9 ოქტომბერს სამსუნგის ერთ-ერთ ფილიალში გაიმართა პრეზენტაცია რომელზეც წარმოდგენილი იყო სამსუნგის ორი ახალი პროდუქტი, ესენი იყო გალაქსი ნოუთ 4 და გალაქსი ალფა.
სიმართლე რომ გითხრათ მე ნოუთ 4-ის “სანახავად” და მისთვის თვალებში ჩასახედად უფრო ვიყავი მისული ჩემ ნოუთ 3 ერთად.
გალაქსი ალფა ალბათ მხოლოდ მე არ მაგონებს აიფონს დიზაინით და მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ანდროიდის მომხმარებელი ვარ და ამ ბოლო დროს ისე დაემთხვა, რომ ბოლო რამდენიმე ტელეფონი სამსუნგისა მქონდა, მაინც არ ვერევი ეფლისტების და ანდოიდშიკების პოლემიკაში, რომელიც საბოლოოდ წყლის ნაყვაში გადადის და ერთმანეთს ვერაფერს უმტკიცებენ, კამათში ჩაურევლად და უდავოდ ანდროიდი მირჩევნია მთელი რიგი მიზეზების გამო.
რაც შეეხება ნოუთ 4 – სადღაც გულის სიღრმეში ვფიქრობ რატომ არ დავუცადე 4 ან ხომ არ გავყიდო ჩემი 3 და ახალი ვიყიდო :დ თუმცა ამ აზრს მალევე ვუკუაგდებ რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ტელეფონი, ყოველთვის იოლად ვიგერიებ კითხვებს: აუ რამხელაა ეს როგორ დაგაქვს, აუ ტაფაა თუ ტელეფონი და ა.შ.
ვპასუხობ რომ ნოუთი არის თითქმის იდეალური ტელეფონი, არაჩვეულებრივია წიგნების საკითხავად, სახატავად, ფილმების საყურებლად, შესანიშნავი ორგანაიზერია, მილიონი რამ რაშიც ამდენი თვეა ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე, არ შევუწუხებივარ მეხსიერების სიმცირეს და ა.შ. ისეთი გრძნობა მაქვს რომ ტელევიზორიდან დაწყებული ლეპტოპით და ბლოკნოტით დამთავრებული ყველაფერი ერთი “პატარა” გაჯეტით დამაქვს :>
რაც შეეხება ნოუთ 4 მასაც აქვს თავისი უპირატესობები მაგალითად გაუმჯობესებული ფერები, კამერის ხარისხი და ა.შ. რასაც ეგრევე შენიშნავთ როცა მას ხელში დაიჭერთ. მათი შედარება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე
პრეზენტაციის ფოტოების სანახავად მიყევით ბმულს