საავადმყოფოში

პოსტი რომელიც იანვრის მაქსიმუმ შუა რიცხვებში უნდა გამოქვეყნებულიყო :დ

ღამე მეორე
საავადმყოფოში ვათენებ, დეიდაჩემს მანქანა დაეჯახა და ფეხები აქვს დაშავებული. საზიზღარი პლატაა. პალატაში მარტო ვართ. გარეთ დიდი დერეფანია. დერეფნიდან უფრო დიდ გაურკვევლობაში გადიხარ. ტუალეტი და ეგრედ წოდებული”ბუფეტი”… საილენთ ჰილი გინახავთ? ხერხი 8 გადაიღებდა კაცი :დ დიდი გაურკვევლობის ბოლოში გაუქმებული რეანიმაციაა. ჩაბნელებული დერეფნით სადაც ერთი ნახევრად ჩამქრალი ნათურა ცახცახებს. კედლებზე აყუდებული საწოლები და ერთმანეთზე დაწყობილი საკაცეები. სუფთა საშინელებათა ფილმია. აქეთ მხარეს ფანჯრებიდან რეანიმაციის ფანჯრები ჩანს. ამ ორ მხარეს პატარა დერეფანი აკავშირებს. წეღან სანამ პალატას ალაებდნენ დრო ვიხელთე შევიპარე : ) ვაიმე, კედლებზე ათამაშებული საშინელი ჩრდილები. სიბნელე. საწოლები თითქოს ჭრიალებენ. მათ ქვეშ ისეთი სიბნელეა გეგონება ვიღაც იმალება და ეს ესაა წითელ თვალებს შემოგაჭყიტებს : ))) ბავშვობაში როცა ჯერ კიდევ ოთახში მარტო დარჩენისაც კი მეშინოდა ხშირად წარმოვიდგენდი როგორ ვიკეტებოდი სკოლის შენობაში შემთხვევით მარტო. როგორ დავდიოდი შიშით აკანკალებული დერეფნებში, მერე ფიქრებს სიზმარში ვაგრძელებდი როგორ დამდევდნენ რაღაც საშინელი ტვარები და როგორ ვიმალებოდი. რა მაგის პასუხია და მთელი ცხოვრებაა სიზმრებში რატომ ვიმალები?! :დ

დაახლოებით ესეთი პონტი იყო :დ

ბავშვობაში შიშის გრძნობა ძალიან მიყვარდა, ახლაც მიყვარს ოღონდ რამე მისტიკურის და ამოუცნობის შიშის : ))) ამიტომ ვიგონებდი ამდენ მეგობრებს და ამდენ მონსტრებს ალბათ…
ხოდა იმ რეანიმაციაში ბავშვობის შიშები და ის გრძნობა გამახსენდა როგორ ვკრავდი მუშტებს შიშისგან და შიშით გამოწვეული სიამოვნებისგან : )
ისა ლირიკულ გადახვევამდე ზემოთ ნახსენებ ფანჯრაზე ვსაუბრობდი : ) სანამ იქ შეპარვას გადავწყვეტდი ამ ფანჯარაში ვიყურებოდი მოპირდაპირე მხარეს საკუთარ სილუეტს ვხედავდი და წარმოვიდგინე როგორ მეპარება უკნიდან რაღაც რიუგის ნაირი არსება, როგორ ვტრიალდები უცებ უკან მაგრამ არავინ არ არის, წინ კი ის რაღაც ტვარი ჩემს სილუეტს კლავს : ))))))))
მოკლედ ამ ოცნებებში 40 წუთი შემომადნა და დეიდაჩემი კინაღამ წყურვილით მოვკალი :დ როგორ მინდა რამე მისტიკური მოხდეს : (((((( ამ საავადმყოფომ გამარეკინა : (((((((((((((( რაღაც ნახატის იდეები მომივიდა სამწუხაროა რომ არაფერი არ მაქვს აქ : ( მეძინება… მარა რა აზრი აქვს ნახევარ საათში ბუძილნიკი დარეკავს წამლის დალევის დროა :(((((


ღამე მესამე
გავშტერდი. ახლა მგონი მესმის პატიმრების, 4 კედელში გამოკეტილობას სიკვდილით დამსაჯობ მირჩევნია, ამიტომ თუ ოდესმე დანაშაულის ჩადენა მომინდა ისეთ ქვეყანაში ჩავიდენ სიკვდილით სადაც სჯიან…
ჩვენს პალატაში სხვა პაციენტები არ არიან. საბედნიეროდ, იმიტომ რომ მეეჭვება ვინმე საინტერესო ყოფილიყო, ირგვლივ კვნესის გარდა არაფერი ისმის. მთელი დღე და ღამე… იმ დიდ გაურკვევლობაში გუშინ რომ ვახსენე ისეთი სიჩუმეა ყურებს მიგუბავს. გუშინ საშინლად მეძინა, მამენტ აქ კარგად ჯერ არ მიძინია მაგრამ გუშინ განსაკუთრებით… ღამე ყოველ ერთ საათში ვიღვიძებ რომ ნემსის გასაკეთებლად ექთანს დავუძახო. 2 საათზე ყვირილმა გამაღვიძა ვიღაც ბიჭი ყვიროდა საიდან მოვიტანო 1000 ლარიო : ((((( დილით ექთანმა გვითხრა ბავშვი მოუყვანია ღამე საოპერაციო : ((((((( მთელი დღეა მაგაზე ვფიქრობ … ნეტა რა ქნეს? აქ ყველას პატარა ბავშვი ვგონივარ და ლამისაა ენა მომიჩლიქონ. ეს პალა ბავში ვინ ალისოოო ლამდენი წლის ვალთოოო ^^ მე წარბაწეული ვპასუხობ: 22 წლის ვალთო ცვენო. უიო და გადიან :დ:დ:დ სხვათაშორის 13 პალატაში ვართ : )))) 14 პალატასთან იმდენჯერ გავიარე პაციენტი კაცი უკვე თვალს მიკრავს ალბათ კიდე რამდენიმე დღე რომ დავრჩეთ ხელს მთხოვს :დ:დ:დ მოხუცებმა არ იციან ლელა რომ ავარიაში მოყვა.. ძალიან ვნევიულობ არ ვიცი როგორ უნდა ვუთხრათ ან რა რეაქცია ექნებათ.. თან ოპერაციაზე რომ გაიგონ საერთოდ გარეკავენ.. მოკლედ რა…
იმ გაუქმებული რეანიმაციიდან სახურავზე ასავლელი ვიპოვე. ის ის იყო კიბეებზე უნდა ავმძვრალიყავი რომ დერეფნიდან ძაღლის ყეფის ხმა გავიგე. გათეთრებული გამოვედი იქიდან მე ხომ ძაღლებზე მანდრაჟი მაქვს აკიდებული :დ მაგრამ აღმოჩნდა დამლაგებელს აქანდაზი დავარდნია მეტლახზე :დ:დ რატომ აღვიქვი ძაღლის ყეფად არ ვიცი :დ იქ რა გინდოდაო მკითხა. მეთქი გასასვლელი შემეშალა … მეტი არაა ჩემი მტერი :დ აქეთა მხრიდან ჩანს იმ კიბეს სად ავყავართ. სახურავზე რაღაც კარლსონის მაგვარი სახლივითაა, ჩემის აზრით იქიდან აღმოჩნდები სახურავზე.. ესე იგი თავისუფალ დროს მოვიხელთებ თუ არა დავძვრები აქეთ იქეთ და ხან ქეით ვინჩესტერად წარმოვიდგენ თავს ხან აგენტ სკალად :დ იქეთ მხარეს კიდევ ერთი ადგილი ვიპოვე ძველ აპარატურას და გინეკოლოგიურ საზიზღარ სავარძლებს და ეგეთ ვეშებს ინახავენ, დიდი ფიზკულტურის დარბაივითაა სკოლაში რომ იყო. ჯიგ სოვის ოთახივითაა :დ
საავადმყოფოს იქითა ფლანგის ფანჯრებში ტიტველი ქალების პონტიც იყო :დ:დ:დ მოკლედ არც ისეთი მოსაწყენია მამენტ აქაურობა თუ რამე არ გაქვს მოტეხილი. თუ იმას არ ჩავთვლით რომ მესამე დღეა ნაცრისფერი კედლების გარდა არაფერი მინახავს და გარეთ ცხვირი არ გამიყვია….

ღამე მეოთხე
ღამის ოთხი საათი იქნება მობილური პალატაში დამჩა, რომ გამოვედი 4ის ნახევარი იყო.. სახურავზე ვზივარ. ჟოლოპის თუ რაც ქვია იმაზე ფეხები მაქვს შემოწყობილი და ვეწევი. თუ ჩავეხეთქე აქედან სული არ დამყვება დაბლა :დ:დ საერთოდ რომელი ნორმალური ამოძვრებოდა აქ. ვინმემ რომ დანინახოს გამაპინტრიშებენ აქედან თუმცა რა მნიშველობა აქვს ხვალ ისედაც სახლში ვბრუნდებით ^^ წინ აივანზე სიგარეტის ნაკვერჩხალს ვხედავ თვითონ ადამიანი არ ჩანს სიბნელეში.. უკვე ისეთი გაშტერებული ვარ ჩემი გონება რაღაცებს იგონებს, :დ ჩემი სავარძელი ჩემი ჩაის ჭიქა… ეჰ წავედი ბოლოჯერ დავიძინებ იმ საშინელ საწოლზე : )))

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to საავადმყოფოში

  1. გამოხმაურება: კიდევ ერთი ახალი წელი რომელიც შეიძლება უკანასკნელია :დ | სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

  2. emelini ამბობს:

    magari postia.ici mec carmovidgen xolme aset ragaceebs ogond yvelafers zedmetad kargs.da es mashin momdis roca gakvetilze var.mgoni sheshlilad mtvlian.

    Like

  3. Grio ამბობს:

    სერიოზული პოსტია, ხერხი 8? კარგი იდეაა.

    Like

  4. Seymour Glass ამბობს:

    რავი, ბნელი და დაგრუზული სახლები ევასებოდა მაგასაც :D

    Like

  5. Kate_AlukaЯD ამბობს:

    Seymour Glass
    უი რატომ? :)

    siyvarulovna
    ხო მაგის მერე ფობია მაქვს სერიოზული :დ:დ:დ

    Like

  6. siyvarulovna ამბობს:

    ეეე… რა მაგარი პოსტი იყო ქეეთ. მარა მტელი 4 დრე 4–კედელში არ გინდა ყოფნა?!

    სახურავზე მანც აძვერი არა? :დ

    შენა და ძაღლების მას შემდეგ გეშინია რაც 3 თვე დალევა აკრძალული გქონდა? :დ

    Like

  7. Seymour Glass ამბობს:

    ედგარ პო გამახსენდა რატომღაც ^_^

    Like

  8. მიყვარს მისტიური ადგილები!

    Like

  9. გამოხმაურება: საავადმყოფოში « ბლოგზმანება

  10. mecmikvarkhar ამბობს:

    ძალიან კარგია

    Like

  11. molly bloom ამბობს:

    კარგია :)

    Like

Leave a reply to ირმის ნახტომი კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.