დრაკონის ტატუ გოგონათი

არ ვიცი რა დავწერო… თუმცა გავრისკავ სანამ შთაბეჭდილებები გაციებულა წერას დავიწყებ..

“გოგონა დრაკონის ტატუთი” ორიგინალი დასახელებით “ქალთმოძულე კაცები”. შვედი მწერლის სტინგ ლარსონის რომანი.

მართალი რომ გითხრათ ვაჟა ზაზაევიჩის არ იყოს რა საჭიროა ეს ორი სათაური, ცისფერი მთები თუ ტიანშანი. თავიდან ვფიქრობდი რომ გოგონა დრაკონის ტატუთი მშვენიერი სათაურია თუმცა წიგნის დახურვის შემდეგ დავრწმუნდი რომ კაცები რომლებსაც ქალები სძულთ ზუსტი დასახელებაა.

შვედი მწერლების არაფერი წამიკითხავს გარდა ბავშვობაში ასტრიდ ლინდგრენისა, რომელიც ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს. ძალიან საინტერესოა ის რომ ყველა ეროვნების მწერლები თავისებურად უდგებიან საკითხს.. ფამუქის განსაკუთრებული ორიგინალური წერის სტილი, მურაკამის ჩახლართული და ჩამთრევი, ბულგაკოვის ქვეტექსტებით სავსე რომანები, მარკ ტვენის ამერიკული ცინიზმი და ასე შემდეგ… ლარსონსაც აქვს რაღაც თავისი.. ფილმის კადრებივით რომ გარბის სტრიქონები.

შარშან თუ შარშან წინ მროველმა ფილმის პოტერი დადო ფბზე რომელზეც პირსინგებიანი მოპანკო გოგო იყო გამოსახული.. სათაურმა და გოგონამ ძალიან დამაინტერესა და ფილმი გადმოვწერე თუმცა ძალიან უყურადღებოდ და უინტერესოდ ვუყურე და ბოლომდე არც მინახავს გამოვრთე და დავივიწყე. სანამ სულაკაურის გამომცემლობის კონკურსი არ დაიწყო და გადავწყვიტე ჩემთვის უინტერესო ისტორიისთვის მეორე შანსი მიმეცა. ეს არის ტრილოგია რომლის მხოლოდ პირველი ნაწილია ქართულად (იმედია) ჯერჯერობით გამოსული..

ისტორია იწყება ძალიან საინტერესოდ, მდიდარი, მოხუცი კაცი თავის 82 დაბადების დღეზე საჩუქარს იღებს რომელშიც ჩარჩოში ჩასმული იშვიათი გამხმარი ყვავილია. სხვადასხვა ჯიშის ყვავილებს ის უკვე 40 წელია იღებს ანონიმური პიროვნებისგან. მოხუცი მას მანიაკად თვლის რომელსაც მისი ჭკუიდან შეშლა აქვს გადაწყვეტილი, რადგან ის 40 წლის წინ გაუჩინარებულ თავის ძმიშვილის საქმეს იძიებს. ის თვლის რომ მკვლელს მისი თავიდან მოშორება სურს. მრავალი წლის წინანდელ ამბავს რომელსაც თავიდან ათობით ადამიანი იძიებდა მხოლოდ ის და “მკვლელი” შერჩნენ. სასოწარკვეთილი ჰენრიკ ვანგერი გადაწყვეტს ბოლოჯერ ცადოს საქმის გახსნა და ამისათვის არანაკლებ სასოწარკვეთილ ჟურნალისტს მიქაელ ბლუმკვისტს მიმართავს რომელმაც ეს ესაა წააგო საქმე მდიდარ თაღლითთან და ცილისწამებისთვის ციხე ელის, ის ცნობილია თავისი ჟურნალისტური გამოძიებებით და მეტსახელით კალე ბლუმკვისტი როგორც ასტრიდ ლისდგრენის საბავშვო რომანის გმირს. ვანგერი მიქაელს სუსტ წერტილს უძებნის და მისი ძმიშვილის საქმის გამოძიების სანაცვლოდ ახალ კომპრომატებს ჰპირდება თაღლითის წინააღმდეგ.. კალე კი იძულებულია სოლიდური თანხის და ინფორმაციის სანაცვლოდ ბზიკების ბუდეში შეაბიჯოს რომელსაც ვანგერების ოჯახი საოცრად გავს… მიქაელი ტოვებს თავის ცხოვრებას და მიყრუებულ კუნძულზე გადადის ერთი წლით საცხოვრებლად დახმარებას კი 24 წლის “შეშლილ”, ჰაკერ გოგოს ლისბეთ სალანდერს თხოვს, რომელიც ფირმა “მილტონ სეკურიტში” მუშაობს და რაღაც “ეშმაკის მანქანებით” ახერხებს ყველა “კლიენტზე” ყველაზე შავბნელი ინფორმაციის მოძიებას.. პირველი ემოცია რაც შეიძლება ლიზბეთზე გაგიჩნდეთ მიუხედავად მისი “სიგიჟისა” იმისა რომ ყველა ჭკუასუსტად თვლის და საშინლად ასოცლიალური ადამიანია, არის “აუ ამ გოგოსნაირი მინდა ვიყო! ^^” გოგონა ფოტოგრაფიული მეხსიერებით და ძალიან ძლიერი ადამიანი.
აი აქ იწყება ისტორია. დაძაბული სრულიად გაურკვეველი. საქმე იმდენადაა ჩახლართული რომ აზრზე ვერ მოდიხარ საიდან შეიძლება დაიწყოს კვანძის გახსნა. რანაირად შეიძლება ჩაკეტილი წრიდან გამოღწევა რომელსაც ღრიჭოც კი ვერ მოუძებნეს 40 წლის განმავლობაში, არის მკვლელობა მაგრამ არ არის გვამი, არის ფოტოები რომლებსაც არაფერი დაუნახავთ, არან თვითმხილველები რომლებიც ფოტოებივით დუმან. არის კი ეს მკვლელობა?! რა ხდება ვანგერების ოჯახში სადაც ჰენრიკის გარდა ყველა კაცი ქალების მოძულე ნაცისტი იყო. რა მოუვიდა სინამდვილეში ჰარიეტს?

აქ არის ყველაფერი რაც მკითხველს უყვარს: საინტერესო დეტექტივი რომლის ფინალიც ნამდვილად მოულოდნელია, ოჯახური დრამა, რელიგიური ტრილერი, პოლიტიკური ინტრიგები…

ისტორია იმაზე თუ როგორ შეიძლება დაუნგრიოს ცხოვრება ბევრ ადამიანს ერთი ადამიანის ეგოიზმმა და ფანატიკურმა ვითომ რწმენამ და ფატალურმა იდეალებმა…

რა თქმა უნდა წიგნს აქვს უარყოფითი მხარეები თუმცა ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მე მომეწონა : ))

Posted in წიგნები ♥ | Tagged , , , , , , | 10 Comments

პირველი დღე – მეორედ სტუდენტი მე

როგორც იცით.. თუმცა საიდან უნდა იცოდეთ მობილობით გადავედი თბილისის უნივერსიტეტში.. ჩემი გაჯახირებული ინსტიტიტუტიდან რომლის აკრედიტაციის თავის დროზე აღება ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება, თუმცა იმავე მიზეზით გავირიცხე მაქედან :დდ აკრედიტაციის დაკარგვის გამო სახელმწიფომ გადახდა შემიჩერა და გავირიცხე… 2 წელი რაც დამჩა გადასახადი მინდოდა აქეთ გადმომეტანა მაგრამ როგორც ჩანს “აი უკვე” :დდდ დავწერე განცხადება მთელი ზაფხული განათლების სამინისტროდან – განათლების ხარისხის ცენტრში დავრბოდი… რა თქმა უნდა ყურმილს არავინ იღებს! აუცილებლად უნდა მიხვიდე.. ხან დაკავებაა ხან გადის ზუმერი უსასრულოდ. თუ მოხდა სასწაული და ყურმილის იქედან ადამიანის ხმა გაიგონე და გაოცებისგან ტელეფონი არ დაგივარდა რამის შეკითხვის დროს ბრინჯივით იბნევიან “მმმმმმ ამმმმ” ესეთი ბგერებით გეტყვიან ნომერს სადაც პასუხს გაგცემენ.. მეორე ნომერზე იგივე მეორდება გაძლევენ პირველ ნომერს და რომ ეუბნები იქ უკვე დავრეკეო მესამეს გეუბნებიან. მესამეზე მეორე ნომერს შემდეგ პირველს და მერე მეოთხეს… ასე უსასრულოდ… ბოლოს მიხვალ… მოკლედ ბევრი რომ არ გავაგძელოთ სამი თვეზე მეტი ვიარე დავწერე განცხადება რომელიც ……………….. დაიკარგა :დდდდდ დავწერე მეორე განცხადება , მივაკითხე ორ კვირაში მანამდე ვრეკავდი და არ იღებენ რა თქმა უნდა… არ არის პასუხი თვითონ დაგირეკავთო.. გამოვართვი ნომერი რომელზეც ვიკითხე ნამდვილად მიპასუხებდნენ თუ არა, კი აბა რა! ახლა კიდევ მისასვლელი ვარ :/ იქნებ როგორმე ერთი წელი მაინც დამიფინანსონ და ჯანდაბას მერე მოვახეერხებთ ჩვენ თვითონ რამეს… მოკლედ განათლების სისტემა რომ ჩემი კომპიუტერის საათივით გვაქქვს აწყობილი მივხვდი.. ვერაფრით გავასწორე ხან ტაიმ ზონა შევცვალე არაფერი შველის დეჟა ვუ მაქვს.

გამიგრძელდა და დღეს პირველად ვიყავი ახალ უნივერსიტეტში. საშინლად ვინერვიულე აი როგორი ჯგუფი მეყოლება როგორი სიტუაცია იქნება ნორმალური ადგილია თუ არა ჩემს ძველ გლახაობისგან განსხვავებით და ასე შემდეგ.. პირველ რიგში ჩემი ნერვიულობა გამოიწვია იმან რომ სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მირეკავს მობილური და ვიღაც ქალი ნაჩქარევი ხმით მეუბნება რომელი მეორადი ენა მინდა: ფრანგული, გერმანული თუ ესპანური. დავიბენი მეთქი ადგილზე არ შეიძლება ავირჩიო, და არაო ახლავე მითხარიო . ნუ უცებ გავფიქრდი მეთქი ფუ ფრანგულს სკოლაში ვსწავლობდი მძულს, გერმანული კი მინდა მარა სამსქესიანი საშინელი ენაა სასწავლად ასე მგონია და დამეზარა და მეთქი ესპანური. პახოდუ მეშინოდა იმისი რომ აქაც ისეთი ბესპრიდელი არ ყოფილიყო :დ დეკანატი მაინც მყოლოდა და რაც მთავარია ჯგუფი ყოფილიყო ნორმალური :დ
დღეს მივედი ცოტა დავიბენი მალევე მივხვდი რა ხდებოდა ცხრილი ადამიანურად იყო გაკრული დერეფანში სტენდზე მომეშალა ნერვები იმაზე რომ ჩემს გვარს როცა ვამბობ ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმას რომ იწყება “ნ”-თი და არა “მ”თი :დდ მაინც მიქაბაძე ეწერა :დდდ შევედი აუდიტორიაში. ესპანურის ლექცია მქონდა სამი მიყოლებით. ლექტორი ესპანელია ორლანდო, რომელმაც ქართულის ინჩი ბინჩი (სულ მინდოდა ეს ფრაზა გამომეყენებინა) არ ესმის. ამიტომ ცოტა რუსულით და ხელებით გვაგებინებდა სათქმელს. ჯგუფელები კარგად ვერ შევათვალიერე ჯერ იმიტომ რომ ცოტა დაბნეული ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა ჩემ თავს და თან დატვირთული ლექცია იყო ერთბაშად საკმაოდ ბევრი აგვიხსნა :დ ესპანური ლექსი მაქვს სასწავლი და მოკლედ.. ნუ ყოველ შემთხვევაში ის მაინც ვიცი რომ ერთი ჩემი ჯგუფელი გოგო ეწევა და ამის გამო თვალები არავის გადმოყრია :დ ხო მართლა 19 ბავშვი ვართ და აქედან 18 გოგოა :დ

ვნახოთ რა იქნება : ))))) ყოველ შემთხვევაში დიდი ენთუზიაზმით ვარ განწყობილი წიპა “აი ამ წელს კარგად ვისწავლი” როჟა ვარ :დ

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , | 12 Comments

დემონები, რომელთაც ცუდი ქცევები ბრალდებათ


Guest პოსტი ჩარლიუსისგან

შუა საუკუნეების პერიოდში ყველგან დემონების დანახვას ცდილობდნენ, მათ აბრალებდნენ ყველანაირ უკეთურებას, რაც კი ხდებოდა. დემონებს მიიჩნევდნენ ძალებად, რომლებიც ყველგან იმყოფებოდნენ და ადამიანის ბუნებაში არსებული ყოველგვარი მანკიერების მიზეზი იყვნენ. ამ პერიოდში მცხოვრები დემონოლოგები მათ შესახებ მთელ ენციკლოპედიებს წერდნენ. მათ შორისაა სოლომონის მცირე გასაღები, კუდიანების კომპენდიუმი, საუცხოო ისტორია და დემონების იერარქია. ასეთი ლიტერატურის მიზანი იყო, მოეხდინათ დემონების კლასიფიკაცია და აღეწერათ მათი გავლენა ადამიანებზე. ქვემოთ აღწერილი დემონები იწვევენ სხვადასხვა დაავადებებსა და უბედურ შემთხვევებს, ასე რომ თუკი რომელიმე გადაგხდებათ თავს, გეცოდინებათ, ვისი ხელი ურევია :)


არდადი – დემონი, რომელიც მოგზაურებს საფრთხეში აგდებს
თუკი ოდესმე სადმე გამგზავრებულხართ და დასაბინავებელი ადგილის, რუკის, საჭირო წამლების, ოჯახის წევრების პოვნაში პრობლემები შეგქმნიათ, დიდი ალბათობით არდადის საკბილო გახდით. არდადი არც ისეთი ძლევამოსილი დემონია, ამიტომ მის მოვალეობაში შედის ადამიანების ცდუნება ისეთი რამის გასაკეთებლად, რასაც სხვა დროსაც ასე თუ ისე ხშირად აკეთებენ. ყველაზე ხშირად ადამიანს ურევს გონებას და განაწყობს რჩევა-დარიგებების წინააღმდეგ, უმხედრებს ახლობლებს, ასევე მიიჩნევა დიდ ქალაქებში GPS სისტემების წყობიდან გამოსვლის მიზეზად.


აგარესი – მიწისძვრა, ენაბილწობა და ღირსების გათელვა
საღამოს 9 საათია და თქვენ საქმიანი შეხვედრა გაქვთ თქვენი ოფისის ახალ თანამშრომლებთან. ყველანაირად მომზადებული აღებთ კარებს და შედიხართ ოთახში ჭიქა ყავით ხელში. ოთახი სავსეა და იქ მყოფნი ერთმანეთში საუბრობენ. მიდიხართ მაგიდასთან და მშვიდად ჯდებით, ამ დროს კი მოულოდნელად ახალ ტანისამოსზე შემთხვევით ცხელი ყავა გადაგესხმებათ და გამწარებული ხმამაღლა შეიგინებით. შემდეგ თავს ზემოთ სწევთ და ხვდებით, რომ ოთახში სრული სიჩუმეა. ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღეა, დაასაქმეთ, ამრეზით გიყურებენ ამ საქციელის გამო. გინდებათ, ადგეთ და სასწრაფოდ გაიქცეთ, მაგრამ ფეხები თითქოს იატაკს მიეყინა. ასეთ დროს ერთ-ერთი გამოსავალია, უთხრათ მათ, რომ ყავის გადასხმის დროს დემონ აგარესთან გქონდათ ბრძოლა და გინებაც მაგის შედეგია. :D აგარესი ჯოჯოხეთის დიდებული ჰერცოგია და დემონების 31 ლეგიონს მეთაურობს. მისი საყვარელი გასართობია ადამიანებისთვის პრესტიჟის შელახვა და უწმაწური სიტყვების სწავლება, შეუძლია გამოიწვიოს მიწისძვრაც.


ასტაროთი – პატივმოყვარეობა, სიზარმაცე და რაციონალიზაცია
იღვიძებთ 11:30 საათზე, სასტიკად გეზარებათ სამზარეულოში გასვლა საჭმლის მოსამზადებლად, ხსნით ლეპტოპს და დებთ საწოლთან, შემდეგ კი რეკავთ და რაიმეს უკვეთავთ. საუზმის მოტანამდე უყურებთ გრეის ანატომიას, რასაც მალე კურიერის ზარი გაწყვეტინებთ. შემდეგ რამდენიმე საათს ისევ ყურებაში და შიგადაშიგ ფიქრში ატარებთ, ხანდახან რომელიმე პერსონაჟის ადგილას წარმოიდგენთ თავს და ამასობაში საღამოს 6 საათიც დგება. აანალიზებთ განვლილ დღეს და თქვენ თავს ეუბნებით, რომ დღე მშვენივრად გაატარეთ, რადგან დატვირთული დღეების შემდეგ დასვენება დაიმსახურეთ. შემდეგ დღეს ისევ იგივე მეორდება, ამჯერად სხვა სერიალით.

თუკი ასეთი რამ გადაგხდენიათ თავს, ესეიგი დემონ ასტაროთის კლანჭებში მოხვედრილხართ, რომელიც ადამიანს აქეზებს სიზარმაცისკენ და მედიდურობისკენ რაციონალური მიზეზების მეშვეობით. თუმცა რატომღაც ის უძლურია გველების წინაშე, რაც კარგი სიახლეა მათთვის, ვისაც სახლში ანაკონდა ან პითონი ჰყავს. :) ასტაროთის შხამის წინააღმდეგ საუკეთესო წამალი არის ლოცვის მეშვეობით დახმარების თხოვნა მისი მტრისთვის, წმინდა ბართლომესთვის, რომელიც ძალას აძლევს ადამიანებს, დაძლიონ ასტაროთის ცდუნებები.


ოსე – შეშლილობის დემონი
განსაკუთრებული და საკმაოდ ძლიერი პრობლემა შეგექმნებათ იმ შემთხვევაში, თუკი ღამის დემონი ოსე თქვენს შეპყრობას გადაწყვეტს. ამ შემთხვევაში შეიძლება გეგონოთ, რომ ხართ მეფე, რომის პაპი ან რომელიმე ცხოველი. ასეთი შემთხვევების უმეტესობა მიიჩნევა სიგიჟის გამოვლინებად და დემონ ოსესაც სწორედ ეს სურს თავისი მსხვერპლისთვის – მიიჩნიონ ის გონებრივად ავადმყოფად. ოსე ჯოჯოხეთის ერთ-ერთი მმართველია და დემონთა 30 ლეგიონს ხელმძღვანელობს. თუკი მასთან პრობლემა შეგექმნებათ, დიდი ალბათობით ვერც გაიგებთ ამის შესახებ, რადგან მას შეუძლია, ადამიანის ფიქრები ისე შეატრიალოს, რომ ეს უკანასკნელი იმას ირწმუნებს, რასაც დემონი მოისურვებს.


სიტრი – უბიძგებს ადამიანს სიშიშვლისკენ
სიტრი აიძულებს ადამიანებს, სხვების თანდასწრებით გაიხადონ, რათა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და დასაცინი გახდნენ. ყოველი ადამიანისთვის, ვინც ბევრი დალია და სიმთვრალეში შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა, ან ყოველი გოგონასთვის, რომლებმაც სირცხვილი ჭამეს ახლადგაცნობილ ბიჭთან დაწოლის გამო, შეიძლება შვებისმომგვრელი იყოს იმის თქმა, რომ არის ვიღაც, ვისი დადანაშაულებაც და საქციელის გადაბრალება შეუძლიათ. “სოლომონის მცირე გასაღებში” სიტრი აღწერილია, როგორც ჯოჯოხეთის პრინცი, რომელიც მეთაურობს დემონთა 60 ლეგიონს. სიტრის ცდუნების საწინააღმდეგოდ ყველაზე კარგი საშუალებაა მაქსიმალურად ბევრი ტანისამოსის ჩაცმა სახლიდან გასვლის წინ და ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.


პრუფლასი – უთანხმოება, ჩხუბი და ტყუილი
თქვენ ურთიერთობაში ხართ და იმდენად ძლიერ გიყვართ, რომ მისთვის მზად ხართ, სიკვდილამდე იბრძოლოთ. დასაწყისში ერთადერთი გადასაწყვეტი რამ შეხვედრისა და ერთად სადილობის ადგილი იყო, შემდეგ ეს თემა შეიცვალა პიანინოს დადგმის ადგილით, როცა ერთად დაიწყეთ ცხოვრება. მალე მისგან წამოვიდა საყვედურები, რომ ძალიან სწრაფად ჭამთ, ხმამაღლა ლაპარაკობთ, მეგობრებთან დიდ დროს ატარებთ და ა.შ. წვრილმან საკითხებზე ჩხუბი და უთანხმოება აღარ მთავრდება. ყველა გეუბნებათ, რომ უმჯობესია ცალ-ცალკე იცხოვროთ, თქვენ კი ამის გაკეთება არ გსურთ. რეალობა ისაა, რომ ურთიერთობას ძველებური გემრიელი ეგზორციზმი სჭირდება. :)

როგორც დემონოლოგი იოჰან ვეიერი გვეუბნება “დემონების იერარქიაში”, პრუფლასი ჯოჯოხეთის ჰერცოგია და მის განკარგულებაშია დემონთა 6 ლეგიონი. ის უბიძგებს ადამიანებს სიცრუისკენ, კინკლაობისა და განხეთქილებისკენ. ასე რომ შეიძლება უნდობლობასა და ტყუილებში ადამიანი სულაც არაა დამნაშავე და ეს მხოლოდ პრუფლასის ოინებია. :)


ბელზებუბი – გაუმაძღრობის დემონი
როცა ბელზებუბი გებრძვის, იმით მიხვდები, რომ მაცივარი უკვე დააცარიელე და რისი შეჭმაც შეიძლებოდა, ყველაფერმა შენს მუცელში გადაინაცვლა. როცა მაკარონით, ყველითა და ქათმის ხორცით მოლხენა დაასრულე, იმაზე დაიწყე ფიქრი, რა კარგი იქნებოდა, გქონოდა ბანანი კრემითა და თხილით, რომ ამ ყველაფერზე დაგეყოლებინა. და ასეთი ქცევების მიუხედავად, მაინც გიჭირს იმის გარკვევა, რატომ ვერ იკლებ წონაში. შეიძლება ამ ყველაფრის მიზეზი ორსულობაც იყოს, მაგრამ ცხადია, ყოველთვის არა. უფრო სავარაუდოა, რომ ღორმუცელობის მფარველი დემონი, ბელზებუბი გიწამლავს სულს. ბელზებუბი ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი, ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დემონია. უფრო მეტიც, ბელზებუბი შედის სამ ყველაზე ცნობილ და ძლევამოსილ დაცემულ ანგელოზს შორის – მას მხოლოდ სატანა და ლევიათანი ჯობნიან. ხშირად იწვევს მკვლელობას ეჭვიანობის ნიადაგზე და აცდუნებს ადამიანებს ომის დაწყებისკენ, სხვა დროს კი მოკვდავებს მუცლის ამოვსებისკენ უბიძგებს.


ასმოდეი – ფიზიკური ლტოლვის დემონი
ბარის ერთ-ერთი ოფიციანტი საკმაოდ მიმზიდველი და სექსუალური გოგონაა და ასე მხოლოდ ალკოჰოლის გავლენის გამო არ ჩანს. შენ მას ზედმეტ ხურდას აძლევ და იმედი გაქვს, რომ მასთან საუბრის ან ნომრის გამორთმევის შესაძლებლობა მოგეცემა. პრობლემა იმაშია, რომ შენ ცოლიანი ხარ ან მინიმუმ დანიშნული. ოფიციანტის სხეულის ფორმები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგყვება ფიქრებში და საღამოობით ფანტაზიებიც მოგეძალება ხოლმე. ეს უცნაური სექსუალური სურვილები და ახალი გატაცება, რომელიც საკმაოდ ძლიერია, უკავშირდება ასმოდეის – ვნებისა და ლტოლვის სასიკვდილო ცოდვის მფარველ დემონს. ასმოდეი ჯოჯოხეთის მეფეა და ადამიანთა აღგზნება ადვილად გამოსდის. განსაკუთრებით ძლევამოსილი ის ნოემბრის თვეშია ხოლმე. საკმაოდ ადვილია მისი დაფრთხობა – ამისთვის საჭიროა ცხელ ნაკვერჩხლებზე თევზის გულისა და ღვიძლის დადება, მისი სუნი ასმოდეის განდევნის. ყოველ შემთხვევაში, ტობითის წიგნი ასე გვირჩევს.


ვერინი – მოუთმენლობის დემონი
სამუშაოს დამთავრების შემდეგ მიემართებით მანქანისკენ და ამ დროს გესალმებათ გარემოს დამცველი, რომელიც გარწმუნებთ, რომ ვეშაპებს გადარჩენა ესაჭიროებათ და ამისთვის თქვენი დახმარებაა საჭირო. თუმცა თქვენ ნაკლებად გადარდებთ ეს ამბავი, ართმევთ მას ბროშურას, მისი თანდასწრებით ხევთ და აღშფოთებული აქტივისტის წინ ნაგლეჯებს ძირს აგდებთ. მანქანის დაძვრისა და გზაზე გასვლის შემდეგ თქვენს წინ მიდის ხნიერი ადამიანი, რომელიც სიფრთხილის მიზნით ნელა მოძრაობს. მრავალჯერადი სიგნალი რომ მიზანს ვერ აღწევს, გადადიხართ საპირისპირო მხარეს გადასწრების მიზნით და თან უყვირით, რომ მისი ასაკის ადამიანებისთვის საჭესთან ჯდომა უნდა აიკრძალოს. მანქანას მშვიდობიანად აყენებთ და ახლომდებარე კაფეში შედიხართ. უკვეთავთ ლატეს 77 გრადუსზე ქაფის გარეშე, სანაცვლოდ კი იღებთ ცივ ლატეს, რომელსაც ქაფის მთა ფარავს. ცხელ გულზე სასმელს მიმტანს ესვრით, უკან იღებთ გადახდილ ფულს და უყვირით, რომ მისნაირი ადამიანი არაფერს იმსახურებს.

ასეთ დღეს თუ ნაცნობმა დაგინახათ, იფიქრებს, რომ რაღაც გჭირთ, ეს რაღაც კი დემონის, სახელად ვერინის ქმედებაა, რომელიც პასუხისმგებელია მოუთმენლობაზე. სებასტიან მიქაელისი “საუცხოო ისტორიაში” მასზე წერს, რომ ვერინი დემონთა პირველ იერარქიას ეკუთვნის. დემონთა ეს კლასიფიკაცია კი სებასტიანს გადაეცა დემონ ბაალ-ბერითისგან, როცა ერთ-ერთ მონაზონს ეგზორციზმის რიტუალს უტარებდა. ვერინის დამარცხებაში დაგეხმარებათ წმინდა დომენიკი.


ლუციფერი – ყველანაირი ბოროტების სათავე
რადგანაც მომაკვდინებელ ცოდვებზე ზრუნვა სხვა დემონებს გადაეცათ, ლუციფერი ძირითადად ამპარტავნების გაჩენას უწყობს ხელს. ეს ცოდვა ყველაზე მეტადაა ნაცნობი მისთვის, რადგან სიამაყის გამო უარი განაცხადა უზენაესის მორჩილებაზე და ზეციდან გამოძევდა. ლუციფერს საკუთარი თავი ყველაზე მეტად უყვარს. ჯერ კიდევ ანგელოზებში ყოფნისას ის მიიჩნეოდა გამორჩეულად და სხვებზე აღმატებულად. ღმერთისგან მას მიეცა უფლება, ემართა დედამიწა. ლუციფერის სიამაყემ სათავე დაუდო ომს ანგელოზებს შორის და როცა საბოლოოდ მთავარანგელოზმა მიქაელმა მოახერხა მისი დამარცხება, გადმოგდებულ იქნა მიწაზე და ეწოდა სატანა. მას თან მიჰყვა უამრავი ანგელოზი, რომლებიც იქცნენ დემონებად და იწვევენ სხვადასხვა უბედურ შემთხვევებს, აცდუნებენ ადამიანებს. ლუციფერი კი მათი მეფეა.

ჩვეულებრივ მოკვდავებს ლუციფერთან დაკავშირებით არაფერი აქვთ საფრთხილო, რადგან ამ უკანასკნელის საკბილოები ცნობილი ფიგურები არიან, რათა დედამიწაზე თავისი ძალაუფლება განიმტკიცოს. მისი გავლენა იგრძნობა რომის ტირანი მმართველების მეფობისას, ზოგიერთის აზრით კი ლუციფერის ქარიზმა თანამედროვე მსოფლიო ლიდერებსაც ეტყობათ.

Posted in guest პოსტები, mystic | Tagged , , , , , , , , , , , , | 5 Comments

ვამპირებზე მონადირეები

ალბათ არ დაიჯერებთ მაგრამ ამ ნივთებიდან უმეტესობა 200 წლისაა.. რამდენიმე საუკუნის წინ ადამიანებს პერიოდულად აშინებდათ ვამპირების არსებობა და მათგან თავდასაცავად ზომებს იღებდნენ. თითქმის ყველა მათთაგას ჰქონდა მსგავსი ნაკრები ვამპირების მოსაგერიებლად. ვამპირების ჟლეტვა ლამის პროფესიად იყო ქცეული :დ რუსულად უკეთ ჟღერს “охотник за вампирами”.. მართალი რომ გითხრათ ვერ წარმომიდგენია როგორ ხოცავდნენ ამ სრულიად უწყინარ არსებებს :/ რომლებიც მხოლოდ იმდენ სისხლს სხვამენ რამდენიც არსებობისთვის სჭირდებათ : ( ნუ უმეტესობა მაინც.. დანარჩენებს რაც შეეხება უბრალოდ ადამიანების ცხოველობით არიან გაბრაზებულები და რევანშს იღებენ! მოკლედ თემას დავუბრუნდეთ და ეს ჩვენი პროფესიონალები :დ ათას ხერხებს იგონებდნენ ვამპირებისგან თავის დასაცავად. დაათრევდნენ ამ ჩემოდნებს რომლებიც როგორც ავღნიშნე საუკუუნეებს ითვლის…

მოკლედ ანტი ვამპირ ჩემოდანი ნომერი 1 : 

ნაკურთხი წყლებით ბიბლიით და ჯვრების ფორმის შუბებით .. თავის დროზე ალბათ ნივრის ერთი ორი თავის ეგდო :დ

ანტი ვამპირ ჩემოდანი ნომერი ორი :   Continue reading

Posted in mystic | Tagged , , , , , | 12 Comments

რატომ ჩავიდინე ბლოგი

ამას წინათ ნიკოლომ დამტაგა თამაშში “როგორ გავხდი ბლოგერი” ამ კითხავზე და კითხვაზე რატომ გავაკეთე საერთოდ ბლოგი უამრავჯერ გამიცია პასუხი. ვიტყვი კიდევ ერთხელ.. დიდი დავაა ამ “წოდებაზე” გამართული ჰქვია თუ არა ყველა იმ ადამიანს ბლოგერი ვისაც ბლოგი აქვს.. :დ მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა ქვია.. და საერთოდ რა სისულელეა წიპა: მე 123 პოსტი მიწერია ბლოგზე შენ 23 ამიტომ მე ვარ ბლოგერი შენ არა :დდდ კნუტს ეწერა პოსტი “მიმართვა ახალბედა ბლოგერებს სახალისოა : )))))  რამდენიმე თვის წინ რომ ვამბობდი რომ ბლოგი მაქვს ან ბლოგერი ვარ რეაქცია იყო ხოლმე ესეთი : “ბლო რაა??” :დდდდ

თუმცა თავიდან როცა ბლოგი გავაკეთე მეც აზრზე არ ვიყავი რა იყო ბლოგი :დდ გავაკეთე რაღაც უფასო პლათფორმაზე სადაც დავდე ჩემი ნაწერები.. მერე ერთი ორჯერ პირადულებიც გავურიე :დ მერე აღმოვაჩინე როკოს ბლოგი :დდ სვითის სხვა პატარა ბლოგები რომბლებსაც დიდი ხანი არ ქონდათ გამოქვეყნებული პოსტები ((( პირველი კომენტარის დანახვაზე თვალები შუბლზე ამივიდა :დ  ეს იგო 2009 წელს :დ როცა ზაფხულში მოწყენილობისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა… ვწერდი პოსტებს და ჭერში კი არადა ბლოგზე ვაწყობდი ^^

მერე მართალი რომ გითხრათ არ მახსოვს :დ პირველად როგორ აღმოვჩნდი ბლოგერების შეკრებაზე… როგორ ავასრულე ნელ-ნელა ყველა პუნქტი კნუტის დაწერილი პოსტიდან :დდ დიდი ორიგინალურობით არ გამოირჩევა ჩემი “ისტორია” :დდდ ჩემზეც დიდი გავლენა იქონია ბლოგერების წრეში გარევამ მეც ბევრი მეგობარი შევიძინე და მეც მიხაროა რომ 3 წლის წინ ვორდპრესი აღმოვაჩინე : ))) ზეთს ოლ : )

Posted in ტეგ თამაშები | Tagged , , , , , | 10 Comments

27 სექტემბერი

წელს არ ვაპირებდი ამაზე პოსტის დაწერას მაგრამ გული არ მითმენს… ვაბშეტა იმ სიმღერის ხათრით ვწერ ამ პოსტს რომელსაც პოსტის ბოლოს დავაშეარებ…

არ მჯერა რომ უკვე ამდენი წელი გავიდა.. :/ დღეს მემორიალზე ვიყავი გმირთა მოედანზე.. ბევრი ხალხი იყო. ყვავილები მივიტანე.. არ მიყვარს იქ მისვლა. შეიძლება ცუდს ვამბობ ან ძალიან ეგოისტურად ვარ განწყობილი მაგრამ მერჩივნა მემორიალის ნაცვლად ნორმალური საფლავი მქონოდა მამაჩემის და იქ მევლო…

ძალიან ბრძოლის დუხი მოაქვს როგორც მანოვარის warriors of the world-s. სრული ინფო შეგიძლიათ იხილოთ აქ  სულ მბურძგლავს რომ ვუსმენ <3 ერთია ნასარიძის ხმა არ უხდება :დდდ სულ ის ვირი მახსენდება იმედზე რომ ახმოვანებდა :დდდ მოკლედ ძალიან მაგარი სიმღერაა <3

 

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , | 3 Comments

რატომ ვიბრმავებთ თავს – he’s just not that into you

ჩემი აზრით სადექსტოპე ფილმია იმის შესახებ თუ როგორ ვიტყუებთ ქალები თავს. როგორ ვუძებნით ათას გმართლებას კაცების საქციელს როცა მათ იავნად უბრალოდ კიდიხართ! თუ ის შეხვედრაზე არ მოვიდა: “ეტყობა მანქანამ დაარტყა, ან ცუდათ გახდა, ან აუცილებელზე აუცილებელი საქმე გამოუჩნდა”.. სხვა ათასი თავის გასამართლებელი რომესაც საკუთარ თავებში ვეძებთ და მას რა თქმა უნდა დაავიწყდა დარეკვა ან მოწერა.. თუ ბიჭი არ რეკავს ეს იმას ნიშნავს რომ არ უნდა დარეკვა!

Gigi: Maybe his grandma died or maybe he lost my number or is out of town or got hit by a cab…
Alex: Or maybe he is not interested in seeing you again.

რატომღაც ბიჭი რაც უფრო აგდებულად გვექცევა რაც უფრო გაგრძნობინებს რომ კიდხარ მით უფრო იწყებ ჩაბღაუჭებას მეტი გამართლების პოვნას და თავის დაბრმავებას… მაინც ვფიქობთ რომ აი “ჩვენს შორის მაინც არსებობს რაღაც”… აწწწწ “ჩვენი” სიმღერა დააშეარა ფბზე ^^ ესე იგი ჩემზე ფიქრობს.. სინამდვილეში შენ სულ არ გახსენებიხარ უბრალოდ სიმღერა მოსწონს და არც არასდროს უფიქრია რომ ეს “თქვენი” სიმღერაა.. ან უბრალოდ არ ახსოვს..

We are all programmed to believe that if a guy acts like a total jerk that means he likes you.

ფიქრობ რომ აი “მე ისეთი მიყვარს როგორიც არის” ^^ ნუ ეს რა თქმა უნდა ეს დიდი “თავდადებაა” თქვენი მხრიდან მაგრამ ერთხელ რაციონალურად რომ გეაზროვნათ მიხვდებოდით რომ ასეთი გარეწარი უბრალოდ სიყვარულის გრძნობასაც კი არ იმსახურებს და მისი ასეთი დამპლური საქციელები რომლებსაც თქვენ არ იმჩნევთ მშვენიერი შანსია იმისი რომ გაუშვა ის იქ საიდანაც აღარ ბრუნდებიან და ნორმალური კაცის ძებნა დაიწყო რომელიც რეალურად არ არსებობს უბრალოდ ნაკლებ რაღაცაზე იქნება თვალი დასახუჭი.. არ აქვს აზრი აშეარო “სოუ სედ” ფოტოები. მოწყენილი და აპათიური სტატუსები და სევდიანი სიმღერები რომ აიაიაიაია როოოგორმე მას ხმა მიაწვდინო რომ მიხვდეს როგორ გაკლია და დააააააგირეკოს ^^ სინამდვილეში სანამ არ დაუღეჭავ ვერც ვერაფერს ვერ მიხვდება ან არ მიხვდება იცით რატომ? პასუხი მარტივია მას კიდიხარ! ჰი დაზნთ ქეარ!!! ეს უნდა გაიაზროთ!!

(c) მანქი

კაცი რომელიც არ გირეკავს რომელიც მესიჯებზეც ზრდილობის ხათრით ტონით გპასუხობს ან საერთოდ არ გპასუხობს… რომელსაც 2 თვეში ერთხელ გულის კანკალით ურეკავ იმის შიშით რომ ტელეფონს არ უპასუხებს და თვითონ თხოვ გამოსვლას, ამ კაცს კიდიხარ! მაგრამ შენ ისეთი დებილი ხარ რომ ამას არ ხვდები! მას არ ადარდებს რას ფიქრობ, მას არ ადარდებს რას აკეთებ, არ აღელვებს ის, ვისზე ფიქრობ ძილის წინ.. ამიტომ არაა საჭირო იყო მის გამო ცუდად, მასზე იფიქრო, ან მისთვის ხმის მისაწვდენად აკეთო რამე. აი ამას უნდა მიხვდე ძალიან ცხადად. იმას, რომ თქვენს შორის არასოდეს, არაფერი არ იქნება. ამიტომ უბრალოდ უნდა გადაიტანო და გაიარო. ცხოვრება გრძელდება! ნუ უსმენთ დაქალებს რომლებიც ამ ყველაფერს პირში ვერ გეუბნებიან… რადგან როცა ისინი შენს მდგომარეობასი იქნებიან შენც იმავეს ეტყვი ეს კიდევ ერთი შცდომაა! ეს არ არის მეგობრობა როცა ადამიანს გული არ გინდა ვითომ ატკინო და თვალში ნაცარს აყრი :/

How stupid is it that a girl has to wait for a guy’s call anyway, right?

და ეს ყველაფერი არ უნდა იცოდე არ უნდა ხვდებოდე ამას მთელი სიცხადით უნდა აცნობიერებდე! ეს ორი იმით განსხვავდე ერთმანეთისგან რომ როცა მას ხედავ ეს გავიწყდება აღარ უსმენ შენს ალტერ ეგოს რომელიც გეუბნება “ეს ის ტიპია მილიონჯერ რომ დაგიკიდა!” ეგრევე აწწწწ როჟა იჩითები და იწყებ ფიქრს “როგორ შეიძლება ვეკიდო ჩვენ ხომ ასე კარგად ვართ ერთად” სწორედ აქ უშვებ შეცდომას და თუ ეს ინფორმაცია ტვინში ჩაბეჭდილი არ გაქვს ისევ აღვარღვარებ ცრემლებს ძილის წინ… დრამა ქვინობას ეჩვევი მუდმივად ცუდათ ყოფნა და თვითგვემა უკვე თითქოს გისწორდება.. მსხვერპლის როლს ირგებ და გრძნობებთან ჭიდილი თვეების განმავლობაში გიგრძელდება.

“ვერ წარმომიდგენია რომ მატყუებს, მე ხომ მას ძალიან კარგად ვიცნობ..” ჰმ… ბულშით! მაშინ რატომ არის მისი საქციელი მის სიტყვებთან ასეთი არაადეკვატური?! ჰეი! გაახილე თვალები!

So trust me when I say if a guy is treating you like he doesn’t give a shit, he genuinely doesn’t give a shit. No exceptions!

ამდენი არგუმენტის შემდეგ რომელიც მის ყ..ბას ამტკიცებს შენ მაინც გულის სიღრმეში ეძებ მიზეზს რატომ მოიქცა ასე… “მე ხომ მისთვის არაფერი დამიშავებია”… კლასიკური მაგალითი ფრაზისა: “რა დავაკელი!?” :დდდდდდ არც არაფერი.. შეიძლება გენიალურადაც იყავით ერთად მისი უსიტყვოდ გესმოდა თბილადაც ექცეოდი თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო მაგრამ ბრახ : ))) ის უბრალოდ შეიძლება გაქრეს ახსნა განმარტებების გარეშე.. მიზეზი არ არსებობს.. ან არ გვინდა იმის დაჯერება რომ მოვბეზრდით. მე მჯერა იმის რომ თუ კაცს უნდა გნახოს რადაც არ უნდა დაუჯდეს გნახავს.. უნდა რომ შენთან იყოს?! იქნება!  მოკლედ სათქმელი კიდევ ბევრია უბრალოდ ცხელ გულზე აღარ მეწერინება… ზეთს ოლ…

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , | 29 Comments

CellarDoor


ახალი ბენდი აღმოვაჩინე ^^ მთელი დღეა ვუსმენ და ძალიან მომეწონა :> მერე ფბზე ვიპოვე :>

ეს მაგათი ფბ პეიჯი და მაისპეისის ლინკი სადაც შეგიძლიათ მოუსმინოთ.

იუტუბზეც დავსერჩე და ოფიციალური ჩენელი ვერ ვიპოვე მაგრამ იუზერი ვნახე რომელსაც რამდენიმე ვიდეო აქვს ატვირთული ^^

ააააააი ეს სიმღერა მომეწონა ყველაზე მეტად ♥♥♥ პეიჯზე წავაწყდი ინფოს რომ მალე პირველი ალბომის გამოსვებას აპირებენ. ჩემი პლეილისტი ისე ყელში მქონდა ამოსული რომ ეს ♥♥♥  ^^ მოკლედ ნახეთ :>

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , | 3 Comments

მე, შენ და ხალხი

გამარჯობა. მე გიორგი ვარ. შენ არ გიცნობ, არც ჯადოქარი ვარ, მაგრამ შემიძლია ყველაფერი გითხრა შენ შესახებ: ყოველდღიურად ძილში ათ საათს ატარებ, ჭამაში–ერთს, უნიტაზზე–ნახევარს, კომპიუტერთან–ექვსს, საყვარელ ადამიანებთან–ერთს. არ გახსოვს, ბოლოს როდის იმღერე ხმამაღლა; გგონია, რომ სიგარეტი სექსუალურობას გმატებს; ფეისბუქზე უფრო დიდ დროს ატარებ ხალხთან ურთიერთობაში, ვიდრე რეალობაში და გგონია, რომ ბევრი მეგობარი გყავს. ყოველდღიურად უყურებ ახალ–ახალ კომერციულ ფილმებს, მაგრამ არ გახსოვს, რა წაიკითხე ბოლოს.

შენ თვლი, რომ თუ შენთვის, წყნარად იქნები, არ დააშავებ არაფერს და ყველაფერზე თავს მორჩილად დააქნევ, არავინ შეგეხება და უზრუნველად იცხოვრებ. ამიტომაც, არ გაინტერესებს, ვინ ვის კლავს, ვინ ვის ართმევს, ვინ ვისთან ბრძოლობს ძალაუფლებისათვის. თან, შენ ამაყობ ამით. შენ არ გამოდიხარ ქუჩაში, როდესაც ხალხს უსამართლოდ აპატიმრებენ, ცემენ, ხოცავენ. თან, შენ ამაყობ ამით.

შენ ირჩევ მუსიკას, რომელიც შენს გემოვნებას შეიძლება ბოლომდე არ შეეფერებოდეს, შეიძლება საერთოდ ეწინააღმდეგებოდეს კიდეც, მაგრამ ამას შენთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს. შენთვის მთავარია, ის იყოს ნაკლებად პოპულარული და ნაკლებად ცნობილი. შენ ამით შენი განსხვავებულობა, ორიგინალურობა გინდა წარმოაჩინო.

null

სინამდვილეში, შენ ერთი დიდი  წრის წევრი ხარ. იქ ყველა განსხვავებული და ინდივიდუალურია და თან, ყველა უზომოდ ჰგავს ერთმანეთს. შენ მე ვერასდროს გიპოვი ბრბოში. ამიტომაცაა ასე ადვილი მოგიყვე შენ შესახებ, მაშინ როდესაც წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ.

 null

განა მართლა! ეს უბრალო ხუმრობა იყო. არ გეწყინოს, შენ ყველაზე კარგი ხარ!

Posted in guest პოსტები | 13 Comments

Insomnia ☂

«Being human is harder than it looks.»

გუშინ წინ ქუჩაში რომ გავედი ისეთი უაზრობა და დებილობად მეჩვენებოდა ყველაფერი, ბავშვების თამაშიდან დაწყებული ძაღლების გასასეირნებლად გამოსული ხალხით დამთავრებული…

სად მთავრდება უძილობა? იქ სადაც სიზმარი და ცხადი ერთმანეთში გერევა… ბრუვდები… გეძინება მაგრამ ძილის პრე-დრო გეზარება.. აი ის რომ დაწვები და რამეზე რომ “უნდა” იფიქრო. მეზიზღება ეს მომენტი! ბოლოს ვაიძულებ თავს დავწვე და ვწევარ.. თვალები მეწვის ვერ ვახელ იმიტომ რომ მეZინება და ამაზე ფიქრში რომ საშინლად მეძინება ვერ ვიძინებ ვდგები გამოვდივარ ვკითხულობ ვხატავ ფილმს ვუყურებ და ისევ ვწვები მერე თავიდან..

შარშან როცა ვმუშაობდი ისე მოვდიოდი სახლში ერთი სული მქონდა საწოლამდე მივსულიყავი. 9ზე მოვდიოდი სახლში და ათამდე ძლივს ვქაჩავდი… დილით 8-9 საათზე ფეხზე ვიყავი. იმიტომ რომ მთელი დღე რაღაც მქონდა გასაკეთებელი ვიღლებოდი ენერგიას ვხარჯავდი. არ ვიცი არ ესმით… ნუ კაი გახვედი მეგობრები ნახე გაერთე იცინე იტირე რავიცი მაგრამ ეს არ არის საკმარისი… ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ სწავლას! უი მართლა მობილობით სხვაგან გადავედი… ოქტომბრიდან ისევ სტუდენტი ვიქნები : )

გაციებული ვარ :/ სიცხე მაქვს :/ ღამე როცა მიწევს მაღლა თვალის უკან იქ სადაც ვერ ვხედავ სულ მგონია რაღაც დარბის უცებ უკან ვიხედები წამდაუწუმ.. ისე ვწვები რომ შუქს არ ვაქრობ და თავზე ბალიშს ვიფარებ იმიტომ რომ შუქი მაწუხებს.

თავში მაქვს სრული ქაოსი! მინდა რომ ის ვინც ჩემს თავშია და მოსვენებას არ მაძლევს წავიდეს გაქრეს დამავიწყდეს არ არსებობდეს არ ვიცნობდე! სულ სულ სულ აქ არის მაშინაც კი როცა არ ვფიქრობ.. და საერთოდ არ ვფიქრობ. მართლა არ ვფიქრობ ტვინი მიფეთქდება მასზე ფიქრისას ვბრაზდები ყვირილი მინდა საკუთარი თავიც მეზიზღება ხანდახან.

დედაჩემი გამოვიდა. დილის 7 საათია. მიყვარხარ დე როცა უბრალოდ მეკითხები “კიდე გაათენე დე?” მეტი არაფერი არც გაღიზიანებული ტონი. ისე უბრალოდ.

რამდენიმე საათის წინ მამაჩემის დაბადების დღე იყო.. 19 წელი გავიდა უკვე! მთელი 19 წელი.. მომავალ წელს დამრგვალდება. მე კიდე დამნაშავედ ვგრძნობ თავს იმიტომ რომ ასეთი ინერტული არც ერთ სექტემბერს არ ვყოფილვარ.. თითქოს მნიSვნელობა აღარ აქვს უკვე არაფერს. მარტო დანაშაულის გრძნობა დარჩა რომ წელს მამიდასთან არ წავედი და რომ დედას ყურადღება არ მივაქციე. რომ ბებომ რომ მთხოვა რაღაც წამეკითხა მამაჩემზე მე ვუთხარი არ წავიკითხავთქო. იმიტომაც ვგრძობ თავს დამნაშავედ რომ გამიხარდა ავად რომ ვიყავი და მამიდასთან არ წავედი რომ კიდევ ერთხელ არ მოვისმინე იდიოტური სადღეგრძელოები ჩემი შემთვრალი ნათესავების წარმოთქმული. რომ ჩემს ძმას ნორმალურად არ ველაპარაკე ტელეფონზე.. რომ რაღაც მნიშვნელობა არ მივანიჭე ამ დღეს რომელიც წელიწადში ერთხელ არის და რომელ დღესაც სადღაც მამაჩემს ასაკი ემატება.

როგორ მიყვარს ეს გათენების პერიოდი ^^ როცა გგონია რომ ხალხი მართლა ასეთი ცოტა და მართლა ასეთი უწყინარები არიან დილა უთენია : ))

ინსომნია

Posted in უსათაურო | Tagged , , , , | 8 Comments

ჩემი პირველი….

ინსპირაცია anna-ს პოსტი ადოსთან და სიყვარულოვნას პოსტი.

დიახ!!! მე და კნუტს ვუჰუუუ გვაქვს :დდდდდ

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , , | 17 Comments

სანიშნემანია


ამას წინათ ტუმბლრზე ეს სანისნე ვიპოვე და ძალიან მომეწონა : )))) გადავწყვიტე თბილისში რომ ჩავალ გავაკეთებ მეთქი : )) მერე ნეტში სხვა სანისნეები დავძებნე გაკვეთილები ვნახე :))))  ამ ლინკით გადახვალთ პირველი სურათის ტუტორიალზე.. ესეც ჩემი ინტერპრეტაცია და დანარჩენი სანისნეები რომელთა უმეტესობას უახლოეს მომავალსი გავაკეთებ : )))))

ჩემი გაკეთებული : )))))

დანარჩენები:

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , | 11 Comments

დვალთა, თბილისი და სხვა ფინწიუშკები :)

დილის 6 საათი:  აუ შუქები ჩააქრეს უკვე ქუჩაში :/
7 ის ნახევარი: აზრი აქვს ნეტა დაძინებას?!
7საათი: ყავა სამი კოვზი ყავით უშაქრო
8საათი: რამე ხომ უნდა გავაკეთო, სერიალს ვუყურებ და სარკეს ვეძებ ვიხედები და გული მისკდება :/ სამი დღეა სარკეში არ ჩამიხედავს :/ თვალები ვამპირივით… განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ როცა მავიწყდება და შამპუნიან ხელს თვალში ვისვავ :დ ამოღამებულიც, 3 დღეა ფაქტიურად არ მიძინია..
“თავს იღუპაავ ბლა ბლა ბლა ბლა ბლა ბლა” – აქ უნდა ყოფილიყო ძალიან დიდი რეჩი რასაც მეუბნება ხოლმე ბებიაჩემი რამდენჯერაც აქეთ ოთახში გამოვა.. უკვე ზეპირად ვიცი ჩემს ზურგს უკან დგას ლაპარაკობს მე პირს ვაყოლებ … არა მაინც ოპტიმისტი ვარ მგონი ^^ აბა სხვა რა ქვია იმას როცა ჯანდაბაში რომ ვიყო მაინც ვცდილობ რამე კარგი დავინახო …
შარშან ამ დროს შეყვარებული ვიყავი :დ ოღონდ სხვაზე :დ არ მჯერა რომ უკვე ერთი წელი გავიდა :/  მე მომწონს როცა შეყვარებული ვარ, მიყვარს როცა ტრანსპორტში უნებურად მეღიმება როცა რაღაც მახსენდება, მიყვარს როცა ძილის წინ ათას რამე წარმოვიდგენ დიალოგებს სიტუაციებს…

ისეთი ინერტული ვარ გამხდარი ვშიშობ დიდხანს არ გასტანს ან პირიქით :ფიქრ: ვერ ვაყალიბებ აზრს რა მჭირს :დ ამიტომ დავიკიდებ და ფართიზე რომ ვიყავით არ მითქვამს მე და ან ნა…

მმმოდით არ მოვყვები იქაურ ამბებს :დდდ ბევრი რაღაცის გამოტოვება მომიწევს ამიტომ გული რომ არ დამწყდეს უბრალოდ ვიტყვი რომ ძააააალიან კარგი იყო! <3 ანა ჩემთან რჩებოდა მგონი ოთხი დღე იყო მერე წავიდა : (((( ხუთშაბათს ფართის გამო ჩამოვედით მე და ანა მერე შაბათს წავედით და ორშაბათს ანა წავიდა ჩემგან მე კი ხუთაბათს სრულიად მოულოდნელად დვალთაში დავბრუნდი : ) ^^

ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს არსადაც არ წავსულვარ ^^ იმ განსხვავებიტ რომ ანა არ იყო : (( სულ მეგონა რომ აი ახლა შემოვა და მეტყვის ჩაჩოჩდიო :დ მის საწოლზე მეძინა :დ

ასე იწვა ხოლმე ძროხულად ფბზე შემძვრალი ან მორიგ პოსტს აცხობდა :დ ნუ როგორც წესი თვითკმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე :დ ნათიამ სასწაული გადაიღო ამ სერიოზული სახის სახით :დდდდ

ესე იგი ოთხშაბათს ბურთმა მომწერა რომ დღეს საღამოს თბილიში ჩამოვდივარ მამაჩემთან ერთად ხვალ დილით გამოდი ჩემთან და წავიდეთ უკან სოფელშიო ^^ ავჟიტირდი ეგრევე ჩავბარგდი და მთელი ღამე ვერ დავიძინე :დ მიუხედავად იმისა რომ საშინლად მეძინებოდა :დ ავდექი დილით უძინარი და წავედი ^^ ნათიასთან სანამ მამამისს ველოდებოდით ჩამეძინა ერთი საათი :დ გზაში სიხარულის თავიც არ მქონდა ისე მეძინებოდა :დ თან მანამდე თეთრწყაროში ჩავედით რაღაც საბუთები ქონდათ წამოსაღები

მე და გიო :დდ ვდებილობთ რაღაცებს :დ ალბათ ბრეინის ძახილით ისევ თმას ვუჩეჩავდი და გამიბრაზდა :დ:დ

ერთინახევარი საათი კიდევ იქ ვიყავით მანამდე ვძლიე ძილს ვიმაიმუნეთ მე და გიომ უნო ვითამაშეთ ^^ და წამოვედით.

სოფლის შესასვლელში ფერმა რომ დავინახე მაშინ ვიგრძენი რომ დვალთაში ვართ <3

სოფლის შესასვლელი და მიტოვებული ფერმა <3

ის ოთხი დღე რაც იქ ვიყავი დამშვიდდი ^^ თბილისში არეული ისევ დავლაგდი ^^ მთელი დღე ან ფიჭვებში ვიყავით ვკითხულობდით ვჭორაობდით ან სახლსი ზომბებს ვთამაშობდით :დ გარეთ ვბოდიალობდით : )))

ფიჭვები <3

ნათიას ნათესავი გვანცა გავიცანი რომელზეც ბევრს ლაპარაკობდა ნათია და მეთქი ვინ არის ბოლოს და ბოლოს :დ მერე გვანცამ მითხრა ლუკა უნდა ჩამოიყვანონო პატარა ბავში ^^ დეიდაშვილი იყო გვანცასი თუ რაღაც ეგეთი სურათები მაჩვენა და მეთქი აწწწწწ <3 უკარებაა თქო ვკითხე, არაოო ყველასთან მიდისო :დ:დ:დ

ლუკა : )

არ ვიცი მე არ მოვეწონე ბავშვს თუ ჰაერმა იმოქმედა ცუდათ :დ ნიტოშტო არ მიდიოდა არავისთან :დ თითს რომ გაუშვერდი ტიროდა :დ გვანცა ყოველ გამოყვანაზე ამბობდა ან ეძინება ან ახალი გაღვიძებულიაო :დ:დ არადა ძაალიან საყვარელი ვინმე იყო. : ))))

ქომოები ^^

ნათიას სახლი სადაც იყო იქ რატომღაც ქუჩის გაგრძელება აღარ მეგონა თურმე გრძელდებოდა კიდევაც და გვანცას სახლიც იყო :დ გვანცას ეზოს სიღრმიდან კიდევ ეს მთები ჩანდა.

ზომბების თამაშისას :დ:დ

ესე იგი ნათიასთანაც ვიცხოვრე განმარტოებით და ანასთანაც :დ ნერვები მოგეშლება ადამიანს ხანდახან ისეთი უპრობლემოა ორივე :დ ანას ხმა ხო არ გაუგიათ ჩემებს 4 დღის განმავლობაში და ნათიას რაც არ უნდა უთხრა ყველაფერზე კაის გეუბნება :დ

მე და ან ნა თანაცხოვრების დროს :დ

მეხსიერებაში ჩავარდნები მაქვს :/ ძალიან ბევრ რამეს ვერ ვიხსენებ მაგალითად ჩემი ტვინიდან მთლიანად წაშლილია ივნისი და ივლისი :/ აზრზე არ ვარ რა ხდება ასე მგონია მაგ ორ თვეს გადავახტი :/
18 სექტემბერს ჩემი ბავშვობის დაქალის მეჯვარე ვარ ^^ კაბა უნდა მეცვას ლოლ :დ 6 წელია კაბა არ მცმია ^^ უკვე ვიყიდე როცა ანა აქ იყო.

რაც შეეხება ჩემს პრესექტემბრულ დეპრესიებს :დ ვერ ვხვდები კარგად ვარ თუ ცუდათ.. ვაბშე ეს დღეებია რასაც ვგრძნობ ყველაფერი მოგონილი მგონია.. ანუ წიპა სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ ვგრძნობ და ჩემი ტვინი რაღაცას მატყუებს.. მოკლედ სტრანნად ვარ….
ხო მართლა ფუცკ რა უნდა მეთქვა :/ დამავიწყდა :/ ა ხო ისა ^^ აცივდა ^^ გილოცავთ :დ ჩაის ამინდები დაიწყო

ჩემს ჭიქას უკვე ჩავაცვი ტანსაცმელი :დ:დ:დ:დ ვეხუტები ცხელ ჭიქას და ვუყურებ მთელი დღე ბოუნს

ეს კაცი ენჯელშიც კი არ მომწონდა ისე როგორც აქ

მოკლედ ვიცი რომ მილიონი რაღაც ჩავტენე ერთ პოსტში :დ მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია ხოლმე :დ ახლა წავედი ასეთი სანისნეები უნდა გავაკეთი წიგნისთვის

პ.ს. ფოტოები გადაღებულია ნათის მობილურით და მოპარულია მისი ფბდან

ბარემ ეს სიმღერაც ჩამაკვეხებინეთ :დ სულ სოფელს მახსენებს იქ ვუსმენდი ძალიან ხშირად <3<3

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , , , , , | 4 Comments

საპანტას სასაფლაო

Cimitirul Vesel de la_Sapanta : )

რუმინეთში არის ესეთი პატარა სოფელი რომელსაც საპანტა (Săpânţa) ქვია. საპანტაში პატარა ძალიან ლამაზი სასაფლაოა რომელიც ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ყოფილა. მგონი ერთადერთი სასააფლაოა სადაც ამდენი მხიარულებაა :დ:დ საქმე იმაშია რომ 1935 წელს, ადგილობრივ მჭედელს იონ პეტრაშს ცოლი გარდაცვლია :/ მან კი საფლავზე აღმართული ჯვარი ცოლის სურათებით, ნახატებით და წარწერებით მორთო.. ეს მაცხოვრებლებმა აიტაცეს და სასაფლაო აჭრელდა.. საფლავის ქვებზე გარდაცვლილების მთელი ცხოვრებაა : ))) გარდაცვალების მიზეზები, ცხოვრების წესი, განვლილი წლები, სასაცილო ეპიტაფიები და ასე შემდეგ…  იქაურობას მხიარულ სასაფლაოსაც უწოდებენ (Merry cemetery)..

ბოლო სურათზე ძალიან ვიხალისე :დ ნუ თუ არიქა და დაგაინტერესად ჭკვიანი ბავშვები ხართ და მეტი ინფოსთვის დაგუგლავთ ^^

Posted in უსათაურო | Tagged , , , | 11 Comments

Facebook is unavailable

 

All in all you’re just another brick in the wall

ანამ დამტაგა ტეგ თამაშში ფეისბუქი უჩვენოდ რომ დარჩეს, რომელიც მგონი ადომ დაიწყო.

მახსოვს ლანდიშას რომ ექაუნთი გააუუქმეს საკუთარივით განვიცადე როცა წარმოვიდგინე რა საშინელი გრძნობა შეიძლება იყოს სამი წლის ნაშენები “კედლის” დანგრევა.  :დ მერე ერთხელაც ფბზე შემოსვლას რომ ვლამობდი აღმოვაჩინე რომ ვიღაც მოცლილმა ფოტო დამირეპორტა. თავიდან ვერ გავერკვიე რა მოხდა და სანამ გავიგებდი რომ ექაუნთს არაფერი მოსვლია ჩემი დამემართა. ამიტომ სასწრაფოდ ჩამოვტვირთე ფბდან ჩემი ისტორია :დ ერთი ორი თვის წინ რომ დაგესვათ იგივე კითხვა ალბათ პასუხის გაცემამდე დამაჟრიალებდა ამ საშინელების წარმოდგენისას :დ ახლა?!

ახლა უბრალოდ დამეზარება ახლიდან მეგობრების დამატება. დავკარგავ ადმინობას იმ პეიჯებზე და ჯგუფებში რომლებიც მე გავაკეთე. ადრე ისტერიულად ვტვირთავდი ფოტოებს :დ ახლა ეს ფუნქცია ტუმბლრმა შეითავსა. მუსიკა საუნდქლაუდმა :დ თუმცა ძალიან დამწყდებოდა გული. ადრე ერთი საიტი აღმოვაჩინე არჩივდბუქი სადაც დაქონექდები და შენი ფეისბუქის უძველეს სტატუსებს გაჩვენებს. ვიჯექი ვკითხულობდი და ვფიქრობდი რომ ძალიან მოკლე ხანში საგრძნობლად გავიზარდე. ზოგიერთი სტატუსის კითხვისას არც მჯეროდა რომ ეს ნამდვილად ჩემი დაწერილია. დამენანება ის ადამიანებიც რომლებსაც ვერ გავიხსენებ და მარტო ფბთი ვეკონტაქტები. :/

ზაიობები წიპა “დეპრესიაში ვარ და ექაუნთს ვაუქმებ” არ მაქვს. საკუთარი ინიციატივით ალბათ არასდროს გავაუქმებ. არ გადავინაცვლებ გუგლ+ მიუხედავად ჩემი გუგლის მიმართ დიდი სიყვარულისა რომელიც მხოლოდ საძიებო სისტემით შემოიფარგლება. :დ თუმცა ცოდვა გამხელილი ჯობია და არ იქნება ურიგო ძალიან ბევრ დროს ვუთმობ ხოლმე ფბზე არაფრის კეთებას.. ან თუნდაც იმიტომ რომ ახალი ფურცლიდან დაიწყო შენი კედლის აგება. ერთი პერიოდი ავადმყოფურადაც კი ვიყავი მიჯაჭვული მამიდაჩემთან რომ მივდიოდი უინტერნეტობაში შინაგანი პანიკა მქონდა :დ:დ:დ

ყველა სოც ქსელი ფეისბუქმა ჩამინაცვლა აღარც სკაიპში შევდივარ ნუ იაჰუ მესინჯერზე ხომ ლაპარაკი არ მაქვს :დ ონლაინ მარტო ჩემი თავი მყავს რომელიც მე დავამატე გულის გასახარებლად :დ   უი ხო სულ დამავიწყდა რაც ფბზე ახალი მესიჯები ჩამერთო რომელიც მთელ ისტორიას ინახავს უსაშინლესად დამწყდება გული რომელიმე რომ დავკარგო :/ ზოგიერთზე თვალებში გულები მიჩნდება ხოლმე ^^ smiley

ხანდახან ისეთი ინდიფერენტული ვხდები ყველაფრის მიმართ რომ სულ ფეხებზე ვიკიდებ ფბ კი არა თავიც რომ დავკარგო :დ ასე რომ მთლად კარგი დრო ვერ იყო ამ პოსტის დასაწერად : ) ენივეი ძალიან მიყვარს ფბ მაგრამ ყოველთვის შემეძლება ალბათ ახალი აქაუნთის გაკეთება : )

ვტაგავ მათ ვინც პოსტის კითხვის დროს იმაზე დაიწყო ფიქრი თუ როგორ დაწერდა ამ პოსტს თვითონ : ))

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , , , | 5 Comments

ტრანს ფართი “Trance Aquarial Full Moon” და ბოლო დღეები დვალთაში

ძალიან მალე გავიდა დრო ლამის ორი კვირა ისე რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით. ერთ ორ დღეში მე და ანა წამოსვლას ვაპირებთ ნათია წუწუნებს რა ვაკეთო უთქვენოდო :დ რა აკეთოდ და ბოლთა სცეს ან იკითხოს :დ აქ რომ სახლი მქონდეს ფეხის მომცვლელი არ ვიქნებოდი თან იმდენი სახეტიალო ადგილებია <3 სულ რომ მარტო იყო სოფელში მაინც არ მოიწყენ ^^ სასაფლაო, მიტოვებული სახლები სადაც შეგიზლია შეხვიდე და ობობები დათვალო :დ ფიჭვები ^^ საიდანაც მზის ჩასვლის ყურება ნამდვილი საოცრებაა <3 მზის ჩასვლის სანახავად რომ წაგვიყვანა ნათიამ მგონი სამივეს ლეონსიო გაგვახსენდა თავისი ფრაზით “მე იქ ზაკატი გადავიღეეეეეე” :დ:დ:დ კიდევ რამდენი კარგი ადგილი ^^ ქვაჯარაზე ავიდეს დაჯდეს და მთვარეს უყუროს რომელიც იმხელაა აქ ^^ ბურთის ხელა <3 და სტაფილოსფერი :>

Trance Aquarial Full Moon

მოკლედ არ მოიწყინო ნათ : ))) მე და ანას შაბათს ფართიზე წასვლა გვინდა და პრინციპში მაგიტომაც მოვდივართ თბილიში ^^ ივენტს ჰქვია “Aquarial Full Moon Psychedelic Trance Party (ლინკი FB Event-ზე)” და ტარდება ალგეთის ტყეებში. ფართი იქნება 13 აგვისტოს და რა თქმა უნდა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება ^^ სავსე მთვარობის ღამეს ^^ ვინაიდან და რადგანაც ალგეთის ტყეები ცოტაოდენ შორია თბილისიდან ტრანპორტირება უზრუნველყვეს და მისი საფასური ბილეთისაში შედის <3 ზუსტად რომ საათზეა გასვლა არ ვიცი ამიტომ თვალი ადევნეთ ფბს ივენთის გვერდს. ესეც ყვავას პოსტი სადაც სუულ დაწვრილებით მიიღებთ ინფოს <3

დღეს ავათრიე ესენი სასაფლაოზე :დ ანა რა თქმა უნდა სახლსი დარჩა მარტო.. თუმცა რატომ მარტო :დ ნოუთბუქთან ერთად :დ დღეს ნათიას ნათესავები ჩამოვიდნენ ჩვენ ოთახში ნატიას დეიდაშვილი ბიჭი “შემოგვისახლეს” : )))) რომელიც ათ წუთში მე და ნათიამ გავაგიჟეთ :დ:დ:დ რაღაც სასწაულები ვაკეთეთ :დ:დ ვიცანცარეთ მოკლედ :დ. ავედით სასაფლაოზე დავათვალიერე იქაურობა. დავიგრუზე ცოტა :/ ახალი საფლავები რაც არის ყველა ახალგაზრდაა დანარჩენი მოხუცები და მიტოვებულები :/ ვისხედით ერთი ნახევარი საათი და წამოვედით… გზასი მიტოვებული სახლები გადავიღე რამდენიმე ცალი. ღამე რახან იყო კარგად არ ჩანს სამწუხაროდ..

სასაფლაოზე

ვიპოზიორე საფლავებთან :დ:დ

ესეც მიტოვებული სახლები : )

მოკლედ თბილისი დაგველოდე მოვდივართ : )) წამოდით ფართიზე

Posted in უსათაურო | Tagged , , , | 7 Comments

ისევ დვალთიდან ^^ 9 დღე

ჩუენ ^^

მეცხრე დღეა რაც აქ ვართ ანუ დვალთაში ნათიასთან და ანასთან ერთად. დღეს 8 აგვისტოა 3 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ. თუმცა ამაზე ლაპარაკი დიდად არ მინდა… ხო ვიცი ძალიან მტკივნეული თემა და ასე შემდეგ.. მომკალით და საშინლად მაღიზიანებს ეს ყაყაჩოების ავატარები ფბზე. თავიდანვე გულს მირევდა მიზეზით რომ 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღე კაციშვილს არ ახსენდება მგონი, ახლა უბრალოდ ნერვებს მიშლის ეს ვითომ პატრიოტული და “ჩვენ გვახსოვს” ყაყაჩოები.. ალბათ ნერვოზი მაქვს თუ ნევროზი :დ რა უბედურებაა :დ ახლა ვიკამათეთ აქ და ვერ შევთანხმდით რომელია სწორი :დ  მე მაინც ნერვოზი მგონია :დ

დღეს რაღაცა ფიქრების ჯაჭვებზე ვკაიფობდი ანუ რაღაცაზე ფიქრს რომ დავიწყებდი მერე ამ ფიქრებს სულ სხვა თემებამდე რომ მივყავდი :დ
გუშინ ღამე დავამთვარე “ქალი ტბაში” დეტექტივი :> როგორ მიყვარს დეტექტივები ^^ თან ისეთი ჩახლართული რომელიც ეს იყო ^^ წიგნის
დასაწყისიდანვე ათას ვინმეზე რომ გაქვს ეჭვი მერე შენი ჭკუიტ გამორიცხვის მეთოდს იყენებ რომ ეს წიპა კაი როჟაა მაგას არ გააკეთებდა და ბოლოს ისეთი ვინმე აღმოჩნდება ყბა ჩამოგივარდება :დ გემრიელი წასაკითხი იყო. ნათიას აქვს ორი წიგნი სერიიდან “მსოფლიო დეტექტივების სეიფი” კარგი რამეა <3 უნდა ვიყიდო ნელ-ნელა ყველა “საქმე” : )) ახლა მეორე ვიწყებ “მწვანე მოჩვენება” ჰქვია. თავიდან საკმაოდ უინტერესოდ დაიწყო მაგრამ იმედი მაქვს მერე გაუმჯობესდება. ცნობილი მწერლების საუკეთესო დეტექტივები ქვეყნდება და არამგონია ცუდი იყოს დასაწყისით არ ვიმსჯელებ, რამდენი წიგნი მიმიტოვებია ბავშვობაში ეგრე წლების მერე მივბრუნებივარ და ძალიან მომწონებია. დოვლატოვის “ჩემოდანზე” მერე ორიოდე სიტყვის დაწერა ცალკე პოსტად.

ორი დღეა აქ საგრძნობლად ცივა. ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მენატრება ხოლმე სოფლად ყოფნის დროს ეს არის ჩემი ტუალეტი :დ ჩემი ვანა და ა.შ. :დ ფეხებს ხშირ შემთხვევაში ვერ ვგრძნობ ასი წინდაც რომ ჩავიცვა :დ დღეს ცოტა მზემ შეგვავლო თვალი და აქაოდა კარგად არიან უჩემოდ არაფერი უჭირთო ისევ ჩაყვინთა ღრუბლებში.

წყალმა წამიღო :დ:დ

ამას წინათ ალგეთზე ვიყავით ^^ სხვა ადგილას სადაც ჩვენ გარდა არავინ იყო.. ბოლოს უფროსები მოვიტოვეთ ტყეში შევიჭერით და ალგეთის მეორე მხარეს ამოვყავით თავი სადაც ალგეთი უხვევს და სრულიად მიყრუებული ადგილი იყო ^^ კაციშვილი არ ჭაჭანებდა ერთ მხარეს ტყე მეორე მხარეს კლდეები ^^ მართალია ფეხები მომტყდა ქვებზე სიარულით და ბუზღუნით დავდიოდი დავისახიჩრე ფეხისგულები, მაგრამ კარგი იყო ^^ ანამ ეგრევე მზე დაიგდო გულზე და მთელი საათი ეფიცხებოდა მე და ნათია ჩავტყაპუნდით პაწუკა ჩანჩქერებს მხრები მივუშვირეთ :დ გავიხადეთ :დ:დ:დ ბევრი ნუდები გადავიღეთ :დ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რა კარგია მაიკის და შორტების გარეშე ბანაობა :დ (აქვე ერთი შენიშვნა: :დ ნათიამ აქ წამოსვლის წინ გამაფრთხილა კუპალნიკი არ წამეღო, აქ ცოტა არ იყოს და “ისეთი” ხალხია და მაიკებით და შორტებით ვბანაობთო, რაზეც თავბედი ვიწყევლე მერე ანას და მარის კუპალნიკი რომ დავინახე :დ გაუხმეს ნათიას თავი :დ) მერე დავბრუნდით იქეთ. მწვადების შეწვას ველოდეთ სულმოუთქმენლად იმიტომ რომ ახალ გაღვიძებული ლოგინიდან პირდაპირ მანქანაში გადამსვეს და წამიღეს მდინარეზე :დ ვიჭიდავეთ მანამდე წყალში ვწუწეთ ერთმანეთი რის გამოც მაჯა რომელშიც წამდაუწუმ ვიღაც მებღაუჭებოდა ახლაც მტკივა :დ

მწუადი :>

ნამდვილი სულიერი განსასვენებელია აქ თუ რამე არ შემოიჭრა ჩემს აურაში :დ:დ  მთელი დღე მთელი მონდომებით ვაკეთებთ – არაფერს :დ ვსეირნობთ ვნახულობთ უამრავ სვერხისწესტვინ ადგილს (ხო ვიცი რომ ამ სიტყვას უაზროდ ხშირად ვახსენებ ყველა პოსტში :დ) ჩვენი სახლის პირდაპირ თურმე მიტოვებული სახლი ყოფილა : )))))))

ხანდახან რაღაც საკითხს წამოვჭრით და მერე განვიხილავთ ვკამათობთ წიგნებზე ურთიერთობებზე კონკრეტულ ადამიანებზე ^^ ეს მომენტები განსაკუთრებით მიყვარს <3

გუშინ წინ სოფელში ნატალია მია ჩამოვიდა ბლოგერი რომელზეც ადრე მითხრა ნათიამ დვალთაში აქვს სოფელიო ^^ და ველოდებოდით ^^ აუ ძალიან ცუდია რომ მეორე დღესვე წავიდა სამსახურის გამო ^^ ძალიან საყვარელი და საინტერესო გოგოა ^^ გული დამწყდა რომ წავიდა :/ ფიჭვებში ვიყავით წასულები მე, ნათია, ნატალი, ანა, მარი, ერთ-ერთი ტყუპისცალი და ზურა :დ გზაში რაღაცები ვიტუტუცეთ :დ:დ:დ ნათია მინდორში გავიგდეთ :დ:დ ნატალი გვქომაგობდა :დ მერე ტყეში ჩუმად იყო :/ მერე უნო ვასწავლეთ ვისაუბრეთ. მოკლედ ძალიან კარგი გოგოა ^^ მე უფრო დიდი მეგონა რატომღაც ეგრე მახსოვდა :დ

ტყუპებმა აქაოდა ანას ცხენები მოსწონსო გუშინ გიომ წვიმაში ფანჯარასთან მოაკითხა ცხენით :დ მოვიდა ერთ საათში ანა სველი და ბედნიერი ^^ ესე თუ უყვარდა ცხენები არ მეგონა :დ

ნეტა მეტი წიგნი წამომეღო.

^^

დღეს დავფიქრდი და არ მინდა თბილიში.. მომენატრნენ ჩემები მაგრამ ცოდვა გამხელილი ჯობია და არც იმდენად რომ აქაურობა დავთმო. რომ მახსენდება ეს მანქანების გამონაბოლქვით გაბუღული ქალაქი ბევრი ხალხით და ათასი ამაზრზენობებით გული მერევა :/ აქ ცაც კი სხვანაირია :/ ღამე გეგონება ხელი რომ გაიწვდინო დიდი დათვის თანავარსკვლავედი სამაჯურივით შემოგეხვევა ხელზე ^^ იმ დღეს კიდევ ქცაჯარაზე ვიყავით ასულები მერე სადღაც მიტოვებული ფერმისკენ წავედიტ ზუსტაად ისეტი იყო როგორიც იმ დეტექტივში ქონდა ავტორს აღწერილი.. როგორ მიყვარს ხოლმე პატარა ფინწიუშკებით ტკბობა <3 უკან დიდი ნახევარ მთვარე იყო აი უზარმაზარი ^^ და მზესავით ჩავიდა მთის უკან : ) ნახევრამდე ჩასული აკულას გავდა ზღვაში : )))

თავიდან მიფრინდება ყველა ფიქრი რაც თბილისთან მაკავშირებს ხანდახან მგონია რომ არავინ მენატრება დედაც კი რომლის გარეშეც ერთ დღესაც ვერ ვძლებ, თავს იმით ვიმშვიდებ რომ ბევრს ველაპარაკები ტელეფონზე და ალბათ იმიტომ თქო..

ერთ კვირასი ალბათ ჩამოვალ :/ ოდესმე კი აუცილებად ვიყიდი რომელიმე მიტოვებულ სახლს აქ და ჩემებურად მოვაწყობ : )

კიდევ იცით რაზე ვფიქრობ? ვერ ვიტან როცა მაკრიტიკებენ :/ ხო ვიცი ვის უყვარსო მეტყვით :დ მაგრამ აი რაღაცნაირად მიუჩვეველი ვარ როცა ჩემს მიმართ ვიღაც ცუდატ არის განწყობილი ანუ წიპა მე ცუდათ მგონი არავის ვექცევი და ძალიან მიკვირს ხოლმე როცა ადამიანი აგრესიულად არის ჩემთან ან თუ ვგრძნობ რომ ვერ მიტანს საერთოდ ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ აქვს ხოლმე :დ მოკლედ :დ მეზარება ახლა ამ თემაში ჩაღრმავება :დ

სიმღერები რომ ადამიანებს მახსენებს ვერ ვიტან განსაკუთრებით ის სიმღერები რომლებიც მიყვარს და სულაც არ მინდა იმ სიმღერის მოსმენის დროს ვინმე კონკრეტულზე ვიფიქო..

აუ დღეს ნათიას ვეუბნებოდი ადრე უცნაურზე წავიკითხე ბავშვზე რომელიც 3 წლის იყო მგონი და ერთი წუთიც არ ეძინა 3 წლის განმავლობაში :/ მშურს იმ ბავშვის :/ ნეტა ძილის მოთხოვნილება ჩემს ორგანიზმს საერთოდ არ ქონდეს :/

მოკლედ უ-უ-უკარგესია აქ და იმედია დრო რაც შეიძლება ნელა გავა : ))))))

 

Posted in უსათაურო | Tagged , , , , , , | 14 Comments

მეგობრები და სხვა საფიქრალი :)

დღე მეხუთე…

დღეს ერთმა შემთხვევამ ცოტა ხნით რეალობაში დამაბრუნდა თუმცა ეგ აქ სალაპარაკო არაა… ისე კი ისევ ვართ თითქმის იდეალურ განცხრომაში…

გუშინ მიწისძვრამ გაგვაღვიძა ისე შეზანზადა სახლი უცებ წამოვჯექი საწოლზე და ეგრევე დედაჩემს დავურეკე  როგორ ხარ მანდ რა ხდება თქო :დ თბილისი კი ვერ იგრძნეს ზატო დედაჩემს  კინაღამ გული გაუსკდა :დ რა მარეკინებდა…

გუშინ წინ მთელი დღე რა თქმა უნდა ბოლთა დავეცით :დ მერე შუადღითვის ეგრედ წოდებულ ფიჭვებში ავედით რომ მზის ჩასვლისთვის გვეყურებინა წავედით სიგრილეში ვისხედით ბალახებზე ვდებილობდით რაღაცებს სურათებს ვიღებდით მერე ვუყურეთ მზის ჩასვლას გზადაგზა ვიდეოებიც ჩავწერეთ რომლებსაც მაგთიფიქსის არაჩვეულებრივი ინტერნეტის გამო ვერ ავტვირთავთ :დ:დ:დ გვიან წამოვედით… აქაურ სოფლის ბირჟაზე და გენიალურ იუმორზე ანამ დაწერა უკვე და არაერთხელ ახსენა დანანებით რა დურაკები არიან ჩვენი ასაკის ზოგიერთი ბიჭი :დ

წამოსვლისას რამდენიმე ობობა შევიწირე ხეებს შორის რომ ქონდათ ქსელი გაბმული :დ ჩემდაუნებურად მაინც და მაინც იმ ხეებს შორის გავლა მომეპრიანა :დ

ანა უკვე ლეგენდებს თხზავს ჩემი წუწუნის ნიჭზე :დ და ნათიას უნარზე ყველაფერზე იტროლფეისოს :დ მაგალითად მარიმ ნატიას დამ გაიგო გამოცდის ქულები და ცვენ ვეუბნებით ვააა მარი რა მაგარია გილოცავ არაა ცუდი ქულები ^^ ამ დროს ნათია: “როგორ არ არის ცუდი” :დ:დ:დ მოკლედ ფორმაშია :დ

გუშინ მდინარეზე ვიყავით იგივე სასტავი დაგხვდა სტრანნი ტატუებით და უსტრანნესი იუმორით :დ მათ ორი შტანგისტი ბიჭი ახლდატ რომლებიც თავიდან ტყუპები მეგონენ და მაგრამ უბრალოდ ზმები არმოჩნდნენ… ცოტაოდენ ხანს თვალიც ვერ მოვწყვიტე წყალში რომ ჩამოვიდნენ :დ:დ:დ:დ ანას მზაკვარი თვალებით ვანიშნებდი წყალში ჩამოსულიყო მარა ამ მზის სხივების ღორს ეკიდა ახალი “ნაყინების” აღმოჩენა :დ:დ:დ:დ მოკლედ იქაც ბევრი ვიტუტუცეთ წამოვედით სახლში :დ

გუშინ ბოლოს და ბოლოს ავედით ქვაჯარაზე ღამე. ძალიან მაგარი იყო ^^ გზა იყო აიიიი ამერიკული ფილმივით :დ ჩამოსვლისას ვამბობდი ახლა რიგრიგობით უნდა დავიკარგოთ გზაშითქო და მერე რომელიმე ჩვენგანი უნდა გადარჩეს და მოყვეს როგორ შეგვითრია ვიღაც მონსტრმა :დ მე რომ ყველაფერი ჰოჰორამდე არ დავიყვანო რაა მამული :დ მოვინახულეთ თვითმფრინავის და მფრინავების მემორიალი….

დღეს ფიჭვებში ანა და ნათია ადგილობრივ დამსვენებელ ბიჭებთან ერთად წავიდნენ რომლებსაც ბირჟის გოგოები ეტრფიან :დ მე სახლში დარჩენა ვამჯობინე რადგან არ ვიყავი ხასიათზე.. იქიდან ანა აღშფოთებული მოვიდა :დ რატომ იყო აღშფოთებული იხილეთ მისი პოსტი :დ

პირველი მიტოვებული სახლი ^^ ნუ იმ მიტოვებული ფერმის შემდეგ <3

მეორე მიტოვებული სახლი რომელიც სიბნელეში კარგად არ ჩანს :/

მერე ნათიას ოჯახის ახლობელთან ვიყავით გადასულები მე და ანა ჰამაკში ვიწექით და რაღაცაზე ვსაუბრობდით კონკრეტულად სიყვარულის და ქორწინების თრემაზე გვერდზე ჰამაკში ნათია ტროლფეისით გვიგდებდა ყურს :დ ამასობასი ჩაგვერთნენ ოჯახის წევრები და ბოლოს ეს ყველაფერი ისეთ მწვავე კამათსი გადაიზარდა გასეირნების მიზეზით სასწრაფოდ ვუსველეთ თავს :დ ოჯახის უფროსი გვეკამათა რომ კაცი ქალზე ბევრად მარლა დგას და მას არაფრის უფლება არ აქვს :დ ქალს არ აქვს უფლება დამოუკიდებელი იყოს და ასე შემდეგ… გვეუბნებოდა რომ სიყვარული გონებიდან მოდის და მოკლედ რა… :დ:დ:დ ვერ გადავარწმუნეთ ბოლოს დავიკიდეთ :დ და წამოვედით :დ
სანამ ნათია და ანა წასულები იყვნენ ვიწექი ცოტახანი ვითამაშე და მერე ვფიქრობდი ათასი აზრი მიტრიალებდა თავში.. ვფიქრობდი ვინ მომენატრა და ვინ არა… მეგობრებზე ვფიქრობდი მერე სულ სხვაგან წავედი და ერთ დასკვნამდე მივედი :დ მივედი რა მისული ვიყავი უბრალოდ შემომეფიქრა :))))

იმაზე რომ ადამიანების ურთიერთობის იმ ეტაპს მეგობრობას რომ ეძახიან დიდი დრო ჭირდება სანამ თანაგრძნობამდე მიხვალ… ადრე მეგონა ჩემში იყო პრობლემა, მე ვიყავი უგრძნობი როცა ზოგიერთი მეგობრის დარდს ჩემად ვერ ვიაზრებდი ან უბრალოდ ვაჩვენებდი რომ მეც მაწუხებდა. ახლა მარი მახსენდება ჩემი ყოფილი დაქალი.  ბევრი პრობლემები ჰქონდა მე კი ძალიან მიყვარდა და საკუთარ თავს ვადანაშაულებდი იმის გამო რომ მისი პრობლემები რეალურად არ მაწუხებდა, უფრო სწორად ეს უფრო გრუბი ნათქვამია . რა თქმა უნდა მაწუხებდა მაგრამ გულწრფელად არ თანავუგრძნობდი.. არა ესეც არ არის ის სიტყვები! მოკლედ მეგობარი იყო უახლოესი ძალიან მიყვარდა. მის გამო ბევრ რამეს ვაკეთებდი და გავაკეთებდი მაგრამ გულით არ ვწუხდებოდი როცა რამე სჭირდებოდა ამას უბრალოდ როგორც მეგობარი ვაკეთებდი. ვერ წარმოიდგენთ ჩემს სიხარულს როცა მანდ ერთი თავისი მორიგი საწუხარი მომიყვა და საკუთარივით განვიცადე :დ, ვიფიქრე გულქვაობისგან განვიკურნე მეთქი. :დ ეს მაშინ მოხდა როცა მე და მარის მეგობრობიდან სამი წელი იყო გასული..

სინამდვილესი შეიძლება მეგობრობდე ადამიანთან, გიყვარდეს დიდი დროც გაკავსირებდეს მასთან მაგრამ გულწრფელად არ თანაუგრძნობდე…

არ ვიცი როდის მოდის ეს გრძნობა წლების მერე თუ 2 დღეში.სხვადასხვა ადამიანებთან სხვადასხვა დროს მიჩნდება. ზოგთან ბავშვობიდან ვმეგობრობ მაგრამ ჯერ არ გამჩენია….

მოკლედ უცნაურია ეს ურთიერთობები… ეს მარტო მე მჭირს თუ თქვენც???

მე, ან ნა და ნათია ^^ მერე რა რომ არ ჩანს <3 ხომ გვიღებს და იქვეა ^^

Posted in უსათაურო | Tagged , , , , , | 7 Comments

დვალთა და თბილიში დატოვებული დეპრესია :დ

სამი დღეა რაც ნათიასთან ვართ სოფელ დვალთვაში მე და ან ნა : ))) ესე იგი ჩემი დეპრესიების მიზეზი თბილისი ყოფილა :/ საწყალი თბილისი… ლამისაა გადავიყვარო.. სოფელში ჩამოვედით და სახლში შემოსვლისთანავე რაღაც სიმსუბუქე ვიგრძენი ^^ ყველაფერი გადამეყარა გულიდან ^^ ძალიან კარგია აქ ^^ ჯერ ის რომ არ ცხელა ^^ ღამე ისე გრილა საბნებში გვძინავს <3

ნათიას ორი სახლი აქვს ერთ სახლში ჩვენ ვართ ანუ მე, ანა, ნათია და მარი ნათიას და… იქეთ სახლში მშობლები და ნათიას ძმა, რომელიც ძალიან საყვარელია და სულ გვეკითხება გვინდა თუ არა უნოს, კარტის, ნარდის, დომინოს თამაში :დ:დ:დ

პირველივე დღეს ნათიას ოჯახის ახლობლის დაბადების დღეზე ისე დავთვერით სახლში ძლივს მოვედით :დ:დ:დ მოვაწყეთ გულახდილობის საღამო ერთმანეთს სიყვარულები ვუხსენით :დ მე იქ დავრეკე სადაც არ უნდა დამერეკა და იქაც გულახდილობა მოვაწყე :დ მოკლედ მაინც არაფერი მეშველება :დ 12 საათზე უკვე გვძინავს ისე ვიღლებით დღის განმავლობაში და დილით ადრე ვიღვიძებთ : ))) გუშინ ღამე 10 საათზე დედაჩემმა დამირეკა და გაგიჟდა ისე გაეხარდა რომ გაიგო რომ უკვე მეძინა :დ თბილისი დილის 7 საათამდე თვალს ვერ ვხუჭავ მითუმეტეს იმ სიცხეში :დ

აი რა დახრუკული ვარ :/

აქ ბევრს ვკითხულობთ ნათიამ რაღაც კარგობები წამომიღო მერე მაგაზეც დავწერ : ))) დოვლატოვის “ჩემოდანს” ვკიითხულობ…

გუშინ ალგეთზე ვიყავით მდინარეზე. :დ ჩემამდე არ მოდის როგორ მოვახერხე ჩრდილში დაწვა :დ დახრუკული ვარ :დ ხელებს მაღლა ვერ ვწევ იმიტომ რომ ცალკე კუნთები მტკივა წყალში წუწაობისგან :დ:დ:დ  და ცალკე დამწვარი მაქვს მხრები :დ და რატომღაც მარტო მუხლები :დ რა თქმა უნდა ზურგიც არადა ღმერთი რჯული მზეზე არც ვწოლილვარ არც იმდენ ხანს გავსულვარ რომ დაწვა მომესწრო :/ რომ ვამბობ ვამპირი ვარ მეთქი არ გჯერათ :დ

სოფელში რომ შემოვდიოდით მანქანით დიდი მიტოვებული ფერმა დავინახე ^^ აი ისეთი სუპერნატურალში რომ არის ხოლმე ^^ რაღაცნაირი სვერხისწესტვინი ^^ მეთქი მინდა იიიიიქ ^^ ისეთია კიდე “უკანასკნელ ეგზორცისტში” იმ გოგოსგან დემონს რომ დევნიან და ფერმაში რომ შეყავთ :დ:დ:დ ნათიამ აქ ბევრი მიტოვებული სახლიაო საღამოს მათ დასალაშქრად წავალ :დ

სოფელში პატარა გორაა რომელსაც ქვაჯარას ეძახიან გორის თავზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრთაა რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ჩამოვარდნილა. პილოტებს შეეძლოთ გადარჩენილიყვნენ თურმე თუ სოფელში ჩავარდებოდნენ მაგრამ მათ თავი გაწირეს და სოფელი გადაარჩინეს… მანდაც მინდა ასვლა… იქ სიმბოლური საფლავიც ყოფილა.. ღამე ავალთ.. ერთი უნდა გავიკითხო არის თუ არა სოფლის სასაფლაო აქ…

სოფელი ძალიან პატარა და სადაც ჩვენი სახლები დგას ერთიანად ჩაფლულია მწვანეში თუმცა იმდენი კალიაა ფეხს რომ გადადგავ ასი ერთად ხტება :დ ნათიას დას კალიების ეშინია, მე მეზიზღება, ანას კიდია :დ ნათია კიდევ ერთადერთია რომელიც კალიებს ხელს კიდებს და სულ ვეძახით როცა ოთახში შემოგვიხტებიან ხოლმე :დ

ალგეთზე რომ ვიყავით ჩვენს გარდა არავინ იყო ჩავხტით ეგრევე წყალში ^^ ვიწუწავეთ ვიომეთ წყალში ვერ ამოგვტიეს :დ მერე მოგვშივდა ამოვედით ვჭამეთ და ისევ წყალში დავბრუნდით ცოტახანში მოგვბეზრდა და მდინარეს დაბლა ჩავუყევით რომელიც ხევში მიდის და შესაბამისად იქით დარჩენილები ვერ გვხედავდნენ ^^ ვიწექით წყალში ვდებილობდით სურათები გადავიღეთ :დ ნუდებიც :დ:დ :დ:დ

წამოვედით მერე ისევ ვიბანავეთ ამასობასი ბევრი ხალხი მოგროვდა ჩამოგვიხტნენ წყალში ვიღაცა კაცევი სტრანნი კლიჩკებით და ტატუებით :/ როგორ მგრუზავს ეგეთი რაღაცები სულ მგონია ხოლმე რომ ეგეთი როჟები აღარ არსებობენ :/ ბუღა, ხიფათა და ეგეთი მეტსახელებით :/ ძველქართულად ამოსვირინგებული სიტყვა “დედა” რუსულადაც… ან ქალის სახელები :/ უაზროდ ამოჩხაპნილი “ნინო მიყვარხარ” ან “ბოჟე პამაგი ი სახრანი” ან ვარსკვლავები აი ისინი ქურდული :დ ან მკლავზე სამაჯურივით ჯაჭვი.. :/ უცნაური იუმორით და საშინელი მზერით.. :/

ღამე ნათიამ მომიარა :/მზრუნველად წამისვა მაწონი და მერე ჩამომწმინდა.. ^^

ღამე შფოთიანად მეძინა დამესიზმრა რომ მე და სემი ვიღაცა დრევნი ვამპირის გასაცოცხლებლად წავედით რომელიც კუბოში იყო ჩაჭედებული რატომღაც…

დამწვარი მკლავები მუხლები და ზურგი ძალიან მაწუხებს თუმცა ეს ხელს არ მიშლის კარგი დრო გავატარო და ცოტახანი ვიყო ბედნიერი იმითი რომ ყველა პრობლემა და საწუხარი თბილიში დავტოვე ^^

მომავალ პოსტამდე ^^ იმედია ვინმე მოცლილი ბოღმა არ შემოვა და არ დააკომენტარებს რა ვულგარული ფოტოებიო… ანას პოსტზე დაწერილ კომენტარებზე ძალიან გავღიზიანდი…

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , | 10 Comments

პერო vs ბუმბული

სიტყვა ჰოსტელზე სულ ამერიკული ჰორორი მახსენდება :დ შესაბამისად მეახლობურება  : )))) არაა სხვათაშორის ფილმის იდეა ცუდი მაგრამ პოსტი ახლა ნამდვილ ჰოსტელს ეხება ^^ “იმ” ჰოსტელის სრულ ანტიპოდს..

ჰოსტელში დასვენება ჩემთვის თავისუფლებასთან ასოცირდება თუ შინაგანად თავისუფალი ტიპი არ ხარ აქ ერთი დღეც ვერ გაჩერდები რადგან აქ ყველაფერი საერთოა : )))) აქ ათობით ადამიანს რონელიც რამდენიმე წუთის წინ გაიცანი ოჯახის წევრად იღებ : )

ჰოსტელი ნამდვილი სამოთხეა ჰენგაუთისთვის..

ან უბრალოდ დასაჯდომად და ინტერნეტში საბოდიალოდ.

ანდაც ითამაშო უნო დაუსრულებლად :დ

არავინ დაგიკერავს როჟებს და არ გეტყვის რომ “აქ არ ეწევიან”.

არ დაგეზარება ზღვაზე ჩასვლა ის ხომ ორი წუთის სავალზეა ^^

არც ისაა აუცილებელი ნიკაბ აკანკალებულმა თხოვო მეგობრებს დასასვენებლად გაყოლა ან მათ შვებულებას უცადო ^^ იქ თავს მარტო არც ერთი წუთი არ იგრძნობ ^^

არ უნდა უნდა უგორო კოჭები ე.წ. “ხაზეიკას” დაბრუნდები მაშინ როცა გინდა რამდენად ნასვამიც გინდა :დ

არც მზე მოადგება კარავს და არც მწერები შემოგიცოცდებიან სპალნიკში ))))

არც გულის კანკალით გახსნი საფულეს როცა იცი რომ უაზრო მონოტორულ კომფორტში საშილად ბევრი გადაიხადე ^^

ბათუმი როგორც ქალაქი ძალიან მიყვარს მით უმეტეს თუ ეს ყველაფერი იქ არის ^^ ჰოსტელ “ბუმბულში” ^^ სრული თავისუფლება ^^ უფასო ინტერნეტი რომელზეც ასე დამოკიდებულები ვართ ადამიანები :დ

ჰოსტელი არის ადგილი სადაც აუცილებლად დაბრუნდები შემდეგ ზაფხულში ^^

ბოლოს და ბოლოს გართობა და სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს ^^

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , , | 2 Comments