ჩემი მზიანი დღიურები როგორც ჩანს განახლდება. ახლიდან დავიწყე სინტონზე სიარული. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში რომ ძალიან მოქმედებს პერიოდები ჩემზე. თითქოს ერთი და იგივე წიგნს სხვადასხვა დროს კითხულობ და აბსოლუტურად სხვადასხვა ემოციებს იწვევს.
წინა ანუ მესამე შეხვედრა:
რატომღაც სულ მეგონა რომ არ არსებობდა ადამიანი რომელსაც ვერ გავუგებდი ოდესმე, ჩემდა გასაკვირად ეგეთი დღე დადგა ოდესღაც :დ მაგრამ რატომღაც მჯერა რომ შემიძლია ადამიანების ადგილას წარმოვიდგინო თავი. შემიძლია ობიექტურად შევაფასო სიტუაცია, დამკვირვებლის პოზიციიდან შევხედო საკუთარ თავს.
ვერასდროს ვერავის ვერ ვეუბნები უარს და ეს დროთა განმავლობაში აღვიქვი რომ უარყოფითი თვისებაა :/ როცა არ გცალია როცა უბრალოდ არ გინდა და მაინც აიძულებ შენ თავს გააკეთო რადგან უარი ვერ თქვი დახმარებაზე.. -_-
დისკომფორტს ვგრძობ როცა ადამიანი “გაიძულებს” მისით დაინტერესდე და კითხვები დაუსვა.
ყოველთვის ვცდილობ არ დამეზაროს რაღაცის გაკეთება და ჩემ თავს დავუჩელენჯო ისეტი რამეები რაც არაა კომფორტული, გავაკეთო ისეტი რაღაცები რაც მერიდება მრცხვენია და ასე შემდეგ. თუნდაც ყოველთვის დავიწყო წინადადება სიტყვით “დიახ”.
მესამე შეხვედრაზე განხილულ თემებზე ფაქტობრივად უკვე დიდი ხანია ნაფიქრი მქონდა და შესრულებაშიც მოყვანილი რაღაც ეტაპზე მაინც.
იმხელა ქაოსია ჩემ თავში აზრებსაც კი ვერ ვუყრი თავს და პოსტის დასაწყისში სწორედ ამ პერიოდებზე ვლაპარაკობდი რა მოხდებოდა უფრო წყნარ პერიოდსი რომ მივსულიყავი მზიან სახლში?! არ ვიცი ყოველ შემთხევაში სანამ მივიდოდი დარწმუნებული ვიყავი რომ ამ საფეხურზე ეს ძალიან მჭირდებოდა და ასეც არის, სადღაც მოწყვეტა აზრების დალაგება ისეა წიგნები ტვინში არეული თაროებიც აღარ ჩანს.
რა სასწავლო ამოცანები დავისახე? უფრო მეტი კი უნდა ვთქვა ცხოვრებაში ვიდრე არა. არას თქმას ყოველთვის მოასწრებ და კი ზოგჯერ დაგვიანებულია.
რა მიმაქვს სინტონიდან ყველა შეხვედრის შემდეგ? ახალი აღმოჩენილი ბრმა ზონები :)
ახლა ამ პოსტთან რა შუაშია, მაგრამ
http://diletant.media/news/28300910/
:)
LikeLike