ჩვენ…

ჩვენი ოცნება იყო ამერიკის რომელიმე პატარა ქალაქში ცხოვრება სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, სადაც ყველა ერთ პატარა სასადილოში საუზმობს და საღამოს ერთ ლუდხანაში იკრიბებიან, მაგრამ ვიცოდით აქ დიდხანს ვერ გავჩერდებოდით. 2 თვე ვიცხოვრეთ ამ ქალაქში, 2 უბედნიერესი თვე, ყველაფერი წინ იყო.
არ ვიცი უცებ რა მოგვივიდა… საერთოდ ასე ვიცოდით ხოლმე გადაწყვეტილებების მიღება. ვისხედით ან ფილმს ვუყურებდით დივანზე მოკუნტულები და მთელ ხმაზე რაღაცებს ვლაპარაკობდით ხმამაღლა ვიცინოდით.  ხოდა უცებ ერთმანეთს “სხვანაირად” გადავხედავდით. ყოველთვის ვიცოდით ერთმანეთის აზრები. არ ვიცი ამას რა დავარქვა, სულიერი სიახლოვე თუ უბრალოდ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით. მოკლედ იმ საღამოს სამზარეულოში ვისხედით. ქიქი ყავისთვის წყალს ადგამდა, მე ჭიქებში ყავას ვყრიდი. ჩვენ რომ გვიყვარს, რძიანს.. ქიქი თავისას რომ დალევდა მერე ჩემი ჭიქიდან სვავდა.. ეს მიყვარს განსაკუთრებით.. საერთოდ მისი პატარა ფინწიუშკები.. ის რომ ფილმს წამდაუწუმ აპაუზებდა როცა უცებ რამე სასაცილო გაახსენდებოდა თან წინასწარ ეცინებოდა, მე კიდე სულ გადახვევა მინდებოდა მოსაწყენ დიალოგებზე ფილმში.. მოკლედ ვისხედით ყავას ვსვავდით და ცოტა ხნის წინ ნანახ ფილმს განვიხილავდით. სიუჟეტი ბანალური იყო როგორც ყოველთვის რამდენიმე ახალგაზრდა მიტოვებულ სახლში შევლენ სადაც სახე ახეული მანიაკი ცხოვრობს. რაღა თქმა უნდა ყველას ერთი მეორეს მიყოლებით ამოხოცავს და ერთი გოგო გადარჩება რომელიც მანიაკის მოკლვლას მოახერხებს, ბლო კადრში კი მანიაკი ცოცხლდება და გოგოს საძებნელად მიდის.. მოკლედ თქვენც იცით.

სასაცილოდ არ მყოფნიდა ასეთი ფილმები. ქიქის კიდე არ უყვარს საშინელებათა ჯანრი, ყოველთვის ჩემი ხათრით უყურებს. ვუთხარი რა მაგარი იქნება ასეთი მოგზაურობათქო. წარმოიდგინე მე შენ და დიდი ტრასა. ათასი თავგადასავალი გზაში. ქი, ჩვენ ჩვენი ოცნება უკვე ავიხდინეთ. რა თმა უნდა აქ ცხოვრება კარგია მაგრამ მთელ ცხოვრებას აქ ხომ არ გავატარებთ. შენ მოგზაურობა გიყვარს მე კი თავგადასავლები-მეთქი. ამ ყველაფერს ისე სხვათაშორის ვამბობდი თან იმ დღის გაზეთს ვფურცლავდი რომელიც დილით გაზონზე გადმოაგდო ველოსიპედიანმა ბავშვმა. როცა არაფერი მიპასუხა გაკვირვებულმა ავხედე. წესით მინიმუმ უნდა გაეცინა ან შემკამათებოდა. ის კი მაგიდას დაყრდნობილი თითზე სახეზე ჩამოყრილ თმას იხვევდა და დაფიქრებული იყურებოდა ფანჯრიდან, ტონი გაგიჟდება რომ გაიგებს თქვა სიცილით. სკამიდან წამოვხტი და ჩავეხუტე.
ერთ კვირაში გასვლა დავგეგმეთ, მანამდე ქიქის ადგილობრივი მუზეუმისთვის უნდა შეეტყობინებინა წასვლის შესახებ, მე კი ტონისთვის უნდა მეთქვა, ლუდხანის ბარმენისთვის სადაც მე ვმუშაობდი მიმტანად და ვმეგობრობდით.
ჩვენდა გასაოცრად ბარგი დიდი არ აღმოჩნდა, ნახევარი ქიქის წიგნები და ჩემი “ხლამი” იყო რასაც ვერ ველეოდი.
აღარ მოგიყვები როგორ ეხვეწნენ ქრისტინეს დარჩენაზე, რა თქმა უნდა არ უნდოდათ ასეთი მნიშვნელოვანი თანამშრომლის დაკარგვა. როგორ ძლივს შემოვირიგეთ ტონი, შევპირდით რომ აუცილებლად დავბრუნდებოდით.
უკვე ტრასაზე მივქროდით. მე საჭესთან, ქიქი კი ხმამაღლა კითხულობდა ალქიმიის საფუძვლებს…

გაგრძელება (ალბათ) იქნება…

_____________________________________________________________________________

სურათებისთვის და მორალური მხარდაჭერისთვის მადლობა ბექას

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in მოთხრობებისნაირი, ჩვენ (ამბავი) and tagged , , , , . Bookmark the permalink.

13 Responses to ჩვენ…

  1. გამოხმაურება: ჩვენ (4) | აზრების ბოლში გახვეული სიგარეტები

  2. islandglocke ამბობს:

    qet shen dawere? :))) momewona xo ici? miyvars mec egetebi….rogorc shen :)

    Like

  3. siyvarulovna ამბობს:

    აუ გაგრძელება მინდაააააააა

    Like

  4. Elluka ამბობს:

    კარგია,მომწონს და გაგრძელებას ველოდები. : )

    Like

  5. salolas ამბობს:

    მომეწონა მომეწონა მომეწონაააა….. შეგიძლია შემთხვევითი ნაცნობიც გაიყოლო მოგზაურობაში ჩემი სახით :) კიდევ ერთი გმირი შეემატება მოთხრობას :) მაგრამ არა იყოს ;) თქვენ ორნი უნდა იყოთ მარტო!

    გაგრძელებას მოვითხოვ! : )

    Like

  6. Marr ამბობს:

    კაი იყო ძაან. კიდევ დაწერე რა ასეთი, ძალიან მომეწონა <3<3

    Like

  7. ლილიანი ამბობს:

    nice ^_^ mec maqvs aset stilshi chanacerebi da magrad mevaseba ♥

    Like

  8. Kristi ამბობს:

    Genacvale qeet! Dzaan chamitria, dzaan mainteresebs qiqi (anu me) ra rolshi iqneba! Gexvewebi gaagrdzeleeeee! Xalxo, es martalia motxrobaa, magram chven warmosaxvashi bevr adgilas vyofilvart ertad! amitom dzaan magariaaaaaaa!

    Like

  9. elis ამბობს:

    kate dzalian momewona, saimovnebit wavikitxav gagrzelebas, ragac iseti sasiamovno da axloa chemtan …

    Like

  10. LiLaC ამბობს:

    ragaca kaia :>

    Like

  11. sunwaited ამბობს:

    gagrzelebas veli :P

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s