რა მაიძულებს ახალი პოსტი დავწერო ბლოგზე რომელიც ასი წლის წინ მიტოვებულ სახლზე უფრო მიტოვებულია. ალბათ იმან რომ 15 წლის გარდატეხის ასაკში მყოფი გოგოსავით რაღაც მიმდინარე დეპრესიაზე მომინდა წუწუნი.
სიმპტომები იგივე, განწყობაც იგივე, თვალის ახვევა გარემოსთვის იგივე. ცუდ ხასიათზე მარტო ოთახში… ჰმ.. ოთახი ჩემი ოთახი :დ :ნათელი წერტილი:
სულ დამავიწყდა მეთქვა რომ ცალკე გადავედი საცხოვრებლად..
მოკლედ დღეები არეული, სიზმრები არეული. ვერ ვიმახსოვრებ სიუჟეტებს, მარტო შეგრძნებები მრჩება თვალებს რომ ვახელ, გულის რევა სიბინძურე ძალიან უსიამოვნო შეგრძნებები თითქოს სველი შიშველი ფეხებით დადიხარ მეტლახზე სადაც თმები ყრია.
არც ერთ ურთიერთობას აღარ უღრმავდები იმიტომ რომ ხვალ მაინც უნდა დამთავრდეს, როგორც გასაშვილებლად გაჩენილ ბავშვს ხელში არ იყვან ემანდ არ შეგიყვარდეს, რადგან მერე ვეღარ გაუშვებ და ვერც დაიტოვებ…
ძველ ურთიერთობას ეტირები ყველა შესაძლო მომენტში, ბურთი გეჩხირება ყელში და ნერვები გეშლება რომ პასუხები კითხვებზე არასდროს არ არსებობს.
სუნთქვას, გრძნობებს, ადამიანებთან კონტაქტს, ავტოპილოტზე რთავ და შენ მიდიხარ სადღაც სინესტეში და სიჩუმეში შენი მეორე მე კი თავისთვის აგრძელებს ცხოვრებას თითქოს ზარზე ავტომოპასუხეს ტოვებ ჩართულს, გროვდება შეტყობინებები რომლებსაც არასდროს არავინ მოუსმენს და ტვინის მიტოვებულ ფოლდერში ჩაიყრება რომელიც ავტომატურადვე წაიშლება დროთა განმავლობაში, თავში მუდმივად შემოდის ინფორმაციის კასკადი რომელთანაც წინააღმდეგობის გაწევა უბრალოდ შეწყვიტე დგახარ და ხელის გარტყმას მეორე მხრის მიშვერით პასუხობ თან ვითომდა გულიანად იცინი იდიოტურ ხუმრობებზე.
ამბობ რომ ყველაზე ოპტიმისტი ადამიანი ხარ მთელ მსოფლიოში, სიჩუმეში და ნესტში მჯდარ პირველ მეს ეცინება რადგან დიფოლტ ტექსტის შეცვლა დაეზარა როცა მეორე მეს ავტოპილოტზე რთავდა ის კი დაზეპირებულივით იმეორებს: “ჰაჰაჰა ყველაფერი კარგად იქნება, ჰაჰა ოპტიმისტი ვარ, ჰაჰა აი ორი თვეც და ვსიო, ჰაჰა სიყვარული არსებობს, ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰაჰა კეთილი ადამიანები არსებობენ აჰაჰაჰაჰაჰჰაჰაჰაჰაჰაჰა მიყვარს შენი იუმორი რა კარგად ხუმრობ”…
ამ ყველაფერთან ერთად საქმეში ერთვება ადეკვატური მესამე მე რომელსაც პირობითად ჯერემი დავარქვათ პატარა კალია სინდისი, რაციონალურობის განსახიერება, მოკლედ სინათლის შუქურა ღამე ოკეანეში :დ არასდროს არ ჩუმდება, აი დაძინებას რომ ცდილობ თითქოს უკვე იძინებ და უცებ შეამჩნევ რომ ოთახში დედამოტნული საათის წიკწიკი ისმის და ფიქრობ ფუ ამის.. აქამდე ვერ ვამჩნევდი რა ჯანდამამ შემამჩნევინა ამის ხმა ახლა… ტიკტიკტიკტიკტიკტიკ… არა ნახვამდის ძილო სანამ ამ ყლეობას ფანჯრიდან არ მოვისვრი ვერ დავიძინებ, ჰაჰჰაჰაჰაჰა როგორ უნდა გადააგდო რაღაც რაც შენი ნაწილია :დ შენთვითონ თუ არ გადაყევი ფანჯრიდან :დ
ჰეი! მოკეტე! მაცადე საკუთარი თავის შეცოდება! მე ხომ მილიონი პრობლემა მაქვს! მილიონი რამ რის გამოც ისეთი საწყალი მიუსაფარი და გარემოების მსხვერპლი ვარ! მაცადე! მერე რა რომ არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს რომლებიც სულ მხარში მიდგანან! მერე რა რომ სასწაული დედა მყავს რომელიც ყოველთვის მიწვდის დახმარების ხელს! მერე რა რომ დეპრესიის ჭაობში არ ჩაძირვაც ჩემზეა დამოკიდებული! მაცადე! იმიტომ რომ დეპრესია ნარკოტიკია! მერე რა რომ იმ იდიოტს რომელიც 15 წლის გოგოსავით ზის კუთხეში, და ყველაფერზე ნიკაპი უკანკალებს და ბაჭიასავით ყველაფერზე კუდი უცახცახებს რომელიც ამბობს რომ უყვარს ადამიანები სინამდვილეში რემბოს რომ აქვს ის ავტომატი უნდა ტყვიები რომ არასდროს ილევა… ჰო მაგ იდიოტს ნებისმიერი სიძნელის გადალახვა შეუძლია! მაგრამ არა აცადე საკუთარი თავის შეცოდება აი ორი თვეც და…
ორი წელი და ორი თვე გავიდა ^_^ ახლა როგორხარ?
სიბინძურე რომ ეწერა ჩემებური სიბინძურე წარმოვიდგინე,მაგრამ შენეულმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა >.< "სველი შიშველი ფეხებით დადიხარ მეტლახზე სადაც თმები ყრია" საშინელებაა :((
LikeLike
https://marikabulashvili.wordpress.com/
LikeLike
wavikitxe da dzalian momewona posti egre gaagrdzelet http://newambebi.com
LikeLike
პირველი კომენტარი შენს ბლოგზე,კეთილი იყოს ჩემი მაუსი აქ )))
ვიცი ეგ გრძნობა,მეც 16 წლის თინეიჯერი ვარ დეპრესიებით და ნოსტალგიებით შეპყრობილი ….
კარგია წერა და ამ ემოციების ამოყრა,მე სულ მშველის ))))
LikeLike
ჩემს კალთებში ხომ არ იქვითინებდით? :D
კი არა და არ დავლიოთ? :P
LikeLike
ძალიან მომინდა მეთქვა, რომ ძალიან, ძალიან კარგად წერ!!!
LikeLike
პირველ რიგში, კეთილი იყოს ჩემი ფეხი (თურაცაა) აქ.
მერე მეორე, შენ არ იცი, როგორ მესმის შენი. აი ეგეთი “მეები” მეც მყავს. ზუსტად ეგეთები. ჩემი კრიტიკის მეტს რომ არაფერს აკეთებენ.. საკუთარ თავს მაზიზღებენ ხოლმე ზოგჯერ. მაგრამ მთავარი ის არი, რო ყველა ეს “მე” (თუ ერთია რავი) ისევ შენთვის აკეთებს რასაც აკეთებს. მართლა. ზოგჯერ მგონია მარტო მაგ “მეს” ვუყვარვარ. :დ მეშინია ხოლმე საკუთარი თავის მაგ დროს, მაგრამ რას ვიზამთ..
მოკლედ მოხარული ვარ რომ მოვხვდი აქ. ^^
LikeLike
იცი, ხანდახან ადამიანს სჭირდება რომ ცუდად იყოს, სჭირდება რომ ვიღაცამ სეიცოდოს, ჩაეხუტოს, დახმარების ხელი გამოუწოდოს, კუთხეში მჯდარ ნიკაპაკანკალებულ 15 წლის გოგოს გვერდზე მიუჯდეს, ისე უბრალოდ მიუჯდეს და არაფერი უთხრას. სჭირდება ეს ყველაფერი იმიტომ რომ ძალები მოიკრიბოს, სჭირდება რომ “დაიტენოს”, სჭირდება რომ ახლიდან დაიწყოს ყველაფერი. სჭირდება რომ ახალი ძალებით დაიწყოს ახალ აღმართზე ასვლა.
მუდამ ბედნიერი, კმაყოფილი და გაღიმებული უბრალოდ ვერ იქნები. დაიღლები.
LikeLike