ჩვენ (4)

black and white trees dark forest roads monochrome_www.wallpaperfo.com_42

პირველი ნაწილი
მეორე ნაწილი
მესამე ნაწილი

პირველივე სასადილოსთან გავაჩერე რომელიც გზაზე შეგხვდა, ქიქის ვუთხარი სანამ ბენზინს ჩავასხამ შედი ნახე თუ ღირს შემოსვლა მეთქი. სინამდვილეში ყველა სასადილო ერთმანეთს გავს აქ, რომელიც გზაზეა აშენებული გადაყრუებულ ადგილას ორიოდე მოგზაური თუ შეივლის. ვერ ვხვდები რატომ ცხოვრობენ ამ უდაბნოში ყველასგან მივიწყებულ ადგილას ადამიანები. ბენზინი ჩავასხი და შევედი. ისეთივეა როგორც ამერიკულ ფილმებში, წითელ პომადიანი ხანში შესული ქალი დახლთან სიგარეტით ხელში და სამზარეულოდან ვიღაცის გაბურძგნული თავი ჩანს თეთრ მაიკაზე ალბათ ათი წლის განმავლობაში დაგროვებული საჭმლის ლაქებით.
ქიქი ინტერესით ჩაკირკიტებდა ერთ გვერდიან მენიუს. წინ დავუჯექი.
-რა მოიფიქრე
-არაფერი არ აქვთ ისეთი რასაც ხორცი არ ექნება – თქვა უკმაყოფილოდ და მენიუ გადმომაწოდა.
ოფიციანტმა ქალმა ყავა დაგვისხა და შეკვეთა ჩაიწერა.
– დაღამებამდე ამ ქალაქში ჩავალთ ვუთხარი და რუკაზე თითით ვაჩვენე. – შემდეგ მოვიფიქროთ რა ვქნათ, რამე უფრო საინტერესო.
მანქანაში დავბრუნდით და გზა გავაგრძელეთ, ქიქის რუკა ჰქონდა გაშლილი და გზას მკარნახობდა. მე ისევ კარავში ღამის გათენებაზე ვბუზღუნდებდი, მაგრამ ძალიან ციოდა და ვიცოდი რომ კარგი იდეა ნამდვილად არ იყო.
როცა უკვე ჩამობნელდა და მივხვდით რომ ის ქალაქი რომლისკენაც მივდიოდით დიდი ხნის წინ უნდა გამოჩენილიყო შევშფოთდით რადგან ტრამალები ტყემ შეცვალა ასფალტი ხრეშიანმა გზამ, ყველაფერ სიკეთესთან ერთად ცრიდა, გულში ვნატრობდი რომ უარესად არ გაწვიმებულიყო რადგან ისედაც ვერაფერს ვხედავდი წინ.
2 საათის სიარულის შემდეგ თუმცაღა წვიმამ გადაიღო მაგრამ ცივილიზაციის ნიშან წყალი არ ჩანდა. ამასობაში ტყიდან გავედით და ახლა უკვე ყანებს შორის მივქროდით, – სადღაც აქვე ფერმა იქნება და იქ გავჩერდეთ თორემ ძალიან დავიღალე – მითხრა ქიქიმ, – გზის პოვნას აზრი აღარ აქვს გვარიანად გავცდით იმ ტრასას სადაც უნდა გადაგვეხვია ისიც კი არ ვიცი სად ვართ.

3286361094_74713e4b60_o

კიდევ ნახევარ საათის შემდეგ ერთადერთი სახლი რომელიც შეგხვდა იყო ფანჯრებ აჭედილი და ჩაბნელებული რომელშიც აშკარა იყო არავინ ცხოვრობდა. მანქანაში ღამის გათენებას ქიქის შევთავაზე სახლში შევსულიყავით და გვენახა. უარი არ უთქვამს რადგან ესეთ რამეებს თავგადასავლებად ვთვლიდით, ფანრები ავიღეთ და სახლისკენ წავედით იმ შემთხვევაში თუ ვინმე უსახლკაროს არ წავაწყდებოდით ან ერთი ღამისთვის ურიგო არ იქნებოდა ნივთები მანქანაში დავტოვეთ. აჭედილი კარი ძლივს გავაღთ და შევედით. ბნელ და მტვრიან დერეფანში ავღმოჩნდით, ოთახში გასასვლელი კარებები ობობის ქსელებს დაეფარა. ქიქი ჩემ ხელს იყო ჩაფრენილი, მისი ფანრის შუქი გიჟივით დახტოდა კედლებზე. – მოდი მოვათვალიეროთ და ნივთებზე გავრუნდეთ – ვუთხარი მე და ეზოში აღებული ჯოხით ქსელი შემოვაცალე შესასვლელს. როგორც ჩანს სახლი დიდი ხნის მიტოვებული იყო რადგან უახლოეს წარსულში ვინმეს თუ ეცხოვრა ნამდვილად არ ეტყობოდა. ოთახში ბუხარი მტვრიანი დაბალი მაგიდა და ჩამოფხავებული დივანი იდგა. სხვა ოთახები ჩახერგილი იყო ათასი ძველმანით კარადები, დამტრეული ავეჯი, სამზარეულოში ჭუჭყიანი ჭურჭელი, მაგიდა, ძველი მაცივარი და სკამები რომელიც არანაირ ნდობას არ იწვევდა რომ ჩამომჯდარიყავი.

545475_293381974104918_768256050_n – მთავარია მანქანაში არ მოგვიწევს ღამის გათენება – გავხედე ქიქის რომელიც ამრეზილი უყურებდა ამ სანახაობას. მეორე სართულის დათვალიერების იდეა არ მოინდომა მიზეზად დაღლილობა დაასახელა ამიტომ მანქანისკენ გავემართეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ უშედეგოდ ვცდილობდი ბუხრის ანთებას სასწაულად ნაპოვნი მშრალი ტოტებით და ძველი გაზეთებით. ქიქიმ დივანზე პლედი გადააფარა და დიდი რადიო ფანარი ჩართო რომლიც ცხადია არც ერთ ტალღას არ იჭერდა სამაგიეროდ კარგად ანათებდა ოთახს. ასეთი ფანარი საქართველოში 90-იან წლებში ჩემ მეზობელს ქონდა და უშუქობის ჟამს რომელიც მუდმივად თან დევდა იმ დროს მოწყენილ საღამოებს გვინათებდა რადიო 105-ის არტების სმენაში დრო გაგვყავდა. ასანთი გაბრაზებულმა მოვისროლე და მეორე სართულის დასალაშრად წამოვდექი,
– არ დამტოვო აქ – წიგნი გადადო და ნიკაპის კანკალით ამომხედა.
– წამოდი შენც.
– რა გინდა მაღლა, სიბინძურის მეტი არაფერი იქნება
– მაინტერესებს წამო – ვუთხარი და წამოვაყენე.
კიბეებზე ფრთხილად ავედით, თითოეულ საფეხურს ფეხით ვსინჯავდი რომ არ ჩამტვრეულიყო. ნესტის სუნი ცხვირს მწვავდა, იატაკი ავისმომასწავლებლად ჭრაჭუნებდა. ფანარი ირგვლივ მიმოვატარე და პირველივე ოთახის კარს ხელით ვუბიძგე. ეს იყო საძინებელი რომელიც თითქოს ადამიანებმა გაღვიძებისთანავე მიატოვეს. საწოლის გვერდზე კომოდზე დაობებული წლიანი ჭიქა იდო აქეთ იქეთ ტანსაცმელი იყო მიყრილი, უზარმაზარი სარკე რომელიც საწოლის თავზე ეკიდა თეთრეულზე ჩამოფშვილიყო სავარაუდოდ სკამის მეშვეობით რომელიც ლოგინზე ეგდო, მტვრიანი ნამტვრევები კი შუქს ირეკლავდა. შემდეგი ოთახისკენ წავედით მეორე ოთახი საბავშვო აღმოჩნდა. კედელზე ბავშვური ხელით დახატული ნახატები ეკიდა, საწოლზე უამრავი პატარა ბალიში და სათამაშოები.

ku-xlarge

– ჩავიდეთ რა – ზედაზე მომქაჩა ქიქიმ. მეც იგივეს ვფიქრობდი ამიტომ უსიტყვოდ გამოვბრუნდი ოთახიდან კარში პირველი გამოვედი და ცხადად დავინახე როგორ მიეფარა კიბეებს პატარა თავი. გაოცებისგან პირი დავაღე და გავშეშდი, წამის მეასედში მოვედი აზრზე და თითქოს არაფერი მომხდარა ისე გავემართე კიბისკენ, ვფიქრობდი ალბათ ნანახმა იმოქმედა და მომეჩვენათქო რადგან სახლში სრული სიჩუმე სუფევდა, ბავშვობაში ხშირად ვერთობოდი სიბნელის ილუზიით თუ რამე საგანს სიბნელეში დიდხანს უყურებ თითქოს მოძრაობას იწყებს ამით თავს ვიშინებდი ხოლმე, წარმოდგენა არ მაქვს რატომ მომწონდა ეს გრძნობა. დაბლა დავბრუნდით ქიქიმ წიგნის კითხვა განაგრძო, მაგრამ ვშიშობ ერთი და იგივე ფრაზას იყო მიშტერებული მე კი ბუხართან ბრძოლა თან ჰაგრიდის ვარდისფერ ქოლგას ვნატრობდი.

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in ჩვენ (ამბავი) and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ჩვენ (4)

  1. Evelini ამბობს:

    ჰეი მგონი ამას გაგრძელება არ აწყენდა. ჩამაინტრიგა

    Like

  2. Christine ამბობს:

    უმაგრესია, ძალიან მომწონს, To be continued-ს ველი სულმოუთქმელად

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.