ჩვენ (3)

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

-რომელი ხარ? – გავიმეორე მე… კართან ნელა მივედი და იარაღის ლულა იმ ადგილას მივადე სადაც სავარაუდოდ იმ თავხედის თავი უნდა ყოფილიყო ამ შუაღამისას კარები რომ ჩამოგვიღო…
– ყინული, – მოგვესმა კარს იქეთ. გაკვირვებისგან კინაღამ პირი გავაღე :დ ამ პასუხის გარდა ყველაფერს მოველოდი :დ. რა ყინულითქო გავძახე, ახალგაღვიძებული და გაღიზიანებული რომ არ ვყოფილიყავი ალბათ სიცილი ამიტყდებოდა.
– გვერდზე ნომრიდან ვარ, თუ შეიძლება… ყინული ხომ არ გაქვთ… ჩვენ… 12-ე ნომერი… – კარები ჯაჭვით გადავკეტე და გამოვაღე თუმცა იარაღი არ ჩამომიშვია. ზღურბლთან დაბალი გრძელთმიანი ტიპი იდგა ტყავის ტანსაცმელში, უამრავი პირსინგით და სვირინგით, ალბათ ბაიკერი, გამახსენდა მოტოციკლეტები სასტუმროს ეზოში. არა მეთქი ვუთხარი, რამდენადაც სასმელისგან წაშლილ სახეს შეეძლო გამიღიმა და კედელს გაუყვა, ალბათ 14-ე ნომრამდე, არ შევმცდარვარ რამდენიმე წამში მეზობელ კარებზე ატყდა ბრახუნი, თუმცა ამჯერად არ გაუმართლა ვიღაც გამოუვარდა და ახლა გარედან გინება ისმოდა… მთქნარებით ჩამოვჯექი საწოლზე და გინებას ჩუმათ და ქართულად შევუერთდი : )


– როგორ შემეშინდა. – ქიქის გავხედე საწოლიდან ცალი ფეხი ქონდა გადმოყოფილი და გულზე ხელი დადებული. გავიცინე. ერთი პირობა წიგნისკენ გავწიე ხელი მაგრამ გადავიფიქრე, შუქი ჩავაქრე და ეგრევე ჩამეძინა…
ვერ მივხვდი ქიქის ღიღინმა გამაღვიძა, ცუდმა სიზმარმა თუ ჩემით. თვალების გაუხელავად მიწექი და ვცდილობდი გამეხსენებინა რა დამესიზმრა. …გამწარებული მივათრევდი უზარმაზარ ჩემოდანს, რომელიც აღმოჩნდა რომ ადამიანი იყო და ხელი თმებში მეჭირა.. საპნის ბუშტები თვალებთან მისკდებოდა და საშინლად მწვავდა… გულის რევის შეგრძნებამ გადამაწყვეტინა სიზმრის გახსენებისთვის თავი დამენებებინა და წამოვდექი. ტუალეტში შევედი რაკოვინის წინ დავდექი და მაჯიდან საათის მოხსნამდე დავიხედე. 9:00. ჯანდაბა 3 საათი მეძინა?! აქ ადრე გაღვიძებას მივეჩვიე.. 10 საათი უკვე გვიანია :დ ისეა როგორც საქართველოში შუადღეზე გაღვიძება. საშინლად მშია… ამ ბუნაგის სასადილოში ჭამას მირჩევნია რამდენიმე კილომეტრი მოვითმინო.. ქიქი ფიქრებს მიმიხვდა და ზუსტად იგივე გაიმეორა.. ხანდახან მგონია რომ მექანიკურად ხმააღლა მეფიქრება ხოლმე : ))
ჩავლაგდით და გამოვედით.

____________________________________________________

დრაფტებში მეგდო ასი წელი .. გაგრძელება რვეულში მიწერია რომელსაც ვერ ვპოულობ :/ თუ ვიპოვე დავდებ თუ არადა ან დავიკიდებ ან ახლიდან დავწერ :დ

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in მოთხრობებისნაირი, ჩვენ (ამბავი) and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to ჩვენ (3)

  1. გამოხმაურება: ჩვენ (4) | აზრების ბოლში გახვეული სიგარეტები

  2. Christine ამბობს:

    qeeeee ar daikideb ra tqma unda, es marto sheni istoria ki araa, chemicaa :D ase rom pasuxismgeblobit moekide am sakitxs :D :D :D :D :D :D magari xar, vamayob shenit.

    Like

  3. egoisthedgehogtwo ამბობს:

    male ipovne gagrdzeleba da shematyobine mainteresebs sashinlad :))

    Like

  4. dekemberiusi ამბობს:

    როგორ მიყვარს ასეთი მოთხრობები და ფილმები ^^
    სულმოუთქმელად ველი გაგრძელებას =]]

    Like

  5. anNie... ^_^ ამბობს:

    სიტუაციის დაძაბვა მოუხდებოდა ახლა ამას ; ) ძაან მომწონს <3 მეც კი მომინდა გაგრძელება ჩემით შემექმნა :დ…

    Like

  6. siyvarulovna ამბობს:

    არ დაიკიდებ და ახლიდან დაწერ :დ

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.