რა არის სტიგმა? ადამიანის დისკრიმინაცია, გარიყვა საზოგადოებიდან კონკრეტული ნიშნის გამო, როცა ის რაღაცით განსხვავდება სოციუმისგან.
დღევანდელ საზოგადოებაში საკმაოდ ხშირად ვაწყდებით სტიგმას აივ ინფიცირებული ადამიანების მიმართ. სწორედ ამის გამო ერიდებიან აივ დაავადებული ადამიანები ინდეფიცირებას, რადგან ეს თითქოს საფრთხეს ქმნის დანარჩენების მიმართ, სინამდვილეში შიდსი არ გადადის ჩახუტებით, მეგობრობით, კოცნით, ურთიერთობით, მხარში დგომით, ღიმილით. ეს არ არის დამღა! ეს არ არის სირცხვილი! სწორედ მსგავსი ქმედებებით ვლინდება რა დამოკიდებულე გვაქვს ერთმანეთის მიმართ ადამიანებს.
ადამიანის სტიგმატიზირება არაფრით განსხვავდება სხვა სიძულვილის ენებისგან როგორებიცაა ჰომოფობია თუ რასიზმი.
აივ ინფიცირება არ უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა, არ უნდა იყოს ასოცირებული სიკვდილთან, და რაც უფრო ჩავკეტავთ მას რაც უფრო ნაკლებს ვილაპარაკებთ მასზე მით უფრო რთული იქნება გამოსწორება იმის რისი გადატანაც შეიძლება მოუწიოს დაინფიცირებულ ადამიანს როდესაც ყველაზე მეტად სწორედ საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
სტიგმატიზაციის დასამარცხელბლად აუცილებელია უფრო ხმამაღლა ვილაპარაკოთ შიდსზე, ვიყოთ უფრო თამამები და მამაცები როცა ამბიცია გვაქვს კარგ ადამიანობაზე და ვამბობთ რომ გვინდა სხვისი დახმარება, და ამ დახმარების ჟამს უნებლიედ არ მოვახდინოთ მათი სტიგმატიზირება. მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ შიდსზე რადგან ბრმა შიში და სიძულვილი არაფერს გვარგებს, ნუ ვიქნებით ფანატიკოსების მსგავსნი რომლებსაც არაფერი გაეგებათ იმის რაც ასე გულით ეზიზღებათ.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს
ასევე შეგიძლიათ იხილოთ: http://geosexmd.com-ის სტატია “ყველაფერი შიდსზე”
ლაშა ქავთარაძის შესანისნავი სტატია: “იცოცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს”
გამოხმაურება: 0+0+0 – თემიდა