wish u luck ანუ ნახვამდის

Photos of Strange Places for Stories Abandoned Library with Trees Inside

ხშირად ვფიქრობ რომ არა ჩემი ოპტიმიზმი ალბათ ბევრად უფრო რთული იქნებოდა ჩემი ყოველდღიური ამბები ვიდრე არის. სულ ვამბობ, რომ ცუდი რაღაცები შემდეგში მოსახდენი კარგი რამეებისთვის ხდება რომ ბუნებამ დააბალანსოს და ბედნიერებისგან არ მოვკვდეთ ალბათ :დ

რა ხდება მაშინ როცა ერთი თვის განმავლობაში ორჯერ გრძნობ მიტოვებულის პოზიციაში თავს? :დ

ძალიან უცნაური კანონზომიერებები არსებობს ცხოვრებაში აი მაგალითად ყოველთვის ასე ხდება რაც უფრო უდიერი დამოკიდებულება გაქვს თითქოს რიგ საკითხთა მიმართ მით უფრო კარგად გამოდის ყველაფერი. ჩემ ახლანდელ სამსახურში როცა დავიწყე მუშაობა თავიდან ძალიან დაძაბული ვიყავი, ვერ ვადაპტირდი მოცემულ სიტუაციასთან, რამდენიმე ხნის შემდეგ როცა ნელ-ნელა მოვეშვი ყველაფერი კარგად წავიდა. თუმცა სიტყვა “უდიერი” ალბათ მთლად შესაბამისი არაა. ასევეა ურთიერთობებიც თითქოს რაც უფრო აგდებულად ექცევი ადამიანს ან რაც უფრო ინდიფერენტული ხარ მის მიმართ უფრო გეწეპება. არ ვიცი ამას რა ქვია ალბათ იმის შიში რომ იქეთ დაშორდები? იქეთ ექნება მიტოვებულის გრძნობა? რამდენიმე ხნის წინ თუ მკითხავდით გეტყოდით, რომ ურთიერთობის დასასრულს სულაც არაა აუცილებელი იყოს ვინმე მთავარ როლში მიტოვებული თუ ის ვინც მიატოვა. ახლა ვფიქრობ რომ ვცდებოდი ეგ იგივეა აირჩიო რომელი გინდა იყო მსხვერპლი თუ მოძალადე. ვინც უღალატა თუ ვისაც უღალატეს.

მე ადამიანების იმ რიცხვს მივეკუთვნები ვინც ვერასდროს სწავლობს არათუ სხვის არამედ თავის შეცდომებზეც. მილიონჯერ შემიძლია შემიყვარდეს კაცი რომელელთან ურთიერთობის ჩანასახშივე ვიცი როგორ დამთავრდება ეს ყოველივე. მილიონჯერ შემიძლია შანსი მივცე ჩემთვის არასწორ ადამიანს თუ ურთიერთობას. ალტრუიზმის ზეიმი მაქვს :დ

თითქოს ორივე მხარემ ერთმანეთი დავაკომპლექსეთ, როცა ბიჭს ეუბნები რაღაცას პირდაპირ, ეს გოგოსგან ისეთი დაუჯერებელი გახდა რომ ეგრევე ქვეტექსტების ძებნას იწყებს, ასევეა გოგოების შემთხვევაშიც მაგრამ აქ კიდე სხვა პრობლემაცაა გოგოების ოვერსინქერობის ამბავში :დ

განვიხილავთ ყველა მის ქცევას, როგორ გამოგვხედა რა ტონით გვიპასუხა რამდენი სიტყვა მოგვწერა და რამდენი წუთით დააგვიანა პასუხი. გვავიწყდება რომ “ხანდახან სიგარა უბრალოდ სიგარაა სხვა არაფერი”.

რატომ არის რომ ის რაც წესით და რიგირთ უნდა იყოს მარტივი სასიამოვნო, ვართულებთ ათას ქარაგმას ვუძებნით, რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ ვიყოთ და მეტი არაფერი.

რა ჯანდაბად გვჭირდება ყოველდღიური დრამები ცხოვრებაში.

დავიღალე ურთიერთობის განხილვებით იმიაზე ფიქრით რატომ მიდიან კაცები უმიზეზოდ ან მათთვის მიზეზიანად. რატომ უნდა ვაკონტროლო ყველა სიტყვა და მოქმედება რატომ არ უნდა ვიყო თბილი მაშინ როცა მინდა რომ ვიყო. რატომ უნდა ვუთხრა მომენატრე წელიწადში ერთხელაც არა იმის გამო რომ შეშფოთებულს ბედ თრიფი არ დაემართოს თითქოს სტენკა-აპოკალიფსი დაიწყო და ეგრევე დისტანცია არ დაიჭიროს. ნუ კაი გასაგებია რომ არსებობენ ისტერიჩკა ქალები მსხვერპლებად რომ მოაქვთ თავი, თავის მოკვლით იმუქრებიან, ყასიდად იჭრიან ვენებს ან სახლისთვის ცეცხლის მოკიდებით იმუქრებიან თუ არ ნახავ.

მთავარი კი ის არის რომ არც ერთი კაცის წასვლის შემდეგ არ მთავრდება არაფერი, ყველაფერი რიგზეა :დ არც ჯანდაბამდე არ ჰქონიათ გზა დაე იყვნენ.

თუ ვინმე ბიჭი კითხულობს ამ პოსტს (თუ საერთოდ კითხულობს ვინმე) ჩემი რჩევა იქნება ნუ დაშორდებით გოგოებს მესიჯით, ფეისბუქით, ნუ გაუზავნით მტრედით წერილს დასაშორებლად, ნურც დეპეშას და ა.შ. ნუ შეგეშინდებათ ისტერიკების და ტირილის ან ნუ გექნებათ ისეთ ქალებთან ურთიერთობა ვინც აგონიაში ჩავარდება დაშორების შემთხვევაში. ნუ იქცევით უკანასკნელი ნაბიჭვრებივით როცა დაშორება გინდათ უბრალოდ თქვით და წადით. ნუ გადააგდებთ ტელეფონებს ოკეანეში თუ არ გინდათ ზარს უპასუხოთ.

ბოლოს და ბოლოს ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება ^_^

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი. Bookmark the permalink.

12 Responses to wish u luck ანუ ნახვამდის

  1. hobo611 ამბობს:

    მიტოვებული მამრის პოზიციიდანაც განსაკუთრებით ჯანსაღად მოსჩანს შენი მსჯელობა პატივცემულო ავტორო. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია შევრაცხო ჭეშმარიტებად შენი პოსტისა და იმ ვრცელი კომენტარის შინაარსი. როდესაც აცნობიერებს სუბიექტი, რომ ინდიფერენტული ხდება ის, ვინც მანამდე მეტ ინიციატივას იჩენდა , იგრძნობა მწველი დისკომფორტი ანუსის მიდამოში, მაგ დროისათვის როგორც იტყვიან “ჩაიარა მატარებელმა“.

    Like

  2. Zura Balanchivadze ამბობს:

    იმენნა შენი ქოთქოთი მესმოდა, ამას რომ ვკითხულობდი :დ

    Like

  3. stafilosofia ამბობს:

    “სულ ვამბობ, რომ ცუდი რაღაცები შემდეგში მოსახდენი კარგი რამეებისთვის ხდება რომ ბუნებამ დააბალანსოს და ბედნიერებისგან არ მოვკვდეთ ალბათ :დ” ეს და კიდევ რამდენი სხვა ციტატა შეიძლება მოვიყვანო ამ პოსტიდან, ბარემ ჩავაკოპირებ მთლიანად, იმდენაც “ჩემ სათქმელს” ამბობ :) თაკო გვაზავა მართალია: ხშირად, ჩვენ თვითონ მიგვაჩნია საკუთარი თავი “მის” “უღირსად”, ყველანაირად ვცდილობთ ეს არ შეგვეტყოს, მაგრამ ქვეცნობიერი ოხერია და სწორედ ეს ქვეცნობიერი ჟონავს შემდეგ ურთიერთობაში. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, კაცები სწორედ იმას აფასებენ, ვინც იცის თავის თავის ფასი :)
    პ.ს. მე, როგორც გამოუსწორებელ ოპტიმისტს,მაინც მაქვს იმის იმედი, რომ ბოლოს ისეთ კაცს შევხვდები, ჩემ თავს ვაფასებ თუ არა იმის მიუხედავად რომ დამაფასებს ;დდ

    Liked by 1 person

  4. მე როგორც ძალიან გამოცდილი გოგო (უჟე ქმარშვილიან, წარსულში შეყვარებულ-უხვად “ჩაპაკლონიკებული”) ერთ ბრძენ სიტყვას ვიტყვი, დამეჯერება უკვე :))) გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ყველა ეს პრობლემა და უსიამოვნო დრამა, რაც პოსტშია, არ არსებობს, თუ ქალს აქვს ორი ჯადოსნური თვისება – სილაღის განცდა და შინაგანი თავისუფლების და თვითრწმენის შეგრძნება, რომელიც იდიოტურ ამპარტავნებაში არ უნდა გადაიზარდოს ცხადია. ასეთი ქალები/გოგოები ყოველთვის ავტომატურად “აიძულებენ” კაცებს რომ მათ პატივი სცენ, არაფერი მოქმედებს ისე ყოვლისმომცველად კაცზე, როგორც ლაღი, ბედნიერი, რეალიზებული ქალი, რომელიც კარგად აცნობიერებს ამ სამყაროში თავის მნიშვნელობას. ასეთ გოგოებს ბიჭები თავისი ნებით არ ტოვებენ, ან თუ ამას აკეთებენ,როგორც წესი მყარი მიზეზის გამო და ძალიან დელიკატურად. სხვა დანარჩენ შემთხვევაში გოგო, რაც არ უნდა თვითდაჯერებას ღაღადებდეს მისი ბაგენი, ნაცემი ძაღლის თვალებით თუ შეჰყურებს თავის ოცნების მამაკაცს და მასაც შესაბამისად საკუთარი თავი ზევსი ჰგონია, განწირულია ის ურთიერთობა. ზემოთ წერდი, რომ სულ ზომა-წონით როგორ უნდა ვეკონტაქტოთ ამ ბიჭებსო, და საქმე იმაშია რომ მაგ ზომა-წონის კონტროლს ჩვენი ქალური იტუიცია ავტომატურად ახდენს,ზედმეტი ჩარევით ვავნებთ კიდეც. მოკლედ, როცა ურთიერთობაში საკუთარ “მე”-ს უფრო მაღლა აყენებ, ვიდრე მისას, ან ბოლოსდაბოლოს ერთ ლეველზე მაინც, ყველაფერი გამოდის :) საკუთარი თავის პატივისცემა, ბუნებრივი სილაღე და თავის მოვლა – აჰა, ესეც ბედნიერი ურთიერთობების ჩემი რეცეპტი.
    უკაცრავად, უზარმაზარი კომენტარი შემომეწერა :)

    Liked by 3 people

  5. Kate ამბობს:

    ასე მეგონა, მე დავწერე :|

    Like

  6. Fiqria Goginashvili ამბობს:

    სტენკა-აპოკალიფსი <3 ახალი ტერმინი დამკვიდრდება

    Liked by 1 person

  7. Mariam Blanc (@Aisat13) ამბობს:

    სტენკა-აპოკალიფსი – ია პლაკალ : ))))))))))))))))))))))))))))))

    ხო იცი ნახუი ნახუი კრიჩალი პიანერი …..

    ვინც მიდის დასარჩენი არაა :3 და ვინც უაზროდ მიდის არდასარჩენია :)))

    Like

  8. პერწკლი ამბობს:

    მემგონი მოდაშია ახლა ერთი ბეწო დადებით ემოციის გამოხატვაზე ისტერიკების მოწყობები :/

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.