მერწყული

მარტო მერწყულზე დავწერე იმიტომ რომ მერწყული ვარ : D რა ეგოისტი ვარ  : D

საერთო დახასიათება

20 იანვარი – 18 თებერვალი
ზოდიაქოს 9 ნიშანი.
ჰაერის 3 ნიშანი.
4 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ურანი,  სატურნი.
ასტროლოგიური სიმბოლო: მერწყული, ვერცხლის ხელები, ფრთები, ჩიტების და თვითმფრინავის ფრენა, ზიგ- ზაგი, ახალგაზრდობა, ბრძენი.
ასტროლოგიური ფერები:    რუხი, იისფერი, მოლურჯო-მომწვანო,  ლილისფერი (შავი ფერი უიღბლოა).
ასტროლოგიური ქვები:    ძოწი, ცირკონი, ღია საფირონი, ოპალი, ამეთვისტო, ლაზურიტი.
ასტროლოგიური ყვავილები:   ია, მურტი, ნარგიზი.
თილისმა:    გასაღები, ხატი.
იღბლიანი დღეები:  ოთხშაბათი, შაბათი.
უიღბლო დღეები:  კვირა.
იღბლიანი რიცხვები:  2, 4 (ყველა რიცხვი, რომელიც 4-ზე იყოფა), 8, 9, 11, 13.
მერწყული განაგებს ჰოროსკოპის მე-11 სახლს.

21 იანვრიდან 1 თებერვლამდე დაბადებულები ვენერის გავლენით – მოკრძალებული და დელიკატურები არიან. სიყვარულში მელანქოლიური და დახვეწილები.
2-დან 12 თებერვლამდე დაბადებულები მერკურის გავლენით  -ნაზი, ჭკვიანი, ცოტათი პატივმოყვარე, ზნეობრივნი არიან, გააჩნიათ იუმორის გრძნობა.
12-დან 20 თებერვლამდე დაბადებულები მთვარის გავლენით  -იმედგაცრუებული, თავშეკავებული, მოკრძალებული, მგრძნობიარე, სამართ¬ლი¬ა¬ნი,  უდრეკი, სასიამოვნოები არიან.

ურანი, მერწყულის მმართველი პლანეტა, ასტორლოგების  აზრით, ყველაზე ექსცენტრიკულია მთელს  მზის სისტემაში. მაგალითად მისი ღერძი ორბიტის სიბრტყისადმი არაჩვეულებრივი – 90–იანი კუთხით არის დახრილი. იგი თითქოს მხართეძოზეა წამოწოლილი. როცა მზე, ვთქვათ, ურანის სამხრეთი პოლუსის პიდაპირ დმებარეობს, პლანეტის მთელი ჩრდილოეთი ნახევარი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში აბსოლუტურ სიბნელეშია. როცა მზე ურანის ჩრდილოეთი პოლუსის პიდაპრი პოზიციაშა, პლანეტის სამხრეთი ნახევარსფერო ჩაიძრება ბნელში.  ურანის თავისებურებები, ხსვა პლანეტებისაგან რომ გამოარჩევს, ნამდვილად გამოგვადგება მერწყულის ნიშნის ადამიანების თავისებურებათა აღსაწერად. ამ ხალხის დიაპაზონი რიგითი ადამინებიდან გენიოსებამდე მერყეობს.
ასტროლოგიური მონაცემების მიხედვით ჩვენ ახლახანს შევედით მერწყულის ხანაში. იგი დაახლოებით 2000  წელს გასტანს. ამ დროის განმავლობაში კაცობრიობას მერწყულის ნიშნისათვის დამახასიათებელი თავისებურებები ექნება, განსაკუთრებით – ჰუმანიზმის ქადაგება. მერწყულის ხანის ზოგიერთი ნაადრევი გამოვლინება უკვე ჩანს თანამედროვე მეამბოხე და ფიცხი ახალგაზრდობის მოქმედებაში. მაგალითად, სოციალური რეფორმებით დაინტერესება, მათი უცნაური, წინააღმდეგობრივი მოქმედება, ჩაცმის მანერა და განსაკუთრებით, სექსუალური შეხედულებები – ჯგუფური კომუნები.  მაგრამ მერწყულის ხანის დადგომამდე დიდი ხნით ადრე, ამ ნიშნის მატარებელი ბევრი ადამინაი უკვე თავისებურად იქცეოდა, თვითგამოხატვას ცდილობდა ჩაცმის, თავის დაჭერის, მოქმედების უჩვეულო მანერით, რაც საგონებელში აგდებდა მათ დედ–მამას.
მერწყული გამღები ნიშანია, რომლის სიმბოლო წყლის დამღვრელი კაცია. ამ ნიშნის ხალხი კაცობრიობის გაუმჯობესებას ცდილობენ. ისინი „ღვრიან“ თავიანთ პიროვნებას და ნაყოფად იმკიან: დიდებას, სიმდიდრეს და თავაზიანობის ღრმა გრძნობას.
მერწყული სამმაგი ძალითაა აღჭურვილი, ასტროლოგიურად რომ ვთქვათ, იგი უძლეველია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მერწყული ჰაერის ნიშანია და ძლიერ გონებას ფლობს. მეორე იმიტომ, რომ  იგი მუდმივი ნიშანია და ეს ხალხი ნამდვილი სიბეჯითით გამოირჩევა, და მესამეც, მმართველი პლანეტის წყალობით, მისი სიცოცხლე თავისუფალია წვრილმანი მიწიერი საქმეებისაგან, რაც სხვა ნიშნებს მიზნის მიღწევაში ხელს უშლის. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ამ ნიშნით დაბადებული სულ სხვადასხვა დარგის გამოჩენილი ადამიანები იყვნენ: აბრაამ ლინკოლნი, სინკლერ ლუისი, მ. შვაბი, ჯონ ბერიმორი, როკფელერი, რუზველტი, ლორდი ბაირონი, ფრიც კრეისლერი.
განმასხვავებელი „ურანული თვისებებია“ ორიგინალობა და თვითგამოხატვა. შედეგების მიუხედავად, მერწყულს ვერ აიძულებ, არ თქვას და არ გააკეთოს ის, რაც საჭიროდ მიაჩნია; სინამდვილეში მერწყული „თვითგამოხატვის“ სინონიმია.
იმის მიუხედავად, დილეტანტებად დარჩებიან, თუ თავიანთ ენერგიას კაცობრიობის პრობლემებსა და საჭიროებების გადაჭრისკენ წარმართავენ , მერწყულებს ხალხში ყოფნა უყვართ. მათ ურთიერთობა სჭირდებათ, მაგრამ ურანი ისე აწყობს, რომ მათ არასწორად გაუგონ; თვითნ მერწყულსაც არასწორად ესმის თავისი თავის. მერწყულს ან ყველაფერი შეუძლია, ან არაფერი, მაგრამ მარტო იშვიათად იქნება. მისი სული გაგებას ესწრაფვის, მას ხალხი სჭირდება, მსმენელები.
მერწყული ჩვეულებრივ გამომგონებელია, მას ხშირად ისეთი რამ აინტერესებს, რაც სხვას უცნაური და უჩვეულო  ეჩვენება. მერწყული ხშირად წინ უსწრებს თავის ეპოქას. მას განვითარებული აქვს ინტუიცია, წარმოსახვა და შორსხედვა, ამიტომ ზოგიერთ ასტროლოგს მიაჩნია, რომ ურანის ზემოქმედებაში მყოფ ხალხს განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს ყველაფრის ათვისებისა, რომ ისინი ახალ ტექნიკას აღიქვამენ და ქვეყნად ყველაფრის გაუმჯობესებას ცდილობენ. წარმოსახვის რა ნიჭი აქვთ და როგორი კონსტრუქციული საზოგადოებრივი შეგნება. მე ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ჩემს კლინეტ მერწყულებს, მიჰყვნენ თავიანთ წინათგრნობებს და მისწრაფებებს, რაგინდ უცნაური არ ეჩვენებოდეთ ისინი.
მერწყულს ერთგვარი განდგომა ახასიათებს და ხშირდა ხალხს იგი ცივი და უსულგულო ჰოგონია. იგი ყოველთვის ისე როდი ერთვება ადმიანებთან ურთიერთობაში  როგორც სხვა, მაგრამ გულგრილნი არასოდეს არიან, მერწყული ურიგებს თავის საკუთრებას – წყალს მთელს კაცობრიობას. მას უყავარს სამსახურის გაწევა და იმის საშისროება არსებობოს, რომ ხალხი ამას ბოროტად გამოიყენებს, თუ ბრძნულ რჩევას არ მიიღებს მისმა კეთილშობილებამ იგი შიეძლება სულიერად და მატერიალურად გააღარიბოს. მერწყული მოწესრიგებულია; იშვიათად  ეწყინება რამე, სანამ დინჯი განსჯის შემდეგ არ გადაწყვეტს, რომ უსამართლოდ მოექცნენ. მერწყული გონებადამჯდარი, წინდახედული კაცია, იგი კარგად ეწყობა ცხოვრების ყოველგვარ პირობებს, ამიტომ კეთილდღეობის ბევრი ნივთი, რაც ხხვებს იტაცებს, მას არც აინტერესებს.

შემოქმედება და კარიერა

მერწყულები ახალი იდეებით, ჩანაფიქრითა და პროექტებით სავსე, ორიგინალურად მოაზროვნე ადამიანები არიან. მათი შემოქმედებითი აღტკინებანი სპონტანურია და მოულოდნელი. ისინი მოდისა და სტილის კანონმდებლები არიან დიზაინში, ინტერიერში, ტანსაცმელში, მუსიკასა და პლასტიკურ ხელოვნებაში. მერწულის ნოვატორული იდეები ხანდახან წინ უსწრებს დროს და ამიტომ ბედი სიცოცხლეშივე არ აჯილდოებს სახელითა და წარმატებით. მაგრამ მათ სახელის მოხვეჭაზე მეტად ახარებთ ის, რომ გზას უკაფავენ მომავალ თაობას.
მერწყულები უფრო სრულად ამჟღავნებენ თავიანთ ნიჭს, როცა ეძლევათ საშუალება იმუშაონ დამოუკიდებლად, სხვისი ჩარევისა და დახმარების გარეშე. ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია მეცნიერული აზროვნება, მათემატიკური და სხვა ზუსტი მეცნიერებების შესწავლის უნარი. ატომური ფიზიკა, თეორიული მათემატიკა, მედიცინა – აი მათი გონებრივი მოღვაწეობის სფერო. მერწყულებს იზიდავს ადამიანებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების შეცნობა; ამიტომ მათი მცდელობა ქვეყნად სარგებლობის მოტანის სიკეთისა და გულმოწყალების დამკვიდრებისათვის – ყველაზე უკეთ სოციალურ დარგებსა და ფსიქოლოგიაში პოულობს გამოხატულებას.

ტემპერამენტი და ხასიათი.

არჩევენ სუსტ და ძლიერ მერწყულს. საერთოდ ეს ანგელოზის და ეშმაკის ერთობლიობაა. მათ სძულთ თეატრალურობა, არ უყვართ ეფექტის მოხდენა, იმპოზანტურობა, მაგრამ არ არიან შოკირების წინააღმდეგ. სურთ სიამოვნების მინიჭება, მაგრამ ძირითადად საკუთარი თავისთვის. არ უყვართ პირობითობა საკუთარ თავთან მიმართებაში, მაგრამ ოჯახურ საქმეებში ძველმოდურები არიან. არ უნდათ ვინმეს დაემსგავსონ, მაგრამ სურთ, რომ ყველას უყვარდეთ. სურთ იყონ თავისუფალნი მატერიალური სამყაროს სიმძიმისაგან, მაგრამ ისწრაფვიან ძალაუფლების, მდგომარეობის, პრესტიჟისკენ.
ცნობისმოყვარენი არიან, მათ იზიდავს ყოველივე ახალი, სანამ არ მობეზრდებათ, სანამ არ ეზიარებიან ჭეშმარიტებას. იშვიათად ებმებიან რამეში. მათ შეუძლიათ ცხოვრების განჭვრეტა, არიან სულით მდიდარნი. მერწყულში შეიძლება იყოს რაღაც ნატიფი, ნაზი. ისინი მერყეობენ ინსტიქტსა და გონივრულობას შორის. მათთვის შეიძლება თითქმის  უცხო იყოს საკუთარი ემოციები.
უმრავლესობა რელიგიულია, მისტიკური, ესმით ბუნების, ვეგეტარია¬ნე¬ლე¬ბ¬ი¬¬¬ არიან, ყველასადმი კეთილი ზრახვებით აღსავსენი, არ იციან რა არის სიძულვილი. მათი ზრდილობა უბრალოებაშია, ზოგიერთნი მიმდობნი არიან, ზოგჯერ მეტისმეტად. არ არიან შორს მჭვრეტელნი, ცოტათი გულუბრყვილონი არიან. აკლიათ მონანიების, ბრალეულობის გრძნობა, ზოგიერთნი კი პირიქით ბოჭავენ თავიანთ მგრძნობიარობას, მალავენ გრძნობებს. ყურადღებას მომავალზე ამახვილებენ, აღწევენ უმაღლეს მიზნებს. მათ სხვაზე მაღლა სურთ  ყოფნა, არ მოსწონთ, როცა უთითებენ თუ რა აკეთონ, შეუძლიათ გახდნენ ეჭვიანი, არაკეთილმოსურნე, უგულისყურო, უყურადღებო და წამოაყენონ ლოზუნგი: “აკეთეთ, როგორც ვამბობ და არა ისე, როგორც მე ვაკეთებ”.
ჩაცმის გემოვნება ნაირფეროვანი აქვთ, წინააღმდეგობრივი, ქალები არჩევენ ორიგინალურობას. ზოგიერთ მათგანს შეუძლია მაცდუნებელი ეფექტის შექმნა, ძვირფასეულობისა და სამკაულების არქონისას ფერების გემოვნებით შერჩევის გზით. ზოგიერთების ორიგინალურობა ექტრავაგანტურობამდე და ექსცენტრულობამდე მიდის, ისინი შოკისმომგვრელ და სკანდალურ, რაღაც იშვიათს, უნიკალურს ეძებენ, არიან ულტრამოდურებიც.
პროფესიები

არ გააჩნიათ ნაადრევი ლტოლვა კარიერასა და ამბიციისადმი. ადამინური ნოტი შეაქვთ ყველაფერში, რასაც აკეთებენ. პროფესიას შეუძლია მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭიროს მათ ცხოვრებაში. შეუძლიათ იყონ მაღალი შეგნების, დისციპლინირებულნი, პასუხისმგებლიანები. სიტყვის პატრონები არიან.  აკეთებენ იმას, რაც მათ მოეთხოვებათ.
კოლექტივიზმის შესანიშნავი გრძნობა აქვთ, კარგად ავლენენ თავს საზოგადოებრივ სამსახურში. არ არიან შურიანები და ანგარიშიანები, ყოველთვის მზად არიან გაითვალისწინონ სხვისი აზრი, აქვთ კარგი გემოვნება და შესანიშნავი ურთიერთობები  უფროსობასთან, ხშირად მათ მოულოდნელად აწინაურებენ. იციან თუ როგორ უნდა გასცენ ბრძანებები, როგორ აუხსნან, თუ რა არის გასაკეთებელი, მათზე უკეთესად ვერავინ გააცნობს ახალბედას მუშაობის არსს.
ისინი პოულობენ გზას, რომლითაც შესაძლებელია საკუთარი იდეების განხორციელება, თუმცა რაოდენობა ხშირად ზიანს აყენებს ხარისხს.
გამოყენების საუკეთესო სფეროა ხელოვნება, ყველაფერი, რაც  შეეხება  რადიოს, კინოს, ტელევიზიას, პედაგოგიკას, განათლებას, გამომგონებლობას, სტუარდესების სამუშაოს, სასულიერო მოძღვრებას, სოციოლოგიას, ფსიქოლოგიას, საზოგადოებრივ სამსახურს,  იურუსპრუდენციას, აერონავთიკას, საინჟინრო საქმეს.
ფული მათ იშვიათად აინტერესებს, ზოგიერთები სულელურად გაურბიან ფულს. ცნობილ მერწყულთა უმრავლესობა ღრმა სიღარიბეში გარდაიცვალა. ფულის შოვნა არ წარმოადგენს ერთ-ერთ მიზანს, მათ იშვიათად სურთ ფუფუნება, უბრალოებას არჩევენ, ზომიერებას, რომელიც დაიცავს მათ `გასუქებისაგან~ _ ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ.
ისინი ყველაზე ცუდი მესაკუთრეები არიან, ვერ იტანენ ანგარიშის შემოწმებას. მათ დახარჯვა ურჩევნიათ დაგროვებას.
მაგრამ სხვანაირი მერწყულებიც არიან, რომელთაც ურანი მართავს, ისინი უცნაურ, ჟინიან, ზოგჯერ ტანჯულ ცხოვრებას ეწევიან, რომელიც შეიძლება რომანტიკულად მოგვეჩვენოს და იყოს აღსავსე დარღვევებითა და არაჩვეულებრივი მოვლენებით, მოულოდნელი განცდებით, წარმატებებითა და წარუმატებლობებით. მათ შეუძლიათ სიღარიბეში უფრო ბედნიერად იგრძნონ თავი, ვიდრე ფუფუნებაში.
სიყვარული

ემოციურად მერწყული უფრო რთულად იხსნება, მისი მგრძნობელობა ერწყმის საკუთარ წარმოსახვას, არაჩვეულებრივზე ოცნებობენ განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, სიყვარულის ობიექტს მისტიკურ სამყაროში ათავსებენ, რომელიც იშვიათად შეესაბამება სინამდვილეს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ხშირად ახდენენ რჩეულის იდეალიზირებას, შემდეგ უცრუვდებათ გული და უარყოფენ მეგობრულ სიყვარულს.
ზოგი მათგანი ჩერდება `შედარებით~ ბედნიერებაზე, სადაც უწინდელი სენტიმენტალური ნიშნები დაქვემდებარებულ როლს ასრულებენ, ზოგნი კი მალავენ შინაგან სისუსტეს მოჩვენებითი უხეშობის ქვეშ, ზოგს საზიზღარი ცინიკოსი შეუძლია გახდეს, მაგრამ ასე იშვიათად ხდება.
პრესტიჟის წყურვილი მახეა მერწყულისთვის, მცდარია წარმოდგენა, თითქოსდა მათ ადვილად ერეოდეს ცხოვრება, განსაკუთრებით სიყვარული. ჟინმა შეიძლება გაიაროს მათში, მაგრამ არ დაუმსხვრიოს გული. მას შეუძლია სტიმულირება, მაგრამ იშვიათად მიყავს იქით, სადაც მათ არ უნდათ წასვლა.
ისინი ისევ და ისევ უბრუნდებიან თავიანთი წყაროს სიწმინდეს _ მეგობრობასა და სიყვარულს. იშვიათად ავლენენ სიძულვილს, ტყუპებზე და სასწორებზე მეტად წყურიათ თავისუფლება, მათთვის აუტანელია ისეთი ურთიერთობები, როდესაც ისინი ემსგავსებიან `ჩიტს გალიაში~.
მერწყული იშვიათად ატარებს ნიშნობის ბეჭედს, თუ ისინი შეპყრობილნი არიან ურთიერთობებით, მხოლოდ გათავისუფლებაზე ფიქრობენ, რომელსაც ჩუმად ამზადებენ. მერწყულებში ყველაზე მაღალია განქორწინების პროცენტი. ისინი უფრო ადვილად უძღვნიან თავს კომპანიას, ვიდრე ერთ ადამიანს. მათ შეუძლიათ უცხო ადამიანს უფრო მეტი მისცენ, ვიდრე თავისი ოჯახის წევრებს.
სასიყვარულო საკითხებში ზოგ ქალთან შეუძლებელია მორიგება, ისინი არ აქცევენ ყურადღებას საზოგადოებრივ აზრს, რელიგიას, ეროვნებას. ისევე, როგორც მამაკაცებს, მათ სურთ თავისუფლება. ისინი ძალიან ქალურები, მგრძნობიარენი არიან. თუ მამაკაცისაგან იმედი გაუცრვდათ, მათი მგზნებარება ნელდება და შესაძლოა საერთოდაც გაქრეს, მაგრამთ ის შეეცდება მასზე კარგი აზრის აღდგენას, ქალი გააკეთებს ყოველივე შესაძლებელს, რათა დაეხმაროს მას, ვიდრე არ აღმართავს მას კვარცხლბეკზე. მერწყულისთვის გაკვეთილია: ნუ გაცვლით მეგობრობას სიყვარულში.
ქორწინების, მეგობრობის, თანამშრომლობისთვის მერწყულმა უნდა ეძებოს სასწორი, ლომი, თევზები, მშვილდოსანი, ტყუპები. თავი აარიდოს კუროს და მორიელს.

მერწყული

1. მოსაწყენია სხვაზე დამოკიდებული იყო.
2. თუ მე “შეგქმენი”, იყავი ისეთი – როგორიც მე მსურს.
3. ცრურწმენები – სულელების ხვედრია.
4. მომავალი აუცილებლად საუკეთესო უნდა იყოს.
5. ძნელი იყო ანგელოზი, მაგრამ ეს საჭიროა.
6. კარგი დაპირება კარგ საქმეს სჯობს.
7. იყო ნოვატორი ნიშნავს – დაივიწყო ტრადიცია.
8. სექსი? ამაზე მნიშვნელოვანი საქმეებიც არსებობს.
9. ჯერ მეგობრები, შემდეგ კი ოჯახი, ოღონდ ამისათვის დრო თუ დარჩა.
10. ჩემზე კეთილი და ოპტიმისტი ადამიანი ძნელად მოიპოვება.

მერწყული
დადებითი: დამოუკიდებელი, ორიგინალური, გამომგონობელი, გულღია, სოციალური, ერთგული, ცრურწმენისაგან თავისუფალი, ჭეშმარიტების მაძიებელი, ჰუმანისტი
უარყოფითი: ინდივიდუალისტი, ეგოისტი, ესტრავაგანტური, უტაქტო, მოლაყბე, მერყევი, უპასუხისმგებლო, ფულის ფლანგველი

ფსიქოსექსუალური დახასიათება

მერწყულს ყოველი სიახლე აღაგზნებს. ამიტომ ეძებენ ისინი ახალ, საინტერესო ადამიანებს; უნდათ იწვნენ სხვადასხვა სხეულების გვერდით და შეეხონ მას. მათ სტიმულს აძლევს სექსუალურ პარტნიორთა მრავალფეროვნება, მაგრამ ეს სექსუალური ამორალობა კი არ არის, არამედ “მერწყულისმიერი ცხოვრება”.
მერწყულის ნიშანში შინაგანი კონფლიქტია ჩაბუდებული. რადგან ის მუდმივი ნიშანია, ცდილობს “სტატუს კვო” შეინარჩუნოს, მეორე მხრივ, მას ცვლილებები სწყურია, ამიტომ პირად ურთიერთობებში ხშირად კონფლიქტურ სიტუაციაში ვარდება. დაქორწინებაზე ყოყმანობენ და სანამ შესაძლებელია მანამდე გადადებენ დაოჯახებას. კაცობრიობისაკენ სწრაფვა მათში მეტია, მაგრამ თუ მაინც ირჩევენ მეუღლეს, სიცოცხლეში ერთხელ და სამუდამოდ. ზოდიაქოს ყველა ნიშანში მერწყული ყველაზე ადრე ცდილობს მშობლებისა და საზოგადოების დარიგებიდან თავის დაღწევას. იგი წინააღმდეგობითა და ამბოხით ტკბება.
მერწყული უწესრიგო კავშირების მიმდევართა სიაში უნდა ჩავწეროთ, მაგრამ მისი სექსუალური პორტრეტი უნიკალურია: აბსტრაქცია მეტია, ვიდრე რეალობა; მისი ფერები კაშკაშაა, როგორც იმპრესიონისტების ტილოებზე; უწესრიგო მშვილდოსნისგან განსხვავებით, რომელიც გაუთავებლად იცვლის პარტნიორებს იდეალის ძიებაში, მერწყულს იდეალის არსებობა არ სწამს. ვინმე იდეალურად რომ მიიჩნიოს, ეს ახალი ხალხის გაცნობის შეწყვეტა იქნება, არადა მერწყული რაც შეიძლება მეტი ხალხის გაცნობაში პოულობს სიამოვნებას.
ქალი-მერწყული იშვიათად დაგიდევს სქესთა შორის ტრადიციულად დაწესებულ განსხვავებას და ადვილად გადადის ამხანაგის საყვარლის როლში. იგი გათვითცნობიერებულია ბიზნესისა და პოლიტიკის ამბებში, ამიტომ არ უჭირს საქმიან მამაკაცებს მათ ტოლად, მეგობრად მოაჩვენოს თავი, თუმც სექსის საკითხებში ძალიან პირდაპირი და თავისუფალია. ერთადერთი საფრთხე ის არის, რომ მას ისე უყურებენ, როგორც ადვილად ხელმისაწვდომ ქალს, სექსუალურ ობიექტს და არა როგორც მგრძნობიარე ქალს, როგორიც სინამდვილეში არის. ქალი-მერწყული, როცა მეტოქე ქალების გარემოცვაში აღმოჩნდება, უნდა ცდილობდეს, უფრო ინტელექტუალური და ნაკითხი ჩანდეს, სანამ მამაკაცს დაეუფლება და დაუმტკიცებს, რომ ნამდვილი ქალია.
მამაკაცი-მერწყული სექსუალური პარტნიორების არჩევისას, ზოგჯერ ნაკლებ წუნიაობას იჩენს. მას სექსი ხშირად ბიოლოგიური აუცილებლობის დონემდე დაჰყავს და ნებისმიერ ხელმისაწვდომ პარტნიორს მიიღებს. მერწყულმა, ეტყობა, არ იცის, მაგრამ ხშირად წყენას აყენებს საყვარელ ქალს გულგრილი გამომეტყველებით.
სქესობრივ ცხოვრებაში მერწყულმა უნდა იგრძნოს, რომ იგი არა მარტო იღებს, გასცემს კიდეც. მისი სიმბოლო – მერწყული ხომ  ყველას უკლავს წყურვილს.

უარყოფითი თვისებები

ძირითადი საფრთხე, რაც მერწყულის წარმატებას ემუქრება ის არის, რომ მერწულს აქვს მიდრეკილება თავისი შესაძლებლობები საზოგადოებაში თვალსაჩინო ადგილის მოპოვებისათვის ხარჯოს. ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს მომავალზე, მაგრამ მისი იდეები ყოველთვის როდი იქცევა რეალობად.
იმის გამო, რომ მერწყული ყველაფერს იმას აკეთებს, რაც უნდა და სხვის აზრს არაფრად აგდებს, შეიძლება ხალხმა მასზე გარეგნობის მიხედვით იმსჯელოს და მისი გულწრფელობა და სხვა სიკეთე ვერც შენიშნოს. ბრძენი მერწყული კარგს იზამს, თუ მიხვდება, რომ უფრო მალე მიაღწევს მიზანს, თუ ერთგვარი პირობითობის ჩარჩოებში იმოქმედებს, თუნდაც ეს დროებითი კომპრომისი იყოს. მერწყულსაც ემუქრება ზერელობის საფრთხე.
იგი ადამინაებისაგან გასაკუთრებულს მოითხოვს, პირველ რიგში ინტელექტუალურ სფეროში , მაგრამ თუ ამას ვერ იპოვის, შეიძლება თავისი მოთხოვნები შეამციროს და რაც მოჰყვება, იმას დასჯერდეს. ამის გაკეთება არაფრით არ ძეიძლება, სჯობია ახალი, უფრო ჭკვიანი მეგობრების ძებნა განაგრძოს.
სინამდვილეში, მერწყულს თვითდანგრევის ტენდეცია აქვს. არსებითად, ინტელექტის ხვედრი მარტოობაა.

დადებითი თვისებები

მერწყული კეთილი, რბილი ნიშანია, დახმარებისთვის მუდამ მზად არის. იგი განსაკუთრებით კმაყოფილია, როცა რჩევისათვის მიმართავენ, საუკეთესო მრჩეველიც არის. თავმდაბალია და იშივიათად ცდილობს ამხანაგებზე უპირატესობას მიაღწიოს. მერწყულს არაჩვეულებრივი ინტელექტი აქვს და ადვილად იძენს ცოდნას და განათლებას. მაგრამ ნიჭიერების მიუხედავად, არც ცდილობს სხვებს თავისი უპირატესობა დაუმტკიცოს. სიყვარულში ძალიან ერთგული და უღალატო არის – სულიერად მაინც, თუ ფიზიკურად არა, მაგრამ იგი ყოველთვის თავშეკავებულია და არ უყვარს თავისი გრძნბების გადმოღვრა. ურანი მერწყულის მძლავრი მეგობარია. იგი ხშირად მოქმედებს პროფესიის არჩევაში, თუმც არჩევის ფართო შესაძლებობას კი აძლევს, მაგრამ მერწყული უფრო ხშირად წარმატებას აღწევს მსახიობობაში, მასწავლებლობაში, განსაკუთრებით კი – პოლიტიკურ მოღვაწეობაში. საერთოდ, მერწყულის ნიშნიანები დადებითი, ოპტიმისტი ხალხია. გამოჩენილ ადამინათა 80% ამ ნიშანზეა დაბადებული. ისე რომ, ბედნიერნი არიან ამ ნიშანზე დაბადებულნი და ისინიც, ვისაც მათთან აქვთ ურთიერთობა, იმიტომ რომ მერწყული მათში იმედინაობასა და ვაჟკაცობას ნერგავს. მერწყული – მეგობრობის სახლის გამგებელი – პირადი ურთიერთობების ოსტატია, მის ერთგულებას საზღვარი არ აქვს.

მეწყულო, ასტროლოგები გეკითხებით შენ

რატომაა, რომ, როცა სისტემას აუმხედრდები ასე არაორგანიზებული ხარ და სტრატეგიას არ ფლობ? რატომ არ მოირგებ პირობითობის სამოსს და მტრის ზურგში შეაღწევ, სადაც შენი ჭკუის პატრონი, უფრო ქმედით ცვლილებებს მოახდენ, ვიდრე აქეთ–იქეთ უსისტემოდ რბენით? ახლა შენ – პრიველი და ცენტრალური ნიშანი ხარ, მთელი ყურადღება შენკენაა მოპყრობილი. არასოდეს კაცობრიობა ასე არ ყოფილა შენზე დამოკიდებული. შენი ნიშნის – მერწყულის ხანა დგება! არ დააღალატო კაცობრიობა!
საერთო დახასიათება

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

28 Responses to მერწყული

  1. Mtvarisa ამბობს:

    Saujereso ds zusti shedaseba 🤗🤗

    Like

  2. gogita ამბობს:

    mec merwyuli var marto is ver gavige merwyuli haeris nishania wyali ra shuashia larnakit ro uwiravs da es ras nishnavs?

    Like

  3. PrTebi))) ამბობს:

    mecc merwyuii var daa titqmis yvelaperi zustaadaa axsnili. ertis mxriv dzalian saintereesooaa ess zoodiaqooss nishnebi. aseve rodesac adamiani aris imed gacruebuli sakutar tavshi es exmareba imedis mocemashi da sakutari tavis gaxsenebashi radgan titoeuli adamiani individi da sauketeseooaa !!!!! :* :D

    Like

  4. tamo ამბობს:

    ara ra merwyuli yvelaze magari zodiaqoa da magari bednieri xar tu am zodiaqos flob mat risxvs bevri miekutneba erterti var mec ;)

    გაგვიმარჯოს მ ე რ წ ყ უ ლ ე ბ ს!!!

    Like

  5. N.K ამბობს:

    mec merwyuli var yvelaze magari zodiaqos nishania. :D ar shegidzliat kurosa da merwyulze mitxrat ramee? gtxoovt.

    Like

  6. magda ამბობს:

    ძალიან მომეწონა ის,რომ ჩვენს ერტგულებას საზღვარი არ აქვს..მართლა ასეა…აქ წერია ერიდეთ კუროებსო და ჩემი უხალოესი მეგობარი რომ კუროა?თან ბავშვობის მეგობარია :)

    Like

  7. gvancik0 ამბობს:

    chemi tavi daviaxe martla…zustad asea ♥zogi ragac kargi iyo,axali♥ mivxvdi ragaceebs,awi vici rogorc vimoqmedeb…:)* madloba amis tvis tqven ♥

    Like

  8. rezo ამბობს:

    merwyulebi magrebi vart

    Like

  9. ikako ამბობს:

    ise merwyuls eri tviseba aqvs kidev tu sheidzleba ams tviseba vuwodot … mas xshirad sakutari tavic akvirvebs tda ertaderti rac mas ud\nda am cxovrebashi tavisplebaa da danarcheni yvelaperi fexebze kidia…rac sheexeba xelovnebas amashi getanxmebi radgan mec poeziis da msaxiobobis ganxrit vmogvaweob ….

    Like

  10. ikako ამბობს:

    80 % simartlea aq mec martlac yvelas vumxedrdebi da imas vaketeb rac minda martalia es cudia radgan chems axloblebs guls vkten magram me aseti var da mimiget iseti rogoric var tu ara da gza grdzelia …

    Like

  11. Etuna Beriashvili ამბობს:

    zalian momewona ,martla magari shegrznebaa roca .titqos vigac sakutar tavze gesaubreba da am shemtxvevashi shen.roca vkitxulobdi,ragac shinaganad sxvanairad ganvewkve sakutari tavis mimart da amistvis zalian didi madloba .gaixareee.i’l be back

    Like

  12. sixarulidze ამბობს:

    მე პირადად მ ,ერწყული და როცა ვკიტხულობდი,მეგონა ცჰმეს ტავზე იკო დაწერილი,დზ მაგარია ,მომეწონა,რაგაც სჰემემატა როცა ეს წავიკითხე ,საკუთარი თავი უფრო უკეტესად დავინაზე,ალა უკეტ ვხვდები რომ მარტლა სხვებისგან გამორჩეული ვარ,ყოველტვის ვცდილობ გამოვირჩეოდე,ტურმე ცჰემი ნისჰნის ბრალი ყოფილა.დზ დიდი მადლობა რომ დამანახე .რაგაც ბევრ რამეზეც დავფიქრდი და ვეცდები გავითვალისწინო და სუსტი მერწყულების რიცხვში არ აღმოვცჰნდე (არც ვარ მარა სფრტხილეს ტავი არ სტკივა),ხსჰირად გესტუმრებიტ ხომმეე:::კარგატ დარცჰიტ.

    Like

  13. თამთა ამბობს:

    merwyulebi yvelaze sayvarlebi arian :D ♥ ♥ ♥

    Like

  14. aniko ამბობს:

    didi madloba gaixare…damamshvide:)))ise myavs ramdenime sauketeso megobari romelic lomia magram arachveulebrivad vugeb…ai chem dzmam lomze ra mogaxseno…da wlebsa da sxva horoskopebsac aqvs albat gadamwyveti mnishvneloba ara?

    Like

  15. Kate_AlukaЯD ამბობს:

    @mari
    კიბო-მერწყულთან
    – მიუხედავად ერთნაირი ინტელექტუალური პოტენციალისა, მათ არ შეუძლიათ გახდნენ შესანიშნავი პარტნიორები… მაგრამ ყველაფერი დაკარგული არაა : )))

    @ანიკო
    ლომი-მერწყული
    ერთნამეთის საწინააღმდეგო ხასიათის მიუხედავად დასაშვებია ურთიერთგაგება ^^

    Like

  16. mari ამბობს:

    kirchxibisa da merwyulis urtiertobaze ra shegizliat mitxrat?(kirchxibi-mamr.sqesi) madlobt

    Like

  17. aniko ამბობს:

    dzan momewona…albat imitom rom sakutari tavi amovikitxe…kidev metad shevicani vin var…:))))))
    minda gtxovo,tu shesadzlebelia,1984wlian lomtan ra momavali shemidzlia mqondes varkvlavebis dakvirvebit,shegidzlia momidzebno eg?anu me,merwyuls gamomadgeba urtiertoba 1984wlian lom mamakactan,tu ki ratom da tu ara mainc ratom?
    didi madloba winaswar…me momwonxart ukve…
    xshirad dagatvarielebt xolme;):*:))))))

    Like

  18. yle ამბობს:

    bijo gtxov ra mipove informacia txis rqaze da merwyulze ertad, mat siyvarulze ra ogond bevvri erti gogo mevasba da mainteresebs!! pleeeeeeeeeeaseeeeee!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      მერწყული – საკმაოდ რთული კავშირია, რომელიც უფრო მყარი იქნება საქმიანი ურთიერთობებისას, ვიდრე ქორწინებისას. ასეთი კავშირი შესაძლებელია სასარგებლო იყოს დიპლომატი თხის რქისათვის, რომელიც საკმაოდ დიდი თანამდებობის პირია. მერწყული – მოდური სალონისა ან სასტუმროს შესანიშნავი დისახლისია და უდიდესი გემოვნების უნარითაა დაჯილდოებული, მას ძალუძს მოსწონდეს სხვას, რომელიც თხის რქის ეჭვიანობას იწვევს, მაგრამ მას შეუძლია წყნარად იყოს, რადგან მერწყული ყოველთვის მისი ერთგული იქნება. სექსუალურ ურთიერთობებშიც ასევე თანმხვედრი წყვილია. მაგრამ ბავშვის შეძენისას, ის იბნევა და იკარგება, რადგან ის შეჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას და ადამიანებთან ურთიერთობებს, მაგრამ იგი ახლა მხოლოდ ბავშვით არის დაკავებული. მას შეუძლია ამასაც შეეჩვიოს. კავშირი კიდევ უფრო შესაძლებელი და მყარი იქნება, თუ კი თხის რქა არ იქნება წინააღმდეგი თავისუფლების მოყვარული მერწყულის მოქმედებებისა და შეეგუება ამ ფაქტს. ურთიერთობა დამყარებულია ერთმანეთის პატივისცემაზე, მითუმეტეს თუ კი ეს ურთიერთობები მოწიფულ ასაკში ხდება.

      :)))))))))))))))))))))))))

      Like

  19. გამოხმაურება: 10 თებერვალი : ) « სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

  20. გამოხმაურება: ♒ ტაჟე ძევუშკა კატორაია რაზლივაიეტ ვოდუ :D « სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები =)))

  21. Caqtus ამბობს:

    +1 merwyuli )

    martla kargi postia :) yochag :bis:

    Like

  22. ჯანო ;) ამბობს:

    :*:*:* dzaan magari postia raaa. GAIXARE ;)

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.