კინოფესტივალი და ბათუმი ♒

დააკლიკე ფოტოს ❤

ბათუმში არასოდეს ვყოფილვარ და საერთოდ დიდად ზღვაც არ მიყვარს. სიცხე, ხმაური, უაზრო მუსიკა ყველგან ჩართული. თუმცა ზღვას რას ვერჩი ალბათ უფრო ზაფხულის ის პერიოდი არ მიყვარს ზღვაზე რომ უნდა წახვიდე, აი მაგალითად სიამოვნებით დავისვენებდი ზღვაზე ზამთარში. ^^

ხშირად მსმენია, რომ ბათუმი არის ძალიან საყვარელი, პატარა, ლამაზი ქალაქი, პორტი, გემები. ძალიან პატარა ვიყავი როცა პირველად ვნახე ზღვა და ის შთაბეჭდილებები ახლაც გულს მიფართხალებს : )))))  ორიოდე საათი ბათუმშიც ვიყავით ჩასულები რატომღაც, მაგრამ საერთოდ წაშლილი მაქვს მეხსიერებიდან ეგ მომენტი, მახსოვს თეთრი გემის კიჩოს ნაგლეჯი, სულ ესაა.

ერთ კვირაში რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად მივდივარ ზღვაზე ჩემი ნებით და დაქალები არ მიმათრევენ ძალით.. თან უბრალოდ კი არ მივდივარ, მივდივარ კინოფესტივალზე და ბევრ მეგობართან ერთად :>

რაც ანა შარშან ჩამოვიდა კინოფესტივალიდან და რაც იმ პერიოდში მათ პოსტებს ვადევნებდი თვალს, მას მერე წლის გასვლას ველოდებოდი. ფილმები ძალიან მიყვარს ❥  შეიძლება ითქვას რომ ფაქტობრივად ფილმებში ვცხოვრობ არ არსებობს დღე ფილმის ყურების გარეშე :დ ერთადერთი რამეა რაც რეალობისგან მწყვეტს ❥ ამიტომაც ძალიან დიდ მოლოდინში ვარ ^^

ერთი სული მაქვს ჩემ ძროხასაც როდის ვნახავ ❥ აქამდე სულ ჩემ გარემოში ვხედავდი ახლა უკვე მის გარემოში ვნახავ : )))

თუ ფოტოს დააკლიკავთ ნახავთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩამონათვალს. ასევე შეგიძლიათ შეუერთდეთ ივენტს ^_____^
ერთი სული მაქვს მატარებელში როდის ავალთ და რახან ბევრი ადამიანი ერთად მივდივართ და ერთად მოგვიწევს მგზავრობა რაღაცნაირად ჰოგვორტსში წასვლის შეგრძნებასავით მაქვს :დ

ბათუმში ჩასვლისას ორი დღე იქნება ვორკშოფი თემაზე: სოციალური მედიის მნიშვნელობა კულტურული ღონისძიებების მარკეტინგში, რომელიც ვიმედოვნებ ძალიან საინტერესო იქნება თუმცა ჯერ არ ვიცი რამდენად გამომივა პრეზენტაციის მომზადება რომელიც იქ დაგვევალება…

იმედია ისე მომეწონება რომ ეს წელიც მის მოლოდინში გაივლის : )))))

ვაპირებ რომ აქტიურად ვწერო ბათუმიდან ასე რომ ბლოგო შენ გაღვიძება გეღირსა და ფაქტობრივად ფენიქსივით აღსდგები საკუთარი ფერფლიდან :დ

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , . Bookmark the permalink.

4 Responses to კინოფესტივალი და ბათუმი ♒

  1. siyvarulovna ამბობს:

    ბათუმი მართლა პატარა, ლამაზი ქალაქია. წვიმიანი ბათუმიც კი რომ ლამაზია ეგეთი. წვიმაში რომ გარეთ გავარდნა და ბოდიალი მოგინდება ეგეთი <3

    Like

  2. გოჩა გაბოძე ამბობს:

    Reblogged this on and commented:
    ბლოგერი Kate_AlukaЯD გვიზიარებს საკუთარ მოლოდინს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის შესახებ.

    Like

  3. Da_v_id ამბობს:

    ვააა, ბათუმური შთაბეჭდილებები იქნება საინტერესოო… ისე მეც დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი ბათუმში პირველად !!

    Like

  4. Kate ამბობს:

    მაგარი ტიპშა ხარ :D :D :D

    Like

Leave a reply to siyvarulovna კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.