შენი მეორე მე კი თავისთვის აგრძელებს ცხოვრებას თითქოს ზარზე ავტომოპასუხეს ტოვებ ჩართულს, გროვდება შეტყობინებები რომლებსაც არასდროს არავინ მოუსმენს და ტვინის მიტოვებულ ფოლდერში ჩაიყრება რომელიც ავტომატურადვე წაიშლება დროთა განმავლობაში, თავში მუდმივად შემოდის ინფორმაციის კასკადი რომელთანაც წინააღმდეგობის გაწევა უბრალოდ შეწყვიტე დგახარ  და ხელის გარტყმას მეორე მხრის მიშვერით პასუხობ თან ვითომდა გულიანად იცინი იდიოტურ ხუმრობებზე.

ამბობ რომ ყველაზე ოპტიმისტი ადამიანი ხარ მთელ მსოფლიოში, სიჩუმეში და ნესტში მჯდარ პირველ მეს ეცინება რადგან დიფოლტ ტექსტის შეცვლა დაეზარა როცა მეორე მეს ავტოპილოტზე რთავდა ის კი დაზეპირებულივით იმეორებს: “ჰაჰაჰა ყველაფერი კარგად იქნება, ჰაჰა ოპტიმისტი ვარ, ჰაჰა აი ორი თვეც და ვსიო, ჰაჰა სიყვარული არსებობს, ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰაჰა კეთილი ადამიანები არსებობენ აჰაჰაჰაჰაჰჰაჰაჰაჰაჰაჰა მიყვარს შენი იუმორი რა კარგად ხუმრობ”…

ამ ყველაფერთან ერთად საქმეში ერთვება ადეკვატური მესამე მე რომელსაც პირობითად ჯერემი დავარქვათ პატარა კალია სინდისი, რაციონალურობის განსახიერება, მოკლედ სინათლის შუქურა ღამე ოკეანეში :დ არასდროს არ ჩუმდება, აი დაძინებას რომ ცდილობ თითქოს უკვე იძინებ და უცებ შეამჩნევ რომ ოთახში დედამოტნული საათის წიკწიკი ისმის და ფიქრობ ფუ ამის.. აქამდე ვერ ვამჩნევდი რა ჯანდამამ შემამჩნევინა ამის ხმა ახლა… ტიკტიკტიკტიკტიკტიკ… არა ნახვამდის ძილო სანამ ამ ყლეობას ფანჯრიდან არ მოვისვრი ვერ დავიძინებ, ჰაჰჰაჰაჰაჰა როგორ უნდა გადააგდო რაღაც რაც შენი ნაწილია :დ შენთვითონ თუ არ გადაყევი ფანჯრიდან :დ

ჰეი! მოკეტე! მაცადე საკუთარი თავის შეცოდება! მე ხომ მილიონი პრობლემა მაქვს! მილიონი რამ რის გამოც ისეთი საწყალი მიუსაფარი და გარემოების მსხვერპლი ვარ! მაცადე! მერე რა რომ არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს რომლებიც სულ მხარში მიდგანან! მერე რა რომ სასწაული დედა მყავს რომელიც ყოველთვის მიწვდის დახმარების ხელს! მერე რა რომ დეპრესიის ჭაობში არ ჩაძირვაც ჩემზეა დამოკიდებული! მაცადე! იმიტომ რომ დეპრესია ნარკოტიკია! მერე რა რომ იმ იდიოტს რომელიც 15 წლის გოგოსავით ზის კუთხეში, და ყველაფერზე ნიკაპი უკანკალებს და ბაჭიასავით ყველაფერზე კუდი უცახცახებს  რომელიც ამბობს რომ უყვარს ადამიანები სინამდვილეში რემბოს რომ აქვს ის ავტომატი უნდა ტყვიები რომ არასდროს ილევა… ჰო მაგ იდიოტს ნებისმიერი სიძნელის გადალახვა შეუძლია! მაგრამ არა აცადე საკუთარი თავის შეცოდება აი ორი თვეც და…

tumblr_mxxy3nuuhI1sl2u0to1_500

Posted in კატეგორია აყრილი | 8 Comments

Draft

დეტექტივებს ძალიან კეთილებს უანგაროებს საყვარლებს, საოცრად რომ ხსნიან საქმეებს სხვა თანამშრომლები რომ უბრალოდ სასტავს ავსებენ განყოფილებაში და არავინ რომ არ აფასებს ექსცენტრულები რომ არიან და კანონს დერსკად და ხშირად არღვევენ, მძიმე წარსული რომ ჰქონდათ უეჭველად ცოლ-შვილი რომ ბოზმა მანიაკმა დაუხოცა და საშინელ სასტუმროში რომ ცხოვრობენ ან ძალიან პატარა ბინაში სადაც სულ არეულობაა და მუდმივად დევს მაგიდაზე ქაღალდების გროვის გვერდით ნახევრამდე დაცლილი ვისკი.. ფული მათთვის არაფერს რომ არ მიშნავს.. დანაშაულის ადგილზე ისეთ რაღაცებს ხედავენ რასაც ასი კაცი ვერ დაინახავს, უდანაშაულო ეჭვიმიტანილების მარტო მას რომ სჯერა და ყველაფერს აკეთებს ამის დასამტკიცებლად… შეფ ქალს რომ მალულად უყვარს მაგრამ არც ერთი რომ არ უტყდება ერთმანეთს..

ყველა ჰორორში სადაც ვიღაც მოცლილი ტიპები რაღაცა ადგილის “გამოსაკვლევად” მიდიან მაგალითად მიტვებული სახლი საგიჟეთი მიტოვებული სკოლა სადაც მოსწავლეები მაგათზე მოცლილმა დახოცა ან რაღაც ტყე სადაც რაღაც ლეგენდაა და ადამიანები იკარგებიან… ამ სასტავში ყოველთვის არიან ძალიან სტერეოტიპული როჟები რომლებიც ყველა მსგავს ფილმში მეორდება უბრალოდ მსახიობები იცვლებიან. ტიპი რომელიც ეწევა პლანს, წყვილი რომელიც ყველგან ზასაობს და ქერა რომელიც პანიკდება რაღაც მომენტში წიპა “შტო სნამი ბუძეტ მი ვსე უმრიომ” რეჩებით გამოდის… მოკლედ..

ტიპები რომლებსაც ტყვიები არ ხვდებათ, გოგოები რომლებიც სკოლის ყველაზე თესლ ბიჭებს უყვარდებათ

Posted in კატეგორია აყრილი | დატოვე კომენტარი

ჩვენ (4)

black and white trees dark forest roads monochrome_www.wallpaperfo.com_42

პირველი ნაწილი
მეორე ნაწილი
მესამე ნაწილი

პირველივე სასადილოსთან გავაჩერე რომელიც გზაზე შეგხვდა, ქიქის ვუთხარი სანამ ბენზინს ჩავასხამ შედი ნახე თუ ღირს შემოსვლა მეთქი. სინამდვილეში ყველა სასადილო ერთმანეთს გავს აქ, რომელიც გზაზეა აშენებული გადაყრუებულ ადგილას ორიოდე მოგზაური თუ შეივლის. ვერ ვხვდები რატომ ცხოვრობენ ამ უდაბნოში ყველასგან მივიწყებულ ადგილას ადამიანები. ბენზინი ჩავასხი და შევედი. ისეთივეა როგორც ამერიკულ ფილმებში, წითელ პომადიანი ხანში შესული ქალი დახლთან სიგარეტით ხელში და სამზარეულოდან ვიღაცის გაბურძგნული თავი ჩანს თეთრ მაიკაზე ალბათ ათი წლის განმავლობაში დაგროვებული საჭმლის ლაქებით.
ქიქი ინტერესით ჩაკირკიტებდა ერთ გვერდიან მენიუს. წინ დავუჯექი.
-რა მოიფიქრე
-არაფერი არ აქვთ ისეთი რასაც ხორცი არ ექნება – თქვა უკმაყოფილოდ და მენიუ გადმომაწოდა.
ოფიციანტმა ქალმა ყავა დაგვისხა და შეკვეთა ჩაიწერა.
– დაღამებამდე ამ ქალაქში ჩავალთ ვუთხარი და რუკაზე თითით ვაჩვენე. – შემდეგ მოვიფიქროთ რა ვქნათ, რამე უფრო საინტერესო.
მანქანაში დავბრუნდით და გზა გავაგრძელეთ, ქიქის რუკა ჰქონდა გაშლილი და გზას მკარნახობდა. მე ისევ კარავში ღამის გათენებაზე ვბუზღუნდებდი, მაგრამ ძალიან ციოდა და ვიცოდი რომ კარგი იდეა ნამდვილად არ იყო.
როცა უკვე ჩამობნელდა და მივხვდით რომ ის ქალაქი რომლისკენაც მივდიოდით დიდი ხნის წინ უნდა გამოჩენილიყო შევშფოთდით რადგან ტრამალები ტყემ შეცვალა ასფალტი ხრეშიანმა გზამ, ყველაფერ სიკეთესთან ერთად ცრიდა, გულში ვნატრობდი რომ უარესად არ გაწვიმებულიყო რადგან ისედაც ვერაფერს ვხედავდი წინ.
2 საათის სიარულის შემდეგ თუმცაღა წვიმამ გადაიღო მაგრამ ცივილიზაციის ნიშან წყალი არ ჩანდა. ამასობაში ტყიდან გავედით და ახლა უკვე ყანებს შორის მივქროდით, – სადღაც აქვე ფერმა იქნება და იქ გავჩერდეთ თორემ ძალიან დავიღალე – მითხრა ქიქიმ, – გზის პოვნას აზრი აღარ აქვს გვარიანად გავცდით იმ ტრასას სადაც უნდა გადაგვეხვია ისიც კი არ ვიცი სად ვართ.

3286361094_74713e4b60_o

კიდევ ნახევარ საათის შემდეგ ერთადერთი სახლი რომელიც შეგხვდა იყო ფანჯრებ აჭედილი და ჩაბნელებული რომელშიც აშკარა იყო არავინ ცხოვრობდა. მანქანაში ღამის გათენებას ქიქის შევთავაზე სახლში შევსულიყავით და გვენახა. უარი არ უთქვამს რადგან ესეთ რამეებს თავგადასავლებად ვთვლიდით, ფანრები ავიღეთ და სახლისკენ წავედით იმ შემთხვევაში თუ ვინმე უსახლკაროს არ წავაწყდებოდით ან ერთი ღამისთვის ურიგო არ იქნებოდა ნივთები მანქანაში დავტოვეთ. აჭედილი კარი ძლივს გავაღთ და შევედით. ბნელ და მტვრიან დერეფანში ავღმოჩნდით, ოთახში გასასვლელი კარებები ობობის ქსელებს დაეფარა. ქიქი ჩემ ხელს იყო ჩაფრენილი, მისი ფანრის შუქი გიჟივით დახტოდა კედლებზე. – მოდი მოვათვალიეროთ და ნივთებზე გავრუნდეთ – ვუთხარი მე და ეზოში აღებული ჯოხით ქსელი შემოვაცალე შესასვლელს. როგორც ჩანს სახლი დიდი ხნის მიტოვებული იყო რადგან უახლოეს წარსულში ვინმეს თუ ეცხოვრა ნამდვილად არ ეტყობოდა. ოთახში ბუხარი მტვრიანი დაბალი მაგიდა და ჩამოფხავებული დივანი იდგა. სხვა ოთახები ჩახერგილი იყო ათასი ძველმანით კარადები, დამტრეული ავეჯი, სამზარეულოში ჭუჭყიანი ჭურჭელი, მაგიდა, ძველი მაცივარი და სკამები რომელიც არანაირ ნდობას არ იწვევდა რომ ჩამომჯდარიყავი.

545475_293381974104918_768256050_n – მთავარია მანქანაში არ მოგვიწევს ღამის გათენება – გავხედე ქიქის რომელიც ამრეზილი უყურებდა ამ სანახაობას. მეორე სართულის დათვალიერების იდეა არ მოინდომა მიზეზად დაღლილობა დაასახელა ამიტომ მანქანისკენ გავემართეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ უშედეგოდ ვცდილობდი ბუხრის ანთებას სასწაულად ნაპოვნი მშრალი ტოტებით და ძველი გაზეთებით. ქიქიმ დივანზე პლედი გადააფარა და დიდი რადიო ფანარი ჩართო რომლიც ცხადია არც ერთ ტალღას არ იჭერდა სამაგიეროდ კარგად ანათებდა ოთახს. ასეთი ფანარი საქართველოში 90-იან წლებში ჩემ მეზობელს ქონდა და უშუქობის ჟამს რომელიც მუდმივად თან დევდა იმ დროს მოწყენილ საღამოებს გვინათებდა რადიო 105-ის არტების სმენაში დრო გაგვყავდა. ასანთი გაბრაზებულმა მოვისროლე და მეორე სართულის დასალაშრად წამოვდექი,
– არ დამტოვო აქ – წიგნი გადადო და ნიკაპის კანკალით ამომხედა.
– წამოდი შენც.
– რა გინდა მაღლა, სიბინძურის მეტი არაფერი იქნება
– მაინტერესებს წამო – ვუთხარი და წამოვაყენე.
კიბეებზე ფრთხილად ავედით, თითოეულ საფეხურს ფეხით ვსინჯავდი რომ არ ჩამტვრეულიყო. ნესტის სუნი ცხვირს მწვავდა, იატაკი ავისმომასწავლებლად ჭრაჭუნებდა. ფანარი ირგვლივ მიმოვატარე და პირველივე ოთახის კარს ხელით ვუბიძგე. ეს იყო საძინებელი რომელიც თითქოს ადამიანებმა გაღვიძებისთანავე მიატოვეს. საწოლის გვერდზე კომოდზე დაობებული წლიანი ჭიქა იდო აქეთ იქეთ ტანსაცმელი იყო მიყრილი, უზარმაზარი სარკე რომელიც საწოლის თავზე ეკიდა თეთრეულზე ჩამოფშვილიყო სავარაუდოდ სკამის მეშვეობით რომელიც ლოგინზე ეგდო, მტვრიანი ნამტვრევები კი შუქს ირეკლავდა. შემდეგი ოთახისკენ წავედით მეორე ოთახი საბავშვო აღმოჩნდა. კედელზე ბავშვური ხელით დახატული ნახატები ეკიდა, საწოლზე უამრავი პატარა ბალიში და სათამაშოები.

ku-xlarge

– ჩავიდეთ რა – ზედაზე მომქაჩა ქიქიმ. მეც იგივეს ვფიქრობდი ამიტომ უსიტყვოდ გამოვბრუნდი ოთახიდან კარში პირველი გამოვედი და ცხადად დავინახე როგორ მიეფარა კიბეებს პატარა თავი. გაოცებისგან პირი დავაღე და გავშეშდი, წამის მეასედში მოვედი აზრზე და თითქოს არაფერი მომხდარა ისე გავემართე კიბისკენ, ვფიქრობდი ალბათ ნანახმა იმოქმედა და მომეჩვენათქო რადგან სახლში სრული სიჩუმე სუფევდა, ბავშვობაში ხშირად ვერთობოდი სიბნელის ილუზიით თუ რამე საგანს სიბნელეში დიდხანს უყურებ თითქოს მოძრაობას იწყებს ამით თავს ვიშინებდი ხოლმე, წარმოდგენა არ მაქვს რატომ მომწონდა ეს გრძნობა. დაბლა დავბრუნდით ქიქიმ წიგნის კითხვა განაგრძო, მაგრამ ვშიშობ ერთი და იგივე ფრაზას იყო მიშტერებული მე კი ბუხართან ბრძოლა თან ჰაგრიდის ვარდისფერ ქოლგას ვნატრობდი.

Posted in ჩვენ (ამბავი) | Tagged , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

ნახვამდის და არა მშვიდობით ბათუმო :>

დიდხანს ვუარე ამ თემას გვერდი მაგრამ აი უკვე კვირაზე ცოტა მეტი ხანია რაც ბათუმიდან თბილისში დავბრუნდი და მეტის გადადება აღარ შეიძლება. რატომ არ ვწერდი პოსტს? ვერ შევეგუე იმ ფაქტს, რომ ბათუმში აღარ ვარ რომ ჩემი სულიერი ჰარმონია ისევ თბილისს ჩავუგდე კლანჭებში. სანამ ჩემ მეხსიერებაში ჯერ კიდევ ასე თუ ისე მკვეთრად არის შემონახული მოგონებები ჯობია გადმოვაფრქვიო :)

ბათუმშვი ვიყავი პირველად. მთელი ცხოვრებაა ვირწმუნები რომ ვერ ვიტან ზღვას. ალბათ სექტემრის ბათუმი უნდა მენახა. თუმცა ალბათ თვითონ ზღვაზე აზრი არც შემცვლია, სულ სამჯერ ვიყავი ჩასული ზღვაში, რადგან მედუზებს მიჰქონდა იქაურობა.

“აპოლო” ❤

ეს იყო იდეალურობის 10 დღე მატარებეში ჩაჯდომიდან დაწყებული იქეთობისას სადგურთან მისვლამდე დამთავრებული. პატარა უაზრო ფინწიუშკების გამოკლებით რომლებიც ონლი ინ მა ჰედ და არაფერი სხვა. არ ვიცი რა შეიძლებოდა იქ მომხდარიყო ისეთი რაც ჩემ ჰარმონიას დაარღვევდა. ტყუილად არ მქონდა იმის მოლოდინი რომ ბათუმში წასვლა ჩემ დეპრესიებს და უაზრო განწყობას სრულიად შეცვლიდა. იმიტომ რომ იქ კარგად ყოფნისგან რეალურიბის შეგრძნებას ვკარგავდი ხანდახან. მაშინაც კი როცა თბილისში საშინელებები ტრილებდა და ბათუმშიც იმართებოდა აქციები მე თითქოს ავტოპილოტზე გადავირთე და დამძიმებული გულით მაინც ვახერხებდი წუთებით ტკბობას.

ჩვენი საბომჟეთი :დ

გული მწყდება, რომ კარგად არ დავათვალიერე მთელი ქალაქი, რომ ნაკლები ვიბოდიალე, რომ არ ვიყავი დელფინარიუმში და ზოოპარკში, რომ არ წავედი პიაცაში სუზანის კონცერტზე, რომ არ ვუყურე მეტ ფილმს, რომ დროის მენეჯმენტი კარგად ვერ მოვახერხე.

სამაგიეროდ ვიცი როგორ მოვახერხებ ამათგან უმეტესობას მომავალ წელს :>

ბათუმში დაკარგვისას შემთხვევით აღმოჩენილი ტბა :)))

დღის თუ დუ ლისტი: დილით გაღვიძება, “აპოლოში” წასვლა და კინოს ყურება, შემდეგ პრესკაფე :დ ან პირიქით. ფილმების ფანჯრების დროს “აპოლოს” ფოიეში ჯდომა და ფუტურამას ყურება ან ინტენეტში ძრომიალი სერიოზული სახით.

ჰო ჩემი ახალი აღმოჩენა ფუტურამა <3 დიტოს და დემეს დამსახურებით :>

ღამე მე და ნათია წამოწოლილები პლიაჟზე როცა სახეზე გვაწვიმს, ათას სისულელეებზე ლაპარაკი ზღვაში ქვების სროლა, ან ყველანი ერთად, შესვლა ზღვაში მერე სიცილი რაღაცების გახსენება, ისტორიების მოყოლა, დღის შთაბეჭდილებების გაზიარება, ფილმებზე ლაპარაკი, დალევა, ბოდიალი.

ეს შადრევანი მაშინ აღმოვაჩინე ერთ ღამეს ბათუმში რომ დავიკარგე და იმით მომხიბლა რომ გურამ პეტრიაშვილის “პატარა ქალაქის ზღაპრებიდან” ერთ-ერთი გამახსენა რომელსაც “მესიზმრე” ჰქვია ✿

თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მიუხედავად იმისა წინ მთელი წელია ღირს ლოდინად და მომავალ წელს ისევ ჩავალ ბათუმის კინოფესტივალზე, ისევ ჩავალ ბათუმში. პატარა ლამაზ ბრჭყვიალა ქალაქში რომელსაც სექტემბერი ფრიად უხდება :) ძალიან ძალიან შემიყვარდა იქაურობა და საკუთარ თითებს არ ვუჯერებ ამას რომ ვწერ: მე ზღვისპირა ქალაქი შემიყვარდა!

ბიაფი, ჩემი ბეჯი რომელიც ათი დღე არ მომიშორებია და ქვა რომელიც ბატუმიდან წამოვიღე :))

ვპირდები ჩემ თავს: მომავალ წელს მოვივლი მთელ ბათუმს, წავალ ახალ ბულვარში. მეტს ვივლი ველოსიპედით რომელზეც ბოლო დღეს დავჯექი მარტო რასაც ჩემი მუხლი შეეწირა, მოვინახულებ დელფინარიუმს და ზოოპარკს, ვნახავ ტბას დღის სინათლეზე, მეტ დროს გავატარებ ჯორჯთან ერთად თუ მანამდე თბილისში არ გადმოვიდა, იქნებ თავი მოვაბა და ცურვაც ვისწავლო :დ

პოსტი მშრალი გამოვიდა მაინც ვერ ვახერხებ ის ემოციები გამოვხატო რაც იქ მქონდა ან  ის აქ ჩამოსვლის შემდეგ რომ მაქვს, ნოსტალგია და ა.შ. მივხვდი რომ პოსტი მაშინვე უნდა დამეწერა როცა ჩამოვედი რადგან შთაბეჭდილებები გაცივდა :| ჩამოვედი თბილისში და როგორც სჩვევია ხოლმე ეგერევე შეისრუტა ყველაფერი კარგი რაც თავში მქონდა :| დატოვა მარტო ზედაპირული მოგონებები :|

ჩვენი ლიფებით და ბეჯებით მორთული ნაძვის ხე :დდდდ

დილდო ჩვენი ბინის ფანჯრებიდან :>

ციკლიდან: პაპსა ფოტოები :)

ფრაზებიანი ასფალტი :დ თუ რაც ქვია :დ

ჩემი ძალიან ცუდი ფოტო ძალიან კარგ მსახიობთან :((((

ბათუმის კინოფესტივალის სახურვაზე არასრული შემადგენლობით

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , | 11 Comments

აიხედე მაღლა

ადრე როცა რაღაც არ მახსოვდა ბლოგი მახსენებდა ხოლმე :დ
ვერ ვიტან ვამპირებზე ფილმებში დებილები რომ არიან აი ტიპი რომ 1000 ზე მეტი ხნისაა და მაინც იდიოტი როა და არაფერი არ უსწავლია ამდენი ხნის განმავლობაში არც მოთმინება, საერთოდ არაფერი განსაკუთრებული. ეგოცენტრიკი დურები რომ არიან… რა ჯანდაბას აკეთებდა ამდენი წელი :/

მეხსიერებაში ისევ ჩავარდნები მაქვს არ ვიცი კონკრეტულად რას უნდა დავაბრალო ჩემი დეპრესია ალბათ ყველაფერს ერთად რაც ახლა ჩემ თავს ხდება თუმცა მაინც მაქვს ხოლმე გამონათებები რეალობისგან მოწყვეტა როცა ვკითხულობ ან როცა სერიალებს ვუყურებ… ისეთი წიგნის წაკითხვა მინდა რომ ვერ მოვწყდე აი მომენატრა განცდა როცა ტუალეტშიც კი შეგაქვს წიგნი და მის გარდა არსებობას წყვეტს ირგვლივ ყველაფერი, თუნდაც იცოდე რომ “ბოლოს ყველა კვდება” (:დ) მაინც რომ გნუსხავს მოყოლის სტილით..

“ბრძოლის ველის განვრცობა” უელბეკის ყველაზე მეტად მომეწონა,  ელემენტარულმა ნაწილაკებმა ზიზღი მომგვარა თუმცა ალბათ ეგაა მისი მიზანიც… ასე ვიძულებ ხოლმე პერსონაჟებს და მერე ნაწარმოების გახსენებაზეც კი გული მერევა :| მაგალითად ჯაყოს ხინზები ახლაც კი ავიმრიზე როცა ეს სიტყვები დავწერე… იმდენად მძაგს ყველა ადამიანი ჯაყო თეიმურაზი, ყველა… ბრ… მახსოვს როგორი ძრწოლით წავიკითხე მეზიზღებოდნენ ადამიანი ჩემი თავიც. მოკლედ სად წავედი იქ ვიყავი რომ ბრძოლის ველის განვრცობაში გამქრალია ადამიანობა, ინტერნეტმა ჩაგვინაცვლა მეგობრები ადამიანები რომლებიც კვდებიან მყისვე სხვები ანაცვლებენ რობოტებივით ვართ ნაცრისფერები.. აღარ გვწყურია თავგადასავლები… ნაადრევად დაბერებული უმწეო არსებები ვართ რომლებიც ცხოვრებას ვეუბნებით “არას” არსებობას “ალბათს”.

სადღაც დავკარგეთ ემოციები და სიყვარულის შეგრძნება… პატივისცემა და თანაგრძნობა… ვიგებთ ათობით ადამიანის სიკვდილს გავიფიქრებთ კიდევ კარგი მე არ დამემართაო და დავიწყებას მივცემთ ხოლმე…

“დღეს ადამიანები ისეე ხშირად ვეღარ ხვდებიან ერთმანეთს . შეხვედრისას სხვაპასხუპით ლაპარაკობენ ამ მთისასა და იმ ბარისას მიედმოედებიან. ზოგჯერ საქმე პირზე კოცნამდეც მიდის, რა თქმა უნდა, ტელეფონის ნომრებსაც ინიშნავენ, მაგრამ დარეკვაზე ნურას უკაცრავად. თუ მაინც ერთმანეთს გადაურეკეს და შეხვედრაზე შუეთანხმდნენ, წამსვე გრძნობენ, რომ პირველი შეხვედრის სიცხოველეს იმედგაცრუება ენაცვლება.”

როგორ ხარ რას შვები ბლა ბლა ერთი სული გვაქვს მოვწყდეთ ქუჩაში შეხვედრილ ნაცნობებს ჩატის ფანჯრებისკენ მივიჩქარით რომ იქ ვესაუბროთ ადამიანების რადგან იქ თვალებში ყურება არ გვიწევს… გულგრილები ვართ და ინდიფერენტულები. ქუჩაში წაქცეული კაცის დანახვაზე ვასტატუსებთ ნანახს და გზას ვაგრძელებთ… ფასდაკარგული რეალობა… გამუდმებით ფიქრობ რომ აი აი არ უნდა დაემსგავსო მათ არ უნდა გახდე რუხი არ უნდა არ უნდა… ამ ფიქრებში მიდიხარ უზარმაზარი ექსკალატორით დიდ ხორცის მანქანაში ეშვები ტარდები და მერე ბევრი შენნაირი იბეჭდება… თავში 0,1 % რჩება.

რატომ გამახსენდა საერთოდ უელბეკი.

შთამბეჭდავი და ადამიანური უწიპუწებით სავსე ფილმის თუ წიგნის შემდეგ რამდენიმე საათით ფიქრობ რომ უკეთესი ადამიანი გახდე, იესმენობას ვიწყებთ :> სახლში შთაგონებული სახეებით მივშტერებივართ კომპიუტერებს და ვფიქრობთ აი გარეთ რომ გავალ მოხუცს ჩანთის მიტანაში დავეხმარები, წაქცეულს ავაყენებ, პროტესტს გამოვთქვამ არა პროტესტისთვის არამედ იდეისთვის… შემდეგ გავდივართ და აი ახლაც კი როცა მეგობრებთან ერთად ბარში ვზივარ სამივე ჩვენ ჩვენს ნოუთბუქებს ჩავჩერებივართ, მე ნაუშნიკები ყურებში… ლამის გვერდიგვერდ ვისხდეთ და მაინც ჩატში ველაპარაკოთ ერთმანეთს…

რა მოხდება ერთხელაც ყველა დისკი დაფორმატდეს, გაქრეს ფეისბუქი… მე წარმომიდგენია როგორ ვარდებიან ადამიანები პანიკაში და რამდენიმე საათის შემდეგ დგებიან იატაკიდან (:დ) გამოდიან ქუჩაში და უყურებენ ცას სადაც ასი წელია არ აუხედავთ. ელაპარაკებიან პირისპირ ერთმანეთს და ახლიდან სწავლობენ ერთმანეთისთვის თვალებში ყურებას…

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , | 3 Comments

ერთხელ ანატოლია ნისლში

იმ სიტუაციაში რაც ახლა ხდება, ძალადობის ამსახველ კადრებს ვგულისხმობ რომელიც გავრცელდა, ძნელია საერთოდ კინოზე იფიქრო, თუმცა მე როგორც მოკვდავი რომელსაც ძალა არ შესწევს მუდამ ამ სიტუაციაზე იყოს კონცენტრურებული ამ ამაზრზენი აზრებისაგან ფაქტრობრივად კინოსეანსების დროს ვპოულობ ხსნას რომ ცოტახანი მაინც გამოვეთიშო ამ საშინელ რეალობას რაც დარბაზს გარეთაა, მაგრამ ფილმებიც ძალიან მძიმეა რომლებსაც ამ ორ დღეში ვუყურე.

ერთი ფილმი გუშინ “ერთხელ ანატოლიაში” რომელიც თურქი რეჟისორის გადაღებულია და სხვათაშორის ძალიან ვაფასებ თურქულ კინომატოგრაფიას. სინოფსისი ფილმს საკმაოდ ბუნდოვანი ჰქონდა: “პატარა ქალაქში ცხოვრება რაღაცით სტეპებში მოგზაურობას ჰგავს: ყოველი ბორცვის იქეთ რაღაც განსხვავებულს ელოდები, მაგრამ გარემო ყოველთვის ერთგვაროვანია და მონოტონური”. ამის წაკითხვის შემდეგ უბრალოდ შევედი დარბაზში და ფილმის დაწყებას დაველოდე. მიუხედავად იმისა რომ ზოგს უბრალოდ მობეზრდა ცოტა არ იყოს გაწელილი ფილმის ყურება მთელი ფილმის განმავლობაში მონუსხული ვიყავი: გარემოთი მსახიობების თამაშით, ძალიან კარგი ტიპაჟებით, დიალოგებზე ხომ არაფერს ვამბობ რადგან მთელი ფილმი ფაქტობრივად დიალოგებზე და ადამიანების ემოციების გამოხატვა იყო სახეზე.

სტორი ლაინი, ფილმის გმირების ქცევა ყველაფერი ძალიან იდეალურად მეჩვენა. მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მძიმე ფილმია და სევდიანი, დარბაზიდან მაინც რაღაცნაირი დადებითი ემოციებით გამოვედი რადგან ასეთი სურათის ნახვის შემდეგ ადამიანების მიმართ რწმენა მიბრუნდება, აღარ მეზიზღებიან და ვფიქრობ რომ მათ აქვთ შანსი “გადარჩენის”.

მეორე ფილმი იყო “ნისლში”

ბელორუსი რეჟისორის სერგეი ლოზნიცას მიერ გადაღებული.

სიუჟეტი ისევე როგორც ნაჩვენები და უკვე ნანახი ფილმების მსგავსად ომის პერიოდზეა. საბჭოთა კავშირი, გერმანელებისგან ოკუპირებული რეგიონი, პარტიზანული ბრძოლები…

ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფილმის მთავარ გმირს ღალატი ბრალდება რადგან სხვა დანარჩენებთან ერთად საბოტაჟის მცდელობის გამო ჩამოხრჩობას გადაურჩა იმ მიზეზით, რომ არ გაყიდა თავისიანები და გერმანელმა ოფიცერმა გაათავისუფლა იმისთვის რომ სიკვდილზე უარესით გადაეხადა მისთვის თანამშრომლობაზე უარისთ თქმის გამო სამაგიერო.  ერთ მომენტში გმირი ამბობს რომ არ შეეძლო ეს გაეკეთებინა რადგან ადამიანები არ იცვლებიან, ოდესღაც მას პატივს სცემდნენ და ყველას უყვარდა მაგრამ მას მერე რაც გერმანელებმა დაადანაშაულეს და შემდეგ გაუშვეს ყველამ შეიძულა, მისი ღალატი კი დაიჯერეს.. დასანანია რომ ისეთი ადამიანები წყვეტენ შენს დაჯერებას, რომლებიც მთელი ცხოვრება გიცნობენ, უყვარხარ, პატივს გცემენ, გენდობიან.

მაგრამ ასეთი ფილმების შემდეგ მრჩება მაინც იმედი რომ ადამიანი ყველგან და ყოველთვის შეძლებს ადამიანობის შენარჩუნებას თუ ეს მან მოინდომა, თუ მასში მორალი თვითგადარჩენაზე მაღლა დგას. თუ ინსტიქტებზე ძლიერი ადამიანური კეთილი ნებაა.

არ ვიცი ამ ფილმმა ვის რა დაუტოვა გულში მაგრამ მე დღევანდელი ყოფიერების მიუხედავად ოპტიმიზმით ამავსო. მჯერა რომ ჯერ არ გვაქვს ყველაფერი დაკარგული, მჯერა რომ გადაშენებამდე ბევრი გვიკლია და ადამიანური ბუნება მტერსაც გაუწვდის დახმარების ხელს, ადამიანებს ხომ ყველაზე მეტად გაჭირვება გვაერთიანებს.

მიხარია რომ აქ ვარ. თუნდაც ეს სიმხდალეში ჩამეთვალოს ბედნიერი ვარ, რომ ასე თუ ისე მომწყდარი ვარ რეალობას და თბილისს, და რომ  ბათუმში საოცრად სწრაფად გადის დრო.

Posted in ფილმები | Tagged , , , , , | 3 Comments