ორშაბათი (მოთხრობისმაგვარი)

ჩვეულებრივი ორშაბათია. დილის რუტინას სწრაფად, გამჯდარი მოძრაობებით ვასრულებ. სანამ კარებზე ვუკაკუნებ ბავშვებს, ვაიძულებ დროზე ადგნენ და პირი დაიბანონ, ტოსტერში პურის რამდენიმე ნაჭერს ვდებ, ქმარს ლოყაზე ვკოცნი და თმას ვუსწორებ ხელში კი ყავის ჭიქას ვაჩეჩებ. ბავშვებს ვეუბნები რომ მაგიდასთან დაჯდომის დრო არ არის მიწისთხილის კარაქიან პურის ბუტერბროტებს ქაღალდის პაკეტში ვუდებ და სკოლაში ვატან.  შემოდგომის სიცივეს არ ვეპუები, გალურჯებულ ტუჩებს წითელი პომადით ვმალავ,  აჩქარებული ნაბიჯებით ვაცილებთ სკოლის შენობამდე, თვითონ კი მეტროსკენ გავრბივართ. სადგურის მოედნამდე ვსაუბრობთ, ვიცინით, დღეს ბავშვებთან მისი მორიგეობის დღეა.

ჩემს სამსახურში ორშაბათი ნამდვილი სტერეოტიპული ორშაბათია, საჭმელს პირდაპირ კომპიუტერთან ვჭამ, გაუთავებლად დავრბივარ კაბინეტიდან კაბინეტში, ტელეფონი არ ჩერდება, კლავიატურაზე თითებს ვაკაკუნებ, შეხვედრაზე საათ ნახევარი ვლაპარაკობ. საღამოს დაღლილი მივსეირნობ მეტროსკენ ვფიქრობ არ დამავიწყდეს აფთიაქში შევლა. ვახშამს ერეკლე გააკეთებდა. გაკვეთილების ჩაბარების თავი მექნება თუ ძილის წინ შუბლზე კოცნით შემივიფარგლები.

“შემდეგი სადგური დელისი” უემოციო ხმამ ფიქრებიდან გამომარკვია. ადგილიდან ავიზლაზნე და კართან მივედი “ნუ მიეყრდნობის” თავი მივადე. მატარებელი შევიდა სადგურზე მაგრამ არ გაჩერებულა. გაკვურვებულმა მიმივიხედე, ჩემი მსგავსი ემოციით კიდევ რამდენიმე ადამიანი წამომდგაეიყო ფეხზე. ვაგონმა ერთხანს გვირაბში იარა, ბოლოს პატარა ბნელ სადგურზე გაჩერდა სადაც ფოსფორისფერ ფორმიანი პოლიციელი იდგა ფანრით ხელში. 

  • თუ შეიძლება, გარეთ არსებული სიტუაციის გარკვევას ვცდილობთ. რამდენიმე წუთით შეგაყოვნებთ – დაიძახა მან.

ზოგმა დაიწყო წუწუნი ამ ჭუჭყიან სადგურზე რატომ შემოგვიყვანეთო, ზოგს ხმაში შიში გაერია ჩურჩულებდნენ რა ჯანდაბა ხდებაო, მე ვცდილობდი დამენახა პოლიციელის უკან ატეხილი ჩოჩქოლის მიზეზი. 

 ბოლოს ვეღარ მოვითმინე:

  • იქნებ გვითხრათ რა ხდება?

სანამ უკმაყოფილო ემოციას სახეზე თავს მოვუყრიდი, ქალის კივილი გაისმა, ამას მოყვა კიდევ რამდენიმე შეკივლება, “ჩვენი” პოლიციელი სასწრაფოდ იქეთ გაემართა

  • პანიკას ნუ აჰყვებით! პანიკას ნუ აჰყვებით! – ყვიროდა ის და უცებ მის ადგილას ტანსაცმლის გროვა დარჩა. 

ყურები დამიგუბდა, ვცდილობდი ტვინში რამე ახსნა მომეძებნა, სად წავიდა, სად წავიდა სად წავიდა. უცებ მივხვდი რომ მის უკან ჩოჩქოლი კი არა, არამედ ტანსაცმლის უზარმაზარი გროვა იყო. რამდენიმე წამში გამოვერკვიე, ხალხი გასასვლელს ეძებდა. ტირილის, კივილის, ყვირილის ხმა ნესტის ოფლის შიშის სუნი ერთმანეთში აირია. დიდ ბნელ დერეფანში მივრბოდით, ვიღაცა დამეჯახა კედელს მივეხეთქე ზედ კი მისი ტანსაცმელი მომეყარა. შიშისგან ერთადერთი რამ მიტრიალებდა თავში რომ გარეთ გაღწევა რაღაცას შეცვლიდა თითქოს გამოგვაღვიძებდა და აღმოჩნდებოდა რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი მესიზმრება. ადამიანები გვაკლდება დერეფანში, ყურები მიგუგუნებს. გზად შემხვედრ კარებს ვეჯაჯგურები და მეტროსადგურზე გავრბივარ წამის მეასედში სიხარულის გრძნობა მეუფლება რომ სიბნელისგან გავთავისუფლდი, მაგრამ ვხვდები რომ უარესი გარეთ მელოდა. მეტრო სავსეა ადამიანების გარეშე დატოვებული ტანსაცმლით. ირგვლივ მხოლოდ მე და გვირაბიდან თავდაღწეული რამდენიმე ადამიანი ვართ. მეტყველების უნარი ყველას წართმეული გვაქვს. ბაქანზე ჩავიკეცე, ერთხანს ასე ვიჯექი და უცებ ელდანაკრავით წამოვხტი და გასასვლელისკენ გავიქეცი, “ბავშვები ბავშვები ერეკლე ბავშვები ერეკლე ბავშვები” კიბეები ამოვირბინე და გამაყრუებელ ხმაურში გავედი, წვიმდა გზაზე რამდენიმე ავარია იყო, ისმოდა კივილი ტირილი ვიღაც ქალი ტანსაცმლის გროვაზე დამხობილიყო და მოთქმით ტიროდა. გავიქეცი, რამდენიმე მეტრის გარბენის შემდეგ წავიქეცი ტალახში მუხლი გადავიყვლიფე, სასწრაფოდ წაოვხტი ფეხიდან ქუსლიანი ფეხსაცმელი გავიხადე და ისევ გავიქეცი, პროსტპექტზე სრული პანიკა სუფევდა,  ადამიანები უმისამართოდ დარბოდნენ და რამდენიმე ჩემს თვალწინ გაქრა, მაღლიდან კი “იღბლიანი” თვითმკვლელის ტანსაცმელი გამეყარა თავზე, ფეხში რაღაც ბასრი შემერჭო მაგრამ ვერ ვჩერდებოდი მთელ ამ ჯოჯოხეთში მხოლოდ ერთ რამეზე შემეზლო ფიქრი. ეკლესიას ჩავურბინე კორპუსის ეზოში გიჟივით შევვარდი, მეხუთე სართულზე შეუსვენებლად ავირბინე და სახლში ფრთხილად შევედი.

შემოსასვლეში ბავშვების ჩანთები და ქურთუკები ეყარა, სულ ამაზე ვხუბობ ჩამოკიდებას რაღა უდგას წინ… ჩანთებთან ერეკლეს ჩუსტები, ისევ არ გაუხდია ფეხზე ისე შეაბიჯა. ბორშის სუნი სასიამოვნოდ მიღიტინებდა ცხვირში, სახლში ისეთი სიჩუმე და სიმყუდროვე იყო თითქოს არც არაფერი მოხდარა, თითქოს უკან დარჩა ის ჯოჯოხეთი რაც გამოვიარე, შემოსასვლელში ვიდექი და ვერ ვინძრეოდი რამდენჯერმე ქმრის და ბავშვების სახელები წამოვიკნავლე დაძახების მიზნით მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. ბოლოს ძალა მოვიკრიბე და სასტუმრო ოთახში შევაბიჯე. ლამაზად გაწყობილი მაგიდა 4 ადამიანზე, ყვავილები შუაში, ღრმა თეფშებს ჯერ კიდევ ასდიოდა ოხშივარი.

ჩავიკეცე და რაღაც ღმუილისმაგვარი ამოვუშვი, სკამებზე ერეკლეს და ბავშვების ტანსაცმელი დარჩენილიყო. ვერ გავბედე შევხებოდი. მაგიდასთან დავჯექი. ყვავილები დავსუნე, გავიღიმე. 

  • როგორ ჩაიარა დღემ? ჰაჰაჰა. რა ნიშანი მიიღე ისტორიაში? შენი თანამშრომელი გამოვიდა დეკრეტიდან? დღეს ფიზკულტურა ისევ გაგიცდათ? როგორც ყოველთვის, ხო იცი როგორია ხოლმე ჩემთან ორშაბათი.

ცოტახანი ვიჯექი საკუთარ თავთან დიალოგს მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ვაგრძელებდი. შემდეგ ფანჯრისკენ წავედი, იქნებ მეც გამიმართლოს.

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in მოთხრობებისნაირი. Bookmark the permalink.

1 Response to ორშაბათი (მოთხრობისმაგვარი)

  1. Em ამბობს:

    ვინღა კითხულობს ამ ბლოგს…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.