არ მესმის ესე იგი საშიშია?!

3975200_b34337dacb

ოდითგანვე ადამიანი უფრთხოდა და გმობდა ისეთ რაღაცებს, რაც არ ესმოდა….
მან არ იცოდა ცეცხლის შესახებ არაფერი და მას შიშის თვალით უყურებდა…
მას არ ესმოდა, რატომ ვარდებოდა ჭექა-ქუხილისას ციდან მეხი და ამას ღვთის რისხვად აღიქვამდა,ეგონა, რომ ღმერთი სჯიდა მას და…. „ეშინოდა“,ეშინოდა და ეშინია დღემდე იმის, რაც არ ესმის….
თანამედროვე სამყაროში ადამიანთა გარკვეული ფენა მოჭარბებულად გამოხატავს საკუთარ აზრს ისე, როგორც მათ სურთ,ისე იქცევიან როგორც მათი სულიერი მხარე თვლის საჭიროდ;იცვამენ განსხვავებულად,არ ემორჩილებიან საზოგადოების „წესებს“ ,მათთვის მოსაბეზრებელია დოგმატური შეხედულებები და ცდილობენ საკუთარის დანერგვას,ცდილობენ მაქსიმალურად შეებრძოლონ ტრადიციებს,არ დაემსგავსონ „ყველას“ და ამით ისინი კვლავ აღვივებენ ისედაც მარადიულ „მამათა და შვილთა” პრობლემას.
შიში ახლისა და უცხოს წინაშე ,რა თქმა უნდა, არ არისქართული მოვლენა,მაგრამ მე ქართველი ვარ და ვიცი,რომ ქართველი,საზოგადოდ,კონსერვატორია,ტრადიციონალისტი. (ამსიტყვის არაპარტიული გაგებით).ქართული საზოგადოება დღემდე ვერ უწყობს ფეხს თანამედროვე ცხოვრებას,ვერ ეგუებიან აზრის განსხვავებულად გამოხატვას… „არ ხარ მათნაირი?! – ესე იგი საშიში ხარ!“.მათთვის საშიში ადამიანები მათივე მხრიდან ხშირად „სატანისტებად ინათლებიან“. „განსხვავებულებს“ საზოგადოება არ აღიქვამს როგორც ადამიანს… მათში ცხოველებს,მხეცებს და ადამიანთა მოდგმის მტრებს ხედავენ…
ხალხს არ ესმის „განსხვავებული“ ადამიანების და მათში მხოლოდ მიზანთროპ არსებებად ხედავენ… კაცთმოძულენი კი თავისთავად უკვე საშიშნი ხდებიან მათთვის… ხალხი თავად ქმნის ინდივიდებისგან მტრის ხატს და შემდეგ გაოცებულნი და გაკვირვებულნი ბრძოლას უწყებენ „მტრებს“. რა თქმა უნდა, თავისუფალი აზრის,მაშასადამე,განსხვავებული პრინციპების მქონე ინდივიდიც, უნდა ეცადოს,რომ საკუთარი „განსხვავებულობა“ ეგრედთწოდებულ საზოგადოებას სწორად და გასაგებად მიაწოდოს,მაგრამ აქ ისევ „არ მესმის“ პრობლემა იჭრება; საზოგადოება კვლავ ვერ უგებს „განსხვავებულ“ მოზარდ ინდივიდს ან იგებს მის აზრებს,მაგრამ იმდენადაა დასტიგმული და ჩაკეტილი მისსავე შექმნილ დოგმატურ გალიაში,რეალობაში,რომ დროთა განმავლობაში მისდაუნებურად გმობს თავისუფალ პიროვნებას. ისე ქართველებს დიდებული გამოთქმა გვაქვს – „შეძახილმა ხე გაახმოო“. განსხვავეულ ადამიანთა გარკვეული ნაწილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა რთულად რეაგირებს ბრბოს ამ ქმედებებზე,საქციელებზე,რაცც მისი გარიყვისაკენაა მიმართული… „განსხვავებული პიროვნება“ გარკვეული დროის შემდეგ თავადვე აჯერებს საკუთარ თავს, რომ იგი ცუდია და უუნაროა,საზოგადოებისათვის ფუჭია და მისი არსებობა ხალხთან ბრძოლას უნდა შეალიოს….რათა მისგან გამორიყულმა მასვე დაუმტკიცოს,რომ იგი მათზე ნაკლები არაფრითაა,თანასწორია და პატივისცემას იმსახურებს. არ შეიძლება „განსხვავებული“ პიროვნებასაზოგადოების ზიზღის,აგრესიის ან დაცინვის საგნად იქცეს, რაც ხშირია დღევანდელ ქართულ რეალობაში. ამაზე ის შეურაცხმყოფელი ფრაზებიც მეტყველებს,რომელთა მოსმენა ამ ინდივიდებს თითქმის ყოველდღე უწევთ. ამის შემხედვარე „ვაი“ საზოგადოება „ტაშს უკრავს“,“აქებს“ შეურაცხმყოფელებს და ამით უარესად აქეზებს გარშემომყოფებს და საკუთარ თავსაც,ამით კიდევუფრო ძაბავენ სიტუაციას და კიდევ უფრო ამძაფრებენ პრობლემას. ასე ყალიბდება ხალხისათვის უფრო უცნაური და განხსვავებლი ადამიანი „მიზანთროპად“,ასე ქმნის ხალხი მტერს და ასე ფუჭდება ფსიქოლოგიურად და სულიეად ცოცხალი ადამიანი… ასე ეცვლება მსოფლმხედველობა „განსხვავებულ“ მოზარდ ინიდივიდს.
ამ პრობლემას კი საზოგადოების ინტელექტის დაბალი დონე იწვევს. მათ არ იციან და ამიტომ ეშინიათ… ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ ფლობენ მთელ რიგ საკითხებზე საჭირო ინფორმაციას… მსჯელობენ დოგმატურად,ტრადიციულად და… ვღებულობთ იმას, რომ… თავისუფალი ადამიანი ჯერ შეზღუდული ხდება,შემდეგ საკუთარ თავში იკეტება,ბოლოს აცნობიერებს თავის საქციელს და ცდილობს კვლავ დაუბრუნდეს საზოგადოებას… მაგრამ საზოგადოება ისევ ხელს ჰკრავს მას და საბოლოოდ მისგან ადამიანი მონსტრი იქმნება… იგი ებრძვის ყოველგვარ ადამიანურს და ყველაფერს; რადგან ხელნაკრავი და გარიყული ინდივიდი სასოწარკვეთილი,განრისხებული და რაც მთავარია გაბოროტებულია. ადრე, როცა იგი საზოგადოებას უსმენდა და მისი აზრი აინტერესებდა,ახლა საზოგადოება მისი მტერი ხდება. გარიყული, „განსხვავევბული“ ინდივიდი კი ყველაფერზე მიდის, რათა რაც შეიძლება მეტი პროტესტი გამოხატოს გარშემომყოფების მიმართ,რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენებისაკენ მიისწრაფის. ეს ყველაფერი ნამდვილ ბრძოლას ემსგავსება და ამ დროს როგორც „განსხვავებული“ პიროვნებაში,ისე „საზოგადოებაში“ ღვივდება პრინციპი,რომ „ბრძოლაში ყველა საშუალებ გამართლებულია“. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ძმათა აბსურდული სისხლის ღვრაა და საბოლოოდ რომელიმე „მხარე“ უაზროდ ეწირება ამ „ბრძოლას“.
უინტელექტო და ერთმანეთის შემყურე მასა, რომელიც განსხვავებულ აზრს შიშის თვალით ხვდება,საბოლოოდ მიზანს ხშირად მაინც აღწევს და მტრად დანახულ ადამიანებს მართლაც დაუძინებელ მტრებადვე აქცევენ…
ამ უმნიშვნელო ნაწერით შეიძლება თვალსაჩინოდ ვერ წარმოვაჩინე პრობლემა,მაგრამ ჩემი მცდელობა, თუ რა საკიხზე მინდოდა თქვენი ყურადღების გამახვილება, ვგონებ, რომ შესამჩნევია…
„არ მესმის – ესე იგი საშიშია“ – ამით მინდოდა არა განსხვევებულ ადამინთა, არამედ ვაი განათლებულების,ერთმანეთის შემყურეების,ბრბოს დაგმობა… იყო განსხვავებული არ ნიშნავს, რომ ხარ ცუდი… თავისუფალი აზრი გაგაჩნია?! ესე იგი არსებობ… საჭიროა საკუთარი აზრი თავისუფლად გამოხატო ადამიანმა; მაგრამ… ამ თავისუფლებასაც აქვს საზღვრები… თავისუფალი არის ადამიანი მანამ, სანამ სხვის თავისუფლებამდე მივა… საკუთარი „სიტყვის,აზრის თავისუფლებით“ სხვისი უფლებები არ უნდა შელახოს პიროვნებამ…. ჩემი აზრით,განსხვავებულ ადამიანში ინდივიდებმა არ უნდა ეძიონ მტერი,მასში მსგავსის ძიება უნდა დაიწყონ და უნდა გამონახონ საერთო… პიროვნების საზოგადოებასთან ინტეგრირება ხომ საერთო შეხედულებებით ხდება?! საზოგადოებამ განსხვავებული ინდივიდების დადებით და მათსავე მოსაწონ მხარეებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და არა პირიქით,როგორც ეს დღეს ხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ უცოდველი ადამიანი არ შობილა და არც იშვება… უცოდველად და უმანკოდ ხომ მხოლოდ ღმერთი იშვა?! უფრო ჰუმანური და ლოიალური დამოკიდებულებით საზოგადოებისა და თავისუფალ პიროვნებათა თვითშეგნების,თანადგომის,ერუდირების,ურთიერთგაგებისა და პატივისცემის ხარისხის ნიშნული უფრო მაღლა აიწევს,რაც საერთოდ ერის განვითარებაზე მიუთითებს. ასე რომ, იყო განსხვავებული არ ნიშნავს, რომ სხვა დააზარალო,მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ „შენ“, „განსხვავებული“ პიროვნება ვიღაცებმა ზეგავლენის ქვეს მოგაქციონ და შენდა უნებურად მტრად და მონსტრად გაქციონ.
დაბოლოს, ჩემი ესე მინდა დავასრულო უილიამ ბლეიკის ცნობილი სიტყვებით: „ადამიანები ხომ ყველაზე მეტად იმით ჰგვანან ერთმანეთს,რომ განსხვავებულები არიან“

წყარო ჩემთვის უცნობია…

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to არ მესმის ესე იგი საშიშია?!

  1. Giganti ამბობს:

    dzalian saintereso temas sheexe, dznelia am postze sakutari azris kometarshi dafiqsireba, dziritadad getanxmebi da es probema marto saqatveloshi araa, mtel msoflioshi igive situaciia.

    Like

  2. rodrigo santoro ამბობს:

    ძალიან საინტერესო იყო. რატომ არავინ წამოიწყო პოლემიკა? განსხვავებულობა აფრთხობს ადამიანებს და ქართველებს ხომ აფრთხობს და აფრთხობს

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s