მე წავალ, თქვენ დარჩით

უცხო ადამიანების გარემოცვაში ვარ. წრეზე ვსხედვართ. აქ ის ადამიანები მოდიან კვირაში ერთხელ რომლებიც დამოკიდებულები არიან, რაც ჩვენ დროს დიდ სირცხვილად ითვლება. მე პირველად ვარ. ჩემმა მეგობრებმა ინტერვენციაც კი მომიწყეს იმისთვის რომ ბოლოს და ბოლოს ჩემი სენის დასაძლევად ამ ანონიმურ კლუბში მოვსულიყავი..

ამ დილით სარკეში პირველად დავაკვირდი თავს, თვეების განმავლობაში ხელ-პირს ისე ვიბან მაღლა არც ვიყურები.. მახინჯი არ მეთქმის, სიმპათიურიც კი ვარ, ყოველ შემთხვევაში ქალებში პოპულარული ვიყავი სანამ ლომკის გამო ავეჯიც კი გავყიდე სახლში და იატაკზე დაგებულ მატრასზე მძინავს.

მე იანი მქვია და მე ნარკომანი ვარ. – ვამბობ და თავს ვხრი. ტაშის ხმა კანტიკუნტად ისმის. პატარა ოთახში 15იოდე ადამიანი ვართ. ვათვალიერებ მათ და ვხვდებო რომ მეც მათნაირი ვარ, წვერგასაპარსი, სევდიანი გამომეტყველება, ყველას თვალებში ჩანს ის დაღი რომელიც ამ საუკუნემ ჩვენნაირიებს მოუტანა.

ანტონი რომელიც კლუბს ხელმძღვანელობს უკვე 10 წელია თავის სენს ებრძვის, ის მხარზე ხელს მადებს და თითებს ოდნავ მიჭერს იმის ნიშნად რომ არ ვინერვიულო.

– გამარჯობა იან, – მეუბნება ის. – გვიხარია რომ ჩვენთან ხარ, აქ ჩვენ ერთი დიდი ოჯახივით ვართ. ყველანი მხარში ვუდგავართ ერთმანეთს, აქ შენი გვესმის. მოგვიყევი შენ შესახებ.

მე ვფიქრობ, თავში ათასი რამე მომდის მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო ან რა ვთქვა ამიტომ გაჩუმებას ვამჯობინებ და ვეუბნები რომ მირჩევნია მათ მოვუსმინო.

ჩემს პირდაპირ დაახლოებით 35 წლის კაცი ზის, ნაადრევად დაბერებულს ჰგავს, ამოღამებული თვალები, საფეთქლები შევერცხლილი აქვს, პერანგი დაჭმუჭნული და ფეხს ნერვიულად ათამაშებს. ხმა ოდნავ უთრთის:

– 5 კვირა, 3 დღე და… – საათზე იყურება – 16 საათია არაფერი წამიკითხავს. – ამბობს ის. – გუშინ დამწვარ ბიბლიოთეკასთან გავიარე, მიუხავად იმისა რომ იქ შარშან მოაწყვეს იმ… – ჩუმდება, ცდილობს გინება არ წამოსცდეს და კბილების ღრჭიალით აგრძელებს – იმათმა აუტოდაფე შარშან მოაწყვეს და პატარა ბროშურაც კი არაა შენობაში  დარჩენილი ნერვებმა მაინც მიმტყუნა და აჭედილ ფიცრებს სასოწარკვეთილი ვექაჩებოდი, არაადამიანების ხორხოცმა გამომაფხიზლა და სასწრაფოდ გამოვიქეცი იქიდან. – ცხვირს იწმენდს და დარცხვენილი ჩუმდება.

ყველა თანაგრძნობით ვუყურებთ. ანტონი მადლობას უხდის გულახდილობისთვის, ჯერი სხვაზე გადადის. მე ვუსმენ მათ თან მახსენდება ერთი წლის წინანდელი ღამის 4 საათი, სახანძრო მანქანებმა კივილით ჩაიარეს ჩემი ფანჯრების წინ, ინსტიქტურად საწოლიდან წამოვხტი, ხალიჩის ქვეშ სამალავში მეასეჯერ გადაკითხული ზარატუსტრა სათუთად ჩავდე და ქუჩაში გავვარდი. ჩემი მისვლისას უკანასკნელი ბიბლიოთეკა ქალაქში ცეცხლის ალში იყო გავხვეული ბრბო კი ველური ყიჟინით ყრიდა გეენაში წიგნებს. მეხანძრეები უდრტვინველად ადევნებდნენ თვალს ამ საშინელ სანახაობას. პირველივე სადარბაზოში შევვარდი და კედელს მუშტები დავუშინე. სახლში დაბრუნებული 2 დღე გაუნძრევლად ვუყურებდი ჭერს. ფეხზე მეკიდა კარებზე ბრახუნი და ანას ძახილი “იან ვიცი სახლში ხარ იან!”. ტელეფონის რეკვა. მეზობლის სახლიდან სანფორმაციო გამოშვების ცივსახიანი დიქტორის ხმა მესმოდა თუმცა ყურს არ ვუგდებდი.  “рукописи не горят” ჩამესმოდა ქალის კივილი…

ამ მოგონებებიდან ტაშის ხმამ გამომიყვანა. სეანსი დამთავრებულიყო. ჩემი თანაკლუბელები კედელთან დადგმულ მაგიდასთან ფუსფუსებდნენ ყავას სვამდნენ და თან ჩუმად ლაპარაკობდნენ ჩემთვის უინტერესო თემაზე. ავდქი და წამოვედი. არ ვიცი მომავალ კვირას დავბრუნდები თუ არა აქ… აზრი არ აქვს ისინი მე ვერ მიშველიან მე კითხვაზე დამოკიდებული ვარ, მე ნარკომანი ვარ. შავ ბაზარზე ჩემი მთელი ქონება გავფლანგე სარდაფი აკრძალული ლიტერატურით მაქვს სავსე. ამბობენ ალიასკაზე არის ადგილი სადაც ჯერ კიდევ არსებობენ მკითხველები, სადაც ჯერ არ აუკრძალავთ წიგნები. ამ ფიქრებით სახლში შევედი და კარადიდან უზარმაზარი ჩემოდანი გამოვათრიე.

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in მოთხრობებისნაირი and tagged , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to მე წავალ, თქვენ დარჩით

  1. company offshore ამბობს:

    მე იანი მქვია და მე ნარკომანი ვარ. – ვამბობ და თავს ვხრი. ტაშის ხმა კანტიკუნტად ისმის. პატარა ოთახში 15იოდე ადამიანი ვართ. ვათვალიერებ მათ და ვხვდებო რომ მეც მათნაირი ვარ, წვერგასაპარსი, სევდიანი გამომეტყველება, ყველას თვალებში ჩანს ის დაღი რომელიც ამ საუკუნემ ჩვენნაირიებს მოუტანა.

    Like

  2. slythi ამბობს:

    ♥ ნიცშე წაკითხული გაქვს, ქეით?

    Like

  3. natosha1988 ამბობს:

    Fahrenheit 451 – Ray Bradbury ) თუ აქამდე არ წაგიკითხავს, წაიკითხე.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.