მე წავალ, თქვენ დარჩით

უცხო ადამიანების გარემოცვაში ვარ. წრეზე ვსხედვართ. აქ ის ადამიანები მოდიან კვირაში ერთხელ რომლებიც დამოკიდებულები არიან, რაც ჩვენ დროს დიდ სირცხვილად ითვლება. მე პირველად ვარ. ჩემმა მეგობრებმა ინტერვენციაც კი მომიწყეს იმისთვის რომ ბოლოს და ბოლოს ჩემი სენის დასაძლევად ამ ანონიმურ კლუბში მოვსულიყავი..

ამ დილით სარკეში პირველად დავაკვირდი თავს, თვეების განმავლობაში ხელ-პირს ისე ვიბან მაღლა არც ვიყურები.. მახინჯი არ მეთქმის, სიმპათიურიც კი ვარ, ყოველ შემთხვევაში ქალებში პოპულარული ვიყავი სანამ ლომკის გამო ავეჯიც კი გავყიდე სახლში და იატაკზე დაგებულ მატრასზე მძინავს.

მე იანი მქვია და მე ნარკომანი ვარ. – ვამბობ და თავს ვხრი. ტაშის ხმა კანტიკუნტად ისმის. პატარა ოთახში 15იოდე ადამიანი ვართ. ვათვალიერებ მათ და ვხვდებო რომ მეც მათნაირი ვარ, წვერგასაპარსი, სევდიანი გამომეტყველება, ყველას თვალებში ჩანს ის დაღი რომელიც ამ საუკუნემ ჩვენნაირიებს მოუტანა.

ანტონი რომელიც კლუბს ხელმძღვანელობს უკვე 10 წელია თავის სენს ებრძვის, ის მხარზე ხელს მადებს და თითებს ოდნავ მიჭერს იმის ნიშნად რომ არ ვინერვიულო.

– გამარჯობა იან, – მეუბნება ის. – გვიხარია რომ ჩვენთან ხარ, აქ ჩვენ ერთი დიდი ოჯახივით ვართ. ყველანი მხარში ვუდგავართ ერთმანეთს, აქ შენი გვესმის. მოგვიყევი შენ შესახებ.

მე ვფიქრობ, თავში ათასი რამე მომდის მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო ან რა ვთქვა ამიტომ გაჩუმებას ვამჯობინებ და ვეუბნები რომ მირჩევნია მათ მოვუსმინო.

ჩემს პირდაპირ დაახლოებით 35 წლის კაცი ზის, ნაადრევად დაბერებულს ჰგავს, ამოღამებული თვალები, საფეთქლები შევერცხლილი აქვს, პერანგი დაჭმუჭნული და ფეხს ნერვიულად ათამაშებს. ხმა ოდნავ უთრთის:

– 5 კვირა, 3 დღე და… – საათზე იყურება – 16 საათია არაფერი წამიკითხავს. – ამბობს ის. – გუშინ დამწვარ ბიბლიოთეკასთან გავიარე, მიუხავად იმისა რომ იქ შარშან მოაწყვეს იმ… – ჩუმდება, ცდილობს გინება არ წამოსცდეს და კბილების ღრჭიალით აგრძელებს – იმათმა აუტოდაფე შარშან მოაწყვეს და პატარა ბროშურაც კი არაა შენობაში  დარჩენილი ნერვებმა მაინც მიმტყუნა და აჭედილ ფიცრებს სასოწარკვეთილი ვექაჩებოდი, არაადამიანების ხორხოცმა გამომაფხიზლა და სასწრაფოდ გამოვიქეცი იქიდან. – ცხვირს იწმენდს და დარცხვენილი ჩუმდება.

ყველა თანაგრძნობით ვუყურებთ. ანტონი მადლობას უხდის გულახდილობისთვის, ჯერი სხვაზე გადადის. მე ვუსმენ მათ თან მახსენდება ერთი წლის წინანდელი ღამის 4 საათი, სახანძრო მანქანებმა კივილით ჩაიარეს ჩემი ფანჯრების წინ, ინსტიქტურად საწოლიდან წამოვხტი, ხალიჩის ქვეშ სამალავში მეასეჯერ გადაკითხული ზარატუსტრა სათუთად ჩავდე და ქუჩაში გავვარდი. ჩემი მისვლისას უკანასკნელი ბიბლიოთეკა ქალაქში ცეცხლის ალში იყო გავხვეული ბრბო კი ველური ყიჟინით ყრიდა გეენაში წიგნებს. მეხანძრეები უდრტვინველად ადევნებდნენ თვალს ამ საშინელ სანახაობას. პირველივე სადარბაზოში შევვარდი და კედელს მუშტები დავუშინე. სახლში დაბრუნებული 2 დღე გაუნძრევლად ვუყურებდი ჭერს. ფეხზე მეკიდა კარებზე ბრახუნი და ანას ძახილი “იან ვიცი სახლში ხარ იან!”. ტელეფონის რეკვა. მეზობლის სახლიდან სანფორმაციო გამოშვების ცივსახიანი დიქტორის ხმა მესმოდა თუმცა ყურს არ ვუგდებდი.  “рукописи не горят” ჩამესმოდა ქალის კივილი…

ამ მოგონებებიდან ტაშის ხმამ გამომიყვანა. სეანსი დამთავრებულიყო. ჩემი თანაკლუბელები კედელთან დადგმულ მაგიდასთან ფუსფუსებდნენ ყავას სვამდნენ და თან ჩუმად ლაპარაკობდნენ ჩემთვის უინტერესო თემაზე. ავდქი და წამოვედი. არ ვიცი მომავალ კვირას დავბრუნდები თუ არა აქ… აზრი არ აქვს ისინი მე ვერ მიშველიან მე კითხვაზე დამოკიდებული ვარ, მე ნარკომანი ვარ. შავ ბაზარზე ჩემი მთელი ქონება გავფლანგე სარდაფი აკრძალული ლიტერატურით მაქვს სავსე. ამბობენ ალიასკაზე არის ადგილი სადაც ჯერ კიდევ არსებობენ მკითხველები, სადაც ჯერ არ აუკრძალავთ წიგნები. ამ ფიქრებით სახლში შევედი და კარადიდან უზარმაზარი ჩემოდანი გამოვათრიე.

Posted in მოთხრობებისნაირი | Tagged , , , | 5 Comments

ბიაფის დღიურები 2012

ჩამოვედით ბათუმში. პირველი შთაბეჭდილება „ყველაფერი ბრჭყვიალებს და ანათებს“. ლამაზია :>

დავბინავდით სასტუმროში და ცოტახანში სადისკუსიოდ ჩავედით დაბლა. მიუხედავად იმისა რომ სოც მედიაზე მილიონჯერ გვიკამათია საკუთარი აზრები გვიფრქვევია როგორც ჩანს ვერ ამოვწურთ. ცხადია ბევრი ვიცინეთ.

მომნატრებია ადამიანებთან ლაპარაკი, ფილმებზე, წიგნებზე ან უბრალოდ ჩვეულებრივი საუბარი რაც თბილისში ძალიან მაკლია შიგადაშიგ.

ბიაფი ოფიციალურად 16ში გაიხსნა. პროგრამას გადავხედეთ და ის ფილმები მოვნიშნეთ რომელთა ნახვაც გვინდოდა.

გახსნაზე ელდარ შენგელაიას მსოფლიო კინომატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის  და თურქ რეჟისორ ნური ბილგე ჩეილანს  ბიაფის დირექციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ, ოქროსფერი ზღვის ცხენი ბიაფის სიმბოლო.

ელდარ შენგელაიას გამოსვლისას გულსი სითბო ჩამეღვარა. :> ჩემი ბავშვობა “შერეკილები”, “ცისფერი მთები”, “არაჩვეულებრივი გამოფენა” რომლებსაც უსასრულოდ შემიძლია ვუყურო, რაღაცნაირად სევდით და ნოსტალგიით.

ფილმების ჩამონათვალს უკეთ გავეცანი და რამდენიმე ფილმის შინაარსმა ძალიან მომხიბლა. ჯერ მხოლოდ სამი ფილმი ვნახე და სამივემ ძალიან იმოქმედა, თუმცა პირველს ბოლომდე ვერ ვუყურე.

პირველი ფილმი იყო პოლონელი რეჟისორის იერჟი ჰოფმანის ფილმი „ვარშავის ბრძოლა, 1920“, რომელიც იყო 3დ  ბრძოლის მომენტებში ან მაშტაბურ სცენებში როდესაც ჯარი მოდის რაღაც სიღრმის ეფექტს აძლევდა. ფილმი არის მეორე მსოფლიო ომის დამთავრების პერიოდი, წითელი არმია ვარშავისკენ მიემართება. სიუჟეტის ბექგრაუნდ სტორი ლაინი ცოტა არ იყოს და ბანალური იყო, პოლონელი კავალერისტის  და მომღერალი ქალის სიყვარულის ისტორია, როდესაც იანი მიდის ომში და ცოლს ჰპირდება რომ აუცილებლად დაბრუნდება მაგრამ ბოლშევიკობას დასწამებენ და დახვრეტას მიუსჯიან, თუმცა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდება. წითელარმიელები მის ნაწილს თავს დაესხმებიან და ტყვედ ვარდებიან. პირველივე ტყვის სიკვდილისთანავე რომელსაც ცივსისხლიანად ესვრიან შუბლში ნიკაპი ამიკანკალდა და ავღნავლდი არც ისე არაადეკვატურად რადგან დაღლილი და უძინარი ვიყავი ვფიქრობ მაგანაც იმოქმედა რადგან ომზე ფილმებს ისეთი განცდებით აღარ ვუყურებ როგორც ადრე მაგრამ გამახსენდა მამა ის მომენტები ამომიტივტივდა როდესაც წარმოვიდგენდი რა ხდებოდა მაშინ ომში და რისი გავლა მოუხდა მას, თუმცა ამ ყველაფერს რეალურად ალბათ ვერასდროს გავიგებ.  მოკლედ ფილმის ყურება ვეღარ გავაგრძელე წამოვედი, 2 ოდე საათი ბათუმში ვიბოდიალე, მერე დავიკარგე სასტუმროს ძლივს მივაგენი და ნომერში შესვლისთანავე დამირეკეს და ისევ კინოთეატრში დავბრუნდი. ცოტა დავმშვიდდი აღელვებული მეგობრები დავამშვიდე რომ არაფერი მომხდარა უბრალოდ აღარ მინდოდა ფილმის ყურება. ფილმი საკმაოდ უტრირებულად იყო გადმოცემული, ამიტომ ვფიქრობ უპრიანი იქნებოდა უფრო ნაკლებ არაჰოლივუდურად მისი გადაღება თუმცა არ ვარ იმდენად კომპეტენტური რეჟისორს სულში ხელები ვუფათურო :დ

დღეს ვუყურეთ ფილმს რომლის ყურებაც ყველაზე მეტად მინდოდა დედაჩემის გავლენით ყველაფრი მაინტერესებს ჰოლოკოსტზე და მსგავს ისტორიებზე, დოკუმენტური ფილმები იქნება თუ მხატვრული რადგან დედა ბევრ მსგავს ფილმს უყურებს. ფილმმა რომელსაც „სიბნელე“ ჰქვია „შინდლერის სია“ გამახსენა, ალბათ ბევრი ვერც შეადარებს… მთელი სეანსის განმავლობაში უამრავი ემოცია მქონდა მეღიმებოდა, მეცინებოდა, მეტირებოდა, ვბრაზდებოდი, ვტიროდი, ვნერვიულობდი, ვიძაბებოდი, რამდენჯერმე თვალებზე ხელიც კი ავიფარე, ნახევარი ფილმის განმავლობაში ნათიას ხელს ვიყავი ჩაფრენილი. ფილმი რომ დამთავრდა ვერ ვჩერდებოდი, ფინალის გახსენებაზე ჟრუანტელი მივლიდა. ეს ფილმიც პოლონელი რეჟისორის გადაღებულია აგნეშკა ჰოლანდის, რეალურ ისტორიას ასახავს პოლონელ ლეოპოლდ სოჩაზე რომელიც საკანალიზაციო მილში ებრაელებს დამალვაში ეხმარება. გენიალური ფილმია, აუცილებლად უნდა ნახოთ.

სიმართლე რომ გითხრათ შარშანდელ ბიაფზე რა ფილმები იყო ჩამოტანილი არ მინახავს, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ მომავალ წელს ისევ აქ ვიქნები და ისევ უამრავი ემოციით დავბრუნდები თბილისში. 3 დღის განმავლობაში იმდენი რამ დამიგროვდა თავში რომ ერთი წელი მეყოფა.

მესამე ფილმმა „სახლი კოშკურით“ რომელიც დღეს ვნახე რატომღაც დასაწყისშივე „სტალკერი“ გამახსენა, არა იმიტომ რომ სიუჟეტით ჰგავს ერთმანეთს, პირველივე კადრში გამოჩენილმა ბიჭუნამ კი სტალკერის შვილი, და როგორც მერე ვნახე ფილმი ეფუძნება ფრიდრიხ გორენშტეინის ავტობიოგრაფიას რომელმაც ტარკოვსკის „სოლარისი“ დაწერა. უცნაური დამთხვევაა.

ფილმი არის სიდუხჭირეზე და ადამიანების გულგრილობაზე სხვისი გაჭირვების მიმართ როცა თავიანთი უსახსრობაც ჰყოფნით. 8 წლის ბავშვის უმწეობაზე რომელსაც დედა ჰყავს ავად და უცხო სოფელში ადგილობრივ საავადმყოფოში ბედის ანაბარად დარჩენილები აღმოჩნდებიან.

რატომ გამახსენდა სტალკერი: მისი იდეალური გარემოთი. როცა ის ამაზრზენი ყოფიერება არაჩვეულებრივად არის დადგმული, არაფრის დამატება და გამოკლება რომ არ მოგინდება. გარემო რომელიც გრთგუნავს გასევდიანებს და თან რაღაც გაურკვეველ გრძნობებს გიჩენს, თითქოს შვებასაც რომ ამ ყველაფერს ეკრანზე უყურებ. ამავდროულად უამრავ თავსატეხს გიტოვებს თავში.

სახლი კოშკურით მიუხედავად იმისა რომ 2011 წელსაა გადაღებული არაჩვეულებრივადაა დადგმული, ფილმი შავ-თეთრია უკრაინელი რეჟისორის  ევა ნიემანის გადაღებულია.

_________________________________________

“ზეციურ მანქანებზე” რომელიც შედარებით გვიან გადიოდა დიდი სურვილის მიუხედავად  ვერ დავრჩი რადგან ძალიან მეძინებოდა ამიტომ განმეორებით როცა გავა მაშინ ვუყურებ.

აუცილებლად უნდა ავღნიშნო ვორკშოფის და გასნის შემდეგ ბანკეტზე მოწვეული გერმანელი მომღერალი გოგო სუზან რომელმაც ძალიან მომხიბლა :> მისი დისკიც კი შევიძინე :)))))

Posted in ფილმები | Tagged , , , | %(count)s კომენტარი

დემონის მონოლოგი

პოსტი იყო დაწერილი ალდაგის კონკურსისთვის და გადაკეთდა სპეციალურად აკვარიუმიჯისთვის

მე გზაჯვარედინის დემონი ვარ. რაც გინდათ ის თქვით, სიძულვილს მიჩვეული ვარ ეს მახარებს კიდევაც, თუმცა ჩემი აზრით დაუმსახურებელია მე ხომ ადამიანებს სურვილებს ვუსრულებ.  ლამპიდან ამომძვრალ არსებას ან ოქროს თევზს ნუ წარმოიდგენთ საქმე გაცილებით რთულადაა ისე მაგ ორ იდიოტს ვიცნობ, არ მიყვარს უანგარო არსებები.

დიახ, მე გზაჯვარედინის დემონი ვარ.  კაცებს როგორც ულამაზესი ქალი ისე ვეცხადები, ქალებს კი პირიქით, თუმცა მათაც გააჩნიათ. ერთხელ მახსოვს ერთს ქალის კაბაში ჩაცმულ კაცად გამოვეცხადე. ადამიანებს მთელი ათი წლით „ვაბედნიერებ“, სურვილის სანაცვლოდ მათი შეშინებული და დამფრთხალი სული მიმყავს, უნდა ნახოთ როგორ თრთის და იკლაკნება როცა ჩემ გალიაში ვსვამ.
სულის წამოყვანა მხოლოს სურვილის თქმიდან ათ წელიწადში შემიძლია, მიუხედავად იმისა რომ ჩემზე მზაკვარი და ცბიერი არსება ჯერ არ დაბადებულა არის ხოლმე შემთხვევები ჩვენც ვტყუვდებით, ეს მოკვდავი არსებები ისე მოაკვარახჭინებენ ხოლმე სათქმელს რომ მეც კი გაოცებული ვრჩები. რა გინდა რომ უთხრა ბატონის მიერ დაწერილ კონტრაქტის წესებს არ ეწინააღმდეგება არადა სულის გარეშე ვრჩები. ასეთი მძიმე სამუშაო მაქვს ვერ ვიტან ამ ადამიანებს, ერთთავად ეჭვის თვალით უნდა უყურო ათასი მახე დაუგო, შვებულება კიდევ ათასწლეულში ერთხელ  მიწევს. ამ ჭიაღუებისგან მოტყუებულს ბნელეთის ბატონი საქმიდან ცოტახნით გვაშორებს დასჯის მიზნით, და გვაიძულებს სინათლეში ვისხდეთ რამდენიმე წელიწადს. კარცერიდან გამოსულს სიკეთის მარცვალი შეეპარება ხოლმე ჩემ არარსებულს გულს ამიტომ ჩემი თავი იმაზე მეტად მძულდება ვიდრე ყოველთვის. ამ საზიზღარ თანამედროვე სამყაროში სადაც ადამიანებს თავი ღმერთებივით ჭკვიანები გონიათ სადაც სულის გაყიდვა არაფრად უღირთ საჭიროა  დავეზღვიო შეცდომებისგან და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან.. საქმე იმაშია რომ თუ „კლიენტი“ ათ წელიწადზე უფრო ნაკლებში გავიდა გაღმა საქმე ანულირდება. ეს რა თქმა უნდა მათ არ იციან და უპრიანი იქნება თუ ჩვენ შორის დარჩება.  ისე ცოდვა გამხელილი ჯობია და (მიყვარს ეს გამოთქმა თუნდაც იმიტომ, რომ ჩემგან ფრიად სასაცილოდ ჟღერს) რაც კარგია იმას ვერ დაუკარგავ ადამიანებს, რაც მოიგონეს, არ ვამბობ პირამიდებზე და ეგეთ სისულელეებზე, მაგაზე შემიძლია წლები ვიხარხარო, ეს ყველაფერი ხომ ჩემ თვალწინ მოხდა.. ჩემი ორკაპა ენის წვერზე მადგა რომ არ მეთქვა მათთვის „ჰეი მაინც ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით“,  მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩემ კომპეტენციაში არ შედის და მწარე სიმართლის დემონის პრეროგატივაა. მოკლედ იმას ვამბობდი რომ ის თითქოს არააუცილებელი საჭიროებები რასაც ადამიანები ჯერაც ვერ ხვდებიან, რადგან სხვა ამქვეყნიურ სიამოვნებებზე არიან გადართულნი, გენიალური გამოგონებებია, მაგალითად ღვედი მანქანისთვის, მაგრამ საჭესთან ფილტვების კიბოთი სიკვდილის დაჩქარება უფრო აუცილებელია, უაზრო ლაყაფზე რომ არაფერი ვთქვათ მათ ეშმაკის მანქანებზე, მობილურს ვგულისხმობ. თუმცა მე რა ეს ხომ ჩემ წისქვილზე ასხამს წყალს…

ნუ ჩემსაზე რა… უყურადღებობის დემონის წისქვილზე.

ვერაფრით ვიხსენებ ესეთი ბრიყვი ვიყავი თუ არა მეც სანამ ადამიანი მერქვა… ბატონმა მითხრა ერთხელ ბოროტების განსახიერება იყავიო სიხარულისგან კინაღამ 667-ედ მოვკვდი.

ყველაზე მეტად მაინც თვითმკვლელებს ვერ ვიტან. სალხინებელში მოხვედრილ იდიოტებს. ვიცოდე მაინც იქ რა ხდება გულზე მომეშვებოდა თუ რამე საშინელი მოსდით, გული რომ მქონდეს. ზოგიერთი ჩემი კლიენტი ათი წლის ამოწურვისას თავს იკლავს, ალბათ ჩემი ძაღლების გამო რომელთა სუნთქვაც ბოლო კვირების განმავლობაში გამუდმებით უწვავთ კეფას… ჰგონიათ რომ მათ ბასრ ეშვებს რომელებიც ცხელ მეტალზე მწველია თავს აარიდებენ და მოკლე გზით მოხვდებიან ჯოჯოხეთში, რა სასაცილოა და უცებ ეშმაკმა არ იცის სად ხვდებიან… თუმცა ყველას როდის ყოფნის გამბედაობა, ბოლო წუთებამდე სიცოცხლეს ებღაუჭებიან, ათასი სისულელე ჰგონიათ: რომ დამავიწყდება, რომ ეს ყველაფერი დაესიზმრათ, სულელურ რიტუალებს ატარებენ, ათას შარლატანთან დადიან და ფლანგავენ იმ ქონებას რისთვისაც თხასავით ათი წლის წინ სული გაყიდეს, რაღაცებს ბჟუტურებენ ლათინურად, მარილის წრეში დგებიან თითქოს ვიღაც მოჩვენება ვიყო და არა ამხელა დემონი! გზაჯვარედინის! დაწინაურებული დემონი!

თავიდან ყველანი ინდვიდუალური დემონები ვართ ანუ ერთ ადამიანზე მიბმულეები. სიცოცხლის ბოლომდე მარცხენა ყურში რაღაც სიბილწეები უნდა  უჩურჩულო , გარყვნილების და ამაოების მორევთან მდგარს ხელი უნდა ჰკრა.. ყველაფერი ბევრად ადვილი იქნებოდა ის ქნარიანი მოსაწყენი ტიპი რომ არა თავისი მორალით სინათლით და სიწმინდით.  წესით როცა მეტოქე გყავს უფრო საინტერესო უნდა გახდეს მაგრამ მაგას თუ მეტოქე ჰქვია, მუდამ ნათელში მდგარი, მოკვდავის ყველა წაბორძიკებას რომ განიცდის, სიცილს ძლივს ვიკავებდი ხოლმე. უმაგისოდ უფრო გავერთობოდი რა ჯობია უყურებდე როგორ ეცემა ადამიანი, ჩემი საყვარელი ეტაპი მაინც თავმოყვარეობის დაკარგვაა… ამიტომ მიყვარს სასოწარკვეთილი ადამიანები, შვებას თითქოს რომ სასმელში და ნარკოტიკში პოულობენ. ნელ-ნელა უმახინჯდებათ სულები, ეს თქვენი მოკვდავების გადმოსახედიდან თორე დამიჯერეთ ამაზე მშვენიერს ვერაფერს ნახავთ, როცა საკუთარ დედას გაყიდიან ერთი ჭიქა ვისკისთვის.

სერიული მკვლელები?! ნამდვილი ხელოვანები! ის კი არა სულელი ადამიანები წლები რომ იკვლევენ რა ჯანდაბა დევს იმ უშნო ქალის ღიმილში. შთაგონებული სახით რომ კითხულობენ ქურდი უილიამის სონეტებს.  მილულული თვალებით უსმენენ ყრუ კომპოზიტორის მუსიკას.

არა  არ იმსახურებთ პატივისცემას. საუკუნეებია გიყურებთ და ღირსების არაფერი გცხიათ.

სურვილებიც კი ბანალური გაქვსთ, რამდენი ხანია ნორმალური არაფერი მსმენია, სულ სექსი ან ფული, ან ორივე ერთად. შუა საუკუნეების ბნელ წლებში ადამიანები უფრო მრავალფეროვნები იყვნენ, თანამედროვეობამ და ტექნიკის 21-ე საუკუნემ დაგაძაბუნათ ყველაფერი გეზარებათ იგონებთ ათას მანქანას ყურის მოსაფხანს, ტვინის გასანძრევს, ფეხების დამბანს, ადრე ამ როლს ქალებიც მშვენივრად ითავსებდნენ.  მალე თქვენ მაგივრად მანქანა გააკეთებს ყველაფერს, არ გამიკვირდება თუ კომპიუტერს სექსიც ადამიანების მაგივრად ექნება. ეს ყველაფერი წესით უნდა მიხაროდეს რადგან იმ ტოტს ჭრით რომელზეც ზიხართ, მაგრამ სამუშაოს ხალისი დავკარგე ისეთი აღტკინებით აღარ ვეცხადები მოკვდავებს. იმ ჟინით აღარ მსურს თქვენი დაღუპვა. აი რა მოიტანა ამ ოხერმა ცივილიზაციამ, ეშმაკმაც კი დაკარგა თავისი ფუნქცია, მიუხედავად იმისა რომ არც კი დაგესიზმრებათ რა სასწაულებს ახდენდნენ ადრე ადამიანები სამაგიეროდ ადამიანებად რჩებოდნენ თავიანთი სისუსტეებით, პატივმოყვარეობით, ამპარტავნობით, გარყვნილებით, უნებისყოფობთ.  ახლა რაღანი ხართ?!  აღარ გწამთ არაფრის, ძველი ღმერთები თითქოს არც არსებულან, მითოლოგიას გასართობათ თუ ჩაჰკირკიტებთ. სასწაულების აღარ გჯერათ პრაგმატულ ჭიანჭველებად იქეცით.  მატერიალიზმის მონებად.. არ იფიქროთ რომ მორალისტი ვარ უბრალოდ ჩემი ოდესღაც არსებული გული მწყდება რომ მალე ღმერთივით მეც დინოზავრების გზას გავუყვები. ჩვენთან ცეცხლიც კი აღარ გიზგიზებს ძველებურად, ჩვენ ხომ როგორც სხვა ღვთაებები ადამიანების რწმენით ვიკვებებით და როდესაც უკანასკნელი ადამიანი შეწყვეტს ირეალურის დაჯერებას კარები სამუდამოდ დაიკეტება და აი როგორც იქნა ვიხილავ სალხინებელს, ახალი მუჰამედის, ახალი იესოს, ახალი ბუდას, ან ვინმე მსგავსის დაბადებამდე…

Posted in მოთხრობებისნაირი, mystic | Tagged , , , , | 5 Comments

კინოფესტივალი და ბათუმი ♒

დააკლიკე ფოტოს ❤

ბათუმში არასოდეს ვყოფილვარ და საერთოდ დიდად ზღვაც არ მიყვარს. სიცხე, ხმაური, უაზრო მუსიკა ყველგან ჩართული. თუმცა ზღვას რას ვერჩი ალბათ უფრო ზაფხულის ის პერიოდი არ მიყვარს ზღვაზე რომ უნდა წახვიდე, აი მაგალითად სიამოვნებით დავისვენებდი ზღვაზე ზამთარში. ^^

ხშირად მსმენია, რომ ბათუმი არის ძალიან საყვარელი, პატარა, ლამაზი ქალაქი, პორტი, გემები. ძალიან პატარა ვიყავი როცა პირველად ვნახე ზღვა და ის შთაბეჭდილებები ახლაც გულს მიფართხალებს : )))))  ორიოდე საათი ბათუმშიც ვიყავით ჩასულები რატომღაც, მაგრამ საერთოდ წაშლილი მაქვს მეხსიერებიდან ეგ მომენტი, მახსოვს თეთრი გემის კიჩოს ნაგლეჯი, სულ ესაა.

ერთ კვირაში რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად მივდივარ ზღვაზე ჩემი ნებით და დაქალები არ მიმათრევენ ძალით.. თან უბრალოდ კი არ მივდივარ, მივდივარ კინოფესტივალზე და ბევრ მეგობართან ერთად :>

რაც ანა შარშან ჩამოვიდა კინოფესტივალიდან და რაც იმ პერიოდში მათ პოსტებს ვადევნებდი თვალს, მას მერე წლის გასვლას ველოდებოდი. ფილმები ძალიან მიყვარს ❥  შეიძლება ითქვას რომ ფაქტობრივად ფილმებში ვცხოვრობ არ არსებობს დღე ფილმის ყურების გარეშე :დ ერთადერთი რამეა რაც რეალობისგან მწყვეტს ❥ ამიტომაც ძალიან დიდ მოლოდინში ვარ ^^

ერთი სული მაქვს ჩემ ძროხასაც როდის ვნახავ ❥ აქამდე სულ ჩემ გარემოში ვხედავდი ახლა უკვე მის გარემოში ვნახავ : )))

თუ ფოტოს დააკლიკავთ ნახავთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩამონათვალს. ასევე შეგიძლიათ შეუერთდეთ ივენტს ^_____^
ერთი სული მაქვს მატარებელში როდის ავალთ და რახან ბევრი ადამიანი ერთად მივდივართ და ერთად მოგვიწევს მგზავრობა რაღაცნაირად ჰოგვორტსში წასვლის შეგრძნებასავით მაქვს :დ

ბათუმში ჩასვლისას ორი დღე იქნება ვორკშოფი თემაზე: სოციალური მედიის მნიშვნელობა კულტურული ღონისძიებების მარკეტინგში, რომელიც ვიმედოვნებ ძალიან საინტერესო იქნება თუმცა ჯერ არ ვიცი რამდენად გამომივა პრეზენტაციის მომზადება რომელიც იქ დაგვევალება…

იმედია ისე მომეწონება რომ ეს წელიც მის მოლოდინში გაივლის : )))))

ვაპირებ რომ აქტიურად ვწერო ბათუმიდან ასე რომ ბლოგო შენ გაღვიძება გეღირსა და ფაქტობრივად ფენიქსივით აღსდგები საკუთარი ფერფლიდან :დ

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , | 4 Comments

დავიღალე

დავიღალე სტუმრად ყოფნით საკუთარ სხეულში

დავიღალე შეწვეტილი მელოდიასავით დასრულებული ურთიერთობებით

დავიღალე კიდევ ერთი ყლეობის შემდეგ ოპტიმისტად დარჩენით

დავიღალე ყველა გათენებული დღით

დავიღალე უაზრო პრინციპებით

დავიღალე უჯიშო ადამიანებით

დავიღალე არაადეკვატური მოპყრობით

დავიღალე ლოგიკის ძებნით

დავიღალე მესიჯის ლოდინით

დავიღალე ერთი და იგივეთი

დავიღალე შეცდომებზე სწავლით

დავიღალე “ცხოვრების გაკვეთილებით”

დავიღალე სასოწარკვეთილების გრძნობით

დავიღალე თვითრწმენის შენარჩუნების მცდელობებით

დავიღალე ძალით გაღიმებით

დავიღალე “კიდევ ერთხელ” მომენტებით

დავიღალე “what if” აზრებით

დავიღალე ყოველ დღე გაღვიძებით

დავიღალე დაძინებმადე მოსული ფიქრებით

დავიღალე წონასწორობის დაცვით

დავიღალე ადამიანებით

დავიღალე რეჩებით

დავიღალე ტირილით

დავიღალე სიცილით

დავიღალე

 

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged | 10 Comments

სიკვდილის წიგნი და ფოტოები სიკვდილის შემდეგ

ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მდიდარი ადამინები იწვევდნენ მხარტვრებს რომ დაეხატათ სიკვდილის წინა სურათები, რომლებიც უბრალოდ ინახებოდა სახლში არასდროს იკიდებოდა კედლებზე.

არ ვიცი პირველად რომელ ჭკვიანს მოუვიდა თავში მკვდრებისთვის ფოტოების გადაღების იდეა მაგრამ 19 საუკუნის დასაწყისში “მკვდრების წიგნი” უკვე საკმაოდ გავრცელებული იყო.

20-ე საუკუნის 20-30-იან წლებში მეცნიერებმა დაიწყეს სიკვდილის შემდგომი სურათების გამოკვლევა. მაშინ გაჩნდა გამოთქვა “ფოტოგრაფია ეს არის პატარა სიკვდილი”.  ფოტოგრაფი თითქოს კლავს ადამიანს წამში და ამავდროულად აქცევს მას უკვდავად. მკვდრებს იღებნნდენ მათი საყვარელი საქმიანობის დროს – როგორ კითხულობდნენ თითქოს გაზეთს, მათ საყვარელ სავარძელში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.. ზოგიერთი რომელიც უფრო თამამი აღმოჩნდებოდა მათ სარკის წინაც იღებდა.

აღსანიშნავია ის რომ ფოტო სიცოცხლეში ღირდა უფრო იაფი ვიდრე სიკვდილის შემდეგ, რადგან მკვდრების გადაღებას ყველა ფოტოგრაფი არ თანმხდებოდა.

რადგან სიკვდილიანობა ძალზედ მაღალი იყო ე.წ. “მკვდრების წიგნიც საკმაოდ სქელი გამოდიოდა.  მთელი ოჯახის ისტორიას ეს ალბომი ინახავდა.

19 საუკუნის მიწურულს მკვდარი ბავშვების ფოტოგრაფირება ტრადიციად იქცა. გარდაცვლილი ბავშვის დედები ფოტოებს ინახავდნენ როგორც ყველაზე ძვირფას რამეს რაც მათ გააჩნდათ.
როცა ბავშვებს იღებდნენ ცდილობდნენ ფოტოებზე ისინი ცოცხლებივით ყოფილიყვნენ… აწვენდნენ მათ საწოლებში თავიანთ საყვარელ თოჯინებთან ერთად, რთავდნენ ყვავილებით და ასე შემდეგ..

ხანდახან მშობლები ცდილობდნენ გაეღიმათ ფოტოებში თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო როცა სეირნობისას სალონში შეიარეს ფოტოების გადასაღებად…

ზოგჯერ ბავშვებს უხატავდნენ თვალებს თითქოს გახელილი ჰქონდათ, ან იღებდნენ შინაურ ცხოველებთან ერთად. მიცვალებულს იღებდნენ ცოცხალ დებთან ან ძმებთან მაგალითად არსებობს ტყუპი ბავშვების ფოტო სადაც ერთ-ერთი მადგანი მკვდარია მეორე კი ცოცხალი..

უცხოსთვის ამ ფოტოების დათვალიერება ალბათ მინიმუმ უცნაურია, ახლობლებისთვის კი ეს იყო უკანასკნელი სახსოვარი.

რატომ იღებდნენ ამ ფოტოებს?! უპირველეს ყოვლისა ალბათ იმიტომ რომ ეს იყო მოდა.. ადამიანები უბრალოდ ბაძავდნენ ერთმანეთს და აკოპირებნენ მეზობლების საქციელს .

ფოტოგრაფებს იწვევდნენ ყველა ღირშესანიშნავ დღეს იქნებოდა ეს დაბადების დღე თუ უბრალო წვეულება. გარდაცვალების შემდეგ გაკეთებული ფოტო კი ლოგიკური ნაწილი იყო ბავშვობიდან დაწყებული ფოტოების ჯაჭვის..

This slideshow requires JavaScript.

მაგრამ მთავარი მაინც ის იყო რომ მათი აზრით ისინი იჭერდნენ უკანასკნელ წამს ახლობელი ადამიანის და ფოტოზე აღბეჭდავდნენ მას, მაშინ ოჯახი უფრო მეტს ნიშნავდა ვიდრე ახლა, ამიტომ იყო ტრადიცია შეენახათ გარდაცვლილის თმის კულული თუ ტანსამლის ნაგლეჯი. განსაკუთრებული შემთხვევა მაინც ბავშვები იყვნენ რადგან ზოგიერთი მშობელი ვერც ასწრებდა ბავშვისთვის სიცოცხლეშივე გადაეღო სურათი და ეს მათთვის ბევრს ნიშნავდა.

თანამედროვე სამყაროში უკვე რთულია ახსნა მსგავსი საქციელი, რადგან დღეს ადვილია ფოტოების გადაღება, აღარ დავდივართ ფოტოსალონებში და სიკვდილის შემდეგ ფოტოგრაფირების იდეამაც საჭიროება დაკარგა.

კოლექციონერები დაუჯერებელ თანხას იხდიან “მკვდრების წიგნებში” .

Posted in mystic | Tagged , , , , | 28 Comments

ზაფხულის ერთი პლიუსი

მიუხედავად იმისა რომ ვერ ვიტან ზაფხულს, სიცხეს, მთელი ღამე ბალიშის ტრიალს და საწოლში ცივი ადგილის ძებნას და სხვა ათას უბედურებებს რომელიც ზაფხულს მოსდევს ხოლმე თან, გაგიკვირდებათ და ზაფხულსაც აქვს თავისი პლიუსები <3

ძალიან მიყვარს კიტრის და პამიდვრის სალათა <3 ხან რას ვუგონებ ხოლმე ხან რას :>
დღეის კიტრს და პამიდოსრს ბულგარული, ყველი და სალათის ფურცლები ხვდა წილად :დ

ძალიან მიყვარს ცოტა აჯიკას რომ ვუკეთებ ხოლმე <3 აგემრიელებს საოცრად :> ან მოხარშული სოსისი :> ან რავიცი წვრილად დაჭრილი ძეხვი და ცოტა მაიონეზი :>

ასე მივჭერ მოვჭერი პამიდორი, კიტრი, სალათის ფურცლები რომელიც ძააააალიან ძალიან მიყვარს, ბულგარული, მოვახეხე ყველი :> მერე ერთი 7 წუთი საყინულეში ვდებ ხოლმე რომ ცოტა გაცივდეს.

ვინაიდან და რადგანაც მზის გამო ხშირ შემთხვევაში გარეთ ვერ გავდივარ იმიტომ რომ სახე მეწვება 5 წუთში :/ და არაფერი ჩემ კანს არ შველის :შ კულინარიული წიაღსვლები მაქვს :დდდდ დილით თუ ვინმემ არ გამაღვიძა ანუ კარგ ხასიათზე მეთვითონ თუ ავდექი დავღიღინებ სამზარეულოში ვაკეთებ რაღაცებს ჩემი რეცეპტებით :დდდდ მერე თვითკმაყოფილი სახით ვუსმენ ოჯახის წევრების ქებას :დ

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , , | 7 Comments

მზიანი დღიური 2 3 4 :)))

ჩვენი ოჯახის გერბი თუ რაცაა :დ რომელსაც ჯერ ჯერობით ნინის და ნათის მონაცემები აკლია.. <3

დამთავრდა ერთი თვე რაც სინტონზე დავდივარ. უკვე ოჯახში ვარ. თუ წინა პოსტიც ნახეთ გეცოდინებათ რომ ძალიან ვნერვიულობდი როგორ ოჯახში მოვხვდებოდი და ასე შემდეგ.. დანარჩენი ტრენინგები ანი 2 3 4 უფრო დატვრთული იყო უფრო დამაფიქრებელი. არ მინდა სპოილერების დადება რას ვაკეთებდით და როგორ :დ
მე მივხვდი რომ ისევე როგოც უცნობებს და ნაცნობებს მეტი ყურადღება სჭირდებათ ოჯახის წევრებს. დავაფიქსირე რომ უცნობებს უფრო თავაზიანად ვპასუხობ ვიდრე იმ ადამიანებს რომლებთანაც ვცხოვრობ. უფრო გულისყურით ვეკიდები დავალებულს რომელიც არა ოჯახის წევრისგან მაქვს დაკისრებული. არადა წესით ხომ პირიქით უნდა იყოს… არ არის ისე თითქოს აი ეს ჩემი ოჯახის წევრია რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში ვეყვარები რაც არ უნდა გული ვატკინო.. ის ხომ მე არ დამკარგავს. (?!) ყურადღება მივაქციე იმასაც რომ დედასთან ურთიერთობა ფაქტობრივად არ მაქვს მიუხედავად იმისა რომ მთელი საღამო ჩემს ზურგს უკან ზის ხან კითხულობს ხან რაღაცას აკეთებს ან ტელევიზორს უყურებს.. მე კიდევ მხოლოდ ვესალმები ან რამეს ვეკითხები : | ახლა როცა ამ ყველაფერს ვწერ ცოტა გაზვიადებულად ჩანს ყველაფერი. ჩემები და მეც თვითონ ძალიან თბილები არიან : ) სულ ვეთბილებით ერთმანეთს რამდენჯერაც გავივლი იმდენჯერ ვკოცნი დედაჩემს ან რაღაც უწიპუწებს ვეუბნები :დ მაგრამ ეს არაა ურთიერთობა და ასე შემდეგ.. მესამე ტრენინგის შემდეგ სახლში რომ მივედი გადავწყვიტე უფრო გულდასმით მესმინა ჩემებისთვის და მეტი ყურადღება გამომეჩინა.. დავჯექი დედას რაღაცები მოვუყევი.. მერე ერთად ვიარეთ სადღაც და ვილაპარაკეთ ბევრი. როცა ბებო რამეს მეუბნება ვბრუნდები და ისე ვუსმენ როცა ადრე წერასაც კი არ ვწყვეტდი ან რამის ყურებას ისე ვპასუხობდი : | რაღაცნაირად გული ჩამწყდა. მიუხედავად იმისა რომ სიკვდილის მიმართ ვცდილობ სხვანაირი დამოკიდებულება ვიქონიო იმიტომ რომ მჯერა სხვა “ცხოვრების” და ისიც მჯერა რომ ვინც კვდება სამუდამოდ არ იკარგება, არ ვიცი რომ წარმოვიდგენ რომ რომელიმე მათგანი აღარ არის ჩემთან ყელში ბურთი მეჩხირება :// მოკლედ უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ერთი სისხლის ქონდა არ ნიშნავს იმას რომ ადამიანი აუცილებლად უნდა გიყვარდეს, ან პატივს სცემდე… მაგრამ ოჯახის წევრებს რიგ შემთხვევაში არ ვირჩევთ. მე მიყვარს ჩემები ყველა ძალიან. არ ვცხოვრობ მათთან ძალდატანებით არც სახლიდან გაქცევაზე ვოცნებობ, მითუმეტეს რომ ისინი იმსახურებენ პატივისცემასაც და მეტ ყურადღებას ჩემგან.

"საბუეთის" შექმნის პროცესი :დ

ხანდახან როცა საიდანღაც მოსული სასოწარკვეთილება მიპყრობს ხოლმე რომელიც მართლა “საიდანღაც” არის :დ ანუ უმიზეზოდ :დ ამას შემდეგ ვასკვნი ხოლმე როცა გამივლის :დ იმის გამო რომ უაზროდ არ ვარ მიჩვეული ჩემ მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ვერ გავითავისე რომ ყველა ვერ იქნება ორი დამოკიდდებულებით ჩემთან რომ ან ნეიტრალური იყოს ან ვუყვარდე.. არიან ადამიანები რომლებიც ვერ ამიტანენ ვისაც შევძულდები… მერე რა განა მე არ შემიძულებია უმიზეზოდ თუ მიზეზიანად ადამიანები მერე რა რომ მალე მივლის ხოლმე :დ მოკლედ ყოველი ჩემი წაკამათება ადამიანებთან ჩემ ხასიათზე პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს.. ჰოდა ამ დროს მინდა ხოლმე რომ ვთქვა ჯანდაბას ყველაფერი ავდგები და სინტონის ახალ ჯგუფს დავუცდი… რატომ რისთვის საინდა ეს აზრები :დ მარტო ჩემ თავში ხდება :დ

ჩემი ოჯახი

ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ვიღაცამ მეხსიერება შემიცვალა. ან უბრალოდ ადგა და სხვა ადამიანში ჩამსვა ვისაც ჩემი სახელი და გვარი ჰქონდა და იქ კიდევ ბევრი ქეით ალუკარდები დამხვდნენ რომლებიც როგორც მე ისე აღმოჩნდნენ ვიღაცის ბოროტი ხუმრობით ამ სხეულში. სასინელი გაუცხოების შეგრძნება მიჩნდება ხოლმე მოვლენების მიმართ, რომლებიც მომენტის გასვლის შემდეგ გადამდის და მეცინება რატომ ვიყავი იმ წუთას ასე როცა უნდა ვმჯდარიყავი და უბრალოდ ბედნიერი ვყოფილიყავი იმ წუთით… მაგრამ ახლა მართლა კარგად ვარ… ჩემი ცხოვრება არის ისეთი დალაგებულს მიმსგავსებული როგორც არასდროს.. ისევ ოვერსინკერი ვარ ისევ ბევრი ზაიობი მაქვს თავში ისევ ქეით ალუკარდების და ქეთი ნიქაბაძეების მთელი არმია რომლებიც რიგ შემთხვევებში ერთად ლაპარაკობენ და არაფერი არ მესმის :დ მაგრამ კარგად ვარ ^^

აღარ გავს ყველა დღე დეჟა ვუს ^^ დავიბრუნე შეგრძნებები.
მიხარია რომ სინტონზე დავდივარ, მიხარია რომ ვსწავლობ აღარ მძულს უნივერსიტეტში მისვლა :დ

ჩემ ოჯახს უკვე პირველი შეკრებაც ჰქონდა ^^ რომელსაც სამწუხაროდ ორი კაცი აკლდა : | დღესაც კიდევ ერთი შეკრება გვაქვს და ახლა ამ პოსტის წერის დროს თან მათ ველოდები :დ თავიდან 7ნი ვიყავით ახლა ფსიქე და ნათიც დაგვემატნენ.

სამწუხაროდ ეს კვირა ცდება :/ ერთი სული მაქვს როდის მოვა ახალი <3

თინას ფისო

მე და თეო. ჩვენი პირველი შეკრება :>

ნინო მაშას უმალავს კალგოტკებს :დდდდდდდ

: ))

თინას ბუები :დდდ <3

Posted in მზიანი დღიური | Tagged , , | 6 Comments

ოთხმოცდაცხრამეტობა და ანინობა

თუ ინტერნეტში ასე თუ ისე აქტიური ხარ ყური მაინც გექნება მოკრული “99 დღის” შესახებ.  თუ არ იცი დროა გაიგო! ასე რომ გადადი ამ ლინკზე და სანამ უკანასკნელ პოსტამდე არ ჩაიკითხავ არ გამოხვიდე!!! 99 დღე ეს არის ინტერნეტ რეალითი შოუ რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების ნამდვილი პროპაგანდაა! თემა შემდეგნაირია ანინამ 99 დღეში ჯაანმრთელად, ვარჯიშით, შიმშილობის და რაღაც სპარტანული დიეტების გარეშე უნდა დაიკლოს ათი კილო. როცა ვუყურებ როგორი გალამაზებულია, (რა თქმა უნდა აქამდეც ლამაზი იყო უბრალოდ ახლა უფრო ლამაზია : ) გამხდარი თავდაჯერებული როცა ისიც რომ არაჩვეულებრივად გამოიყურება ნამდვილად სტიმულია იმ ადამიანებისთვის რომლებმაც წონასთან ბრძოლა გადაწყვიტეს. რაც მთავარია ძალიან ყოჩაღია რომ ასეთი მაგარი რაღაც გააკეთა როგორიც “99 დღის” პროექტია.

ძალიან მომწონს ტაიმლაინის ეს ფუნქცია აღნიშნო ლაიფლაინში ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი მომენტები ^^ როგორც მიხვდი 13 თებერვალს City Time-ში ხსენებული ბლოგის ფართი მოაწყო ანინამ,  გენიალური საღამო იყო <3

პირველად მოვუსმინე პორნო პოეზიას და 3 დღეა აკვიატებული მაქვს ეს სიმღერა

გათამაშდა ძალიან ძალიან  კარგი საჩუქრები მათ შორის ერთი მეც მოვიგე ^^ ,,ტატიშვილის კლინიკაში” 2 მასაჟი და კედრის კასრის პროცედურები  ^_^ რომელსაც იქეთ კვირაში ვესტუმრები :> მგონი ცხოვრებასი პირველად მოვიგე რაღაც ^^ ისე რომ თითების გადაჯვარიდინებაც არ დამჭირდა :დ ყვავამ მოიგო ეკო ფუდის პროდუქტებით სავსე კალათა რომელშიც თუ ნათიას ვენდობი უგემრიელესი ხაჭოები იყო იოგურტები და კიდევ სხვა სიკეთეები : )))) დოდიმ მოიგო ბოულინგ ცენტრის სასაჩუქრე ბარათი. მარიამმა ჰეარჰაუზის 6 ვიზიტი  ^_^ ნათმა “სპორტის სამყაროს” ძალიან ლამაზი ვარდისფერი ჩანთა და ის ის იყო შეშურებას ვაპირებდი რა კარგი ჩანთაათქო, რომ ნიკამ როგორ არ მახსოვს, მაგრამ სცენასთან მიხმო და ანინამ ძააააააააალიან მაგარი ჩანთა მაჩუქა დაბადების დღესთან დაკავშირებით ისე გამიხარდა და დავიბენი ნორმალურად ვერც გამოვხატე :დ

პორნო პოეზია :>

პორნო პოეზიის გარდა რომელიც ძაალიან მომეწონა თან გაიხადეს :დდდდ იმღერეს “რეზომ და ბავშვებმა” :დდდ დერვიშების გუგა გეგეჭკორმა.

საღამო მიყავდა ნიკა ქავთარაძეს რომელმაც ძალიან გვახალისა თავის წონასთან დაკავშირებული სასაცილო ისტორიებით რომლებზეც ძალიან ენაკვიმატულად ხუმრობდა :დდდ

მოკლედ ძალიან კარგი საღამო იყო ^^ სახლში დაღლილი და კმაყოფილი მივედი :>

შეგიძლიათ 99დღის ფეიბუქის გვერდს შეუერთდეთ სადაც ხშირად თამაშდება  კარგი რამეები ^^ კიდევ ერთხელ მადლობა ანინას ამ საღამოსთვის და საჩუქრებისთვის : )))

ჩემი წუწუნები <3<3<3

ჩემი ახალი თმა :დდდ

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , , , , | 5 Comments

მზიანი დღიური 1

რა არის მზიანი სახლი? “არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი”… არ მიყვარს ეს ოფიციალური დასახელებები :დ
ჩემმა მეგობრებმა იმდენი ილაპარაკეს იქაურობის შესახებ ისეთი ემოციებით განიხილავდნენ რომ სულ რომ არაფერი ინტერესის გამო მაინც წავიდოდი ალბათ :დ თუმცა მე უცებ წარმოვიდგინე ადგილი სადაც ყველა ჩემ კომპლექსს დავტოვებდი და არიქა! :დ ნუ ალბათ ეს ასე არც იქნება :დ უბრალოდ როცა მეგონა რომ ადამიანებთან ურთიერთობის გარდა ყველაფერში პრობლემა მქონდა პირიქით აღმოჩნდა მიუხედავად იმისა რომ ეს ასე თითქმის არ ჩანს… ან საერთოდ არ ჩანს თუ ახლო მეგობარი არ არის რომელსაც შიგადაშიგ ტვინი ებურღება…

არ ვიცი კონკრეტულად რას ველოდები იქაურობისგან. მითუმეტეს რომ ამ ბოლო დროს ისე მეცვლება განწყობები კონკკრეტული მოვლენების საგნების და ადამიანების მიმართ ჩემი ამჟამინდელი აზრი ალბათ არ ინდობა..
არ მქონია ის მომენტი რომ აი ხომ არ გავბრუნდე და ა.შ.. არც იმის წარმოდგენით მომიკკლავს თავი ნეტა როგორი იქნება რა იქნება რა მოხდება რამდენი ვიქნებით და ასე შემდეგ. ყველაფერი უნდა ყოფილიყო მოულოდნელი ან რამე მაგდაგვარი… უბრალოდ მივედი და 4 საათის შემდეგ წამოვედი.. პირველად ისეთი არაფერი.. ვილაპარაკეთ ძირითადად ვისმენდით. შემდეგ რაღაცები ვითამაშეთ..
დავწერეთ რა გვინდა სინტონისგან, დავხატეთ საკუთარი თავები.. ბევრი ემოციები არ დამიმახსოვრებია.. როგორც პირველად ხდება ხოლმე რომცა ბევრი ადამიანი ერთნაეთს პირველად ნახავს. თავს არ იწუხებ სახელების დამახსოვრებით უცხოდ ხარ და ა.შ. მაგრამ იმასაც ვფიქრობდი რომ აი ამ ადამიანებს ერთი წელი უნდა ვუყურო ასე ვთქვათ თუ არ წამოვედი თუ გავქაჩე…  მე რამდენიმე მეგობარი მყავს იქ ვინებთან ერთადაც მივედი.. ზოგიც იქ დამხვდა : ))

რა არის ჩემი პრობლემა?! ის რომ ადამიანებზე არასწორ წარმოდგენებს ვტოვებ.. ის რომ უაზროდ განვიცდი ყველაფერს სულ პატარა უარყოფითსაც კი როცა ვიღაც უცხოსგან თუ ნაცნობისგან მოდის ჩემკენ :/

ჩართული მაქვს პატარა პანიკა ვაიდა რომელიმე მეგობართან  ერთად არ მოვხვდე ე.წ. “ოჯახში”.. მაგრამ ესეც ვუარყავი ნუ ჯერ არა მაგრამ ვუარყოფ :დ

ნეტა რა თვისებები მაქვს ისეთი რაც ჯერ არ აღმომიჩენია :დ არ მინდა რომ პესიმისტურად განვეწყო იქაურობის მიმართ.. ერთი სული მაქვს კვირა დღე როდის მოვა ^^

მინდა რომ დავწერო სანი ჰაუზური დღიურები :დ ვნახოთ იმედია დავრჩები. იმედია გამომივა და შემდეგ პოსტს უფრო გულით დავწერ ვიდრე ახლა ვიბოდიალე რაღაცები.

სინტონზე დახატული ჩემი თავი :დდდდდ

Posted in მზიანი დღიური | Tagged , , | 16 Comments

თეთრივით მარილი

ტეგლაინი:

თეთრი ოცნებები, მარილიანი რეალობა..

Sure… :D

გუშინ მე, ნათია ტაო და კიდევ ორიოდე ბავშვი კინოთეატრ რუსთაველში  ვიყავით დაპატიჟებულნი ქართულ ფილმზე “მარილივით თეთრი”.

ის რომ თავიდან ფილმის ოპერატორი პარკინსონით დაავადებული გვეგონა ტექნიკური გაუმართაობის გამო, ფილმი რომ ორჯერ გაითიშა, (ლამის ავედით და ფჩხილების ლაქით გადავუბით ფირი) და რომ ნახევარ ეკრანზე ჩანდა გამოსახულება სხვა თემაა და ამაზე ლაპარაკი არც ღირს ://

რაც შეეხება ფილმს… დღეს ნათიას სტატუსი რომ არ მენახა რომ გუშინ კინოში იყო არც გამნახსენდებოდა რომ გუშინ ფილმი ვნახე.. დღეს როცა დავგუგლე და აღმოვაჩინე რომ ეს ფილმი კონკურსებზე გაუტანიათ ჩემ გაოცებას საზღვარი არ ქონდა რომელიღაც კონკურსებზე გაუმარჯვია კიდეც :ო

ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, საკონკურსო პროგრამაში – “დასავლეთის აღმოსავლეთი”, ფილმი მიწვეული იყო მონრეალის, ტალინის, მანჰეიმის ფესტივალებზე.

ნაჩვენები იყო კალკუტის, სკოპიეს, მონპელიესა და კოტბუსის ფესტივალების
საკონკურსო ჩვენებებზე. კოტბუსში ფილმი დაჯილდოვდა 2 პრიზით – საუკეთესო დებიუტისათვის და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

2012 წელს ფილმი უკვე რამდენიმე ფესტივალზეა მიწვეული.

ჰმ… მოკლედ ვიფიქრე იქნებ აზრი მაინც მოვისმინო რამე ინტერნეტში იქნებ მე გამომრჩა რამე, ან იმდენი სულიერება და მაღალი მატერიები დევს ამ ფილმში რომ ჩემი მოკვდავი აზროვნებით ვერ ჩავწვდი… იქნებ ამდენმა ჰორორმა გამააბდლა და ვერ ვხდები ეგზომ დიდებულ იდეას :დ

ფილმი არის… მმმ… სინოფსისი რომ არ წამეკითხა ალბათ ვიტყოდი რომ არაფერზე, თუმცა ეს უკანასკნელიც ისეა დაწერილი ახლაც ის გრძნობა გამიჩნდა რაც კინოდან გამოსვლის შემდეგ.. “დაგვტროლეს?? რატომ არ იყო ტიტრების შემდეგ დიდი ტროლფეისი?!” :დდდდ

მოკლედ პირდაპირ სინოფსისიდან გავაკეთებ ჩართვას: :დ

ისტორია 21-ე საუკუნის 10-იანი წლების საქართველოში – პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ვითარდება. სამი გმირის ხაზი მოვლენათა მსვლელობისას ერთმანეთთან იკვეთება და მძიმე სოციალურ ფონზე მიმდინარეობს.
ნინო, 35 წლის მარტოხელა ქალი შავი ზღის სანაპიროზე სეზონურ სამუშაოზეა ჩასული დღისით სატრანზიტო მაგისტალზე მდებარე სასადილოში ოფიაციანტად მუშაობს და შორეული დისტანციის მძღოლებს ემსახურება, საღამოობით კი იგივე სამუშაოს ტურისტებით გატენილ ზღვისპირა ბუნგალოში ასრულებს. ნინო ბინას ბუნგალოს რამდენიმე ოფიციანტთან ერთად ქირაობს,სადაც გვიანი
ღამე ძირითადად ჩხუბით მთავრდება საშხაპეში რიგის, ოთახში სიგარეტის ბუღისა და ვერგაყოფილი კავალრის გამო. ნინო ერიდება კოლეგებთან კონფლიქტს და შხაპს პლაჟის კაბინაში იღებს, მზის ამოსვლას ხშირად ქანცგაწყვეტილი ცარიელ პლაჟზე ხვდება. ნინო გამომუშავებულ თანხას პატარა ქალაქში მცხოვრებ მშობლებს უგზავნის პატარა ძმის სწავლის ფულის გადასახდელად. თავისუფალ დროს ნიკოს ხვდება. მათი ურთიერთობა თითქმის უსიტყვოა. შეკვეთის მოლოდინში ნინო მაგისტრალისაკენ ხშირად აპარებს თვალს და ნიკოს საპატრულო მანქანას ეძებს, რომელიც იმ დისტანციაზე წესრიგს ამყარებს.

აჰა…  ფილმში ქალს ნანა ჰქვია თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რაც შეეხება იმას რომ ოფიციანტ ქალებთან ერთად აქვს ნაქირავები ბინა თავიდან მეგონა რომ ეს ქალი ბათუმში ტრეფიკინგში მოყვა :დ ისე ექცევა თავისი უფროსი, რომელსაც ბახალა თამაშობს და ძალიან უნიჭოდ არის დაჭერილი ბოროტი ბოსის ხასიათი :დდდ წიპა დერსკი სახით დგას ბართან ხალხს უყვირის დროზე მორჩნენ, მთავარ გმირს ჩაიზე უტრაკებს რატომ მეტს არ გიტოვებენო ტუჩებზე ბლეზკს ისვამს.. :დდდ ….. აი თურმე რატომ იღებს ეს ქალი პლიაჟზე შხაპს :დ თუმცა არც ერთ დღეს არ შეხვედია მზის ამოსვლას გარწმუნებთ :დდდ ფილმში არც ის ჩანს რომ ვინმეს ფულს უგზავნის ან სწავლის ფულს უხდის თუმცა მასთან დამეგობრებულ მაწანწალა გოგოს ეუბნება რომ სეზონის დასასრულს ჭიატურაში დაბრუნდება და საკუთარ ბარს გახსნის :დდ…  ასეც რომ იყოს ოფიციანტის ხელფასით თურმე რამდენს ახეხებს სგ სგ :დდ ჭიათურა ალბათ მეორე ბრატისლავაა 10 ცენტად საკუთარ სასტუმროს ხსნიან :დ თავისუფალ დროს ნიკოს ხვდება? ფილმის განმავლობასი სულ სამჯერ ნახა :დ პირველად როცა გაიცნო და 2 ჯერ როცა იმ უნიათო კაცმა მოაკითხა და სადღაც რიკოთის უღელტეხილზე იჟიმავეს :დ უსიტყვო არის კი მაგაზე არ ვკამათობ :დ ხო რატომღაც პოსტსაბჭოთა დროს პატრულის თანამედროვე მანქანები და მობილურებიცაა რა უცნაურია..

ნიკო 36 წლისა, პოლიციის თანამშრომელია, ნიკო აფხაზეთიდანაა დევნილი, სამუშაოს მერე ღამეს პატრულის ყაზარმაში ათევს. დანაზოგს ისიც თბილისში სასტუმროში შეხიზნულ მშობლებს უგზავნის. ნიკო პრინციპული . პროფესიული მოვალეობების შესრულებას ზედმიწევნით ცდილობს . ყავს მეწყვილე გიორგი. ისინი ერთად ცდილობენ გაუმკლავდნენ წესრიგის დამრღვევ ხილის გამყიდველებს, დააბინავონ ქუჩის მაწანწალა ბავშვები და გაუმკლავდნენ უწესო ტურისტებს.

36 წლის ყოფილა ეს უნდილი კაცი :| ნუ აი გასაგებია რომ მჭმუნვარე რაინდი უნდა ითამაშო რომელიც ლტოლვილია ავადმყოფი დედა ჰყავს (და არა ყავს…) რომელიც შიგადაშიგ საწყალ გარემოვაჭრეებს აწიოკებს მაგრამ ასეც არ შეიძლება :| დამთრგუნა ტიპმა თუმცა ჯილდო კი ეკუთვნოდა წლის საუკეთესო უგერგილო უხეში და გაუღიმებელი კაცის როლის შესრულებისთვის… რომელიც ძალიან დერსკია და ქალებს არ ემშვიდობება იეეე…… :დ

15 წლის სოფო მაწანწალა ბავშვების გუნდთან ერთად მოძრაობს, დღისით შუქნიშანზე გაჩერებული მანქანის შუშების წმენდით მოგროვებულ ფულს ღამე ბუნგალოში ხარჯავს., ხანდახან ქურდობს, ხანდახან მეგობრებთან ერთად ზღვის სანაპიროზე წებოს ისუნთქავს. ერთ-ერთი მზის ამოსვლისას სოფო პლაჟზე მიგდებულ ნინოს სიგარეტს სთხოვს, მათი შეხვედრები ბუნგალოშიც გაგრძელდება, სადაც ნინო თავდავიწყებით მოცეკვავე სოფოს შეამჩნევს. სოფო ნინოს თავის ოცნებას გაუმხელს და გაცრეცილ ფოტოს უჩვენებს . ფოტოზე პამუკალეა (მარილიანი თეთრი კრისტალების სანაპირო თურქეთში). ნინო საბუთების გარეშე მცხოვრებ გოგონას ლეგალიზაციაში ეხმარება

იცოდით რომ პირადობის აღება უადვილესი ყოფილა? მიდიხარ ეუბნები სახელს გვარს დაბადების ადგილს ასაკს და 5 დღეში პირადობას გაძლევენ :დ

ნიკოს საპატულო მანქანა ბავშვების გუნდს იჭერს, სოფო თავს გაქცევით შველის. სოფო ნინოს სასადილოსთან შეჩერებულ გასტოლებზე მიმავალი მოცეკვავეთა ანსამბლის ავტობუსის საბარგულში შეიპარება და “უცნობ”გზას დაადგება, თავისი ოცნებების ასრულების იმედებით.
ნიკო აღმოსავლეთ საქართველოში გადაჰყავთ . ნინოს ყოველგვარი კომენტარის გარეშე ემშვიდობება. მარტო დარჩენილი ნინო ძველებურად განაგრძობს მუშაობას, ხშირად უყურებს კედელზე გაკრულ სოფოს საჩუქარს – პამუკალეს გაცრეცილ ფოტოს და საერთო ოთახში მცხოვრები ოფიციანტების ყაყანისაგან იმიჯნება..
ერთ დღეს ნინო კედლიდან ხსნის ფოტოს, ალაგებს ბარგს, იღებს ბილეთს და ავტობუსს პამუკალეს მიმართულებით მიჰყვება.

მე გადავწყვიტე ოფიციანტად ვიმუშაო სადმე ზაბიგალოვკაში ამბობენ მაგარი ხელფასებიაო :დდდ

ფილმში ასევე მრავლად არის უაზროდ და აბსურდული დიალოგები :/ ყალბი თამაში :| კამერისკენ თვალების გამოპარვები და ა.შ :/

საბოლოოდ დარბაზიდან იმიტომ არ გამოვედი რომ ძალიან მაინტერესებდა რითი დამთავრდებოდა ეს ბანალური ისტორია რომლის მორალიც წესით ის უნდა ყოფილიყო რომ: აწწწ ობოლმა გოგონა სოფომ შეძლო ნანაში ადამიანის გაღვიძება და იგი თავისი ოცნებების ასასრულებლად ან სოფოს საძებნელად გაემართა!
რითი დამთავრდა? არაფრით… დაახლოებით ესეთი დასასრული ქონდა წკრიალაშვილის სახე წარმოიდგინეთ “ფორტოჩკაში” “ერთი ბილეთი სოხუმამდეეე!”

ქართველებმა ვერ გავიგეთ რომ რაც უფრო გრძელია პერო მით უფრო უშლის ხელს ნორმალური რაღაცების გაკეთებას როგორიცაა: წიგნის ან სცენარის დაწერა, ფილმის გადაღება, ნახატების გამოფენა…

ეს არ არის შედევრი ეს არის შავი წერტილი თეთრ ფონზე… თუმცა ალბათ ცნობილი რომ ვიყო მეტყოდნენ რომ გენიალური ნამუშევარია :დ

Posted in უსათაურო | Tagged | 18 Comments

ნატახტარი ძველი ნატახტარი ახალი

გუშინ წინ  ივენთ ჰოლში ნატახტარმა თავისი განახლებული ლუდის პრეზენტაცია მოაწყო ^^ ცოტა ადრე მივედით ამიტომ რეპეტიციის ნაწყვეტებსაც შევესწარით. სანამ ივენთი დაიწყებოდა და ხალხი დალაგდებოდა ლუდიც გავსინჯეთ. უნდა ვაღიარო რომ ნატახტარის მომხმარებელი არასდროს ვყოფილვარ მიუხედავად იმისა რომ ლუდი ძალიან მიყვარს <3  თუუუუუუუმცა ეს ის სიახლეა როცა პროდუქტი ნამდვილად გაუმჯობესებულია და არა პირიქით…  ახალი ბოთლი არის ძალიან მოხერხებული ^^ ლოგომაც გამოაცოცხლა ღია ფერებში.. გემოს რაც შეეხება ძალიან მომეწონა.

პრეზენტაციის საღამოს უძღვებოდნენ ვანიკო და თიკა რომლებმაც საკმაოდ წარმატებულად ჩაანაცვლეს დუტა რომელსაც მიყავდა ყველაფერი რაც კი თბილისში ტარდებოდა :დ ბენდი უკრავდა რაღაც სასწაულად <3 კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ქართველებს გვაქვს ძალიან ლამაზი ცეკვები. <3

ბოლოს და ბოლოს ლაივში მოვისმინე თამთა ცხვიტავას “არაფერს არ ვნანობ ტკბილია ცაააააააა” : ))))))))))))) ძალიან ლამაზი იყო  მაია ბარათაშვილი და საუკუნეა მასზე არაფერი მსმენია, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ფაქტობრივად ქართველი ჯო კოკერი გვყვავს ზაურ შავგულიძის სახით :დ მააართლა ძალიან კარგად იმღერა… TBILISI BIG BAND იყო ოქრო <3

შუალედებში გამოვიდა ნატახტარის მარკეტინგის მენეჯერი თორნიკე ნიკოლაიშვილი რომელმაც მოკლედ  მოგვიყვა ნატახტარის ისტორია, მოგვიყვა ახალ ტექნოლოგიებზე, გვითხრა რომ თურმე დღე ღამის განმავლობაში პოდუქტი 200დან 300 ჯერ მოწმდება :ო

საღამოს ბოლოსკენ მოეწყო გათამაშება მოსაწვევების ნომრების მიხედვით. გათამაშდა 100 ბოთლი ნატახტარი თავის მაცივრითურთ ^^ სამწუხაროდ რამდენიმე იღბლიანი დარბაზში არ აღმოჩნდა ამიტომ გადათამაშება გახდა საჭირო : ((((( ალბათ ძალიან დაწყდებოდათ გული :///

ასევე ძალიან მომეწონა ნატახტარის ახალი რეკლამა ^^

ფრიად სასიამოვნო საღამოს კულმინაცია იყო  ბელგიელი დიჯეი Phill DA Cunha რომელიც პრეზენტაციის დასასრულს შეუერთდა.

 თუ პრეზენტაციის მონაწილეთა შთაბეჭდილებებს გავითვალისწინებთ  განახლებული ნატახტარი მომხმარებლის დიდ მოწონებას დაიმსახურებს.

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , | 4 Comments

კიდევ ერთი ახალი წელი რომელიც შეიძლება უკანასკნელია :დ

მეასედ გავხსენი ნიუ პოსტი, მაგრამ მგონი ამჯერად უფრო მტკიცედ ვარ განწყობილი… სანამ ახალი წლის პირველი თველ გასულა და წელი ნელ-ნელა დაძველებულა ვაღირსო ჩემ ბლოგს და დავწერო ე.წ. წინა წლის მიმოხილვა.. მოსახილველი ბევრია :დ ზოგიერთი რამ გასაპაბლიკებელი არაა.. თუმცა დარჩა რაღაცები.

როგორი იყო წინა წელი?! კონკრეტული სიტყვით რომ ვერ იტყვი ან “კარგი იყო” ან “ცუდი”. თუ პროცენტებში გადავიყვანთ ალბათ 75% – 25%-ზე :დ  კარგ რამეებს 25 პროცენტი შეხვდა. ამ კარგებში შედის დვალთაში გატარებული თითქმის ერთი თვე ზაფხულში.. სულიერი და ფიზიკური დასვენების საუკეთესო დღეები ნათიასთან და ანასთან ერთად.. ^^

2011 წელი საშინლად დაიწყო.. დეიდაჩემს მანქანამ დაარტყა ჩემებმა სახლში არ იცოდნენ ამიტომ მალულად ერთი კვირა საავადმყოფოში მომიხდა მასთან ერთად ყოფნა..  ამას კიდევ ერთი ცუდი ამბავი დაემატა ანუ ჩემს ასაკს კიდევ ერთი წელი მიემატა :დ ანუ მთელი 22 წლის გავხდი და ერთ-ერთი ყველაზე უღიმღამო დაბადების დღე მქონდა. რის შემდეგადაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ სამეგობრო წრეები არაფრის დიდებით არ უნდა აურიო ერთმანეთში უპრიანი იქნება თუ ისინი არასოდეს არ გაიცნობენ ერთმანეთს! :დ

შარშან სადღაც მარტისთვის როცა ბლოგის არქივს გადავხედე აღმოჩნდა რომ ჯერ კიდევ მჯეროდა სამუდამო მეგობრობის.. ჰმ :დ რა უცნაურია :დ..  დროთა განმავლობაში ჩემი იდეალური აზრები ისეთ რამეებთან დაკავშირებით რომლებიც დროს უძლებენ თავზე მემსხვრევა… არაფერი არ არსებობს სამუდამო აბსოლუტურად არაფერი.. ყველაფერი ცვდება და კვდება. მამენტ ახლაც მჯერა სადღაც გულის კუნჭულში : ))) გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ :დ

წლის დასაწყისშიც რა თქმა უნდა ჩვეულ აპათიაში ვიყავი :დდდ არავის უკვირს ალბათ ვინც კარგად მიცნობს და არა შორიდან რომლებსაც სულ “აუ რა საკაიფოდ იცინის” გოგოდ წარმოვუდგენივარ :დ

შარშან ვუყურე ძალიან ბევრს კარგ სერიალს <3 წავიკითხე ბევრი კარგი წიგნი, ვიპოვე ძალიან ბევრი კარგი ჯგუფები  ^^ არმოვაჩინე რომ თურმე აკუნინი ქართველი ჩხარტიშვილი ყოფილა :დდდდ დავიწყე რამდენიმე მოთხრობის წერა და ყველა მივაგდე.. თუმცა მინდა გაგრძელება :/

13 თებერვალს ერთი წელი გახდება მას მერე რაც გავიცანი ადამიანი რომელიც არ უნდა გამეცნო რომლის მეოხებით მთელი წელი თავზე მეყარა ტვინში რაღაცები და ახლაც ვერ დამილაგებია ნორმალურად…

შარშან ჰარი პოტერი ბოლოჯერ გადარჩა… : |

მეორედ ვიყავი სოც მედიის დღეზე <3

სექტემბერში პირველად ვერ წავედი მამიკოს დაბადების დღეზე მამიდასთან იმიტომ რომ სიცხე მქონდა.. და სექტემბერშივე მივხვდი იმას რაც დიდი ხნის წინ უნდა მომსვლოდა თავში მაგრამ თავს ვიტყუებდი.. თუმცა ამ აღმოჩენასთან ერთად გავაგრძელე თავის მოტყუება… იმიტომ რომ დურა ვარ ^^

ოქტომბერში მეორედ გავხდი სტუდენტი... რაზეც კომენტარს არ გავაკეთებ ჯერჯერობით არ ჩამოვყალიბებულვარ.,..

ახლა როცა აღვიდგინე მთლიანობაში მთელი წელი არც ისე ცუდი ყოფილა ^^ პროცენტებს უკვე შემდეგნაირად დავალაგებდი 60% – 40% თუმცა კარგ რამეებს მაინც ნაკლები შეხვდა :დ  უამრავ უუუკარგეს ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და სანამ ასეა ჯერ კიდევ მჯერა ადამიანების ^^

მიუხედავად იმისსა რომ ეს წელიც ცუდათ დაიწყო თვალებზე რაღაც ვირუსი დამემართა და ახლაც ოდნავ ბლარად ვხედავ ყველაფერს მაგრამ უფრო სათვალე მაქვს გამოსაცვლელი :დ ერთი კვირა ვამპირს ვგავდი.. ახლა რაღაც მაგდაგვარი ტუჩებზე დამმართა. გამოცდები კარს მომადგა მე კიდევ სამეცადინოდ არანაირი განწყობა არ მაქვს და სიკვდილი მირჩევნია წიგნის ხელში აღებას…

სამაგიეროდ ახალი წელი მქონდა ძალიან კარგი <3<3<3 ჯერ ანასთან ავედი მერე კექსისთან <3 მოკლედ თითქმის საუკეთესო ახალი წელი მქონდა <3  2012 წლისადმი ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მჯერა რომ თუ ტრაკის აწევა ამჯერადაც არ დამეზარება ყველაფერი კარგად იქნება ^^ “ის” ყველაფერი 2011 მა წელმა წაიღო და იმედია არასდროს უკან აღარ დამიბრუნებს ^^

მოკლედ ჩემი მთავარი პრობლემა სისულელეებზე ნაკლები ფიქრია და სიზარმაცის დაძლევა დანარჩენს მოევლება და ბოლოს და ბოლოს ცუდი რამეები რომ არა ცხოვრება საშინლად მოსაწყენი იქნებოდა :>

დოდის დაბადების დღე

წლის საუკეთესო მოვლენა: “გოგოშკური”!!!

ნათის ქორწილი <3 სადაც პირველად ვიყავი მეჯვარე და ამდენი წლის მერე მეცვა კაბა :დდდდ

ვიდი <3<3<3<3

და

ნათია და ანა <3<3<3 + ნებისმიერი შეკრებები მეგობრებთან <3<3<3<3 რომლებიც საშინლად მაბედნიერებს :>

პ.ს. იმედია 2013 წლის პოსტის დაწერაც მომიწევს :დ

 

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , | 8 Comments

give a little love

ყველას გახსოვთ ალბათ ეს რეკლამა ^^ იმ წარსულიდან ტელევიზორს რომ ვუყურებდით :დდდ
აქ უნდა ყოფილიყო დიდი აპათიური პოსტი, ამ დღეებში დაგროვილ დეპრესიულ მოვლენებზე თუ მთელ რიგ მიზეზებზე.. ზოგიც უმიზეზოთ. იმაზე თუ რა ნაწყენი ვარ ადამიანებზე, რომ უკვე გულს მირევს იმის გაფიქრება რომ წიპა “აი ყველა ერთნაირი ხომ არ არის… და ა.შ” მაგრამ მე ხომ მყავს კარგი მეგობრები რომლებიც არიან კარგი ადამიანები ისე  ძალიან კარგ ადამიანებსაც ვიცნობ , მართალია მათაც აქვთ თავიანთი ზაიობები მაგრამ სოუ ვათ ^^ მეც მაქვს ბევრი ფინწიუშკა ტვინში თან არც თუ ისე კარგი ადამიანი ვარ საიმისოდ რომ სხვისი განვსაჯო უბრალოდ ჩემთან მიმართებაში ჩადენილ დამპლობებს ვაფასებ უარყოფითად :დ

მაგრამ მაინც ნაწყენი ვარ ადამიანებზე…

ფუბუზე ჩემს ნიუსფიდში ერთი ვიდეო გამოჩნდა რომელიც ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა გადააშეარა და გადავწყვიტე პირდაპირ პოსტი დამეწერა იმ ვიდეოს დაშეარებას და მერე კომენტარების კითხვას “აუუუ ტვინი გაბურღეთ უკვე ამ ვიდეოთიიიიი” :დდდ

მოკლედ ბევრჯერ გადაღეჭილი და ბანალურიც კია ეს თემა რომ აი სიკეთე უნდა ვაკეთოთ და ყველას ნათებები დაგვადგეს თავზე smiley :დდდდ  მაგრამ სინამდვილეში უფრო მარტივი იქნებოდა ცხოვრება ^_^ თუ გაქვთ ნანახი ფილმი Pay It Forward კევინ სპეისი მონაწილეობს ^^ გულდასმით არ მინახავს ფილმი მაგრამ აზრი ცხადია თუ შენ ადამიანს გაუკეთებ სიკეთეს ის სხვას გადაუხდის და ასე მსოფლიო მაშტაბით ჯაჭვივით გავრცელდება სიკეთეები :)

მაგრამ საქმე იმაშია რომ ადამიანები ამაზე ხშირად ვლაპარაკობთ, თუ კონკრეტულად ამ თემაზე არა ჩვენი ემოციური და სვითური საუბრების ქვეტექსტები მაინც მოიცავს ამ თემას მაგრამ ყოველთვის ლიტონ სიტყვებად რჩება ყველაფერი… შესრულება არ უწერია.. მე მაგალითად მილიონჯერ მომდომებია ბებიასთვის ჩანთა გამომერთმია და დანიშნულების ადგილამდე მიმეტანებინა უბილეთო მგზავრისთვის რომელსაც კონტროლიორი გარეთ მიათრევს ბილეთი ამეღო :/ მაგრამ ყოველთვის მცხვენია :/ ჰო მცხვენია ვაითუ მგზავრმა შეურაცხყოფად მიიღოს ვაითუ ბებია ცუდ ხასიათზე არმოჩნდეს და დამიტატანოს.. :დდდ მოკლედ  გადალახეთ უაზრო დებილობები თავში და რაც შეიძლება მეტი გულები ავუნთოთ ერთმანეთს თვალებში : )) smiles

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , | 5 Comments

დესკტოპი

ამას წინათ ღამე ამ პოსტმა შთამაგონა რომ მეც მსგავსი პოსტი დამეწერა.

ვერ ვიტან როცა დესკტოპზე ზედმეტი რამეები ყრია :დდდ არ მესმის იმ ადამიანების რაღაც ბარდაგი რომ აქვთ ეკრანზე ფონი რომ არ ჩანს ისეთი :დ ყველაფერი დალაგებული პედანტური წესრიგია :დდ ყველა ფოლდერს თავისი ადგილი. როცა არ ვიცი რა ვაკეთო ხოლმე და რამდენიმეოდე თავისუფალი დრო მაქვს ზედმეტ რაღაცებს ვშლი :დდდ ყველაფერი რაც შეიძლება უცაბედად დამჭირდეს ტასკბარზე მაქვს.

საერთოდ შავი ფონი მიყენია ხოლმე მაგრამ იმ დღეს ისე შემცივდა ბუხარი დავაყენე :დ ზაფხულში მივხვდი რომ ამართლებს, ხუთვის და ოხრობის დროს ყინულები მეყენა და ისე ვგრილდებოდი ხოლმე :დ

რა ფოლდერებია დესკტოპზე:

ნუ პირველი გასაგებია :დ

მუსიკა: რომლშიც ძააალიან ბევრი რამეები მაქვს მაგრამ ყელშია უკვე ამოსული :დდდ ძირითადად იუტუბზე ვუსმენ ხოლმე, ან ისევ ძველებს ვიზეპირებ :დ

Kate – ჩემი ფოლდერი სადაც ფოტოები ვალფეიფერები დოკები და სხვა ეგეთი ბლა ბლა ბლები მაქვს..

Levani – ჩემი ძმის ფოლდერი სადაც მისი რაღაცებია.

kate winchester– რომ ჰქვია მანდ ფილმებს ვინახავ რომლის დანახვისას ყოოოოველთვის ყოოოოველთვის ებადება ჩემ ძმას კითხვა “რა ჯანდაბად მინდა ამდენი ფილმი რომ ვინახავ” და ყოოოოოოველთვის ვპასუხობ “რავი ისე”.

Other-ს რაც შეეხება ეგ რაღაც მეორე ვინჩესტერია რომელზეც სერიალები პროგრამები და ის რამეები მაქვს შენახული რაც ზევით ვახსენე. და ხო კიდევ თამაშებიც მაგაზე მაქვს ჩაწერილი..

წიგნები: აქ არის რამდენიმე აუდიო წიგნი რომელთა დამთავრებას თავი ვერ მოვაბი ზოგი მპ3 მაქვს ჩაგდებული და ძილის წინ ვუსმენ ხოლმე აქ არის ვამპირი ლესტატი ენ რეისის, ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტა რომელიც რაღაც სრული ვერსიაა Князь Тьмы ჰქვია.. კიდევ მაქვს ფაუსტი, Дьявол среди людей, მეტრო 2033, რაღაც მოთხრობები და მოკლედ… ძალიან მიყვარს აუდიო წიგნები ^^ ოღონდ რუსულად ვუსმენ. ინგლისურამდე ვერ ვქაჩავ. თან ისე კარგად კითხულობენ <3 მოკლედ ოდესმე იმედია აუდიო წიგნები ქართულადაც იქნება : )

რაც შეეხება ტასკ ბარს :დ

    • სტიკი ნოუტები ^^ რომლებზეც ძირითადად ვწერ ხოლმე რომელი სერიალის რომელ სერიაზე გავჩერდი ან ვწერ რომ მეორე დღეს წასასვლელი ვარ და მოკლედ მსგავსი ბლა ბლა ბლა/
    • სკაიპი – რომელიც როცა კომპს ვრთავ თავისით ირთვება ბოლო ორიოდე ან მეტი წელია ოფლაინ ვარ და მხოლოდ მასინ შევდივარ როცა რაღაც მაქვს გასაგზავნი ან საქმე მაქვს ან რამე მსგავსი.
    • მუსიკა – აი უბრალოდ არ შემიძლია კომპიუტერთან ჯდომა თუ რამე არ ხმაურობს :დ შეიძლება საერთოდ ფილმი მქონდეს რამე ისე რენდომი ჩართული და ჩაკეცილი მთავარია დინამიკები ხმას გამოსემდნენ :დდდ

    • არტრეიჯი – სახატავი პროგრამა რომელშიც ვერთობი ხოლმე :დდდ ძალიან ბევრი ფუნჯები და ბევრი კარგი რამეები აქვს როცა საღებავებით თხიპნაობა მეზარება :დდდდ
    • პეინტი – ნუ რაც snipping tool-ი სადღაც დამეკარგა კი არადა შემთხვევით წავშალე ან სქრინებისთვის ვიყენებ ან ფოტოზე რამის წასაწერად…
    • ფოტოშოპი – ხშირად მჭირდება ხოლმე პრინციპში :დ ფოტოების დასამუშაავებლად  და საწვალებლად და თხოვბნებისთვის წიპა “აუ ქეთ ამ ფოტოში ცოტა შემახდუნე და ცხვირი დამიპატარავე რა…” :დდდდ
    •  ნუ კამერა რომელმაც ტვინი წაიღო :| არ ვიცი რა ჯანდაბა უნდა და რას მოითხოვს კვირა გამოშვებით მუშაობს ნორმალურად :დდდ
    • ესე იგი ოჯახში (:დ) სამი კაცი სხედს მარტო კომპიუტერთან. ჩემი ძმა რომელიც იშვიათად არის ჩვენთან, დეიდაჩემი და მე :დ ყველას ჩვენ ჩვენი ბრაუზერები გვაქვს :დ ოპერა ჩემი ძმის, მელია დეიდაჩემის და ჭეშმარიტი ბრაუზერი ქრომი მე ^^

zombies are coming :დ

  • plant vs zombies : D დებილური გასართობი თამაში სადაც რგავ მცენარეებს ისინი ესვრიან ზომბებს გადიხარ რაღაც ბევრზომბიან და მცენარეებიან ტურებში ხსნი მინი თამაშებს გაქვს ბაღები.. მოკლედ…  რომელსაც მე ნათიამ და ანამ დვალთაში ბოლო მოვუღეთ :დდდ

  • COD – call of duty – ჩემი სიკვდილი :დ რომელსაც რომ ვიწყებ ვეღარ ვეშვები ხოლმე ამიტომ იშვიათად ვთამაშობ. ძველი ვერსიაა, ახლის გადმოწერა ჯერჯერობით მეზარება.
  • WOT – world of tanks –  ეს თამაში ყვავამ დამაწყებინა მომწონს ძალიან ^^ ჯერ ძალიან დებილი ვარ :დ თუმცა ნელ-ნელა ვძლებ ხოლმე ბრძოლის ველზე :დდდ
  • ნუ პატარა ქლინერი პროგი…
  • დააა სოლიდ ბალანსი. ესეც ისე პატარა თამაში რომლითაც ვერთობი ხოლმე ხანდახან :დდდ

 

სულ ეს იყო: ვტაგავ კნუტს  და ქეთუსის :>

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , | 4 Comments

რენდომ პოსტი ბოლო ამბების

9 რომ 15 წუთი უკლია მაღვიძარა რეკავს. :/ მეზიზღება ეს ხმა მინდა ტელეფონი კედელს შევალეწო მაგრამ მაგის მაგივრად საათს ათი წუთით მერე ვწევ და ძილს ვაგრძელებ ათი წუთი ათი საუკუნეა როცა დილით გძინავს :დ ვერ ვიტან ტექსტში ძ-ს მაგივრად ზ რომ მიწერია და მერე ვასწორებ :დ მოკლედ ვიზლაზნები 5 წუთი გაშტერებული ვიყურები პირდაპირ.. ყველა წუთი განსაზღვრული მაქვს :დ 5 წუთი გაშტერებული ყურებისთვის, 7 წუთი ხელპირის დასაბანად და სარკეში ჭყანვისთვის :დ 3 წუთი ჩასაცმელად 5 წუთი ყავის ნაჩქარევად დასალევად და 5 წუთი გაჩერებამდე სტაფილოს ჭამით  მისასვლელად დანარჩენი 5 წუთი რაც ნახევარ საათს შეავსებს 6 ნომერი ავტობუსის საგინებლად. აჰა თითქმის 2 თვე ჩემი ყოველდღიური განრიგი :/ შაბათ-კვირა რომ თვალის დახამხამებაში ხელებში გადნება :/ იეეე პარასკევი, ხვალ ვიმეცადინებ ^^ იეეე შაბათი ხვალ ვიმეცადინებ :/ აუ კვირა, საღამოს ვიმეცადინებ :/ აუ ხვალ დილას ხომ არ მემეცადინა?! მაგარმ ვიცი რომ დილით ადრე ამდგომი არ ვარ :დ

შუალედური გამოცდები დამეწო.. დამეწყო რა თითქმის მთავრდება. ოდესმე მეცადინეობასაც შევეჩვევი ალბათ ბეჯითად. ისე ახლა ჩემები გაკვირვებულები მივლიან გვერდით და მარცხენა მხარეს სამჯერ გადაფურთხებით აფასებენ ჩემს ჭერში აპყრობილ თვალებიან გამომეტყველებას საკუთარ თავს ნასწავლს რომ ვაბარებ :დ

მოკლედ ასე სტაბილურად დიდი ხანია არ ვყოფილვარ ცხოვრებაში :დ თუ პატარ-პატარა რაღაცებს არ ჩავთვლით რაც მაღელვებს.

გაფრინდნენ პეპლები :დ

ბევრი წლის მერე ჩემი თავი ცარიელია კაცებისგან :დ დიიიდი ხანია არ ვყოფილვარ ისე რომ აღარავინ აღარ მომწონს არც მიყვარს არც პეპლები მაქვს მუცელში :დ

დროთა განმავლობაში ალბათ ამ დროის მენეჯმენტსაც ვისწავლი რომ დრო მეგობრებისთვისაც დამრჩეს სამეცადინოდაც და სუნთქვისთვისაც. გახსოვთ ჩემი კუდ აცახცახებული პოსტი :დ როგორ მეშინოდა ახალ უნივერსიტეტში მისვლა რა იქნებოდა როგორ იქნებოდა..

ჯგუფში უკვე 28 ვართ : )))) ნამდვილი მატრიარქატი :დ ორი ბიჭი გვყავს ისევ სულ. ჯგუფი. ჯგუფი ^^ ძალიან კარგი ჯგუფი მყავს <3 ძალიან :> პატარა გაუგებრობები მოხდა მაგრამ იმედია მაქვს ყველაფერ ჩაივლის და ყველას დავუმტკიცებთ რომ 26 ერთმანეთისგან სრულის განსხვავებულ ქალს შეუძლია ისე თანაცხოვრობა რომ არავინ არ გაიწეწოს :დ

ჯერჯერობით უშედეგოდ ვცდილობთ ყოველ პარასკევს სადმე წავიდეთ :დ ვეჩვევით ერთმანეთს ვამუღამებთ ლექტორებს რომლებსაც ასე თუ ისე გავუგე, ფავორიტებიც მყავს :დ

არის მომენტები როცა ცრემლებს ვყლაპავ და თავბედს ვიწყევლი მეორედ გასტუდენტების გამო.. ეს ისევ და ისევ ჩემი უნებისყოფობის და იმის გამო რომ სულ არ მაქვს იმის ჟილკა ვნახო რა ხდება ხის კენწროში რომელიც წესით უნდა გატკბილდეს :დ  ცუდია :/ მინდა მიზანდასახული ვიყო მინდა ძლიერი ადამიანი ვიყო მაგრამ არ გამომდის იმიტომ რომ არ ვცდილობ იმის მუღამიც არ მაქვს საკუთარ თავზე ვიმუშაო… რამე სტიმული მინდა რამე ან ვინმე სტიმული :>

მოკლედ ესეც ჩემი რენდომ ბოდიალი ახლა წავალ და ხვალინდელი შუალედურისთვის სინდისის გასუფთავებას შევუდგები წავიკითხავ უამრავ უინტერესო ქსეროქს, კონსპექტებს და ა.შ …

დელფინებთან ერთად ცურვა მინდა :/ ფეხების წვიმის გუბეებში ტყაპუნი :/  დიიიდ მინდორზე გასვლა და მთელ ხმაზე ყვირილი მინდა გულის წასვლამდე სიცილი აი ესეთი სახლი მინდა :/ 

მეტლების შემდეგ ჩემი პირველი გატაცება ამ სიმღერის და ჯგუფის სახით : ))))

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , | 3 Comments

ჩვენ (3)

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

-რომელი ხარ? – გავიმეორე მე… კართან ნელა მივედი და იარაღის ლულა იმ ადგილას მივადე სადაც სავარაუდოდ იმ თავხედის თავი უნდა ყოფილიყო ამ შუაღამისას კარები რომ ჩამოგვიღო…
– ყინული, – მოგვესმა კარს იქეთ. გაკვირვებისგან კინაღამ პირი გავაღე :დ ამ პასუხის გარდა ყველაფერს მოველოდი :დ. რა ყინულითქო გავძახე, ახალგაღვიძებული და გაღიზიანებული რომ არ ვყოფილიყავი ალბათ სიცილი ამიტყდებოდა.
– გვერდზე ნომრიდან ვარ, თუ შეიძლება… ყინული ხომ არ გაქვთ… ჩვენ… 12-ე ნომერი… – კარები ჯაჭვით გადავკეტე და გამოვაღე თუმცა იარაღი არ ჩამომიშვია. ზღურბლთან დაბალი გრძელთმიანი ტიპი იდგა ტყავის ტანსაცმელში, უამრავი პირსინგით და სვირინგით, ალბათ ბაიკერი, გამახსენდა მოტოციკლეტები სასტუმროს ეზოში. არა მეთქი ვუთხარი, რამდენადაც სასმელისგან წაშლილ სახეს შეეძლო გამიღიმა და კედელს გაუყვა, ალბათ 14-ე ნომრამდე, არ შევმცდარვარ რამდენიმე წამში მეზობელ კარებზე ატყდა ბრახუნი, თუმცა ამჯერად არ გაუმართლა ვიღაც გამოუვარდა და ახლა გარედან გინება ისმოდა… მთქნარებით ჩამოვჯექი საწოლზე და გინებას ჩუმათ და ქართულად შევუერთდი : )


– როგორ შემეშინდა. – ქიქის გავხედე საწოლიდან ცალი ფეხი ქონდა გადმოყოფილი და გულზე ხელი დადებული. გავიცინე. ერთი პირობა წიგნისკენ გავწიე ხელი მაგრამ გადავიფიქრე, შუქი ჩავაქრე და ეგრევე ჩამეძინა…
ვერ მივხვდი ქიქის ღიღინმა გამაღვიძა, ცუდმა სიზმარმა თუ ჩემით. თვალების გაუხელავად მიწექი და ვცდილობდი გამეხსენებინა რა დამესიზმრა. …გამწარებული მივათრევდი უზარმაზარ ჩემოდანს, რომელიც აღმოჩნდა რომ ადამიანი იყო და ხელი თმებში მეჭირა.. საპნის ბუშტები თვალებთან მისკდებოდა და საშინლად მწვავდა… გულის რევის შეგრძნებამ გადამაწყვეტინა სიზმრის გახსენებისთვის თავი დამენებებინა და წამოვდექი. ტუალეტში შევედი რაკოვინის წინ დავდექი და მაჯიდან საათის მოხსნამდე დავიხედე. 9:00. ჯანდაბა 3 საათი მეძინა?! აქ ადრე გაღვიძებას მივეჩვიე.. 10 საათი უკვე გვიანია :დ ისეა როგორც საქართველოში შუადღეზე გაღვიძება. საშინლად მშია… ამ ბუნაგის სასადილოში ჭამას მირჩევნია რამდენიმე კილომეტრი მოვითმინო.. ქიქი ფიქრებს მიმიხვდა და ზუსტად იგივე გაიმეორა.. ხანდახან მგონია რომ მექანიკურად ხმააღლა მეფიქრება ხოლმე : ))
ჩავლაგდით და გამოვედით.

____________________________________________________

დრაფტებში მეგდო ასი წელი .. გაგრძელება რვეულში მიწერია რომელსაც ვერ ვპოულობ :/ თუ ვიპოვე დავდებ თუ არადა ან დავიკიდებ ან ახლიდან დავწერ :დ

Posted in მოთხრობებისნაირი, ჩვენ (ამბავი) | Tagged , , , , , | 9 Comments

თავისუფალი ბანკის ახალი უპირატესობები

დღეს, უფრო სწორად გუშინ ლიბერთი ბანკის სათაო ოფიში მათი ახალი მომსახურების პრეზენტაცია გაიმართა. უპირველეს ყოვლისა მისასალმებელია ბანკების მხრიდან ჩვენს მიმართ ინტერესი :დ რაც შეეხება პრეზენტაციას, არ ვიცი განძრახ თუ შემთხვევით ის Sს ერთი წლის იუბილეს დაემთხვა ^^

პრეზენტაცია ჩაატარა ლადო გურგენიძემ, რომელმაც რომ დაიწყო მეთქი ახლა ვსიო :დ ეს რაღაც საბანკო ტერმინები და ათასი უინტერესო წვრილმანი… ჩემდა გასაოცრად როგორ გავიდა დრო ვერ გავიგე ძალიან ლაკონურად და ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის გასაგებ ენაზე იყო ყველაფერი ახსნილი, ჩამოყალიბებული და დალაგებული…

თუმცა ტერმინ “მერჩანტის” მნიშვნელობა ბოლომდე ვერ გავიგე :დდდ მოგვიანებით კეთილმა ადამიანებმა საბოლოოდ გამარკვიეს და თუ თქვენც დაგაბნიათ ამ სიტყვამ ”მერჩანტს” ეძახიან საცალო ვაჭრობის ან მომსახურების კომპანიებს. ისინი ვინც ფართო მომხმარებლებს ემსახურებიან.”მერჩანტი” უკეთესად ჟღერს ვიდრე ”ვაჭარი”, რომელიც ინგლისური merchant-ის ზუსტი თარგმანია.

ახლა პრეზენტაციის მთავარ გმირზე : )))) pay.ge ^^

Pay.ge არის უსწრაფესი საგადახდო სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად და მყისვე განკარგოთ თქვენი თანხები. გადახდა შესაძლებელია ყველა ტიპის VISA და MasterCard, Sით და სასაჩუქრე ბარათებით, eMoney ელექტრონული საფულით და ა.შ

PAY‐ში ჩართულ მერჩანტებს უფასოდ ერგებათ Sმარტივი ოქროს ბარათი. ამ ბარათის საშუალებით გადაიხადეთ თქვენი ბიზნესის კომუნალური ხარჯები სწრაფად და იაფად. მოხერხებულად გადაუხადეთ თქვენ მომწოდებლებს. აკონტროლეთ ხარჯები ინტერნეტით, Facebook-ით და მობილურის საშუალებებით. განსაკუთრებით ფეისბუქით საშუალებით გადარიცხვებმა მომხიბლა : )))

მეტი თვალსაჩინოებისთვის და ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ გუშინდელი პრეზენტაცია… ამ ლინკზე.

პრეზენტაციამ საინტერესოდ და კარგად ჩაიარა… დაისვა სამომავლო კითხვებიც, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენლად მიგვაჩნია მალე რეალობად იქცევა… საბოლოოდ ყველაფერი გემრიელი ფურშეტით დაგვირგვინდა : ))))

ნათია და თინი დილემის წინაშე :დ

თითქმის სულ ეს იყო : ))))

პ.ს.


არ შემეძლო არ აღმენიშნა კრეატიული კედელი რომელზეც სხვადასხვა ენაზე ეწერა სიტყვა თავისუფლება ^^

ლიბერთი ბანკი (Liberty Bank)

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , | 2 Comments

ვამპირებზე მონადირეები ვოლ2

Vampire Killing Kit

აჰა ვაგრძელებ თემას ვამპირებზე მონადირეებზე. როგორც წინა პოსტშიმოგახსენეთ ამ ნივთების უმეტესობა საუკუნეების წინანდელია.. არ ვიცი თაღლითობდნენ თუ რას მაქინაციობდნენ, ატყუებდნენ ხალხს თუ მართლა არსებობდა “რაღაც”. მართალი რომ გითხრათ მე არ მჯერა იმის, რომ ამხელა აფიორას ჰქონდა ადგილი… ვინ არიან მონადირეები, კანონგარეშე ადამიანები რომლებმაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნეს ამ სახიფათო “პროფესიას”. თავის თავზე აიღეს იმ ადამიანების გადარჩენა რომლებსაც მათი არსებობის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. ისინი არ ცდილობენ კაცობრიობას გააგებინონ ან დაუმტკიცონ რამე, ისინი უბრალოდ თავის საქმეს აკეთებენ.

თანამედროვე დროში ვამპირებზე მონადირეებს ძალიან გაუჭირდათ რადგან ადამიანებმა შეწყვიტეს ვამპირების სერიოზულად მიღება.. მათ აღარ ჯერათ .. რაც შეეხება მათ ვინც იცის ვამპირების არსებობის შესახებ რამდენიმე ნაწილად იყოფიან ერთნი არიან ვისაც უბრალოდ ეშინია გიჟად არ შერაცხონ, მეორენი შეშინებულები არიან დანარჩენები კი აღმერთებენ ვამპირებს, მათ ემონებიან.. ნებას აძლევენ მათი სისხლი დალიონ საუკუნო სიცოცხლის იმედად. ფაქტობრივად ვამპირებს აღარ უწევთ ბინძურ სარდაფებში მალვა.. სიცოცხლისთვის ბრძოლა რადგან ყველაფერს რასაც საუკუნეების მანძილზე რისკით მოიპოვებდნენ ახლა ნებით ბარდებათ… ასეთ შემთხვევაში რთულია მათი აღმოჩენა, მაგრამ ერთის მხრივ ადვილია განადგურება რადგან მათ დაკარგეს სიფხიზლე, თუმცა ნამდვილი მონადირეები ძალიან ცოტანი დარჩნენ, როცა ოდესღაც თითოეულ ვამპირს ლამის პერსონალური მონადირე ჰყავდა…

ადამიანებს არ უნდათ დაინახონ მათ ირგვლივ მომხდარი ზებუნებრივი დანაშაულები.. აბრალებენ ცხოველებს, უბედურ შემთხვევებს…

მუდმივი საშიშროება რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა ვამპირებისგან და მაქციებისგან -დიდ ომში გადაიზარდა რომლის ერთ მხარეს ტვარები იყვნენ მეორე მხარეს მონადირეები. ამ ომმა მაქციები და ვამპირები გააერთიანა მონადირეების წინაარმდეგ.. მონადირეები უკვე აღარ არიან ჩვეულებრივი ადამიანები რადგან უბრალო მოკვდავის განადგურება ადვილია, მონადირედ “კურთხევის” დროს ისინი იღებდნენ ვამპირის და მაქციის სისხლს რაც დიდი ტანჯვის და ტკივილების შემდეგ  აძლევდა იმუნიტეტს,  თითქმის მათ ნახევარ ძალას, რომ თამამად შეჭიდებოდნენ ტვარებს.

როგორც ვთქვით ვამპირებზე მონადირეები მთელ სიცოცხლეს მათ განადგურებას უძღვნიან ისინი დებენ ფიცს რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ. (არის რაღაც ირონიის მარცვალი ამ ფრაზაში: )))) ისინი არიან უმარლეს დონეზე მომზადებული თავზეხელაღებული ადამიანები, რომლებმაც ყველაფერზე უარი თქვეს, რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ, არც ოჯახი არც სახლ-კარი არც ნათესავები… ვამპირების დახოცვა მატი ცხოვრების მთავარი აზრი და მიზანია. არც ერთ მონადირეს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს! თუ ის შემთხვევით ჩვეულებრივ, უდანაშაულო ადამიანს მოკლავს მან ეს ჯვარი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ატაროს და შესაბამისადაც ისჯება… მიუხედავად ჩემი სიყვარულისა ვამპირების მიმართ :დდდ მათი ალტრუიზმი ნამდვილად დასაფასებელია..

ახლა კი ისევ მონადირეების ჩემოდნები:  Continue reading

Posted in mystic | Tagged , , , , | 9 Comments

თმები :>

თმაზე ექსპერიმნეტები არასდროს არ ჩამიტარებია თუმცა ძალიან მინდოდა რამდენიმე თვის წინ ამოვიჩემე ლურჯი თმები მინდათქო მაგრამ საღებავი ვერ ვიშოვე და მოვეშვი :დ (ხო ვიცი რომ გამოწერა შეიძლება :> მადლობა) რამდენიმე წლის წინ უცებ მომეპრიანა და თმა გადავიპარსე :დ მერე 3 წელი მოკლე თმით დავდიოდი… ახლა ძლივს გავიზარდე და ძალიან გრძელი თმისკენ ვილტვი :დდ არასდროს შემიღებია და სიკვდილივით მეშინია რამე თმაზე არ დამემართოს :დდდ ფენითაც კი არ ვიშრობ. რამდენიმე დღის წინ დედაჩემს თმას რომ ვღებავდი (ქერად იღებავს) ვუთხარი ცოტა მეც წამისვი მეთქი და გვერდზე წავისვი :დ მე რაღაც ვერ ვამჩნევდი უნიში რომ არ ეთქვათ ვა თმები შეიღებეო :დ თან ისეთ გოგოებს კურილკაში რომ ვხვდები ხოლმე დასვენებებზე :დ ხოდა გუშინ დეიდაჩემი რომ იღებავდა თმას (წითლად იღებავს) მეთქი მეც მინდა და ჩოლკაზე წავისვი :დდდ შედეგი ნახეთ თქვენ :დდდ ვისაც ის განცდა ახსოვს პირველად რომ დაინახა თავისი თმა სხვა ფერში ალბათ გამიგებს :დდდ

ახლა კიდევ მინდა :დდდ მარა მეზარება :/ :დდდ

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , | 16 Comments