wish u luck ანუ ნახვამდის

Photos of Strange Places for Stories Abandoned Library with Trees Inside

ხშირად ვფიქრობ რომ არა ჩემი ოპტიმიზმი ალბათ ბევრად უფრო რთული იქნებოდა ჩემი ყოველდღიური ამბები ვიდრე არის. სულ ვამბობ, რომ ცუდი რაღაცები შემდეგში მოსახდენი კარგი რამეებისთვის ხდება რომ ბუნებამ დააბალანსოს და ბედნიერებისგან არ მოვკვდეთ ალბათ :დ

რა ხდება მაშინ როცა ერთი თვის განმავლობაში ორჯერ გრძნობ მიტოვებულის პოზიციაში თავს? :დ

ძალიან უცნაური კანონზომიერებები არსებობს ცხოვრებაში აი მაგალითად ყოველთვის ასე ხდება რაც უფრო უდიერი დამოკიდებულება გაქვს თითქოს რიგ საკითხთა მიმართ მით უფრო კარგად გამოდის ყველაფერი. ჩემ ახლანდელ სამსახურში როცა დავიწყე მუშაობა თავიდან ძალიან დაძაბული ვიყავი, ვერ ვადაპტირდი მოცემულ სიტუაციასთან, რამდენიმე ხნის შემდეგ როცა ნელ-ნელა მოვეშვი ყველაფერი კარგად წავიდა. თუმცა სიტყვა “უდიერი” ალბათ მთლად შესაბამისი არაა. ასევეა ურთიერთობებიც თითქოს რაც უფრო აგდებულად ექცევი ადამიანს ან რაც უფრო ინდიფერენტული ხარ მის მიმართ უფრო გეწეპება. არ ვიცი ამას რა ქვია ალბათ იმის შიში რომ იქეთ დაშორდები? იქეთ ექნება მიტოვებულის გრძნობა? რამდენიმე ხნის წინ თუ მკითხავდით გეტყოდით, რომ ურთიერთობის დასასრულს სულაც არაა აუცილებელი იყოს ვინმე მთავარ როლში მიტოვებული თუ ის ვინც მიატოვა. ახლა ვფიქრობ რომ ვცდებოდი ეგ იგივეა აირჩიო რომელი გინდა იყო მსხვერპლი თუ მოძალადე. ვინც უღალატა თუ ვისაც უღალატეს.

მე ადამიანების იმ რიცხვს მივეკუთვნები ვინც ვერასდროს სწავლობს არათუ სხვის არამედ თავის შეცდომებზეც. მილიონჯერ შემიძლია შემიყვარდეს კაცი რომელელთან ურთიერთობის ჩანასახშივე ვიცი როგორ დამთავრდება ეს ყოველივე. მილიონჯერ შემიძლია შანსი მივცე ჩემთვის არასწორ ადამიანს თუ ურთიერთობას. ალტრუიზმის ზეიმი მაქვს :დ

თითქოს ორივე მხარემ ერთმანეთი დავაკომპლექსეთ, როცა ბიჭს ეუბნები რაღაცას პირდაპირ, ეს გოგოსგან ისეთი დაუჯერებელი გახდა რომ ეგრევე ქვეტექსტების ძებნას იწყებს, ასევეა გოგოების შემთხვევაშიც მაგრამ აქ კიდე სხვა პრობლემაცაა გოგოების ოვერსინქერობის ამბავში :დ

განვიხილავთ ყველა მის ქცევას, როგორ გამოგვხედა რა ტონით გვიპასუხა რამდენი სიტყვა მოგვწერა და რამდენი წუთით დააგვიანა პასუხი. გვავიწყდება რომ “ხანდახან სიგარა უბრალოდ სიგარაა სხვა არაფერი”.

რატომ არის რომ ის რაც წესით და რიგირთ უნდა იყოს მარტივი სასიამოვნო, ვართულებთ ათას ქარაგმას ვუძებნით, რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ ვიყოთ და მეტი არაფერი.

რა ჯანდაბად გვჭირდება ყოველდღიური დრამები ცხოვრებაში.

დავიღალე ურთიერთობის განხილვებით იმიაზე ფიქრით რატომ მიდიან კაცები უმიზეზოდ ან მათთვის მიზეზიანად. რატომ უნდა ვაკონტროლო ყველა სიტყვა და მოქმედება რატომ არ უნდა ვიყო თბილი მაშინ როცა მინდა რომ ვიყო. რატომ უნდა ვუთხრა მომენატრე წელიწადში ერთხელაც არა იმის გამო რომ შეშფოთებულს ბედ თრიფი არ დაემართოს თითქოს სტენკა-აპოკალიფსი დაიწყო და ეგრევე დისტანცია არ დაიჭიროს. ნუ კაი გასაგებია რომ არსებობენ ისტერიჩკა ქალები მსხვერპლებად რომ მოაქვთ თავი, თავის მოკვლით იმუქრებიან, ყასიდად იჭრიან ვენებს ან სახლისთვის ცეცხლის მოკიდებით იმუქრებიან თუ არ ნახავ.

მთავარი კი ის არის რომ არც ერთი კაცის წასვლის შემდეგ არ მთავრდება არაფერი, ყველაფერი რიგზეა :დ არც ჯანდაბამდე არ ჰქონიათ გზა დაე იყვნენ.

თუ ვინმე ბიჭი კითხულობს ამ პოსტს (თუ საერთოდ კითხულობს ვინმე) ჩემი რჩევა იქნება ნუ დაშორდებით გოგოებს მესიჯით, ფეისბუქით, ნუ გაუზავნით მტრედით წერილს დასაშორებლად, ნურც დეპეშას და ა.შ. ნუ შეგეშინდებათ ისტერიკების და ტირილის ან ნუ გექნებათ ისეთ ქალებთან ურთიერთობა ვინც აგონიაში ჩავარდება დაშორების შემთხვევაში. ნუ იქცევით უკანასკნელი ნაბიჭვრებივით როცა დაშორება გინდათ უბრალოდ თქვით და წადით. ნუ გადააგდებთ ტელეფონებს ოკეანეში თუ არ გინდათ ზარს უპასუხოთ.

ბოლოს და ბოლოს ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება ^_^

Posted in კატეგორია აყრილი | 9 Comments

სერიიდან უსათაურო

OLYMPUS DIGITAL CAMERA

რა უცნაურია ძალიან ბევრი რაღაცის დაწერა რომ გინდა და მოემზადები თუ არა იმ წამსვე გავიწყდება ყველაფერი. სიტყვების თამაშს ჰგავს, კონკრეტულ ასოზე რომ გინდა ბევრი სიტყვის გახსენება და ყველა საგანი ქრება მეხსიერებიდან.

მიყვარს ჩემი ბლოგი არ მინდა რომ მოკვდეს. რამდენიმე ხნის წინ ვინჩესტერი გარდაიცვალა, თან წაიღო ყველაფერი რაც ოდესმე გადამიღია. ბავშვობის ვიდეოები, ფოტოები, ნაწერები. დეიდაჩემის ფილმები მისი ნამუშევრები. ჩემი ნამუშევრები. მოკლედ ჩემი მეხსიერების პატრონს ალბათ თავი უნდა მოეკლა რადგან რამდენიმე წელიწადში ალბათ ისიც დამავიწყდება 20 წლამდე თუ მიცხოვრია. იმ დღეს ფბზე რაღაც ძველ სტატუს წავაწყდი ჩემსას რა მოხდებოდა ჩემი დ დისკი რომ დაფორმატებულიყო, მეწერა რომ მკიდია და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათქო :დ

ეგრეც აღმოჩნდა ოდნავადაც არ განმიცდია. თითქოს სადღაც შორს გული დამწყდა მაგრამ მართლა ჯანდაბამდე გზა ჰქონია მოგონებებს რომლებიც არაფერში მარგია. მამაჩემი არ მახსოვს და ახლა სკოლის ექსკურსიებზე დავიწყვიტავ გულს :დდდდ

Sofia-Monsters__880

ბტწ მარტო ვცხოვრობ, ნუ მარტო რა ფლეთმეითებთან ერთად. უკვე თითქმის ორი წელია. არც ისეთი შემგუებელი ვყოფილვარ როგორიც მეგონა ბევრი რამე მიწუხებს გულს საათის წიკწიკივით მოქმედებს ჩაბნელებულ ოთახში დასაძინებლად რომ ხარ გამზადებული, ბოლოს დგები და იმის ნაცვლად უბრალოდ მშვიდად ამოიღო ელემენტი და ძილს მიეცე ადგები და კედელს შემოალეწავ დედამოტყნულ საათს რომელიც ჩაქუჩივით გირაკუნებს თავში.

წეღან ვიღაცის ქონვერსეიშენს ვეძებდი ჩატში და იმ სიტყვაზე გოგასთან ქონვერსეიშენი ამოაგდო სადღაც თავში რატომღაც. წელს შევხედე და 2012 ბლინ :ო უკვე გავიდა მთელი სამი წელი არადა თითქოს აგერ ახლა იყო :დ ვფიქრობდი რა მალე გადის ემოციები ადამიანის მიმართქო და თურმე რა მალე :დ

აააააააააააააააააააააააააააააა რილეიშენშიფები :დ რ-ზე რაც  იწყება მგონი არაფრის გაგონება აღარ მინდა :დ რკინა, რკო, რიყე, რებუსი მეტ სიტყვას ვერ ვიხსენებ :დ

ხანდახან მგონია რომ ჰაერში ვკიდივარ ყველა პონტში, პირადში, სამსახურში, სახლშიც კი ჰაერში ვარ რადგან უცებ ბახ და აღარ მაქვს ფული რითიც ქირას გადავიხდი :დ არა ვტყუი ხანდახან არ მაქვს სულ მგონია ეგრე ;დ რაღაცნაირი დაკარგული ადამიანი ვართქო ვფიქრობ ხოლმე ხანდახან მაგრამ ალბათ განწყობის ამბავიცაა.

Posted in უსათაურო | %(count)s კომენტარი

არანამდვილი ამბავი

ჩემებისგან გამოვედი და სახლისკენ გავემართე, გაჩერებაზე 20 წუთის დგომის მერე მივხვდი, რომ არც მარშრუტკის იმედი არ უნდა მქონოდა და არც ავტობუსის თუმცა ლოდინის დრო მენანებოდა. ფეხით წამოვედი, შიგადაშიგ უკან ვიყურებოდი იქნებ გამიმართლოსმეთქი. დედაჩემის გამოტანებული კომპოტები ხელებს მაწყვეტდა, ყველა სიკეთესთან ერთად ფეხი ამტკივდა. დალახვროს ეშმაკმა რამდენი წელი უნდა მახსენებდეს ეს ოხერი ფეხი თავს  საუკუნის წინ მოვიტეხე.

ათი წუთის სიარულის და უკან ცქერის მერე მანქანა წამომეწია, აუ დაიწყო გავიფიქრე და ფანჯრის შუშაც ჩამოიწია. საით? გამომძახა ხალისიანმა ხმამ, მანქანიდან გულღია სახე მიყურებდა, შევჭოჭმანდი, მაგრამ მაინც გავუღიმე და სახლშითქო გავძახე.

– თუ მესამეში მიდიხარ გაგიყოლებ…

სხვა დროს ალბათ არც გავჩერდებოდი მითუმეტეს არასოდეს ჩავმჯდარვარ უცხო ადამიანის მანქანაში. არ არსებობს ქუჩაში გვიან აღმოვჩნდე და მანქანამ არ გააჩეროს, ვიღაც ბიძერი მრავალმნიშვნელოვანი მზერით გეპატიჟება ტყავის სალონში და გთავაზობს ადგილამდე მიყვანას, მაგრამ ეს რაღაც სხვა შემთხვევა იყო მისი გარეგნობა არანაირ უნდობლობას არ იწვევდა სულ დამავიწყდა რომ პირველ შთაბეჭდილებას არ უნდა ვენდო გულში გამეცინა ამ დაუწერელი კანონისთვის არასდროს დამიჯერებია.

ყოყმანი რომ შემატყო არ ვიკბინებიო მითხრა სიცილით. წარმოვდგინე უზარმაზარი კიბეები რომლებიც უნდა ამევლო სადაც უამრავი ქუჩის ძაღლი მელოდა ან შორი გზა უნდა გამევლო და შინ მშვიდობით თუმცა ალბათ ოთხით მომიწევდა ბოლოს აბობღება სახლში. მოკლედ დრო არ ითმენდა მთელი ღამე ხომ არ ვიდგებოდი საკუთარი თავი გავლანძღე რომ ბანკომატიდან ფულის გამოტანა დამავიწყდა და მანქანაში ჩავჯექი, ჩემი კომპოტები ფეხებთან ჩავდგი და ღვედი შევიკარი. ჩემი თანამგზავრი არც ისეთი მხიარული აღმოჩნდა როგორც გარედან ჩანდა მთელი გზა ხმა არ ამოუღია, რამდენჯერმე ვცადე საუბარი გამება მაგრამ უშედეგოდ რაღა ეს და რაღა უჟმური ტაქსისტი როცა ლაპარაკის საღერღელი გაქვს აშლილი მაშინ აღმოჩნდებიან ხოლმე მდუმარეები, რომელიც იმასაც არ მოგიყვება როგორ მუშაობდა პოლიციაში 25 წელიწადი. პოლიცია… ფიქრების ჯაჭვმა სადარბაზოსთან გაკეთებულ განცხადებების სტენდამდე მიმიყვანა სადაც ყოველ კვირა ემატებოდა ახალგაზრდა ქალების ფოტოები წარწერით “დაკარგულია”. რა სასაცილო იქნება თუ ჩემი გულღია სახიანი ბიჭი მანიაკი აღმოჩნდება, ჩემი უიღბლო კვირის არაჩვეულებრივი დასარული.

მიყვარს ფილმები ფსიქოპათ მკვლელებზე ხანდახან მესმით კიდეც მათი, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვგულშემატკივრობ უბრალოდ წარმოვიდგენ ხოლმე როგორ ეთამაშები მსხვერპლს როგორ უღვიძებ ნდობას როცა უკვე… ამასობაში ჩემ სახლთან მივედით.

აქ გამიჩერე თუ შეიძლება ვთქვი და ღვედი გავიხსენი, ჩემი პარკი ამოვათრიე მადლობა გადავუხადე და გადმოვედი. ჩაბნელებული სადარბაზოსკენ გავემართე მგონია მომყვება თან უკან მიხედვის მცხვენია, ადამიანმა სიკეთე გააკეთა სახლამდე მომიყვანა მე კი მანიკად წარმოვიდგინე. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი სტენდს რომელზეც ჩემი მეზობელის ფოტო დაუმატებიათ მეოთხე სართულიდან. გული ამიჩქარდა ლიფტის ღილაკამდე სირბილით მივედი და გაცხარებულმა დავაჭირე, ამ დროს გონებას მძიმე ნაბიჯების ხმა მიწვდა, ცოტაც და ალბათ შიშისგან ჩავიკეცები, მაგრამ მახსოვს როგორ აღაგზნებთ მანიაკებს მსხვერპლის ცახცახი. ჩანთაში გასაღებას დავიწყე ძებნა რომელიც დანის მაგივრობასაც კი გაწევს ბასრი პირის გამო და არაადამიანური ხმით ვიყვირე შენი არ მეშინია მეთქი, ლიფტის კარი გაიღო და იქიდან გამოსულმა შუქმა ჩემი მეზობელი ქალის გაოცებული სახე გაანათა, გული გამიხეთქე მითხრა და ლიფტში შევიდა. დარცხვენილი შევყევი და ვითომ ვერ შევნიშნე როგორ დაიტრიალა საჩვენებელი თითი საფეთქელთან.

Posted in მოთხრობებისნაირი | 2 Comments

Note 4 VS note 3 – პრეზენტაცია

9 ოქტომბერს სამსუნგის ერთ-ერთ ფილიალში გაიმართა პრეზენტაცია რომელზეც წარმოდგენილი იყო სამსუნგის ორი ახალი პროდუქტი, ესენი იყო გალაქსი ნოუთ 4 და გალაქსი ალფა.

სიმართლე რომ გითხრათ მე ნოუთ 4-ის “სანახავად” და მისთვის თვალებში ჩასახედად უფრო ვიყავი მისული ჩემ ნოუთ 3 ერთად.

14764590578_55d0e2a4c3_z

გალაქსი ალფა ალბათ მხოლოდ მე არ მაგონებს აიფონს დიზაინით და მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ანდროიდის მომხმარებელი ვარ და ამ ბოლო დროს ისე დაემთხვა, რომ ბოლო რამდენიმე ტელეფონი სამსუნგისა მქონდა, მაინც არ ვერევი ეფლისტების და ანდოიდშიკების პოლემიკაში, რომელიც საბოლოოდ წყლის ნაყვაში გადადის და ერთმანეთს ვერაფერს უმტკიცებენ, კამათში ჩაურევლად და უდავოდ ანდროიდი მირჩევნია მთელი რიგი მიზეზების გამო.

Note_3_vs_Note_4

რაც შეეხება ნოუთ 4 – სადღაც გულის სიღრმეში ვფიქრობ რატომ არ დავუცადე 4 ან ხომ არ გავყიდო ჩემი 3 და ახალი ვიყიდო :დ თუმცა ამ აზრს მალევე ვუკუაგდებ რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ტელეფონი, ყოველთვის იოლად ვიგერიებ კითხვებს: აუ რამხელაა ეს როგორ დაგაქვს, აუ ტაფაა თუ ტელეფონი და ა.შ.

ვპასუხობ რომ ნოუთი არის თითქმის იდეალური ტელეფონი, არაჩვეულებრივია წიგნების საკითხავად, სახატავად, ფილმების საყურებლად, შესანიშნავი ორგანაიზერია, მილიონი რამ რაშიც ამდენი თვეა ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე, არ შევუწუხებივარ მეხსიერების სიმცირეს და ა.შ. ისეთი გრძნობა მაქვს რომ ტელევიზორიდან დაწყებული ლეპტოპით და ბლოკნოტით დამთავრებული ყველაფერი ერთი “პატარა” გაჯეტით დამაქვს :>

რაც შეეხება ნოუთ 4 მასაც აქვს თავისი უპირატესობები მაგალითად გაუმჯობესებული ფერები, კამერის ხარისხი და ა.შ. რასაც ეგრევე შენიშნავთ როცა მას ხელში დაიჭერთ. მათი შედარება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

პრეზენტაციის ფოტოების სანახავად მიყევით ბმულს

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ი დრუგიე…

ალბათ ყველას გაგჩენიათ გრძნობა თითქოს სხვადასხვა ფილმებში სიუჟეტები თუ დიალოგები მეორდება. ვინაიდან და რადგანაც მე ცოტა არ იყოს და ძველი ყაიდის ქალი ვარ ფილმებს რუსულად ვუყურებ :დ და ზოგიერთ ფრაზას როგორებიცაა “უმრი ტვარ! ვ სტრეწიმსია ვადუ უბლიუდაკ” და ა.შ ფეისბუქზე ვდებ ხოლმე :დ ერთ-ერთი ამ ფრაზის დადების შემდეგ კომენტარებში უკეთესები დაიდო :დ ვინაიდან და რადგანაც არ მინდა ეს შედევრები თაიმლაინის ბნელ კუთხე კუნჭულებში ჩაიკარგოს გადმომაქვს ბლოგზე :დ

კიდევ რამდენი არ არის აქ… შგიძიათ სტატუსის ან პოსტის კომენტარებში დაამატოთ ^^

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

დაე შემოინახოს ეს სტატუსი ისტორიამ :დდდ

ვიდეოები:

http://www.youtube.com/watch?v=w0KIE4k8rBE

http://www.youtube.com/watch?v=jV9uXh_1Pso

http://www.youtube.com/watch?v=3AFfy2SCxOk

http://www.youtube.com/watch?v=6haBMbtXSLg

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , | 7 Comments

წამის მეასედი

ცეცხლი არს ერთი ოთხთა კავშირთაგანი, სუბუქი და უზეაღმავალეს(ნ)ი სხვათა, მწველობითი და განმანათლებელობითი, მჴურვალი და ჴმელი პირველსა დღესა დაბადებული შემოქმედისა მიერ. ხოლო ცეცხლი რა ტალკვესისაგან იშვების, ეწოდების წინწკალი; ხოლო რა ცეცხლი აღედვას, ანადენსა ეწოდების ალი და ზე აღნადენს(ა) წინწკალს(ა) – ნაბერწყალი; უკეთუ ცეცხლით მრავალ(ი) ნაბერწყალი გამო(ჰ)კრთა, ეწოდების ბურჯღული; ერთს(ა) ნაკვეთს(ა) ცეცხლისა(სა) – ნაკვერცხალი; ხოლო მრავალ ნაკვერცხალსა – ღველფი; ნაკვერცხალსა და ნაცარსა (ნაცართა B) აღრეულსა (აღრეულთა B) – ღადარი (ღადარა B); მცირესა ნაკვერცხალსა – დაკვლი, ნაკიდებთა შეშათა – მუგუზი; უკეთუ მთათა და ველთა ცეცხლი აღეგზნა – ხანძარი.

ალბათ გსმენიათ shc-ზე რაც ადამიანის სპონტანურად აალებას ნიშნავს, ანუ როდესაც ადამიანის სხეული აალდება და იწვის ყოველგვარი გარე სტიმულის გარეშე.

ამ საკითხით სწორედ მაშინ დავინტერესდი, როდესაც ჩემი ქვეყნის პარალელური სამყაროს შესახებ გავიგე. ცხადია არავინ დამიჯერა, რომ ჩემი თავისუფალი ბაზრიდან წამოღებული სარკე რომელიც უჯრაში ეტეოდა პარალელურ საქართველოში გადაიყვანდა ვინმეს, ბოლოს და ბოლოს სახის გარდა მის გამოსახულებაში არაფერი ჩანდა არათუ მთლიანი ადამიანი. დებილი კი არ ვარ, მშვენივრად მომეხსენება ეს მე თვითონაც უბრალოდ სწორად ვერ გამიგეს, საკმარისია ერთი მათთვის უცნაური რამ თქვა რომ ეგრევე გიჟად შეგრაცხავენ. ლაპარაკს როცა იწყებ ერთმანეთს ირონიული მზერით გადახედავენ და არ შეეკამათო ვერ არისო საფეთქელზე თითის დატრიალებით მიანიშნებენ.. ადამიანებს ეშინიათ მათი ვინც მათგან განსხვავდება. არასოდეს მდომნია თავი თეთრ ყვავად მეგრძნო, ნეტა რატომ წამოვიღე ის წყეული გაჭვარტლული და გაბზარული სარკე. იმ ბაზრობამდე მისასვლელად 4 კვარტალი ფეხით გავიარე როცა მივედი უკვე დაგვიანებული იყო ძირს დაფენილ პოლიეთილენის პარკებზე მხოლოდ ორიოდე უსარგებლო ნივთი დარჩენილიყო მე კი დამენანა მტკივანი ფეხით გავლილი 5 კილომეტრი, პირველივე რაც თვალში მომხვდა მოვკიდე ხელი და წამოვიღე.

ექიმი ამბობს რომ წერა შველის როდესაც შენ ნაწერებს გადაიკითხავ ადეკვატურობის მარცვალი იღვიძებს ვითომ ტვინში. იდიოტები! მშვენივრად შემიძლია თავი მოვაჩვენო ისე როგორც მათ სურთ მაგრამ აქ კარგად ვისვენებ ზედმეტი კითხვებით აღარ მაწუხებენ კვირაში ერთხელ ეზოშიც გავდივარ, დიდად არც მიყვარდა ქუჩაში გასვლა. ჩემი “კარის მეზობელს” ჭადრაკსაც ვეთამაშები ხოლმე თუმცა სულ ვაგებინებ რადგან ძალიან უხარია.

თემას გადავუხვიე. ადამიანის სპონტანური აალება… რას იტყოდით რომ გაგეგოთ შესაძლებელია არათუ ადამიანი, არამედ მთელი ქვეყანა აალდეს. მისგან უბრალოდ რუკაზე მოხაზული შავი ლაქა დარჩეს. გეცინებათ არა? კი არ გეცინებათ ცდილობთ სიცილი დამალოთ, ფხუკუნებთ ფაქტობრივად, თან ვითომ სერიოზულად მიქნევთ თავს, ყოველ შემთხვევაში ასეთი რეაქცია ჰქონდა ჩემ უახლოეს მეგობარს, რომელსაც გავანდე ბაზრობიდან წამოღებულ სარკეში ჩემი ორეული გავიცანი პარალელური საქართველოდანთქო. ჯერ ახარხარდა შემდეგ ჩემი ნაწყენ სახეს წააწყდა, რამდენიმე წუთი კიდევ მისმინე და წამოხტა, მიყვიროდა რომ ყელში ამოუვიდა ჩემი სიგიჟეები და რომ ამ სარკეში მე კი არა მისი ორი წლის დიშვილი ვერ გაეტეოდა. ვცდილობდი წყნარად ამეხსნა რომ არსად არ გავტეულვარ ის უბრალოდ სარკიდან მელაპარაკებოდა მაგრამ სულ ტყუილად, ჩანთას ხელი დასტაცა და სახლიდან გავარდა. სიმართლე რომ გითხრათ არ გამკვირვებია, არასოდეს გამოირჩეოდა მტკიცე ნერვებით. უჯრიდან სარკე ამოვიღე და ახალი ისტორიის მოსასმენად მოვემზადე.

სარა კონორი ღობეს უახლოვდება უყურებს როგორ თამაშობს პატარა ბავშვი მასთან ერთად ბაღში, უცებ რაღაც ფეთქდება ყველაფერი ცეცხლის ალში ეხვევა ადამიანებს წამის მეასედში ყლაპავს ალი, როგორც “მიშველე ოთახს” გოილის მიერ წარმოქმნილი გეენა ან ეგვიპტელებს ცეცხლის წვიმა. სწორედ ასეთი წარმომედგინა ის რაც პარალელურმა მემ მომიყვა. საქართველო დაემსგავსა საილენთ ჰილს, რომელიც ვერასოდეს აღსდგება ფენიქსივით საკუთარი ფერფლისგან! ნაცარში ჩაძირული ქვეყანა ტურისტების აღმოჩენად იქცა, თუმცა საზღვრები მალევე დაკეტეს რადგან არც ერთი ტურისტული ჯგუფი უკან არ დაბრუნდა. დედამიწა პანიკამ მოიცვა რადგან სხვადასხვა ქვეყნებში მასობრივად დაიწყო ადამიანების თვით აალება. ისე ქრებოდნენ თითქოს არც არსებულან შუაგულ კაფეში, პარკებში, სამსახურებში, კოლეგებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან ერთად უცებ ადამიანი შეშდებოდა ნელ-ნელა იცვლიდა ფერს წითელიდან გადადიოდა ნაცრისფერში და შემდეგ სკამზე, ბალახზე, ასფალტზე მხოლოდ ნაცრის გროვა რჩებოდა, ხალხში სრული ისტერია სუფევდა რადგან მათ იმ წამის მეასედშივე ავიწყდებოდათ ვინ დაიწვა მათ თვალწინ, ადამიანები ქრებოდნენ არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ მათი ახლობლების მეხსიერებიდანაც.

ათასობით ქვეყანაში ათასობით საქმე იყო გახსნილი, მიდიოდა უთვალავი გამოძიება იმის შესახებ თუ რა მოხდა. პარალელურმა მემ მითხრა არავინ იცოდა რომ ეს ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში გაფანტული ქართველები იყვნენო. საბოლოოდ მიხვდნენ რომ აალებული ქვეყანა და ადამიანები ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი თუმცა ვერავინ იხსენებდა რა ქვეყანა იყო შავი უდაბნოს ადგილზე.

საქართველო გაქრა.

***

სარკესთან ერთად ჩაძინებული კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა. ალბათ ჩემი მეგობარი მობრუნდა რომელიც მიხვდა რომ მართალი ვარ. ალბათ პატიებას მთხოვს მე კი დიდსულოვნად მივუტევებ და სარკეში მის პარალელურ მეს ვიპოვით. კარები წინასწარ დაყენებული სახით გავაღე, მაგრამ ხელში ორი თეთრებში ჩაცმული მუტრუკი დამხვდა მითხრეს, რომ იქ წამიყვანდნენ სადაც მე მოვრჩებოდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა. წინააღმდეგობა არ გამიწევია მე ხომ გიჟი არ ვარ. სადარბაზოსთან ჩემი მეგობარი იდგა მისი ტუჩების მოძრაობით მივხვდი პატიებას მთხოვდა ცხადია დიდი ხანია ვაპატიე.

***

პაციენტი N12 საავადმყოფოს ეზოში მდგარ პატარა ფანჩატურში პაციენტ N14 ჭადრაკს ეთამაშება. 14-ს უხარია რადგან 2 სვლაში შახს და მატს ეტყვის მოწინააღმდეგეს. 12-ი იღიმის უცებ სახე ეცვლება, რადგან ხედავს როგორც წითლდება მისი მეზობელი. წამის მეათასედში უკვე იცის ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება, წამის მემილიონედში ხვდება რომ სარკეში გაცნობილი მე სინამდვილეში პარალელური სულაც არ ყოფილა.

საავადმყოფოდან კივილი ისმის, ყველაფერი ერთმანეთში ირევა.

პაციენტი N12 მეზობლის ფერფლს უყურებს, თვალებს ხუჭავს და თავის ჯერს ელოდება რომელიც წამის მეასედში დადგება.

Posted in მოთხრობებისნაირი | Tagged , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი