ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გადავწყვიტე დამეწერა პოსტი ზღვაზე… რატომ ისეთ რაღაცაზე რაც არ მიყვარს არ ვიცი… ვერ ვიტან სიცხეს ზღვას ზაგარს და ასე შემდეგ…სიამოვნებით ჩავიდოდი ზღვაზე დასასვენებლად ზამთარში. უბრალოდ ვიჯდებოდა ზღვის ნაპირზე .შარშან დაქალებთან ერთად ვიყავი წყალში არ ჩავსულვარ მაგრამ მშვენივრად “გავერთე” ჯერ იყო და მესამე დღეს ომი დაიწყო და ქობულეთში ჩავრჩით… ძლივს წამოვედით იქედან კიდევ კარგი დეიდაჩემი და საბა იყვნენ ბათუმში გადაღებებზე თორე ეს 5 გოგო პახოდუ ბავშვი გვყავდა დაქალის და წაყვანილი რა უნდა გვექნა არ ვიცი… სხვათაშორის სიამაყით მინდა ავღნიშნო რომ ერთი წუთით არ ჩავვარდნილვარ პანიკაში.. მე და ნენეს ძალიან მშვიდათ გვეჭირა თავი.. ნუ ლელასაც რომელსაც არაფერი აღელვებს :D ანუ ამას ირონიით ან ისე ცუდათ კი არ ვამბობ, მართლა რაღაცნაირია რა ყველაზე უპრობლემო სასტავში, შუა ომში და უბედურებაში ქობულეთში რჩებოდა ზაგრის მისაღებად :D პანიკაში არ ჩავარდი თქო რომ ვამბობ ვტყუი, ერთხელ დამემართა მარტო ისტერიკა როცა 900 ცდაზე დავრეკე ძლივს დედაჩემთან და მისი ხმა რომ გავიგე ცრემლები ვერ შევიკავე. კინაღამ გამოვემშვიდობე დედა მეთქი ძალიან მიყვარხართ ყველა! ბებო და პაპას გადაეცი რომ მაპატიონ ყველაფერი. ჩემი ჰარი პოტერის 6 ნაწილი ჩამაყოლეთ თუ რამეა და საფლავზე დამაწერეთ რომ 7-ე ნაწილს ვერ მოვესწარი :D კაროჩე იმენა დავუბარე ყველაფერი და დედაჩემი მეუბნება გაქანებულ ომში თან იმ დღეს შუქი ჩააქრე და ღამეა თან ყოველ წუთს ველოდებით დაბომბვას ვიღაცამ ამბავი მოიტანა ეგეთი რომ დღეს ქობულეთს ენძრევა… ხოდა ამას ვეუბნები დედაჩემს დედა დღეს გვბომბავენ ახლა ამ წუთას შეიძლება უკვე დაიწყოს და დედაჩემი მპასუხობს : “დე, დიდ ხანს არ იყო ხოლმე მზეზე არ დაიწვა, დე, შენ რომ გიყვარს ის შამპუნი გიყიდე”. ხოდა აი აქ მიმტყუნა ნერვემა ქალო ავყვირდი რა მზე რა შამპუნი გვბომბავენ არ გესმის? კაი დე მეუბნება გკოცნი აბა და ჭკვიანად იყავი მაგარი დედა მყავს რა :D დედას ფიცავარ მაგან გადამატანინა ის დღეები ისე აუღელვებლად…. სანამ ზღვაზე წავიდოდით ოპერაცია გაიკეთა და ალბათ ნარკოზში იყო ჩარჩენილი რავი მე რომ ჩამოვედი სახლში მერე მოკვდა ნერვიულობით, რაღა ანერვიულებდა სახლში ვიყავი უკვე ნუ მოკლედ ესეც ჩვენი ზღვაზე დასვენება :D
მოკლედ სიცხემ შემაზიზღა ზღვა… :((((
ერთი სამი წლის უკან მე დედაჩემი და ლევანი (ჩემი ძმა) ვიყავით წასულები კიდე ზღვაზე იქაც კრახით დამთავრდა ჩემთვის დასვენება… ჩემმა ძმამ მშვენივრად დაისვენა, დილის 7ზე რომ შემოვიდოდა ერთ საათში უკან გადიოდა. აბა მე მკითხეთ… პირველი 6 დღე ვერ შემიტყუა დედაჩემმა წყალში ქოლგის ქვეშ ვიწექი და ვკითხულობდი, ბოლოს 7ე დღეს ძლივს შევედი და ვიღაცა წითელ პლავკიანი “ზომიერად ფერხორციანი მოწიფული” ყმაწვილი მომიახლოვდა, მე ამ დროს ვატყაპუნებ წყალში ფეხებს და მეუბნება “გინდა ჩაყვითელობანა ვითამაშოთ?” მე ვუყურებ, ჯერ ვითამაშოთ მომხვდა ყურსი მერე მეთქი “ჩაყვინთელობანა” რას ნიშნავს?! ხოდა მივაჩერდი კითხვებით სავსე თვალებით , ეტყობა მიხვდა რომ…… და წავიდა. ვიფიქრე იეეეეეს, მაგრამ ვინ გაცადა ცოტა ხანში მობრუნდა ლოდისხელა თეთრ ქვას მოათრევს “ამას ჩავაგდებ წყალში და ვინც პირველი ამოიღოს ჰა ჩავიყვინთიალოთ?” მეუბნება… არა მეთქი ისეთი ხმით ვუთხარი ჩემი ხმა ვერ ვიცანი :D მაგრამ არ დათმო, ნახევარი საათი გაურკვეველი აქცენტით მიხსნიდა რა მაგარია ჩაყვინთელობანას თამაში. ხოდა იმის მერე წყალში აღარ ჩავსულვარ. მოკლედ ზღვაზე სამი ოთხი მინიმუმ ეგეთი “ზომიერად ფერხორციანი მოწიფული” ყმაწვილი რომ არ გადავიკიდო არ არსებობს.
ეს ისე რა ჯობია დაილოცოს ზამთარი და სიცივე ვენაცვალე ყველა ცივ დღეს სიცივე ჩემი სტიქიაა :) თუ როგორც იტყვიან არ ვიცი :))))
ლელა_პოხუისტი … და ვინ ხარ შენ?! =))
LikeLike