მორიგი ბლადუნობა


ამინდები ჩემს ხასიათს ხელს უწყობს . ვგიჟდები წვიმაზე. სამსახურში დიდი ფანჯრის წინ ვზივარ, მთელი ქუჩა ჩანს. ვხედავ როგორ გამორბიან სკოლიდან ბავშვები ფერადი ქოლგებით : ))) როგორ მოაბიჯებენ საყელო აწეული უფროსები შავი ქოლგებით. : )))
მგონი ფილტვების ჩუმი ანთება მაქვს თუ რაღაც წიპა ტავო. ძალიან მახველებს და ხველებისას ფილტვები მტკივა. უნდა ავიდე პოლიკლინიკაში და გავესინჯო ერთი… ფილტვების ანთებით სიკვდილი არ მინდა ცოტა სხვა გეგმები მაქვს ჩემს სიკვდილთან დაკავშირებით : ))))
ნუ გეშინიათ წუწუნს არ ვაპირებ. რამდენიმე თემას მინდა შევეხო თუმცა ჯერ არ ვიცი რას :D ჯერ ის რომ ღმერთმანი რასაც ვერ ვიტან ის დამემართა საშინლად მერყევი გავხდი.. ვყოყმანობ ყველაფერზე: ჩაი დავლიო თუ ყავათი დაწყებული რავიცი რითი აღარ დამთავრებული . ეს ფაქტი მართლა ძალიან მაწუხებს.
რაც მუშაობა დავიწყე იმდენ ხალხთან მიწევს ურთიერთობა და ისე უსიამოვნოდ გაოცებული ვრჩები :( რაღაცნაირად იმედს მიცრუებენ ადამიანები :( ძალაუნებურად მეც ვიცვლები უფრო გულჩვილი გავხდი : D უფრო ადვილად მიმაქვს ყველაფერი გულთან. ყველა ნიტოდ ნათქვამზე ცრემლების წამოყრა მინდება : D არადა როგორ ვერ ვიტან უწიპუწი სენტიმენტალიზმს. არა რა ძალიან არიან ადამიანები შეცვლილები. ურთიერთობები, სიყვარული, მეგობრობა…
სულხან-საბას სიტყვა მეგობარი შემდეგნაირად აქვს განმარტებული: “სამუდამოდ განუყარი საყვარელი, სათანადო მოყვასი, მარადის თანა მყოფი”. რას ნიშნავს ეს?! მოყვასი, ფართო მცნებაა. გულისხმობს არა მარტო ნათესავს ან თვისტომს არამედ ყველა ადამიანს თვით მტერსაც კი. მეგობარი კი არის ადამიანი რომელიც შენს გვერდითაა არა მარტო ლხინში ან როცა მართალი ხარ. არამედ გაჭირვებაში ან მაშინ როცა მტყუანი ხარ და ყველამ ზურგი გაქცია. სადღაც წავიკითხე ადრე, საიდუმლო საიდუმლო აღარ არის როცა ის 2 ადამიანმა იცისო. ჩემის აზრით ეს მეგობრობას არ ეხება. მეგობარი იგივე “შენ” ხარ. უნდა იყო ყოველ შემთხვევაში : ))))
“არა ავნო მოყვასსა შენსა და არცაღა მო-რა-სტაცოო”… “არა გძულდეს ძმა შენი გონებითა შენითა, არა მოიღო მისთვის ცოდვა და არცა შური იძიოს ხელმან შენმან და არცა ძვირი იხსენო ძეთათვის ერისა შენისა, და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი”.. – ამას ლევიტელთა წიგნში ვკითხულობთ, მაგრამ ეს მარტო “მოყვასზე” არ უნდა ვიგულისხმოთ. გვიყვარდეს საერთოდ ყველა ადამიანი, ყველა ჩვენნაირი.
“უკეთუ ვინმე მოგიხდეს თქვენ მწირი ქუეყანასა თქუენსა, არა აჭირვებდეთ მას”..
მაგრამ სამწუხაროდ ჩემო კეთილო ადამიანებო ეს ყველაფერი ჩვენში მხოლოდ სანათესაოს და საახლობლოს აღმნიშვნელად დარჩა. “მტერი” და “მოყუასი” უკვე იმდენად შეწყვილებული მცნებებია სადაც ანტაგონიზმი განელებული კი არ არის მთლიანად წაიშალა და გაქრა. ერთადერთი გზა ის არის რომ უარი ვთქვათ მტერ-მოყვრად ადამიანების დახარისხებაზე. “იყუარებდეთ ურთიერთას” რამეთუ “ღმერთი სიყვარულ არს”. ამიტომ ჩემო კეთილო ადამიანებო როცა გეუბნებით რომ მე მიყვარხართ თქვენ, ღმერთმანი არ ვტყუი : )))) თუმცა არ გეგონოთ ანგელოზად მომქონდეს თავი. მეც შემიძლია სიძულვილი თანაც დიდი სიძულვილი ჩემდა სამწუხაროდ
რაზე დავიწყე და სად წავედი : ))))) მაგრამ არ დავწერო ჩემს ვორდპრესის მინდორზე სადაც შუაში როიალი მიდგას, ჩემი საწუხარი? : ))))) არც ბოდიშ არ მოვიხდი რომ თავი შეგაწყინეთ : ))) იიიიშ : D აი ლიოც არ მიმესიჯებს : ((( არადა 7 საათამდე აქ უნდა ამომხდეს სული :(:(:( წიგნი კიდე სახლში დამჩა. : (( დანტე დანტე.. ეს კაცი დღითიდღე მაოცებს : ))) საერთოდ ბევრი რამე მაოცებს : )))))) მაგრამ ცხოვრებაში პირველად არ მინდა იმ კითხვებზე პასუხი რომლებიც ასე მაწუხებს.
წავედი ახლა მე თორე მე თუ ჩავირთე მორჩა : ))))
დროებით კეთილო ადამიანებო. მე მიყვარხართ თქვენ : ))) ძალიან ბევრს ნიშნავთ ჩემთვის.. თქვენ მე ძალას მაძლევთ!

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო. Bookmark the permalink.

9 Responses to მორიგი ბლადუნობა

  1. supernatural says:

    მიყვარს გენაცვალე წვიმა მარა 1 თვე შეუჩერებლივ? :D

    ისე ადამიანების იმედი არ უნდა გქონდეს :დ

    მე და ჩემი და რო მაგაზე ლაპარაკს ვიწყებთ რაღAც საოცრებამდე მივდივართ ხოლმე :D

    Like

  2. @Nicole
    მადლობა საყვარელო! :*:* მიყვარხარ! :*

    @SaLoMea_Mze
    ხოო არ მიკვირს :D

    Like

  3. SaLoMea_Mze says:

    რო იცოდე მაგ შენ დამოძღვრებს გადავახტი :) :) :)
    არ ვიყავი მაგის კითხვის ხასიათზე და :)
    მე მაპატიეთ :)

    Like

  4. Nicole says:

    და ხანდახან პასუხები კი არა, თვითონ კითხვებიც არ გინდა დაგებადოს. ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა. ეს მაშინ მემართება, როცა არა მი-შავ-ს, ანუ სამყაროს მაინცდამაინც შავ ზოლად არ აღვიქვამ, მაგრამ არ ვიცი, რა ფერია სინამდვილეში.
    ისე, კარგი ქენი, რომ შემოგემოძღვრეთ: დღეს ძალიან მჭირდებოდა!
    მიყვარს შენი პოსტები! :)

    Like

  5. nightrider says:

    aha eseigi shen samsaxurshi mteli dge fanjridan iyurebi…
    memgoni droa shens ufross davelaparako………
    :D :) :D :) :D :) :D :) :D :) :D :) :D :) :D

    Like

  6. Kemmo says:

    ჰუჰ ეს რა იყო :D მარა რატო დაგმოძღვრე?

    Like

  7. kevana says:

    :*
    ეს მაგარია, როცა არ გინდა შემაწუხებელ კითხვებზე პასუხი… მაგარია თქო იმიტომ ვიძახი, რადგან არ გამომიცდია ეგ და მგონია რაღაც… რაღაც განსაცვიფრებელი.. აქამდე ყოველთვის ვფიქრობდი: კითხვას, რომელიც გაწუხებს, რაღაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს, თუნდა არასრული და არადამაკმაყოფილებელი… და ვეძებდი,… ან კიდე, კითხვა არ მქონდა და ვიყავი მოსვენებული…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s