ბიაფის დღიურები 2012

ჩამოვედით ბათუმში. პირველი შთაბეჭდილება „ყველაფერი ბრჭყვიალებს და ანათებს“. ლამაზია :>

დავბინავდით სასტუმროში და ცოტახანში სადისკუსიოდ ჩავედით დაბლა. მიუხედავად იმისა რომ სოც მედიაზე მილიონჯერ გვიკამათია საკუთარი აზრები გვიფრქვევია როგორც ჩანს ვერ ამოვწურთ. ცხადია ბევრი ვიცინეთ.

მომნატრებია ადამიანებთან ლაპარაკი, ფილმებზე, წიგნებზე ან უბრალოდ ჩვეულებრივი საუბარი რაც თბილისში ძალიან მაკლია შიგადაშიგ.

ბიაფი ოფიციალურად 16ში გაიხსნა. პროგრამას გადავხედეთ და ის ფილმები მოვნიშნეთ რომელთა ნახვაც გვინდოდა.

გახსნაზე ელდარ შენგელაიას მსოფლიო კინომატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის  და თურქ რეჟისორ ნური ბილგე ჩეილანს  ბიაფის დირექციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ, ოქროსფერი ზღვის ცხენი ბიაფის სიმბოლო.

ელდარ შენგელაიას გამოსვლისას გულსი სითბო ჩამეღვარა. :> ჩემი ბავშვობა “შერეკილები”, “ცისფერი მთები”, “არაჩვეულებრივი გამოფენა” რომლებსაც უსასრულოდ შემიძლია ვუყურო, რაღაცნაირად სევდით და ნოსტალგიით.

ფილმების ჩამონათვალს უკეთ გავეცანი და რამდენიმე ფილმის შინაარსმა ძალიან მომხიბლა. ჯერ მხოლოდ სამი ფილმი ვნახე და სამივემ ძალიან იმოქმედა, თუმცა პირველს ბოლომდე ვერ ვუყურე.

პირველი ფილმი იყო პოლონელი რეჟისორის იერჟი ჰოფმანის ფილმი „ვარშავის ბრძოლა, 1920“, რომელიც იყო 3დ  ბრძოლის მომენტებში ან მაშტაბურ სცენებში როდესაც ჯარი მოდის რაღაც სიღრმის ეფექტს აძლევდა. ფილმი არის მეორე მსოფლიო ომის დამთავრების პერიოდი, წითელი არმია ვარშავისკენ მიემართება. სიუჟეტის ბექგრაუნდ სტორი ლაინი ცოტა არ იყოს და ბანალური იყო, პოლონელი კავალერისტის  და მომღერალი ქალის სიყვარულის ისტორია, როდესაც იანი მიდის ომში და ცოლს ჰპირდება რომ აუცილებლად დაბრუნდება მაგრამ ბოლშევიკობას დასწამებენ და დახვრეტას მიუსჯიან, თუმცა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდება. წითელარმიელები მის ნაწილს თავს დაესხმებიან და ტყვედ ვარდებიან. პირველივე ტყვის სიკვდილისთანავე რომელსაც ცივსისხლიანად ესვრიან შუბლში ნიკაპი ამიკანკალდა და ავღნავლდი არც ისე არაადეკვატურად რადგან დაღლილი და უძინარი ვიყავი ვფიქრობ მაგანაც იმოქმედა რადგან ომზე ფილმებს ისეთი განცდებით აღარ ვუყურებ როგორც ადრე მაგრამ გამახსენდა მამა ის მომენტები ამომიტივტივდა როდესაც წარმოვიდგენდი რა ხდებოდა მაშინ ომში და რისი გავლა მოუხდა მას, თუმცა ამ ყველაფერს რეალურად ალბათ ვერასდროს გავიგებ.  მოკლედ ფილმის ყურება ვეღარ გავაგრძელე წამოვედი, 2 ოდე საათი ბათუმში ვიბოდიალე, მერე დავიკარგე სასტუმროს ძლივს მივაგენი და ნომერში შესვლისთანავე დამირეკეს და ისევ კინოთეატრში დავბრუნდი. ცოტა დავმშვიდდი აღელვებული მეგობრები დავამშვიდე რომ არაფერი მომხდარა უბრალოდ აღარ მინდოდა ფილმის ყურება. ფილმი საკმაოდ უტრირებულად იყო გადმოცემული, ამიტომ ვფიქრობ უპრიანი იქნებოდა უფრო ნაკლებ არაჰოლივუდურად მისი გადაღება თუმცა არ ვარ იმდენად კომპეტენტური რეჟისორს სულში ხელები ვუფათურო :დ

დღეს ვუყურეთ ფილმს რომლის ყურებაც ყველაზე მეტად მინდოდა დედაჩემის გავლენით ყველაფრი მაინტერესებს ჰოლოკოსტზე და მსგავს ისტორიებზე, დოკუმენტური ფილმები იქნება თუ მხატვრული რადგან დედა ბევრ მსგავს ფილმს უყურებს. ფილმმა რომელსაც „სიბნელე“ ჰქვია „შინდლერის სია“ გამახსენა, ალბათ ბევრი ვერც შეადარებს… მთელი სეანსის განმავლობაში უამრავი ემოცია მქონდა მეღიმებოდა, მეცინებოდა, მეტირებოდა, ვბრაზდებოდი, ვტიროდი, ვნერვიულობდი, ვიძაბებოდი, რამდენჯერმე თვალებზე ხელიც კი ავიფარე, ნახევარი ფილმის განმავლობაში ნათიას ხელს ვიყავი ჩაფრენილი. ფილმი რომ დამთავრდა ვერ ვჩერდებოდი, ფინალის გახსენებაზე ჟრუანტელი მივლიდა. ეს ფილმიც პოლონელი რეჟისორის გადაღებულია აგნეშკა ჰოლანდის, რეალურ ისტორიას ასახავს პოლონელ ლეოპოლდ სოჩაზე რომელიც საკანალიზაციო მილში ებრაელებს დამალვაში ეხმარება. გენიალური ფილმია, აუცილებლად უნდა ნახოთ.

სიმართლე რომ გითხრათ შარშანდელ ბიაფზე რა ფილმები იყო ჩამოტანილი არ მინახავს, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ მომავალ წელს ისევ აქ ვიქნები და ისევ უამრავი ემოციით დავბრუნდები თბილისში. 3 დღის განმავლობაში იმდენი რამ დამიგროვდა თავში რომ ერთი წელი მეყოფა.

მესამე ფილმმა „სახლი კოშკურით“ რომელიც დღეს ვნახე რატომღაც დასაწყისშივე „სტალკერი“ გამახსენა, არა იმიტომ რომ სიუჟეტით ჰგავს ერთმანეთს, პირველივე კადრში გამოჩენილმა ბიჭუნამ კი სტალკერის შვილი, და როგორც მერე ვნახე ფილმი ეფუძნება ფრიდრიხ გორენშტეინის ავტობიოგრაფიას რომელმაც ტარკოვსკის „სოლარისი“ დაწერა. უცნაური დამთხვევაა.

ფილმი არის სიდუხჭირეზე და ადამიანების გულგრილობაზე სხვისი გაჭირვების მიმართ როცა თავიანთი უსახსრობაც ჰყოფნით. 8 წლის ბავშვის უმწეობაზე რომელსაც დედა ჰყავს ავად და უცხო სოფელში ადგილობრივ საავადმყოფოში ბედის ანაბარად დარჩენილები აღმოჩნდებიან.

რატომ გამახსენდა სტალკერი: მისი იდეალური გარემოთი. როცა ის ამაზრზენი ყოფიერება არაჩვეულებრივად არის დადგმული, არაფრის დამატება და გამოკლება რომ არ მოგინდება. გარემო რომელიც გრთგუნავს გასევდიანებს და თან რაღაც გაურკვეველ გრძნობებს გიჩენს, თითქოს შვებასაც რომ ამ ყველაფერს ეკრანზე უყურებ. ამავდროულად უამრავ თავსატეხს გიტოვებს თავში.

სახლი კოშკურით მიუხედავად იმისა რომ 2011 წელსაა გადაღებული არაჩვეულებრივადაა დადგმული, ფილმი შავ-თეთრია უკრაინელი რეჟისორის  ევა ნიემანის გადაღებულია.

_________________________________________

“ზეციურ მანქანებზე” რომელიც შედარებით გვიან გადიოდა დიდი სურვილის მიუხედავად  ვერ დავრჩი რადგან ძალიან მეძინებოდა ამიტომ განმეორებით როცა გავა მაშინ ვუყურებ.

აუცილებლად უნდა ავღნიშნო ვორკშოფის და გასნის შემდეგ ბანკეტზე მოწვეული გერმანელი მომღერალი გოგო სუზან რომელმაც ძალიან მომხიბლა :> მისი დისკიც კი შევიძინე :)))))

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in ფილმები and tagged , , , . Bookmark the permalink.

One Response to ბიაფის დღიურები 2012

  1. silver account ამბობს:

    ვინაიდან და რადგანაც პეტრ ლომის “ისევ მოედანზე” 12 საათზე იყო და ამ დროს მე სულ ახალთახალი გაღვიძებული ვიყავი და ამას სასტუმროდან ჩექაუთს ვაკეთებდით, სწორედ ამიტომ იძულებულები შევიქმენით რომ აღნიშნული ფილმი “გაგვემაზა”. “ვარშავის ბრძოლა” გუშინ ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე ისეთი საშინელი რეაქცია არ მქონია როგორც სხვებს, მეორედ ნამდვილად აღარ ვნახავდი. მესამე ფილმი, რომელიც საკმაოდ დიდი იყო, 2 საათი და 20 წუთი, აგნეშკა ჰოლანდის “სიბნელეში” იყო. აგნეშკა ჰოლანდი კინორეჟისორის გარდა სცენარისტიც ყოფილა. მისმა 1990 წლის ფილმმა, „ევროპა ევროპა”, ამერიკის კინოაკადემიის ნომინაცია მიიღო საუკეთესო სცენარისათვის.ასევე მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და ნიუ-იორკის კრიტიკოსთა პრიზი. „ოსკარის” ნომინაციაზე, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ჰოლანდის 1895 წლის ნამუშევარი, „ძნელი მოსავალი“ (Angry Harvest) იქნა წარდგენილი. ფილმი in darkness გადაღებულია 2011 წელს და ეძღვნება გერმანელების მიერ ოკუპირებულ ლვოვში განვითარებულ მოვლენებს, გეტოებს და ებრაელთა დევნას. როგორც ვიცი ფილმი „სიბნელეში“ მოგვითხრობს ნამდვილ ისტორიას იმის შესახებ თუ როგორ გადაარჩინა ჯიბის ქურდმა ებრაელები დახოცვას. ფილმის დასასრული ძალიან ემოციური აღმოჩნდა , განსაკუთრებით მაშინ როდესაც მთავარი გმირი, სოჩა ამბობს “ჩემი ებრალები, ჩემი ებრაელებიო”. ძალიან იშვიათად მომწონს ფილმები, და კიდევ უფრო ძალიან იშვიათად ისეთი ფილმები, რომლებიც ომს ეხება. ყველაზე არასაჩემო ფილმების კატეგორიაში სწორედ ომის თემატიკაზე შექმნილი კინოები შედის. მაგრამ, “სიბნელეში” იყო ძალიან კარგი და ერთ ერთი must see ფილმი, რა თქმა უნდა ჩემის აზრით.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s