წარწერა ჯოჯოხეთის კარიბჭეზე..

შედიან ჩემით მარადიულ ტანჯვის მხარეში
სადაც მოელით ჯოჯოხეთის შავი ქვესკნელი
შედიან ჩემით სამუდამო სიმწუხარეში
შემოქმედია სამყაროში ჩემი შემქმდელი
სიკვდილისა და უკვდავების წყალის დამშრობი
სიბრძნის სიკეთის სიყვარულის ერთად შემკვრელი
ჭეშმარიტებამ შემიფარა თავის უბეში
ვარ არსებებზეც პირველქმნილზე ადრე ნაშობი
ჯობს მიატოვო შემომსვლელო გარეთ ნუგეში.

ეს მგონი “რეაქტიული კლუბის” თარგმანია. ადრე ვიპოვე სადღაც მაშინ დანტეს ჯოჯოხეთი გაგონილიც არ მქონდა :D და არ ვიცოდი საიდან იყო :))))

__________________________________

“ჩემს უკან სუფევს ტანჯვისა და ცრემლთა ქალაქი,
ჩემს უკან სუფევს უნაპირო, უსაზღვრო სევდა,
ჩემს უკან შავი სამყაროა სულთ წარწყმენდილთა.

მართლმსაჯულება ფუძედ ჰქონდა ჩემს დიად შემქმნელს,
მე ვარ ნაყოფი ღვთაებრივი ძალმორჭმულების,
უმაღლეს სიბრძნის და პირველი სიყვარულისა.

ჩემს გაჩენამდე წარმავალი არ არსებობდა,
მარადიული ყოფნა არს ჩემივე ხვედრი.
თქვენ, აქ მოსულნო , იმედები დატოვეთ ყველა!

ჯოჯოხეთის ბჭეს ეს სიტყვები ეწერა შავად.”

ეს კი გამსახურდიას თარგმანი რომელსაც ახლა ვკითხულობ :)))))

პ.ს. ვაიმე დანტეში ჯოჯოხეთი ისეა აღწერილი შემზარა :| მარტო ოთახში ვერ ვკითხულობ ლამის :D:D

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

13 Responses to წარწერა ჯოჯოხეთის კარიბჭეზე..

  1. 123a ამბობს:

    au shemeshindasavit :D

    Like

  2. kevana ამბობს:

    რა კარგი დამშვიდებაა :გატრუნულ: :დ

    Like

  3. Oroli ამბობს:

    ვიცოდი, რო ჯოჯოხეთში ყოფნა არ იყო კარგი :)))

    Like

  4. Lord Vader ამბობს:

    დღეს ვალპურღის ღამეა და არ გამაზო :) (პოსტის ამბავში)

    Like

  5. Lord Vader ამბობს:

    მარქ თვენმა უკეთესად თქვა: კლიმატი სამოთხეში ჯობს, მაგრამ პუბლიკა ჯოჯოხეთში უფრო საინტერესო შეიკრიბაო.

    Like

  6. kevana ამბობს:

    :) ჟენიალ…. “აქ შემოსულნო, იმედები დატოვეთ ყველა!”

    Like

  7. islandglocke ამბობს:

    ai marTla araCveulebrivia…sul tanSi damiara….momwons,Targmani idealuria :)

    Like

  8. ჯორჯ პაიკი ამბობს:

    ძალიან მიყვარს ეგ “აბრა”. :)

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.