ბიჭი რომელიც ბოლოჯერ გადარჩა

ჩემთვის ჰარი პოტერი მაშინ დამთავრდა მეშვიდე წიგნი რომ დავხურე. წარმოგიდგენიათ უკვე ათი წელი გავიდა რაც ამ სამყაროში ვცხოვრობდი : ( არ მჯერა რომ გაგრძელება აღარ ექნება რომ ყველაფერი დასრულდა. 12 წლის ვიყავი პირველად რომ წავიკითხე : ((( მე და დედა პირდაპირ გამომცემლობაში მივედით და იქ ვიყიდე ^^ როგორი ამაყი სახით მომქონდა წიგნი ჩანთაშიც კი არ ჩავადებინე ^^ მერე ლოდინი როდის გამოვიდოდა მეორე, მესამე, მეოთხე…..

ფილმებს არ ვწყალობ… არ მიყვარს, ძალიან ბევრჯერ აღმინიშნავს. როგორიც წარმომედგინა პერსონაჟები იმეებს ჩრდილავს ვეღარ აღვიდგნენ როგორები იყვნენ ჩემს წარმოსახვაში : ( რედკლიფის უაზრო სახის მიმიკები ხომ საერთოდ… მაინც ჩემი საყვარელი ნაწილი ფილმებიდან მესამე იყო გარი ოლდმანის, დროის მდევარის და არამარტო მათი ხათრით : )))

შარშან როცა სასწაულით მოვხვდი “სიკვდილის საჩუქრების” პირველი საწილის პრემიერაზე მთელი ღელვებით და ცრემლების მალულად მოწმენდებით ვუყურე : )))) წაკითხული მაინც სხვა არის მაგრამ როცა ამ ყველაფერს უზარმაზარ ეკრანზე საკუთარი თვალით უყურებ, მიუხედავად იმისა, რომ შენი ძალიან ბევრი საყვარელი მომენტი გამოტოვებულია, სიუჟეტი ცოტა არ იყოს და არეულია მაინც უფრო “იქ” გრძნობ თავს. როცა წაკითხული გაქვს არ გიჩნდება კითხვები…

მეორე ნაწილს ვერ გეტყვით რომ აი ღამეები არ მეძინა ისე ველოდი მაგრამ ძალიან მაინტერესებდა ^^ პრემიერაზე ამჯერად ვერ მოვხვდი ჩემი სიზარმაცის გამო. სამაგიეროდ ნათიამ არასაპრემიერო დღეს დამპატიჟა ^^ და ნათია და ლიზი (ეკას და) წავედით კინო საქართველოში, სადაც პირველად ვიყავი. სამწუხაროდ ათიოდე წუთის დაგვიანებით მოგვიწია შესვლა. დარბაზში სულ 8 კაცი ვისხედით :დ ასე რომ წყნარად მშვიდათ წინა სკამზე ფეხების ალაგებებით ვუყურეთ.. ერთი ის იყო რომ უკან კონდინციონერი ტვინს ბურღავდა… კარგი ის იყო რომ სათვალეები იყო სუფთა :დ რუსთაველის და ამირანის გაზუნზლულ სათვალეებთან შედარებით… და ბარემ აქვე ავღნიშნავ რომ ჰარი პოტერი ბოლო კადრებამდე არ იყო 3D :დ:დ:დ ამაზე მთელი ფილმი ნათიას ვეუბნებოდი თუ სადმე 3დ ეფექტი დაინახე მითხარი მგონი მე ვერ ვამჩნევთო :დ საშინლად მინდოდა სათვალეების მოხსნა მაგრამ გამოსახულება გადღაბნილი იყო : (

ფილმის დასაწყისში ბევრი ვიცინეთ ხან რაზე ხან რაზე… მერე სამივე დავდუმდით… მე უკვე ჩანთაში ცხვირსახოცს დავუწყე ძებნა :დ გული ამიჩუყდა :დ მომენტებში ჩემს სიკვდილის საჩუქრებს ვბღუჯავდი :დ ცხვირი ამეწვა სრულიად ისეთ მომენტებში სადაც სატირალი არაფერი იყო :დ მაგალითად ფრედის და ჯორჯის მაიმუნობებზე როცა წარმოვიდგინე რომ ერთ-ერთი მათგანი მალე ცოცხალი აღარ იქნებოდა კინაღამ მთელი ხმით ავბღავლდი… ხომ ვთქვი წიგნი რა თქმა უნდა უფრო მიყვარს მაგრამ როცა ყველაფერს საკუთარი თვალებით ხედავ… როცა ვუყურებდი ყველაფერი მაშინ აღვიქვი… რამხელა ტანჯვის გადატანა მოუწიათ.. როგორ რისკზე წავიდნენ მაშინ თუნდაც როცა ბანკში შეიპარნენ და ა.შ… რა ხდებოდა ამ დროს სკოლაში… როგორ იბრძოდნენ ბავშვები ჰარის გარეშე, ჰარის გამო (!) რომელიც იმ წუთან ან იყო ცოცხალი ან არა… როგორ ბრმად ენდობოდნენ მეგობრები… როგორი მამაცები იყვნენ! ახლა გავაცნობიერე ჰერმიონის მსხვერპლიც… მიატოვო ყველაფერი და წახვიდე ორ მეგობართან ერთად უეჭველ სიკვდილზე… ჰერმიონის გარეშე მართლა ვერაფერს ვერ იზავდნენ… როგორც წიგნში ისე ფილმშიც მაგიჟებს ჰარის თვისება ყველგან და ყველა სიტუაციაში დარჩეს “უაზროდ” კეთილი. მასწავლებლების, უისლების ოჯახის და სხვა დანარჩენების თავდადება…

მოკლედ მემილიონეჯერ ვამბობ ეს არ არის წიგნი მარტო ჯადოქრობაზე და “სატანიკოსობებზე” როგორადაც ვიღაც უმეცრები შერაცხავენ ხოლმე რომლებსაც მარტო წიგნის ყდა აქვთ ნანახი, ეს არის წიგნი მეგობრობაზე, სიყვარულზე… რასაც ფილმებსი მაინც და მაინ ვერ ხედავ… ეს ფილმები არის გადაღებული მათთვის ვისაც წიგნი აქვს წაკითხული!!! ხოლო ვისაც არ წაუკითხავს ვერაფერსაც ვერ გაიგებს უაზრო სპეცეფექტების და დაბალი ხარისხის ვითომ 3დ გარდა! საშილად მიჩათლახებული დაქუცმაცებული სიუჟეტი და საერთოდ გადმოუცემელი იდეები! უმნიშვნელოვანესი მომენტები კი გაკვრითაც არ არის ნახსენები! ემოციები გიჩნდება მხოლოდ იმის გამო რაც უკვე იცი და უბრალოდ ახლა თვალით ხედავ და არა იმიტომ რომ გადმოცემულია ნორმალურად.

მიხარია რომ ფილმზე დიდ იმედებს არ ვამყარებდი… ამიტომაც შეურაცყოფილი და აფორიაქებული არ გამოვსულვარ კინოდან :დ უბრალოდ ცოტა გავბრაზდი.. ნეტა რას ფიქრობს როულინგი როცა ფილმებს უყურებს?!

მეგობრებო : (((((( მაშ ასე ჩვენი ბიჭი ბოლოჯერ გადარჩა : (((( მაგრამ თავგადასავალი არ მორჩენილა! ჩემთვის პოტერიადა არასდროს დასრულდება! ❤ 

I`ll keep a part of you with me and everywhere I am, there you`ll be

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

22 Responses to ბიჭი რომელიც ბოლოჯერ გადარჩა

  1. nika ამბობს:

    ჩემტვის ჰარი პოტერი კერპია მადლობა ჯ.კ.როულინგს რომ ასეტი წიგნები გვაჩუქა მე ვამაყობ რომ ჰარი პოტერის ფანივარვარ. მეც ველოდები ბუს რომელიც ჰოგვორსტის წერილს მომიტანს და წავალ ყველა ჩვენნაირი ოცნებაში გადასახლდა ჰარი პოტერი ცჰვენი სილივრუს სარკეა მე მისი წიგნები საუკეტესო წიგნების ტაროზე დავდე ყველლა სხვა ცჰამოვიღე და მხოლოდ ჰარი პოტერი დავდე მე 13 წლის ვარ მაგრამ ამის მაინ მჯერა
    ამას ამნეზიაც კი ვერ დამავიწყებს რადგან ეს ტვინში კი არა გულში მაქვს ჩაბეჭდილი ღრმად და საიმედოდ არ დაივიწყოტ ჰარი პოტერი მაშინაც როცა 100 წლისაც კი იქნებიტ და გჯეროდეტ ბოლომდე გიჟადაც რომ ჩაგტვალონ მაინც არ დატმოთ ჰარი პოტერი

    Like

  2. Ibi ამბობს:

    რატომ არ ვკითხულობდი შენს ბლოგს
    რატომ
    რატომ
    :'( :'( <3

    Like

  3. gio_potter ამბობს:

    ეეხ ჰარი ჰარი სანამ ამას დავწერ გეტყვით რამოდენიმე დღის წინ გაავრცელეს facebook-ზე ჭორი რომ ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი დანიელ რედკლიფი მოკლესო მე ჰარით ვცოცხლობ და ვარ მეამაყება რომ წაკითხული მაქვს და მან ჩემს ცხოვრებაში დიდი სიხარული მომიტანა და ბევრი კარგი რამ მომიტანა შემცვალა ცხოვრებისეულად ადამიანებთან მიდგომაში და დიდი მეგობრობა მასწავლა და როცა რაიმე წიგნს ვამთავრებ ეგრევე ფილმის ყურება მინდება რაღაც ნაწილით ცუდია რომ ესეთი რამე არის იმიტომ რომ გავიწყდება სინამდვილეში ვინ არიან შენს წარმოდგენაში ისინი მე თითქმის ყველაფერი დამავიწყდა როგორი იყო შემს წარმოდგენაში ჰოგვორტსი როგორი იყო ჰარისთვის საძულველი მაგრამ მაინც პოტერიადაში ნახსენები დერსლების სახლი როგორი იყო ესა თუ ის ჯადოსნური ნივთი როგორი იყო ჰოგვორტსის ექსპრესი მრუდე ქუჩა და რა ჩამოთვლის კიდე რა როგორი იყო მაგრამ მაინც როგორები იყვნენ პერსონაჟები ჩემს წარმოდგენაში უფრო საინტერესონი იყვნენ პერსონაჟებში თითოეულ ადამიანს ვგულისხმობ იყვნენ და ამით მიხარია რომ წავიკითხე ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი დანიელ რედკლიფის სიკვდილი დღის 4 საათისთვის მაცნობეს ოღონდ შეიძლება ჭორიაო დააყოლეს და ამით ვიმშვიდებდი თავს რომ ვფიქრობდი რომ ჭორი იყო ეს ტანჯვა 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა 11 საათზე მოვახერხე ინტერნეტთან დაჯდომა და პირდაპირ GOOGLE-ში შევედი რომ თუ რამეა იქნებ რაიმე სტატიას მივაგნო მეთქი რა აღარ ჩავწერე daniel redcliffe kiled, dead. და რაც კი ვიცოდი ინგლისურად სიკვდილზე ყველაფერი დავწერე მერე ფანკლუბებს მივადექი იქაც ვერეფერი ვნახე საინტერესო ბოლოს ამოვისუნთქე იმის იმედად რომ მას კიდევ ვნახავდი ცოცხალს საბოლოოდ ჭორი ჭორად დარჩა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ თუ ჰარი პოტერზე ხარ შეყვარებული და ფიქრობ რომ ფილმს თავისი ცუდი მხარეებიც აქვს პერსონაჟის დავიწყებისთვისო მაშინ რაღაზე მისტირი დანიელ რედკლიფს ის ხომ უბრალოდ მსახიობიაო
    აი პასუხი: მე ისეთს ვეღარ წარმოვიდგენ ჰარი პოტერს როგორიც პირველად ჩემს მეხსიერებაში ჩაჯდა იმიტომ რომ ის დანიელ რედკლიფმა შეცვალა და ძალიანაც ცუდია მაგრამ ახლა ფილმის მერე როცა წიგნს წავიკითხავ ხოლმე ყოველთვის ფილმის პერსონაჟები ჯდებიან ჩემს თავში მაგრამ ზოგს ვაგდებ ჩემი გონებიდან და ისევ ძველები არან რა თქმა უნდა ესენი ცოტა უმნიშვნელო პერსონაჟები არიან რომლებიც ფილმში იშვიათად გვხვდებიან რაც შეეხება ჰარის უკვე იმდენჯერ ვუყურე ფილმს რომ ჰარი პოტერის პერსონჟი ჩემთვის უკვე დანიელ რედკლიფია დიახ დანიელ რედკლიფი ჩემთვის მუდამ ჰარი პოტერად დარჩება :D :( :D

    Like

  4. megi ამბობს:

    რა საყვარლები ხართ, i.m not alone :D

    -გამარჯობათ, მე მეგი ვარ 23 წლის, მე ჰარი პოტერი მიყვარს
    -გამარჯობა მეგი

    Like

  5. ROSE ამბობს:

    ME 17 CLIS VAR DA DGEMDE VELODEBI BUS HOGVORTSIDAN.HARISTAN ERTAD GAVIZARDE.HARRY POTTERMA UFRO BEVRI MASCAVLA VIDRE YVELA MASCAVLEBELMA ERTAD.ES CIGNI DID MEGOBROBAZE DA SULIS GADARCHENAZEA.ASE ROM RAC AR UNDA MITXRAN ME MAIC CHEMS AZRZE VRCHEBI.SHVI CELIA HARRY POTTERYS EIFORIASHI VAR DA GAMOSVLA AR MINDA.DA ICI ROCA SHVIDIVE CIGNI ERTAD SHEVKRIBE CREMLEBI CAMSKDA,SENTIMENTALURIA ARA?MAGRAM ASEA….

    Like

  6. gio_potter ამბობს:

    არც ჩემთვის არის ჰარი პოტერი უბრალოდ წიგნი უბრალოდ წიგნი ჯადოქრობაზე და როგორც მართლა ზოგჯერ იტყვიან ხოლმე ” ტფუი ეშმაკს ჰარი პოტერს არ უყუროთ სატანისტობაა ეკლესია კრძალავსო” მინდა ვთქვა რომ ყოველთვის ეკლესიაზე ვერ იქნება ადამიანი ისე როგორც ჰარიმ დამბლდორის გარეშე გაიკვალა გზა დამბლდორმა უბრალოდ დაუტოვა ხელსაწყოები ჩემთვის ჰარი პოტერი არის ცხოვრების სასწავლებელი ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ რომ რატომ იყო ჯ.კ.როულინგი ზოგ შემთხვევაში ასე მკაცრი რას ერჩოდა დობის თუმცა აქაც არის რაღაც მეგობრობაზე სრულიად თავისუფალმა ელფმა ჰარის შესწირა
    სიციცხლე რატომ რახან ჰარიმ იხსნა მონობიდან? არა მანამდეც ხომ ეხმარებოდა დობი ასე ჩემი აზრით ვერასდროს დავამთავრებთ საუბარს იმიტომ რომ საუკეთესო წიგნია რაც მე მინახავს და ვისაც არ წაუკითხავს ყველამ წაიკითხოს და ნახავს როგორ შეიცვლება ცხოვრებისეულად ასე რომ ვთქვათ მე ჰარი პოტერზე გიჟივით ვარ შეყვარებული რამდენჯერ მიფიქრია იმაზე თუ რა იქნებოდა რომ არსებობდეს რამე მსგავსი სამყარო მოფრენილიყო ჩემს ფანარაშიც ბუ 18 წლის ვარ და რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წლის ვარ იყოს რამე ამდაგვარი შეიძლება არის კიდეც ამ შემთხვევაში
    ჩვენ მაგლები ვიქნებოდით და არ გვეცოდნებოდა მათ შესახებ შეიძლება არსებობს და ჩვენი მაგლური სამყაროდან გამომდინარე არაფერი არ ვიცით
    ერთს ვიტყვი მადლობა ჯ.კ.როულინგს ასეთი ფანტაზია რომ აქვს და ძალიან გამიხარდებოდა თუ კიდევ გამოსცებდა მსგავსი სახის წიგნებ ვიმედოვნოთ მეგობრებო რომ ეს ასე იქნება ჰარი პოტერზე იმედი არ მაქვს რომ კიდევ გამოსცემს რამე წიგნს იმიტომ რომ მას ეს ჯერ კიდევ ხელში კალმის აღებისთანავე
    ჰქონდა გადაწყვეტილი რომ 7 ნაწილი იქნებოდა 7 მაგიური
    ციფრია ჩემი საყვარელი ციფრი
    p.s. ბევრი მიფიქრია იმაზე თუ რა შეუძლია უფალს თავიდან ყოვლის შემძლე მეგონა მაგრამ
    ასე არ არის დიდხანს ვთხოვდი ღმერთს ამა თუ იმ რამეს მათ შორის ისე ვიყავი ჰარი პოტერზე შეყვარებული რომ იმაზეც კი მილოცია რომ მქონდეს რამე ჯადოსნური სამყაროსი რამე ნიჭი იყოს ცოცხები რომლებიც დაფრინავენ რატომ არ არის იმიტომ რომ უფალს არ შეუძლია ეს ყველაფერი… მაპატიე ღმერთო მაგრამ ასე იმიტომ ვფიქრობ რომ ზოგჯერ ისეთი რამეც არ ამსრულებია როგორიც არაფერია იქნებ პატიებაც არ შეგიძლია ან იქნებ ღმერთი რომელიც არსებობს და განაგებს სამყაროს იქნებ ეს ასე სულაც არ არის ისე ჰარი პოტერში ერთი რამეც არ ყოფილა სარწმუნოებაზე მაგრამ მაინც მის სამყაროში ცხოვრებაზე ვოცნებობ ეეეეჰ აი სწორედ ეს არის აუხდენელი ოცნება და ოცნება რომელიც ხდება ისუკვე ოცნება არ არის…

    Like

  7. ROSE ამბობს:

    hari poteri chemi suntqvaa.uimisod ar vici rogori iqneboda chemi bavshvoba.harry potteri chemi pirveli seriozuli cigni iyo.icit ra ucnaurad agmovachine?bibliotekashi viyavi cignabs vezebdi.uceb ragacnairad cavborzikdi cignis taros davejaxe da harrys samiva nacili gadmocvivda didxans vichochmane romeli camego da ratomgac pirveli gamovitane gamovitane da iqeden daicyo ardavicyeba namdvili zgapari vkitxulobdi da gancvifrebisgan suntqva mekvroda.icit ramdeni mitiria haris gamo rom ver vshoulobdi arsad ar iyo.da carmoidginet dab.dgeze dedam momitana stumrebis tvalci vxsni yuts da iqedan ,,cecxlovani tasi”micqeris kivilit avikeli iqauroba.zlivs damacynares.ase iyo danarcheni sami nacilis yidvaze yovel yidvaze magaziebshi vkiodi.chemit gavakete jadosnuri qudi joxi da hogvortsis misacvevi cerilic tavad davcere.mokled vafrenda kidev vinc lanzgavda haris yvelas cavakitxe da axla fanebi varto.eqvsi celia eiforiashi var.da gamosvla ar mindoda.meshvide rom cavikitxe cigni gavafuche imdeni vitire.dobi..fredi..tonqsi da lupini manamde ki dambldori da siriusi ise ganvicade rom ramodenime dge cudad viyavi.moklad hari chems cxovrebashi arasdros damtavrdeba.da sul uketesi dedikoc haris fania cignebsac ertad vkitxulobdit da filmebsac ertad vuyurebdit.ra vici me meshvides meore momecona bevri vitire da bevri vicine.mgoni zalian bevri vilaparake.magram zalian minda sxvasac gavuziaro chemi grznobebi.

    Like

  8. tatuli ამბობს:

    ჰარი პოტერი ჩემი პირველი წიგნია რომელმაც ისე ჩამითრია რომ საკუთარ თავსაც ვერ ვგრძნობდი.პირველად რომ წავიკითხე 10 წლის ვიყავი და დიდი მოლოდინით ველოდებოდი მეორე ნაწილს უკვე როცა 13 წლის გავხდი დეპრესიაში ჩავარდი : )) ვფიქრობდი რომ დამბლდორმა წერილი გამოაგზავნა მაგრამ ბუმ ჩემს სახლს ვერ მოაგნო :)) არ ვიცი ამ ფიქრებით როდემდე ვცხოვრობდი მაგრამ ვგრძნობი რომ ეს აზრები მასულდგმულებდა არც ჭამა მსურდა არც ძილი, მხოლოდ ვკითხულობდი,არ მიყვარს ფილმები ჩემს გონებაში წარმოდგენილი სიუჟეტები მირჩევნია. შვიდივე ნაწილი დაახლოებით 10 ჯერ მაქვს წაიკუთხული და ეს არასდროს მომბეზრდება. მე ახლა გავაცნობიერე რომ ჰარი პოტერის წიგნები რაგაც ეშმაკისეულივითაა იმიტომაც აკრძალა ჩვენმა ეკლესიამ მისი წაკითხვა.თუმცა მე მას თავს არასდროს დავანებებ :*:*:* კიდევ მილიონჯერ წავიკითხავ რადგან მე მისით ვცოცხლობ და ჩემში ზის. რატომგაც გიჟად მთვლიან ასსე აღტაცებით რომ ვლაპარაკობ ჰარიზე და ამ დროს ჩემი თავი ლუნა ლავგუდი მგონია ხოლმე :))

    Like

  9. მოიისფრო ამბობს:

    პირველად 12 წლისამ წავიკითხე ეს წიგნი, მერე დღეებს ვითვლიდი და წინა ტომს ვიზეპირებდი ახლის გამოსვლამდე.. და დღემდე იმიტომ მიყვარს სულაკაურის გამომცემლობა რომ მათი წიგნების სუნი ჰარი პოტერს მახსენებს.. მაგრამ ბოლო ოთხი წელი თითქოს დამავიწყდა.. სანამ სამი დღის წინ შემთხვევით “სიკვდილის საჩუქრებს” არ მოვკარი თვალი ტელევიზორში.. ბავშვობის ნოსტალგიით ვუყურე და ისე მომინდა წიგნი წამეკითხა.. (იმიტომ რომ ფილმების უხარისხობასთან დაკავშირებით ძალიან გეთანხმები :)))

    ერთი ამოსუნთქვით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, წავიკითხე ბოლო სამი ნაწილი, რომელიც წაკითხული არ მქონდა.. <3<3
    და ამ წამს დავამთავრე "სიკვდილის საჩუქრები" <3 რაღაც საოცარი გრძნობით ვარ სავსე.. არ ვიცი რა ქვია ამას.. სირიუსი რო მოკვდა ორი დღე სერიოზული დეპრესია მქონდა.. :)) მეგობრებმა ვერ გაგიეს რატომ განვიცადე ესე "ვიღაც" ბლექის სიკვდილი :)) მერე დამბლდორიც..
    მოკლედ, კიდე ძალიან ბევრი შემიძლია ვწერო ჰარიზე, ჩემს ტყუპ უისლებზე, ყველაზე დიდ მეამბოხეებზე – ბლექზე და ჯეიმსზე.. (ჩემი საყვარელი მომენტია, როცა ჰარი ამბრიჯის ბუხრიდან ლუპინს და სირიუსს ჯეიმსზე რო ელაპარაკება და როგორ გაუბრწყინდებათ თვალები ორივეს თმის აჩეჩვა და სინჩით თამაში რომ ახსენა ჰარიმ.. გახსოვთ, ალბათ.. <3 :(((
    ისე, ერთი პოსტისხელა კომენტარი კი გამომივიდა :)))))))

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      მეგობრები რომლებსაც არ წაუკითხავთ ვერასდროს გაიგებენ :/
      მე მართლა საკუთარი ბაბუასავით განვიცადე დამბლდორის სიკვდილი :დ
      სიამოვნებით დავიმართებდი ამნეზიას და წავიკითხავდი ყველა ნაწილს თავიდან :/

      Like

  10. ika_ika ამბობს:

    მე ჰარი პოტერის ერთ–ერთი პირველი მკითხველი ვარ საქართველოში … 10 წლის ვიყავი როცა წავიკითხე პირველი წიგნი მგონი 2003 წელი იყო ….. ყოველწლიურად სულის ფანცქალით ველოდი ახალი წიგნის გამოსვლას.!!! “ჰარი პოტერი” ჩემთვის არა მარტო წიგნია, არამედ ჩემი მეგობარიცაა!!!! ამწიგნიდან უამრავი რამ ვისწავლე!!!! მადლობა როულინგს, რომ მსოფლიოს ბრწყინვალე წიგნთა შვიდეული აჩუქა!!!

    Like

  11. ika_ika ამბობს:

    ყოჩაღ !!!! მართლა “პოტერომანი” ყოფილხარ ჩემსავით!!! [ :*

    Like

  12. Chiamaria ამბობს:

    მე ვნახე ბოლო ნაწილი და მომეწონა. თვალი ვერ მოვაცილე ისე ვუყურებდი

    Like

  13. Zurriuss.Ge ამბობს:

    აი, როგორ გეთანხმები ყველაფერში, შენც ხომ კარგად იცი? ჰოდა, ამ ჭიქითა და დიდი გულით, გაუმარჯოს ბიჭს, რომელიც გადარჩა :)

    Like

  14. tamara ამბობს:

    მეც ეგრე ვარ:/ მაგრამ პრინციპში, მე არ ვარ პოტერომანი :)

    Like

  15. mecmikvarkhar ამბობს:

    საერთოდ რად უნდოდა ამ ფილმს 3დ, სულ სამ ადგილას იყო ეს ეფექტი და ისიც ძალიან უხარისხო. ფილმი მომეწონა ძალიან.

    პ.ს. ერთადერთი ფილმი რომლის 3დ იყო მართლა შთამბეჭდავი არის “ტრანსფორმერები 3” :) მეტი არც ერთი არ ვარგოდა

    Like

  16. kakato ამბობს:

    ააააა

    გადმოვყარე ცრემლები :(

    რას მერჩოდი :დ

    Like

  17. Mari ამბობს:

    ჯერაც არ მინახავს ეს ბოლო ნაწილი და ვერ გავიგე ერთი, რას ველოდები :\
    ისე, ახლა დავუკვირდი და “ჰარი პოტერის” არც ერთი ფილმი არ მინახავს კინოში :D :D დამგმეთ!

    Like

  18. Ana ამბობს:

    მე დიდ იმედებს ვამყარებდი, სამწუხაროდ :/ ახია ჩემზე

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s