ერთხელ ანატოლია ნისლში

იმ სიტუაციაში რაც ახლა ხდება, ძალადობის ამსახველ კადრებს ვგულისხმობ რომელიც გავრცელდა, ძნელია საერთოდ კინოზე იფიქრო, თუმცა მე როგორც მოკვდავი რომელსაც ძალა არ შესწევს მუდამ ამ სიტუაციაზე იყოს კონცენტრურებული ამ ამაზრზენი აზრებისაგან ფაქტრობრივად კინოსეანსების დროს ვპოულობ ხსნას რომ ცოტახანი მაინც გამოვეთიშო ამ საშინელ რეალობას რაც დარბაზს გარეთაა, მაგრამ ფილმებიც ძალიან მძიმეა რომლებსაც ამ ორ დღეში ვუყურე.

ერთი ფილმი გუშინ “ერთხელ ანატოლიაში” რომელიც თურქი რეჟისორის გადაღებულია და სხვათაშორის ძალიან ვაფასებ თურქულ კინომატოგრაფიას. სინოფსისი ფილმს საკმაოდ ბუნდოვანი ჰქონდა: “პატარა ქალაქში ცხოვრება რაღაცით სტეპებში მოგზაურობას ჰგავს: ყოველი ბორცვის იქეთ რაღაც განსხვავებულს ელოდები, მაგრამ გარემო ყოველთვის ერთგვაროვანია და მონოტონური”. ამის წაკითხვის შემდეგ უბრალოდ შევედი დარბაზში და ფილმის დაწყებას დაველოდე. მიუხედავად იმისა რომ ზოგს უბრალოდ მობეზრდა ცოტა არ იყოს გაწელილი ფილმის ყურება მთელი ფილმის განმავლობაში მონუსხული ვიყავი: გარემოთი მსახიობების თამაშით, ძალიან კარგი ტიპაჟებით, დიალოგებზე ხომ არაფერს ვამბობ რადგან მთელი ფილმი ფაქტობრივად დიალოგებზე და ადამიანების ემოციების გამოხატვა იყო სახეზე.

სტორი ლაინი, ფილმის გმირების ქცევა ყველაფერი ძალიან იდეალურად მეჩვენა. მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მძიმე ფილმია და სევდიანი, დარბაზიდან მაინც რაღაცნაირი დადებითი ემოციებით გამოვედი რადგან ასეთი სურათის ნახვის შემდეგ ადამიანების მიმართ რწმენა მიბრუნდება, აღარ მეზიზღებიან და ვფიქრობ რომ მათ აქვთ შანსი “გადარჩენის”.

მეორე ფილმი იყო “ნისლში”

ბელორუსი რეჟისორის სერგეი ლოზნიცას მიერ გადაღებული.

სიუჟეტი ისევე როგორც ნაჩვენები და უკვე ნანახი ფილმების მსგავსად ომის პერიოდზეა. საბჭოთა კავშირი, გერმანელებისგან ოკუპირებული რეგიონი, პარტიზანული ბრძოლები…

ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფილმის მთავარ გმირს ღალატი ბრალდება რადგან სხვა დანარჩენებთან ერთად საბოტაჟის მცდელობის გამო ჩამოხრჩობას გადაურჩა იმ მიზეზით, რომ არ გაყიდა თავისიანები და გერმანელმა ოფიცერმა გაათავისუფლა იმისთვის რომ სიკვდილზე უარესით გადაეხადა მისთვის თანამშრომლობაზე უარისთ თქმის გამო სამაგიერო.  ერთ მომენტში გმირი ამბობს რომ არ შეეძლო ეს გაეკეთებინა რადგან ადამიანები არ იცვლებიან, ოდესღაც მას პატივს სცემდნენ და ყველას უყვარდა მაგრამ მას მერე რაც გერმანელებმა დაადანაშაულეს და შემდეგ გაუშვეს ყველამ შეიძულა, მისი ღალატი კი დაიჯერეს.. დასანანია რომ ისეთი ადამიანები წყვეტენ შენს დაჯერებას, რომლებიც მთელი ცხოვრება გიცნობენ, უყვარხარ, პატივს გცემენ, გენდობიან.

მაგრამ ასეთი ფილმების შემდეგ მრჩება მაინც იმედი რომ ადამიანი ყველგან და ყოველთვის შეძლებს ადამიანობის შენარჩუნებას თუ ეს მან მოინდომა, თუ მასში მორალი თვითგადარჩენაზე მაღლა დგას. თუ ინსტიქტებზე ძლიერი ადამიანური კეთილი ნებაა.

არ ვიცი ამ ფილმმა ვის რა დაუტოვა გულში მაგრამ მე დღევანდელი ყოფიერების მიუხედავად ოპტიმიზმით ამავსო. მჯერა რომ ჯერ არ გვაქვს ყველაფერი დაკარგული, მჯერა რომ გადაშენებამდე ბევრი გვიკლია და ადამიანური ბუნება მტერსაც გაუწვდის დახმარების ხელს, ადამიანებს ხომ ყველაზე მეტად გაჭირვება გვაერთიანებს.

მიხარია რომ აქ ვარ. თუნდაც ეს სიმხდალეში ჩამეთვალოს ბედნიერი ვარ, რომ ასე თუ ისე მომწყდარი ვარ რეალობას და თბილისს, და რომ  ბათუმში საოცრად სწრაფად გადის დრო.

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in ფილმები and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ერთხელ ანატოლია ნისლში

  1. silver price says:

    ძალიან არ მინდოდა, რომ ოთახში 4-ზე მეტი ადამიანი ვყოფილიყავით. ჩემდა ბედად 9 აღვმოჩნდით :/ მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებიდან 3 ჩემი ნაცნობი იყო, დიდად კონტაქტში არ შევდიოდი და არც მქონდა ამ ყველაფრის სურვილი. ისინი ისეთი განსხვავებულები იყვნენ, საერთო ენა თითქმის ვერ გამოვნახეთ. ძალიან მიჭირდა 9 ადამიანთან ერთად ცხოვრება. არანაირი ჰიგიენა, არეულობა, ყაყანი და ა.შ. ხშირად მქონდა პრეტენზიები იმაზე, რომ წესებს არ იცავდნენ და ხმაურობდნენ. საბედნიეროდ, ჩვენ გვერდზე დირექტორი ცხოვრობდა და ძაან ბევრსაც ვერ ბედავდნენ.

    Like

  2. gold price says:

    ერთ-ერთი ფილმი, რომელსაც ძახილის ნიშანი დავუსვი აუცილებლად უნდა ვუყურო-მეთქი იყო „უკაცრიელი კუნძული“. ფილმი ეხება რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას, რომელთა გზებიც ალაგ-ალაგ იკვეთება. თითოეული მათგანის წარსულში მოხდა რაღაც, რამაც ძალიანაც იმოქმედა და ცდილობენ აწმყოში რაიმე შეცვალონ ბედნიერი მომავლისთვის. რომ ვთქვა ფილმით ავღფრთოვანდი-მეთქი, მოვიტყუები. არ ჩანს რა მოხდა წარსულში, არც აწმყოში იკლავენ თავს რაიმეს გამოსწორებით. ფილმი ძირითადად დიალოგებით შედგება და ამ დიალოგების საშუალებითაა იმის გამორკვევა თუ რა მოხდა უწინ და რის შედეგებს იმკიან. ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, რაც ფილმიდან დავინახე ალბათ იყო ის, რომ არავინ უნდა დაადანაშაულო მანამ, სანამ არ გექნება ამის უტყუარი ფაქტები. ან კიდევ მეორე მესიჯი, მეგობრობა ყველაზე ძვირფასია, მაშინაც როდესაც საქმეში ქალია გარეული. მოკლედ, არ მგონია რომ ამ ფილმის ნახვა ღირს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ საინტერესო ანოტაცია ჰქონდა.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s