დემონის მონოლოგი

პოსტი იყო დაწერილი ალდაგის კონკურსისთვის და გადაკეთდა სპეციალურად აკვარიუმიჯისთვის

მე გზაჯვარედინის დემონი ვარ. რაც გინდათ ის თქვით, სიძულვილს მიჩვეული ვარ ეს მახარებს კიდევაც, თუმცა ჩემი აზრით დაუმსახურებელია მე ხომ ადამიანებს სურვილებს ვუსრულებ.  ლამპიდან ამომძვრალ არსებას ან ოქროს თევზს ნუ წარმოიდგენთ საქმე გაცილებით რთულადაა ისე მაგ ორ იდიოტს ვიცნობ, არ მიყვარს უანგარო არსებები.

დიახ, მე გზაჯვარედინის დემონი ვარ.  კაცებს როგორც ულამაზესი ქალი ისე ვეცხადები, ქალებს კი პირიქით, თუმცა მათაც გააჩნიათ. ერთხელ მახსოვს ერთს ქალის კაბაში ჩაცმულ კაცად გამოვეცხადე. ადამიანებს მთელი ათი წლით „ვაბედნიერებ“, სურვილის სანაცვლოდ მათი შეშინებული და დამფრთხალი სული მიმყავს, უნდა ნახოთ როგორ თრთის და იკლაკნება როცა ჩემ გალიაში ვსვამ.
სულის წამოყვანა მხოლოს სურვილის თქმიდან ათ წელიწადში შემიძლია, მიუხედავად იმისა რომ ჩემზე მზაკვარი და ცბიერი არსება ჯერ არ დაბადებულა არის ხოლმე შემთხვევები ჩვენც ვტყუვდებით, ეს მოკვდავი არსებები ისე მოაკვარახჭინებენ ხოლმე სათქმელს რომ მეც კი გაოცებული ვრჩები. რა გინდა რომ უთხრა ბატონის მიერ დაწერილ კონტრაქტის წესებს არ ეწინააღმდეგება არადა სულის გარეშე ვრჩები. ასეთი მძიმე სამუშაო მაქვს ვერ ვიტან ამ ადამიანებს, ერთთავად ეჭვის თვალით უნდა უყურო ათასი მახე დაუგო, შვებულება კიდევ ათასწლეულში ერთხელ  მიწევს. ამ ჭიაღუებისგან მოტყუებულს ბნელეთის ბატონი საქმიდან ცოტახნით გვაშორებს დასჯის მიზნით, და გვაიძულებს სინათლეში ვისხდეთ რამდენიმე წელიწადს. კარცერიდან გამოსულს სიკეთის მარცვალი შეეპარება ხოლმე ჩემ არარსებულს გულს ამიტომ ჩემი თავი იმაზე მეტად მძულდება ვიდრე ყოველთვის. ამ საზიზღარ თანამედროვე სამყაროში სადაც ადამიანებს თავი ღმერთებივით ჭკვიანები გონიათ სადაც სულის გაყიდვა არაფრად უღირთ საჭიროა  დავეზღვიო შეცდომებისგან და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან.. საქმე იმაშია რომ თუ „კლიენტი“ ათ წელიწადზე უფრო ნაკლებში გავიდა გაღმა საქმე ანულირდება. ეს რა თქმა უნდა მათ არ იციან და უპრიანი იქნება თუ ჩვენ შორის დარჩება.  ისე ცოდვა გამხელილი ჯობია და (მიყვარს ეს გამოთქმა თუნდაც იმიტომ, რომ ჩემგან ფრიად სასაცილოდ ჟღერს) რაც კარგია იმას ვერ დაუკარგავ ადამიანებს, რაც მოიგონეს, არ ვამბობ პირამიდებზე და ეგეთ სისულელეებზე, მაგაზე შემიძლია წლები ვიხარხარო, ეს ყველაფერი ხომ ჩემ თვალწინ მოხდა.. ჩემი ორკაპა ენის წვერზე მადგა რომ არ მეთქვა მათთვის „ჰეი მაინც ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით“,  მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩემ კომპეტენციაში არ შედის და მწარე სიმართლის დემონის პრეროგატივაა. მოკლედ იმას ვამბობდი რომ ის თითქოს არააუცილებელი საჭიროებები რასაც ადამიანები ჯერაც ვერ ხვდებიან, რადგან სხვა ამქვეყნიურ სიამოვნებებზე არიან გადართულნი, გენიალური გამოგონებებია, მაგალითად ღვედი მანქანისთვის, მაგრამ საჭესთან ფილტვების კიბოთი სიკვდილის დაჩქარება უფრო აუცილებელია, უაზრო ლაყაფზე რომ არაფერი ვთქვათ მათ ეშმაკის მანქანებზე, მობილურს ვგულისხმობ. თუმცა მე რა ეს ხომ ჩემ წისქვილზე ასხამს წყალს…

ნუ ჩემსაზე რა… უყურადღებობის დემონის წისქვილზე.

ვერაფრით ვიხსენებ ესეთი ბრიყვი ვიყავი თუ არა მეც სანამ ადამიანი მერქვა… ბატონმა მითხრა ერთხელ ბოროტების განსახიერება იყავიო სიხარულისგან კინაღამ 667-ედ მოვკვდი.

ყველაზე მეტად მაინც თვითმკვლელებს ვერ ვიტან. სალხინებელში მოხვედრილ იდიოტებს. ვიცოდე მაინც იქ რა ხდება გულზე მომეშვებოდა თუ რამე საშინელი მოსდით, გული რომ მქონდეს. ზოგიერთი ჩემი კლიენტი ათი წლის ამოწურვისას თავს იკლავს, ალბათ ჩემი ძაღლების გამო რომელთა სუნთქვაც ბოლო კვირების განმავლობაში გამუდმებით უწვავთ კეფას… ჰგონიათ რომ მათ ბასრ ეშვებს რომელებიც ცხელ მეტალზე მწველია თავს აარიდებენ და მოკლე გზით მოხვდებიან ჯოჯოხეთში, რა სასაცილოა და უცებ ეშმაკმა არ იცის სად ხვდებიან… თუმცა ყველას როდის ყოფნის გამბედაობა, ბოლო წუთებამდე სიცოცხლეს ებღაუჭებიან, ათასი სისულელე ჰგონიათ: რომ დამავიწყდება, რომ ეს ყველაფერი დაესიზმრათ, სულელურ რიტუალებს ატარებენ, ათას შარლატანთან დადიან და ფლანგავენ იმ ქონებას რისთვისაც თხასავით ათი წლის წინ სული გაყიდეს, რაღაცებს ბჟუტურებენ ლათინურად, მარილის წრეში დგებიან თითქოს ვიღაც მოჩვენება ვიყო და არა ამხელა დემონი! გზაჯვარედინის! დაწინაურებული დემონი!

თავიდან ყველანი ინდვიდუალური დემონები ვართ ანუ ერთ ადამიანზე მიბმულეები. სიცოცხლის ბოლომდე მარცხენა ყურში რაღაც სიბილწეები უნდა  უჩურჩულო , გარყვნილების და ამაოების მორევთან მდგარს ხელი უნდა ჰკრა.. ყველაფერი ბევრად ადვილი იქნებოდა ის ქნარიანი მოსაწყენი ტიპი რომ არა თავისი მორალით სინათლით და სიწმინდით.  წესით როცა მეტოქე გყავს უფრო საინტერესო უნდა გახდეს მაგრამ მაგას თუ მეტოქე ჰქვია, მუდამ ნათელში მდგარი, მოკვდავის ყველა წაბორძიკებას რომ განიცდის, სიცილს ძლივს ვიკავებდი ხოლმე. უმაგისოდ უფრო გავერთობოდი რა ჯობია უყურებდე როგორ ეცემა ადამიანი, ჩემი საყვარელი ეტაპი მაინც თავმოყვარეობის დაკარგვაა… ამიტომ მიყვარს სასოწარკვეთილი ადამიანები, შვებას თითქოს რომ სასმელში და ნარკოტიკში პოულობენ. ნელ-ნელა უმახინჯდებათ სულები, ეს თქვენი მოკვდავების გადმოსახედიდან თორე დამიჯერეთ ამაზე მშვენიერს ვერაფერს ნახავთ, როცა საკუთარ დედას გაყიდიან ერთი ჭიქა ვისკისთვის.

სერიული მკვლელები?! ნამდვილი ხელოვანები! ის კი არა სულელი ადამიანები წლები რომ იკვლევენ რა ჯანდაბა დევს იმ უშნო ქალის ღიმილში. შთაგონებული სახით რომ კითხულობენ ქურდი უილიამის სონეტებს.  მილულული თვალებით უსმენენ ყრუ კომპოზიტორის მუსიკას.

არა  არ იმსახურებთ პატივისცემას. საუკუნეებია გიყურებთ და ღირსების არაფერი გცხიათ.

სურვილებიც კი ბანალური გაქვსთ, რამდენი ხანია ნორმალური არაფერი მსმენია, სულ სექსი ან ფული, ან ორივე ერთად. შუა საუკუნეების ბნელ წლებში ადამიანები უფრო მრავალფეროვნები იყვნენ, თანამედროვეობამ და ტექნიკის 21-ე საუკუნემ დაგაძაბუნათ ყველაფერი გეზარებათ იგონებთ ათას მანქანას ყურის მოსაფხანს, ტვინის გასანძრევს, ფეხების დამბანს, ადრე ამ როლს ქალებიც მშვენივრად ითავსებდნენ.  მალე თქვენ მაგივრად მანქანა გააკეთებს ყველაფერს, არ გამიკვირდება თუ კომპიუტერს სექსიც ადამიანების მაგივრად ექნება. ეს ყველაფერი წესით უნდა მიხაროდეს რადგან იმ ტოტს ჭრით რომელზეც ზიხართ, მაგრამ სამუშაოს ხალისი დავკარგე ისეთი აღტკინებით აღარ ვეცხადები მოკვდავებს. იმ ჟინით აღარ მსურს თქვენი დაღუპვა. აი რა მოიტანა ამ ოხერმა ცივილიზაციამ, ეშმაკმაც კი დაკარგა თავისი ფუნქცია, მიუხედავად იმისა რომ არც კი დაგესიზმრებათ რა სასწაულებს ახდენდნენ ადრე ადამიანები სამაგიეროდ ადამიანებად რჩებოდნენ თავიანთი სისუსტეებით, პატივმოყვარეობით, ამპარტავნობით, გარყვნილებით, უნებისყოფობთ.  ახლა რაღანი ხართ?!  აღარ გწამთ არაფრის, ძველი ღმერთები თითქოს არც არსებულან, მითოლოგიას გასართობათ თუ ჩაჰკირკიტებთ. სასწაულების აღარ გჯერათ პრაგმატულ ჭიანჭველებად იქეცით.  მატერიალიზმის მონებად.. არ იფიქროთ რომ მორალისტი ვარ უბრალოდ ჩემი ოდესღაც არსებული გული მწყდება რომ მალე ღმერთივით მეც დინოზავრების გზას გავუყვები. ჩვენთან ცეცხლიც კი აღარ გიზგიზებს ძველებურად, ჩვენ ხომ როგორც სხვა ღვთაებები ადამიანების რწმენით ვიკვებებით და როდესაც უკანასკნელი ადამიანი შეწყვეტს ირეალურის დაჯერებას კარები სამუდამოდ დაიკეტება და აი როგორც იქნა ვიხილავ სალხინებელს, ახალი მუჰამედის, ახალი იესოს, ახალი ბუდას, ან ვინმე მსგავსის დაბადებამდე…

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in მოთხრობებისნაირი, mystic and tagged , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to დემონის მონოლოგი

  1. zuka ამბობს:

    da kidev daukavshirdit imas vinamc sheqmna es monologi tu tqvne ver moifiqrebt midit dadetttt

    Like

  2. zuka ამბობს:

    gtxovtttttt am monologis sxva nawilebi dadet raa sainteresoaaaaa

    Like

  3. gold account ამბობს:

    თუმცა ეს არ არის მხოლოდ ნდომა, უფრო სულის მოთხოვნილებაა — მალულად უარმყოფელი საყოველთაო პოეზისაა, საყოველთაო ხელოვნების ყველა დარგისა, რადგან გამოუჩინებლად, მარტოობაში, ლამის ბერულ ყოფაში ვამჯობინებ ვპოვო შვება და ბედნიერება და არა საჩვენებელ მიმესისში. . . ამის აღმოჩენა არ არის ჩემთვის მწარე სინამდვილე, რადგან მუდამ ვისწრაფოდი იქით, სადაც პოეზია თავის მაქსიმუმს ამჟღავნებს და უფრო შორს და შორს მიდის. უფრო შორს, უფრო ღრმად, მგონი ჭეშმარიტებაა და პოეზია მანამ ანათებს, ვიდრე ჭეშმარიტების ნათელს ირეკლავს. მაგრამ ადამიანი განა შეძლებს ჭეშმარიტებასთან გამუდმებულ ახლო ყოფნას? იგი უმეტესწილად შორდება მას — პოეზია კი ის სივრცეა, რომელიც ყველა სხვა დარგთან შედარებით (მუსიკას გამოვრიცხავ) ნაკლები მანძილითაა დაშორებული ჭეშმარიტებისგან, იგი მასთან თანაარსებობს, მისკენ მიისწრაფვის. რა არის პოეზია, თუ არა ზუსტი სიტყვების პოვნა, სულის ნათებას რომ გამოხატავს?! სიტყვა „ზუსტი~— დაზუსტებას მოითხოვს და მის მათემატიკურ გაგებას მრავალგზის კი არა, აბსოლუტურად აღემატება. ზუსტი სიტყვების პოვნა შესანიშნავად იცოდნენ უძველესი დროის პოეტებმა, კაცობრიობის ბავშვობას რომ აღწერდნენ „ბავშვური სიბრძნით~. მათ ლექსებში დროის რიტმიც ისეთივეა, როგორიც მათი დრო იყო, თითქოს არსად ეჩქარებათ და ჟამი, ღმერთმა რომ უბოძათ, ღმერთივით დაუსაბამოა, მაშინაც კი, როცა სევდიანად ჩივიან ამქვეყნიურ ამაოებაზე. აუჩქარებლობა, დროის მარადიულ რიტმთან შერწყმა — აი, უძველესი პოეტების მეორე, მთავარი თვისება, მხატვრულ სიზუსტესთან ერთად. Nihil (არარა) თუმცა დროდადრო გამოკრთება მათ სტრიქონებში, მაგრამ ამაოების უკიდურესი შეგრძნებისასაც კი ისინი შინაგანად უარყოფენ არარას.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s