ლილითი და ჯოჯოხეთის იერარქია

ჯონ კოლიერის "ლილითი"

ლილიტი (ებრ. לילית) — ებრაულ მითოლოგიაში ადამის პირველი ცოლი. ნახსენებია მკვდარი ზღვის ხელნაწერებში, ბენ-სირას ანბანში, ზოჰარში.

ლეგენდის თანახმად როდესაც ლილიტი დასშორდა ადამს, ის ეშმაკი გახდა, ახლადდაბადებულებს კლავდა (მსგავსი პერსონაჟი არსებობს არაბულ მითებშიც). მესოპოტამიურ მითოლოგიაში მოხსენებულია ასევე ღამის ეშმაკი, რომელიც ახლადდაბადებულებს კლავს, მას ლილუ ჰქვია.
ვიკიპედია

უძველეს ასტროლოგიაში “ლილიტს” უწოდებდნენ “ასტრალურ პლანეტას”, რომლის დედამიწის გარშემო ბრუნვის პერიოდი 126 წელიწადს მოიცავდა. სწორედ ამ პლანეტას მიაწერდნენ ტყუილს, ცდუნებას და სხვა ბოროტ გავლენას. ახლა ასტროლოგიაში ცნება “შავი მთვარე” აღნიშნავს მთვარის ორბიტის აპოგეას, რომლის ბრუნვის სრული ციკლი (მთვარის ორბიტის გარშემო) დაახლოებით 9 წელს შეადგენს.

თუმცა, შავ მთვარეს აქვს სხვა სახელიც – ლილიტი.

ლილიტი ბიბლიური ადამის პირველი, უცნაურად გაუჩინარებული ცოლის სახელი იყო.

უძველესი ბიბლიური პირველწყაროების მიხედვით, ღმერთმა ქალი და მამაკაცი ერთდროულად, სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს შექმნა. ამ პირველ ადამიანებს ადამი და ლილიტი ერქვათ. ენოქის პირველ წიგნში, რომელიც ჩვ წ.-აღ-ის პირველ საუკუნეს ეკუთვნის, არსებობს ლილიტის დაწვრილებითი აღწერა, ხოლო ენოქის წიგნიდან გადაწერილ კაბალაში (6-7 საუკუნეები) ლილიტი რატომღაც აღარ არის მოხსენიებული.

ასეა თუ ისე, თევზების ეპოქაში ლილიტი აშკარად “რეპრესირებული” იქნა.
შეგახსენებთ, რომ ძველი აღთქმისეული ადამისგან განსხვავებით, ლილიტმა შეინარჩუნა თავისი ღვთაებრივი საწყისი, მას შეუძლია იცვალოს იერი, თავისუფალი, ძალიან ჭკვიანი, ერთობ ნაყოფიერია და რაც მთავარია: მოკვდავად არ იქცა.

ღმერთმა ლილიტი დასაჯა თვითნებობისთვის, მაგრამ არა – ისე, როგორც ადამი და ევა.

ჯერ ერთი, ლილიტს აეკრძალა ადამიანებს შორის ცხოვრება. მისი სახლი შორეულ და პარტახ ადგილებში უნდა მდებარეობდეს.

გარდა ამისა, ყოველდღიურად უნდა დაიღუპოს მისი ასი შვილი. თავისუფლებისმოყვარე ლილიტის შთამომავლობა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ – დღემოკლე.

ლილიტის შესახებ ცნობები მოიპოვება კაბალაში, ზეპირ თორაში, ოკულტიზმსა და ბიბლიაშიც კი.

კაბალას (პაპიუსის)მიხედვით, ლილიტი მართლა იყო ადამის პირველი ცოლი. თუმცა, შემდეგ უღალატა, რის გამოც ჯოჯოხეთში დაინთქა, სადაც სამოელს (სატანას) გაჰყვა ცოლად. ლილიტი ასახიერებს პროსტიტუციას, შიმშილს და შავ ჭირს.

ერთ-ერთ მაგიურ პენტაგრამაზე (პენტაგრამა გადმოტრიალებული პენტაკლი – წრეში ჩახატული ხუთქიმიანი ვარსკვლავია) გამოსახულნი არიან ლილიტი და სამოელი.

იუდეურ დემონოლოგიაში ლილიტი მდედრობითი სქესის ავი სულია. მისი სახელი წარმოდგება შუმერული დემონების – ლილუს, ლილიტუსა და არდატ ლილის სახელებისგან. ტრადიციით, ლილიტი ძალადობს მამაკაცებზე იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება, მეტი შვილი გააჩინოს. ამიტომ თალმუდი აფრთხილებს მამაკაცებს, სახლში ღამე მარტომყოფებმა არ გაათიონ.

იუდაიზმში ლილიტი ბავშვების მოძულე და მათი მტერია. იუდეურ კაბალაში (ზოჰარის წიგნი) ლილიტი სამოელის ცოლი და დემონების დედააა.

ევროპული რენესანსის ხანაში, თქმულება ლილიტზე, როგორც ადამის პირველ ცოლზე, ევროპულ ლიტერატურაში შევიდა.

ებრაულ გადმოცემებში უამრავი დემონი, ანუ შედიმია და ლილიტი ერთ-ერთი მათგანია. ესაა ღამის ქალი-დემონი (ივრითულ ენაზე ”ლაილა” დემონს ნიშნავს), რომელიც ღმერთმა ადამთან ერთად მის თანასწორად შექმნა და ლილიტმაც არ მოისურვა ადამის მორჩილი ყოფილიყო. მან წარმოთქვა ღვთის სახელი, რომლის წარმოთქმაც აკრძალული გახლდათ და იქცა ბოროტ დემონად.

ღმერთმა დაინახა, რომ ადამი იტანჯებოდა და მის სანუგეშოდ შექმნა ევა.
ლილიტი პირველად იხსენიება ბაბილონურ ეპოპეაში – “გილგამეში”, რომლის პროლოგშიც ვკითხულობთ, რომ ქალღმერთმა ინანამ, რომელიც 10 წლის განმავლობაში ახარებდა ხე ჰულუპუს, რათა მისგან თავისთვის ტახტი და საწოლი დაემზადებინა, ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ ხეზე “უცხოები” დასახლდნენ. დაუპატიჟებელ სტუმართა შორის იყო ლილიტიც – ძალიან ლამაზი ქალი ბუს ფეხებით…

ლილიტი მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის ლეგენდებსა და თქმულებებში მოიხსენიება.

სხვათა შორის, ლილიტი ედემში მუდამ ცნობიერების ხის ნაყოფს მიირთმევდა, რამაც მას ადამიანებისთვის უცნობი სიბრძნე შესძინა.

ერთადერთი ადგილი ბიბლიაში, სადაც შემორჩენილია ლილიტის სახელი, ისაიას წიგნია.

მოკლედ, შექმნა ღმერთმა დედამიწა და დაიწყო მისი დასახლება. შექმნა თანაბარუფლებიანი ქალი და კაცი – ადამი და ლილიტი. ლილიტის ღვთაებრივი საწყისი თავგზას უბნევდა ადამს, მისი სურნელი აგიჟებდა, მისი ხმა ჭკუიდან შლიდა, მისი სხეულის სიახლოვე ყველაფერს ავიწყებდა და არ დარჩა მის სულში ადგილი ღმერთისთვის. მხოლოდ ლილიტს ეთაყვანებოდა.

”არ შეიქმნა თავისა შენისა კერპი!” – შეეცადა ადამის გონზე მოყვანას ღმერთი.

“მერე რა მეშველება?” – არ თმობდა ადამი.

მაშინ ღმერთმა უთხრა, რომ ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს.

გადასცა ღმერთის სიტყვები ადამმა ლილიტს. ლილიტი არ დაეთანხმა. დაიწყო გაუთავებელი დავა-კამათი. ერთ-ერთი ასეთი ჩხუბი აღწერილია “ბენ-სირის ანბანში”:

“- მე არ დავწვები შენს ქვემოთ, – თქვა ლილიტმა.

– არც მე, – მიუგო ადამმა, – მხოლოდ ზემოდან დავწვები. იმიტომ, რომ შენზე აღმატებული ვარ.

– ჩვენ თანასწორი ვართ, – შეედავა ლილიტი, – არ დაგემორჩილები!

– შენ არავინ არა ხარ! – გაბრაზდა ადამი, – ჩემს დამხმარედ ხარ შექმნილი და ასეც იქნება.”

ასე არ მოხდა. განრისხებულმა ლილიტმა წარმოთქვა ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმაც იკრძალებოდა, დასწყევლა ადამი და გაფრინდა წითელი ზღვისკენ.

ღმერთმა ანგელოზები დაადევნა, უკან დაბრუნდიო, შეუთვალა, თორემ ყოველდღიურად შენი 100 შვილი მოკვდებაო. ლილიტმა დაბრუნება არ ისურვა. მას აღარ უყვარდა ადამი.

უფრო მეტიც, ეზიზღებოდა მისი სისუსტის, ყოყოჩობისა და ღალატისთვის (იგულისხმება ღმერთის გამო). იმდენად სძულდა, რომ შურისძიება დაიწყო:

ბავშვებს და მშობიარეებს კლავდა და მათ სისხლს წოვდა. რაც გასაკვირი არაა, თუ გავიხსენებთ, რომ ყოველდღე მისი 100 შვილი იღუპება იმის გამო, რომ ლილიტმა თავისუფლება არჩია საძულველ გარემოში ცხოვრებას…

____________________________________________________________________________________

ჯოჯოხეთის შვიდი უფლისწული:

1. ბაალ-ბერითი _ რიტუალებისა და ხელშეკრულებების მბრძანებელი
2. დუმა _ გეენას დემონების სარდალი
3. მერირიმი _ ჰაერის უფლისწული
4. სარიელი _ მთვარის უფლისწული
5. რაჰაბი _ ოკეანეების პრინცი
6. მეფისტოფელი _ მთავარი გამანადგურებელი
7. ლუციფერი _ ყველა ზემოთჩამოთვლილის ლიდერი და საგანძურის მმართველი

სხვა მთავარი დემონები:

1. არდამალეკი _ ცეცხლის უფლისწული
2. კარნივუ _ მფლობელობის დემონი (Demon of Possession)
3. პითონი _ მატყუარა სულების უფლისწული
4. მამონი _ მაცდურების, ძუნწებისა და ხარბების მბრძანებელი
5. რიმონი _ ქარიშხლებისა და ჭექა-ქუხილის უფლისწული

მთავარი ქალი დემონები:

1. ლევიათანი _ ქაოსის მბრძანებელი
2. ბარბელო _ ზუსტი დანიშნულება უცნობია, სავარაუდოდ მეორედ მოსვლის დროს დემონები პირველ გამარჯვებას მისი მეთაურობით მოიპოვებენ.
3. პროზერპინა _ გამანადგურებელი
4. ასტარტე _ გარდაცვლილთა სულების დედოფალი
5. აგრა-ბათ-მალატი _ სატანის ერთ-ერთი ცოლი და კახპების დედოფალი
6. აშეთ ზენუნიმი _ ესეც იგივე
7. ლილითი _ სატანის უსაყვარლესი ცოლი
8. ნაამა _ ცდუნებების დემონი.

_____________________________________________________________________________________

ნუ დაიჯერებთ ამ ზღაპრებს =))) ისინი უბრალოდ საინტერესო წასაკითხია =)))

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , . Bookmark the permalink.

22 Responses to ლილითი და ჯოჯოხეთის იერარქია

  1. misho ამბობს:

    Tu jojoxetshi moxvedrili adamiani itanjeba ranairi mfarvelebi arian es demonebi :) …. me vtvli rom gmerts chirdeboda dzlieri angelozi satana ro ekontrolebia jojoxeti …yvelas samotxeshi ver daatevda da tviton jojoxetshi ver cavidoda

    Like

  2. gio_15@posta.ge ამბობს:

    saqmec imashia ro vicn aricis sjerat aseti rameebis,rac dzalian cudia .am siteze pirvelad shemovedi da ragac ucnauri situaciaaa(((

    Like

  3. gio_15@posta.ge ამბობს:

    yvelaferi yvelaferi kargimofiqrebuli da dawerilia mkitxvelis gasartobad.magram bibliashi aseti rame ar aris moxsenieruli arc dzvel agtqmashi da arc axalshi.im chamotvlili demonebidanac kargi mofiqrebulia saxelebi :D:D:D:D.isic icit ro mati saxelebi aravin icis da verc veravin gaigebs..sagolam postistvis martla saintereso zgapari iyo .:)

    Like

  4. goga ამბობს:

    ერთი, განა ქართველებს ნაკლები ზღაპრები და თქმულებები გვაქვს ოჩიკოჩებზე, ჭინკებზე, ალქაჯებზე და სხვებზე? ეს ქალდეურ–ებრაული ზღაპრები რა საჭიროა? მაგრამ ეს ლილიტი გაცილებით სერიოზული თემაა, იგი დემონია ე. ი. არ არის ზღაპრების პერსონაჟი. ისე, რას ერჩით მაგ საცოდავს? მისი გაჭირვება ეყოფა – მეორედ მოსვლის შემდეგ კი ჩააყუდებენ მარადიულ ცეცხლოვან გეენაში, მაგრამ ვისაც იგი მისი ურჩობის და “თავისუფლების”, ან ეროტიკული გამოსახულებების გამო ძალიან შეუყვარდება, დიდი შანსი აქვს, თან გაჰყვეს იმ გეენაში.

    Like

  5. me ამბობს:

    მართლაც საინტერესო (ზღაპრული)წასაკითხი იყო :)

    Like

  6. mari ამბობს:

    mec igives vfiqrob.momwons liliti

    Like

  7. papena ამბობს:

    mainc goneba shezgudulebi xart, kitxulobt da mtavari ra aris kuradgebasac ar aqcevt. mtavari liliti da demonta ierarqia ki ar aris mtavari gvtis saidumlo saxelia:))))))))) chemi azrit namdvili oqros sacmisi, graali, pilosofiuri qva scored sitkvaa ” pirvelad iko sitkva da sitkva igi iko gmerti da sitkva igi iko gmrtisa tana” ai es sitkva carmotqva chemi azrit lilitma da aseve chemi azrit is sitkva qartul enashia kodirebuli, xolo “romelman xados saxeli uflisa scxondes”
    p.s ki giji var

    Like

  8. ბაბისა ამბობს:

    saintereso iyo :)

    Like

  9. daliela ამბობს:

    gogo ameebs vkitxulob sul,rasac eset temebze wer da tan xz rato meshinia :D

    Like

  10. NB2511 ამბობს:

    kargi postia, me vicodi rom lilith meore xarisxis demonia… demonebis klasifikaciac sxvanairad vici, magram dzalian momewona posti. ukve ramdenime welia lilithze informacias vagroveb, shen shesanishnavad mouyare tavi am yvelafers. da is gamogrcha rom lilithi iyo adamisa da evas shemacdeneli, gveli xom misi cxovelia, ertert eklesiaze aris gamosaxuli scena xestan lilithi eva da adamia. xo kide is rom lilith goethes faustshic aris naxsenebi, mefistofeli mgoni tavis das uwudebs “lilitus” zustad ar maxsovs.

    Like

  11. mr.picasso ამბობს:

    შენ ხომ ვერ წარმოიდგენ რამდენ კითხვაზე გამეცი პასუხი ძალიან დიდი მადლობა ამ მასალის დამუშავებისთვის. ეს ყველაზე კარგი პოსტია რაც კი წამიკითხავს. უღრმესი მადლობა. ლილითზე ცოტა რამ მეც ვიცოდი და მეტი მასალა ვერ მოვიძიე კარგი რამ შემახსენე. დემონოლოგიის ლექტორს ვკითხავ დამატებით რა შეიძლება წავიკითხო მასზე და ვნახოთ იქნებ მეც მივუძღვნა ამ ქალს პოსტი .

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.