“ბიჭი რომელიც გადარჩა”, პრემიერა, საჩუქარი და ნახვამდის დეპრესიავ მთელი ერთი ღამით :)

[აქ უნდა ყოფილიყო დიდი დეპრესიული პოსტი, მაგრამ საკმარისია ამ დიდი და დეპრესიული პოსტის დაწერა გადავწყვიტო გეგონება სპეციალურად რაღაც კარგი ხდება :დ] 

გუშინ ფრიად სტრანნი დღე იყო… უი ისა გამარჯობა : )) ხო, ხოდა ნუ ავზლაზნდი დილით ცოტა სიცხეც მქონდა მახველებდა მოკლედ. მინდოდა დიდი ხნის მიგდებული კატეგორია “სიცხიანი ჩანაწერები” გამეცოცხლებინა, მაგარამ ვინ მაცალა გენაცვალე. : ))))) გრინ მარიმ რომელმაც წინა დღეს პოტერის პრემიერაზე ბილეთები მოიგო მე მაჩუქა ^^ ეს ის მომენტია მადლობის სათქმელად სიტყვები რომ არ გყოფნის : )) [აქ უნდა ყოფილიყო მადლობა : )) ] ნუ რა თქმა უნდა დავურეკე ჯერ ერთ ბუს.. მეორე არ იღებდა.. და წავედი მარისთან შესახვედრად ^^ სეანსი იყო ათ საათზე წინ მთელი 4 საათი იყო. ჯერ კარგი დღე იმით დაიწყო რომ ბებიაჩემი არ დაპანიკებულა სიცხიანი რომ მივდიოდი :დ გავედი თუ არა გარეთ ეგრევე მომეხსნა სისუსტე და ყველაფერი ^^ მერე მეტროში მარშალა შემხვდა რომელიც აღმოჩნდა რომ ძალიან მომნატრებია : ))) და ძალიან მაგარ ვიდზე იყო სხვათაშორის :დ ვუთხარი კიდევ კარგი ჩემი მოგვარე ხარ მეთქი. :დ თორე კიდევ ერთ უიღბლო და უიმედო სიყვარულს ვეღარ ავიტანდი :დ:დ მარშალ ვიცი ამ პოსტს შენი თვალები ვერ იხილავენ მარა აქაც გეტყვი რა რომ წვერი გიხდება :დ ხო მოკლედ შევხვდი გრინს და მომცა ბილეთები ^^ ეს იყო ძალიან ამაღელვებელი მომენტი ესე იგი რომ ჩავეხუტე და კადრები რომ შენელდა და მარტო ჩვენ რომ დავრჩით ვაგზალზე, მთელი ნაეზდებით და რამე.. :დ მოკლედ გზაში ფსიქეს დავუკავშირდი ვნახე ეკუსიც რომელიც “ორ ლულაში” იჯდა მეგობართან ერთად იქვე შემხვდა ქილიფაც ^^ რომელიც მგონი ესემდეის მერე აღარ მინახავს : )))) მე ფსიხე და ლანა წამოვედით მესამე ბილეთის საყიდლად გზაში ბედად ლეონსიო და სიყვარულოვნა ვნახეთ : ))) მათთან სალაპარაკოდ რომ გავჩერდით “ელვისიდან” კიბორგა და დოდი გამოვიდნენ, ვილით ^^ როგორც იქნა მეღირსა ამ ბავშვის ნახვა :დ მოკლედ ვილაპარაკეთ გზაში დოდიმ ისეთი სასაცილო ამბავი მომიყვა ერთ საერთო ნაცნობზე მთელი საღამო რამდენჯერაც გამახსენდა სულ მეცინებოდა :დ:დ:დ

7 პოტერი : ))

ბილეთების საყიდლად რომ მივედით გადავწყვიტეთ ნათის ბილეთი რომელიც 8 საათიან სეანსზე იყო 10იანზე გადაგვეცვალა და ყველანი ერთად წავსულიყავით ^^ “ამირანი” სავსე იყო ჯადოქრების ფორმებში ჩაცმული ბავშვებით ^^ თავი ნამდვილი მაგლი მეგონა მათი შემხედვარე : (((( ვიბოდიალეთ აქეთ-იქეთ უამრავი ნაცნობი ვნახეთ ^^ გავიცანი კინობლოგზე “ზებუნებრივის” პოსტების ავტორიც ^^ რავარც იქნა ^^ ძალიან საყვარელი გოგოა ^^ მერე მე და ფსიქემ გადავწყვიტეთ ბულგაკოვის ალქაჯები გავმხდარიყავით :დ იდეა რა თქმა უნდა ფსიქეს ეკუთვნოდა :დ შევედით ტუალეტში სახეზე წავისვით N რაოდენობა ეკას თეთრი ტონალური და წითელი პომადა :დ ფსიხეს ეკამ ძალიან საყვარლად და ალქაჯურად გაუკეთა თმები ^^ მე ცოცხალი თავით არ გავიშალე :დ ფიხეს ასევე მოუვიდა იდეა გავიხადოთ და ცოცხებზე შემომჯდარები შევიდეთო :დ:დ:დ ნამდვილი მარგარიტები ვიქნებოდით :დ მოკლედ გვარიანად გავერთეთ : )))) სამწუხაროდ ნათიმ ვერ მოასწრტო ფოტოების გამოგზავნა თორე დავდებდი : (((( მერე გაბოც მოვიდა, ზურჯიც ვნახეთ ^^ <3 მოკლედ ფილმის დაწყებამდე არ ამოგვიწყენია ^^ ძალიან ლამაზი ივენთი იყო ^^
დარბაზში აღმოვჩნდი ნატოშას გვერდით რომლლის გათამაშებულიც აღმოჩნდა ზემოთ ხსენებული ბილეთები :დ მთელი დარბაზი ლამის სახეზე მეცნობოდა იმენა მთელი ფბ იქ იყო :დ ერთი დიდი ვოლი იყო :დ ნატო კაიფობდა ნოტიფიკეიშენები აკლია აქაურობასო :დ მაგარი სტრანნი გრძნობაა რომ ხედავ ადამიანს სახელი იცი მისი ცხოვრების დეტალებს ყოველ დღე უყურებ მაგრამ არ იცნობ :დ ფოიეში რამდენიმემ ზოგმა სახელით მიცნო ^^ ზოგმა სიცილით :დ ზოგმა ჩემი “სიკვდილის საჩუქრებით” ^^

ჩემი "სიკვდილის საჩუქრები" ^^

რაც შეეხება ფილმს : ))) აქამდე ჩემი საყვარელი ნაწილი იყო მესამე ^^ ვინაიდან და რადგანაც ფილმები დიდად არ მეხატება გულზე მეშვიდეს მიმართაც საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ტრეილერების ყურებისას ჩემდა დამოუკიდებლად მბურძგლავდა :დ:დ:დ ფილმი იყო გადაღებული ალბათ ყველა ნაწილთან შედარებით უფრო ახლოს წიგნთან.. ყველა მეტად კმაყოფილი ვარ იმით რომ მომენტები ისე იყო როგორც წარმომედგინა. ბევრი სცენა რომელიც ძალიან მომწონდა იყო ამოღებული : ((( ვისაც წიგნი არ აქვს წაკითხული ბევრ მომენტში დაიბნეოდა… მაგალითად რა სარკეს დაათრევს მთელი ფილმი ეს ბიჭი :დ მართლა უყვართ ჰარის და ჰერმიონს ერთმანეთი თუ რონი ეჭვიანობს უბრალოდ… ცეკვის დროს კარავში წიგნი რომ არ მქონოდა წაკითხული უეჭველი მეგონებოდა რომ ჰერმოინი და ჰარი ერთმანეთს აკოცებდნენ… ყოველთვის მაინტერესებდა ჰერმიონას მშობლები და სად ცხოვრობდა ძალიან ამაღელვებლად იყო გაკეთებული როგორ შეულოცავს თავის მშობლებს : (((( არ იყო მომენტი როცა დადლი ემშვიდობება ჰარის : |

R.I.P Hedwig : (((

სამაგიეროდ ძალიან კარგად იყო 7 პოტერის სცენები.. ფრედი და ჯორჯი როგორც ყოველთვის შეუდარებლები ^^ რამდენიმე ახალი პერსონაჟი.  ვნახეთ ბილი ^^ გული დამწყდა რომ არ აჩვენეს ჩარლი ქორწილში : (( რა მეტიჩრობა იყო ჰორკროუქსის განადგურების დროს ჰერმოინის და ჰარის ზასაობა თანაც შიშვლების :დ ძალიან მომეწონა სამი ძმის ამბის ანიმაცია ^^ ბევრ რაღაცაზე ხაზი არ იყო გასმული. მაგალითად ტყუპი ჯოხების ამბავზე, და იმაზე რომ ჰარის ჯოხმა თავისით იჯადოქრა.. არ იყო ის სცენა როცა ჰარი პოულობს დედამისის წერილს და თავის ბავშვობის ფოტოს… არ იყო ის მომენტი როგორ დაიმეგობრებენ კრეჩერს.. ბოლო სცენა ცოტა არ იყოს დებილურად იყო გაკეთებული.. ტაციები რომ იჭერენ… სიტუაცია იყო ისეთი რომ თავისუფლად შეეძლოთ აპარაცია გამოეყენებინად და გაქცეულიყვნენ ისე.. ერთი საათი მირბოდნენ ლოლ :დ შიგადაშიგ მე და ეკა ხელებზე ვიყავით ერთმანეთს ჩაბღაუჭებული :დ განსაკუთრებით მაშინ როცა ჰარის ნაგინი ესხმის თავს :დ გული დამწყდა რომ სახლის ნანგრევებზე არანაირი ნიშანი არ იყო : ((( ხო მართლა ლავგუდს თითქმის ჩემნაირი “სიკვდილის საჩუქრები ქონდა” ^^ უბრალოდ შუაში მრგვალი ტრიალებდა ^^ ახლა ეგეთს გავაკეთებინებ ^^

ლავგუდის "სიკვდილის საჩუქრები" ^^

ხო კიდევ რონის დაბრუნება იყო ძალიან ამაღელვებელი ^^ ჰერმიონს რომ ეუბნება ჩემი სახელი თქვიო ^^ მმმ… სოუ სვით : )) ჰარის და ჰერმიონის ცეკვა იყო კიდევ <3 მოკლედ მთელი აქცენტი გაკეთებული იყო სამის ურთიერთობებზე.. ბევრი პერსონაჟი ამ ნაწილში დაიჩაგრა : ( წიგნი წაკითხული რომ არ მქონოდა და ამდენი ნაჯღავლი უკვე რამდენიმე მომენტზე ალბათ იქაც ავსლუკუნდებოდი :დ:დ

დაბაზში მართლა ისეთი შინაურული სიტუაცია იყო ისეთი გრძნობა მქონდა რომ ჩუსტები მეცვა :დ იყო ერთი ტაშის კვრები ყველაფერზე და ხუმრობების გადაძახილი :დ მოკლედ უძალიანესი ღამე იყო ^^ პირველის ნახევარზე დამთავრდა ფილმი ^^ სახლში ისეთი ემოციებით მოვედი 6 საათამდე კომპთან ვიჯექი და პირი მქონდა ყურებამდე გახეული :დ:დ:დ ჩვენს საბუეთში ფსიქე ისევ დაემატა და გამოცოცხლდა იქაურობა ^^

დიდი მადლობა მარის გუშინდელი საღამოსთვის : ))

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო, mystic and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

18 Responses to “ბიჭი რომელიც გადარჩა”, პრემიერა, საჩუქარი და ნახვამდის დეპრესიავ მთელი ერთი ღამით :)

  1. გამოხმაურება: ბიჭი რომელიც ბოლოჯერ გადარჩა « სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

  2. გამოხმაურება: ტატუ « anna's Blog

  3. emelini ამბობს:

    auh tqven yvelas kinoteatrshi giyurebiat me kide tvalebdachyetili mivcherrebodi komps da tan inglisurad.targmnaze viyavi gadartyli.ise ki ar momecona me ufro magars velodi ufro ai isets ra…amagelvebels da rame.da saertod konoze ar mitiria cignis kitxvisas ki gavskdi tirilit.ki ar vkitxulobdi vgnaodi

    Like

  4. foe ამბობს:

    qeti tu metyvi sad gaaketebine eg Deathly Hallows s dzalian damavaleb ;) winaswar madloba

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      ნებისმიერ ოქრომჭედელთან მიდი ნახატი მიუტანე და გაგიკეთებს :) მე ჩემი მყავს :დ პეკინზე ^^ თუ გინდა ნომერსაც მოგცემ :)))

      Like

  5. akunkula ამბობს:

    ისა და , მართლა რა სარკეს დაათრევდა ჰარი მთელი კინო, თქვენ მაინც მითხარით :)

    Like

  6. Ana ამბობს:

    ის ხომ არ იყავი, რომ მიცანი ნეტავ :პ

    როგორ ვეძებდი ამ ფილმის განხილვას, ჯერჯერობით მხოლოდ შენთან და ჩემთან ვნახე :დ

    Like

  7. kathrineLuv ამბობს:

    ვაიმე ბუ , ჩვენს გვერდით რომ გოგო იჯდა ნატოშა იყოო ?
    აიი ყველაზე კარგი ფილმის პრემიარაიყო .. იმიტომ რომ თქვენ იყავით , ჰარი და საერთო… <3 ფილმზე ხო იცი ისედაც რასაც ვფიქორბ <3

    Like

  8. გამოხმაურება: ბავშვობის დასასრულის და ახალი აღმოჩენების კვირა | vlogger.ge (Beta)

  9. Zurriuss ამბობს:

    გუშინდელისათვის დიდი მადლობა :* :*

    Like

  10. Kate_AlukaЯD ამბობს:

    Natosha
    ცეკვის ეპიზოდი იყო ძალიან მაგარი :)))) საერთოდ ბევრი ძალიან მაგარი სსცენა იყო :)))

    მარი
    :*:*:*:*

    მურაკ
    უიჰ :((( არადა ძალიან მაგარი მომენტი იყო.. არაუშავს მერე კომპში უყურებ :)))

    Like

  11. murat kiyak ამბობს:

    fuck ra hokruqsis ganadgurebas da danielis tbashi chaxtomas ver vuyure da shengan gavige harrys da ronis ro ukocniat aaaaaaa megobari gaxda cudat da garet gavedi aaaaaaaaaaa
    vaime is moment ro maxsendeba ro cekvavdnen harry da hermioni vkvdebi sicilit

    Like

  12. Mari ამბობს:

    ქეთიი, აზრზე არ ხარ როგორ მიხარია თუ მაგით შენი გახარება შევძელი.რაც არ უნდა მაგარი ფილმი ყოფილიყო, ისე მაინც არ გამიხარდებოდა მისი ნახვა როგორც ის მიხარია, რომ გუშინ მაგ ბილეთების გამო დეპრესიაში აღარ იყავი. (რანაირი წინადადება ვთქვი :D) იცოდე, აღარ ჩავარდე, თორემ ისეთი იღბლიანიც არ ვარ, კიდევ მოვიგო რამე :mrgreen: :* :*

    Like

  13. Natosha ამბობს:

    მაგარი იყო გუშინ :) ისე, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბილეთები მე კი არა weekend.ge-მ გაათამაშა.. მე ასე ვთქვათ “წამყვანი” ვიყავი.. და ნუ, კითხვების ავტორიც :D
    ასე რომ, დიდი მადლობა ვიკენდს ^.^ ( დუტას რეინკარნაცია ვარ)

    ჰერმიონას მშობლების მომენტი ძააააალიან სევდიანი იყო :) ჰარის და ჯინის მომენტში ტყუპისცალი რომ შემოვა, მაგაზეც ძალიან ვიხალისე (თუმცა, წიგნში ამ დროს რონი შემოდის და უსიამოვნებაც აქვთ, მაგ თემაზე, როგორც მახსოვს.. :რონი როგორც ქართველი ძმა სმაილი: ),მოკლედ, ძალიან ბევრი, ძალიან საყვარელი მომენტი იყო და საერთო ჯამში მომეწონა.

    ცეკვის ეპიზოდიც ძაალიან მომეწონა <3 <3 <3 მოკლედ რა )

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s