არანამდვილი ამბავი

ჩემებისგან გამოვედი და სახლისკენ გავემართე, გაჩერებაზე 20 წუთის დგომის მერე მივხვდი, რომ არც მარშრუტკის იმედი არ უნდა მქონოდა და არც ავტობუსის თუმცა ლოდინის დრო მენანებოდა. ფეხით წამოვედი, შიგადაშიგ უკან ვიყურებოდი იქნებ გამიმართლოსმეთქი. დედაჩემის გამოტანებული კომპოტები ხელებს მაწყვეტდა, ყველა სიკეთესთან ერთად ფეხი ამტკივდა. დალახვროს ეშმაკმა რამდენი წელი უნდა მახსენებდეს ეს ოხერი ფეხი თავს  საუკუნის წინ მოვიტეხე.

ათი წუთის სიარულის და უკან ცქერის მერე მანქანა წამომეწია, აუ დაიწყო გავიფიქრე და ფანჯრის შუშაც ჩამოიწია. საით? გამომძახა ხალისიანმა ხმამ, მანქანიდან გულღია სახე მიყურებდა, შევჭოჭმანდი, მაგრამ მაინც გავუღიმე და სახლშითქო გავძახე.

– თუ მესამეში მიდიხარ გაგიყოლებ…

სხვა დროს ალბათ არც გავჩერდებოდი მითუმეტეს არასოდეს ჩავმჯდარვარ უცხო ადამიანის მანქანაში. არ არსებობს ქუჩაში გვიან აღმოვჩნდე და მანქანამ არ გააჩეროს, ვიღაც ბიძერი მრავალმნიშვნელოვანი მზერით გეპატიჟება ტყავის სალონში და გთავაზობს ადგილამდე მიყვანას, მაგრამ ეს რაღაც სხვა შემთხვევა იყო მისი გარეგნობა არანაირ უნდობლობას არ იწვევდა სულ დამავიწყდა რომ პირველ შთაბეჭდილებას არ უნდა ვენდო გულში გამეცინა ამ დაუწერელი კანონისთვის არასდროს დამიჯერებია.

ყოყმანი რომ შემატყო არ ვიკბინებიო მითხრა სიცილით. წარმოვდგინე უზარმაზარი კიბეები რომლებიც უნდა ამევლო სადაც უამრავი ქუჩის ძაღლი მელოდა ან შორი გზა უნდა გამევლო და შინ მშვიდობით თუმცა ალბათ ოთხით მომიწევდა ბოლოს აბობღება სახლში. მოკლედ დრო არ ითმენდა მთელი ღამე ხომ არ ვიდგებოდი საკუთარი თავი გავლანძღე რომ ბანკომატიდან ფულის გამოტანა დამავიწყდა და მანქანაში ჩავჯექი, ჩემი კომპოტები ფეხებთან ჩავდგი და ღვედი შევიკარი. ჩემი თანამგზავრი არც ისეთი მხიარული აღმოჩნდა როგორც გარედან ჩანდა მთელი გზა ხმა არ ამოუღია, რამდენჯერმე ვცადე საუბარი გამება მაგრამ უშედეგოდ რაღა ეს და რაღა უჟმური ტაქსისტი როცა ლაპარაკის საღერღელი გაქვს აშლილი მაშინ აღმოჩნდებიან ხოლმე მდუმარეები, რომელიც იმასაც არ მოგიყვება როგორ მუშაობდა პოლიციაში 25 წელიწადი. პოლიცია… ფიქრების ჯაჭვმა სადარბაზოსთან გაკეთებულ განცხადებების სტენდამდე მიმიყვანა სადაც ყოველ კვირა ემატებოდა ახალგაზრდა ქალების ფოტოები წარწერით “დაკარგულია”. რა სასაცილო იქნება თუ ჩემი გულღია სახიანი ბიჭი მანიაკი აღმოჩნდება, ჩემი უიღბლო კვირის არაჩვეულებრივი დასარული.

მიყვარს ფილმები ფსიქოპათ მკვლელებზე ხანდახან მესმით კიდეც მათი, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვგულშემატკივრობ უბრალოდ წარმოვიდგენ ხოლმე როგორ ეთამაშები მსხვერპლს როგორ უღვიძებ ნდობას როცა უკვე… ამასობაში ჩემ სახლთან მივედით.

აქ გამიჩერე თუ შეიძლება ვთქვი და ღვედი გავიხსენი, ჩემი პარკი ამოვათრიე მადლობა გადავუხადე და გადმოვედი. ჩაბნელებული სადარბაზოსკენ გავემართე მგონია მომყვება თან უკან მიხედვის მცხვენია, ადამიანმა სიკეთე გააკეთა სახლამდე მომიყვანა მე კი მანიკად წარმოვიდგინე. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი სტენდს რომელზეც ჩემი მეზობელის ფოტო დაუმატებიათ მეოთხე სართულიდან. გული ამიჩქარდა ლიფტის ღილაკამდე სირბილით მივედი და გაცხარებულმა დავაჭირე, ამ დროს გონებას მძიმე ნაბიჯების ხმა მიწვდა, ცოტაც და ალბათ შიშისგან ჩავიკეცები, მაგრამ მახსოვს როგორ აღაგზნებთ მანიაკებს მსხვერპლის ცახცახი. ჩანთაში გასაღებას დავიწყე ძებნა რომელიც დანის მაგივრობასაც კი გაწევს ბასრი პირის გამო და არაადამიანური ხმით ვიყვირე შენი არ მეშინია მეთქი, ლიფტის კარი გაიღო და იქიდან გამოსულმა შუქმა ჩემი მეზობელი ქალის გაოცებული სახე გაანათა, გული გამიხეთქე მითხრა და ლიფტში შევიდა. დარცხვენილი შევყევი და ვითომ ვერ შევნიშნე როგორ დაიტრიალა საჩვენებელი თითი საფეთქელთან.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in მოთხრობებისნაირი. Bookmark the permalink.

2 Responses to არანამდვილი ამბავი

  1. zorbegi ამბობს:

    ძიბილკა <3

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s