თეთრივით მარილი

ტეგლაინი:

თეთრი ოცნებები, მარილიანი რეალობა..

Sure… :D

გუშინ მე, ნათია ტაო და კიდევ ორიოდე ბავშვი კინოთეატრ რუსთაველში  ვიყავით დაპატიჟებულნი ქართულ ფილმზე “მარილივით თეთრი”.

ის რომ თავიდან ფილმის ოპერატორი პარკინსონით დაავადებული გვეგონა ტექნიკური გაუმართაობის გამო, ფილმი რომ ორჯერ გაითიშა, (ლამის ავედით და ფჩხილების ლაქით გადავუბით ფირი) და რომ ნახევარ ეკრანზე ჩანდა გამოსახულება სხვა თემაა და ამაზე ლაპარაკი არც ღირს ://

რაც შეეხება ფილმს… დღეს ნათიას სტატუსი რომ არ მენახა რომ გუშინ კინოში იყო არც გამნახსენდებოდა რომ გუშინ ფილმი ვნახე.. დღეს როცა დავგუგლე და აღმოვაჩინე რომ ეს ფილმი კონკურსებზე გაუტანიათ ჩემ გაოცებას საზღვარი არ ქონდა რომელიღაც კონკურსებზე გაუმარჯვია კიდეც :ო

ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, საკონკურსო პროგრამაში – “დასავლეთის აღმოსავლეთი”, ფილმი მიწვეული იყო მონრეალის, ტალინის, მანჰეიმის ფესტივალებზე.

ნაჩვენები იყო კალკუტის, სკოპიეს, მონპელიესა და კოტბუსის ფესტივალების
საკონკურსო ჩვენებებზე. კოტბუსში ფილმი დაჯილდოვდა 2 პრიზით – საუკეთესო დებიუტისათვის და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

2012 წელს ფილმი უკვე რამდენიმე ფესტივალზეა მიწვეული.

ჰმ… მოკლედ ვიფიქრე იქნებ აზრი მაინც მოვისმინო რამე ინტერნეტში იქნებ მე გამომრჩა რამე, ან იმდენი სულიერება და მაღალი მატერიები დევს ამ ფილმში რომ ჩემი მოკვდავი აზროვნებით ვერ ჩავწვდი… იქნებ ამდენმა ჰორორმა გამააბდლა და ვერ ვხდები ეგზომ დიდებულ იდეას :დ

ფილმი არის… მმმ… სინოფსისი რომ არ წამეკითხა ალბათ ვიტყოდი რომ არაფერზე, თუმცა ეს უკანასკნელიც ისეა დაწერილი ახლაც ის გრძნობა გამიჩნდა რაც კინოდან გამოსვლის შემდეგ.. “დაგვტროლეს?? რატომ არ იყო ტიტრების შემდეგ დიდი ტროლფეისი?!” :დდდდ

მოკლედ პირდაპირ სინოფსისიდან გავაკეთებ ჩართვას: :დ

ისტორია 21-ე საუკუნის 10-იანი წლების საქართველოში – პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ვითარდება. სამი გმირის ხაზი მოვლენათა მსვლელობისას ერთმანეთთან იკვეთება და მძიმე სოციალურ ფონზე მიმდინარეობს.
ნინო, 35 წლის მარტოხელა ქალი შავი ზღის სანაპიროზე სეზონურ სამუშაოზეა ჩასული დღისით სატრანზიტო მაგისტალზე მდებარე სასადილოში ოფიაციანტად მუშაობს და შორეული დისტანციის მძღოლებს ემსახურება, საღამოობით კი იგივე სამუშაოს ტურისტებით გატენილ ზღვისპირა ბუნგალოში ასრულებს. ნინო ბინას ბუნგალოს რამდენიმე ოფიციანტთან ერთად ქირაობს,სადაც გვიანი
ღამე ძირითადად ჩხუბით მთავრდება საშხაპეში რიგის, ოთახში სიგარეტის ბუღისა და ვერგაყოფილი კავალრის გამო. ნინო ერიდება კოლეგებთან კონფლიქტს და შხაპს პლაჟის კაბინაში იღებს, მზის ამოსვლას ხშირად ქანცგაწყვეტილი ცარიელ პლაჟზე ხვდება. ნინო გამომუშავებულ თანხას პატარა ქალაქში მცხოვრებ მშობლებს უგზავნის პატარა ძმის სწავლის ფულის გადასახდელად. თავისუფალ დროს ნიკოს ხვდება. მათი ურთიერთობა თითქმის უსიტყვოა. შეკვეთის მოლოდინში ნინო მაგისტრალისაკენ ხშირად აპარებს თვალს და ნიკოს საპატრულო მანქანას ეძებს, რომელიც იმ დისტანციაზე წესრიგს ამყარებს.

აჰა…  ფილმში ქალს ნანა ჰქვია თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რაც შეეხება იმას რომ ოფიციანტ ქალებთან ერთად აქვს ნაქირავები ბინა თავიდან მეგონა რომ ეს ქალი ბათუმში ტრეფიკინგში მოყვა :დ ისე ექცევა თავისი უფროსი, რომელსაც ბახალა თამაშობს და ძალიან უნიჭოდ არის დაჭერილი ბოროტი ბოსის ხასიათი :დდდ წიპა დერსკი სახით დგას ბართან ხალხს უყვირის დროზე მორჩნენ, მთავარ გმირს ჩაიზე უტრაკებს რატომ მეტს არ გიტოვებენო ტუჩებზე ბლეზკს ისვამს.. :დდდ ….. აი თურმე რატომ იღებს ეს ქალი პლიაჟზე შხაპს :დ თუმცა არც ერთ დღეს არ შეხვედია მზის ამოსვლას გარწმუნებთ :დდდ ფილმში არც ის ჩანს რომ ვინმეს ფულს უგზავნის ან სწავლის ფულს უხდის თუმცა მასთან დამეგობრებულ მაწანწალა გოგოს ეუბნება რომ სეზონის დასასრულს ჭიატურაში დაბრუნდება და საკუთარ ბარს გახსნის :დდ…  ასეც რომ იყოს ოფიციანტის ხელფასით თურმე რამდენს ახეხებს სგ სგ :დდ ჭიათურა ალბათ მეორე ბრატისლავაა 10 ცენტად საკუთარ სასტუმროს ხსნიან :დ თავისუფალ დროს ნიკოს ხვდება? ფილმის განმავლობასი სულ სამჯერ ნახა :დ პირველად როცა გაიცნო და 2 ჯერ როცა იმ უნიათო კაცმა მოაკითხა და სადღაც რიკოთის უღელტეხილზე იჟიმავეს :დ უსიტყვო არის კი მაგაზე არ ვკამათობ :დ ხო რატომღაც პოსტსაბჭოთა დროს პატრულის თანამედროვე მანქანები და მობილურებიცაა რა უცნაურია..

ნიკო 36 წლისა, პოლიციის თანამშრომელია, ნიკო აფხაზეთიდანაა დევნილი, სამუშაოს მერე ღამეს პატრულის ყაზარმაში ათევს. დანაზოგს ისიც თბილისში სასტუმროში შეხიზნულ მშობლებს უგზავნის. ნიკო პრინციპული . პროფესიული მოვალეობების შესრულებას ზედმიწევნით ცდილობს . ყავს მეწყვილე გიორგი. ისინი ერთად ცდილობენ გაუმკლავდნენ წესრიგის დამრღვევ ხილის გამყიდველებს, დააბინავონ ქუჩის მაწანწალა ბავშვები და გაუმკლავდნენ უწესო ტურისტებს.

36 წლის ყოფილა ეს უნდილი კაცი :| ნუ აი გასაგებია რომ მჭმუნვარე რაინდი უნდა ითამაშო რომელიც ლტოლვილია ავადმყოფი დედა ჰყავს (და არა ყავს…) რომელიც შიგადაშიგ საწყალ გარემოვაჭრეებს აწიოკებს მაგრამ ასეც არ შეიძლება :| დამთრგუნა ტიპმა თუმცა ჯილდო კი ეკუთვნოდა წლის საუკეთესო უგერგილო უხეში და გაუღიმებელი კაცის როლის შესრულებისთვის… რომელიც ძალიან დერსკია და ქალებს არ ემშვიდობება იეეე…… :დ

15 წლის სოფო მაწანწალა ბავშვების გუნდთან ერთად მოძრაობს, დღისით შუქნიშანზე გაჩერებული მანქანის შუშების წმენდით მოგროვებულ ფულს ღამე ბუნგალოში ხარჯავს., ხანდახან ქურდობს, ხანდახან მეგობრებთან ერთად ზღვის სანაპიროზე წებოს ისუნთქავს. ერთ-ერთი მზის ამოსვლისას სოფო პლაჟზე მიგდებულ ნინოს სიგარეტს სთხოვს, მათი შეხვედრები ბუნგალოშიც გაგრძელდება, სადაც ნინო თავდავიწყებით მოცეკვავე სოფოს შეამჩნევს. სოფო ნინოს თავის ოცნებას გაუმხელს და გაცრეცილ ფოტოს უჩვენებს . ფოტოზე პამუკალეა (მარილიანი თეთრი კრისტალების სანაპირო თურქეთში). ნინო საბუთების გარეშე მცხოვრებ გოგონას ლეგალიზაციაში ეხმარება

იცოდით რომ პირადობის აღება უადვილესი ყოფილა? მიდიხარ ეუბნები სახელს გვარს დაბადების ადგილს ასაკს და 5 დღეში პირადობას გაძლევენ :დ

ნიკოს საპატულო მანქანა ბავშვების გუნდს იჭერს, სოფო თავს გაქცევით შველის. სოფო ნინოს სასადილოსთან შეჩერებულ გასტოლებზე მიმავალი მოცეკვავეთა ანსამბლის ავტობუსის საბარგულში შეიპარება და “უცნობ”გზას დაადგება, თავისი ოცნებების ასრულების იმედებით.
ნიკო აღმოსავლეთ საქართველოში გადაჰყავთ . ნინოს ყოველგვარი კომენტარის გარეშე ემშვიდობება. მარტო დარჩენილი ნინო ძველებურად განაგრძობს მუშაობას, ხშირად უყურებს კედელზე გაკრულ სოფოს საჩუქარს – პამუკალეს გაცრეცილ ფოტოს და საერთო ოთახში მცხოვრები ოფიციანტების ყაყანისაგან იმიჯნება..
ერთ დღეს ნინო კედლიდან ხსნის ფოტოს, ალაგებს ბარგს, იღებს ბილეთს და ავტობუსს პამუკალეს მიმართულებით მიჰყვება.

მე გადავწყვიტე ოფიციანტად ვიმუშაო სადმე ზაბიგალოვკაში ამბობენ მაგარი ხელფასებიაო :დდდ

ფილმში ასევე მრავლად არის უაზროდ და აბსურდული დიალოგები :/ ყალბი თამაში :| კამერისკენ თვალების გამოპარვები და ა.შ :/

საბოლოოდ დარბაზიდან იმიტომ არ გამოვედი რომ ძალიან მაინტერესებდა რითი დამთავრდებოდა ეს ბანალური ისტორია რომლის მორალიც წესით ის უნდა ყოფილიყო რომ: აწწწ ობოლმა გოგონა სოფომ შეძლო ნანაში ადამიანის გაღვიძება და იგი თავისი ოცნებების ასასრულებლად ან სოფოს საძებნელად გაემართა!
რითი დამთავრდა? არაფრით… დაახლოებით ესეთი დასასრული ქონდა წკრიალაშვილის სახე წარმოიდგინეთ “ფორტოჩკაში” “ერთი ბილეთი სოხუმამდეეე!”

ქართველებმა ვერ გავიგეთ რომ რაც უფრო გრძელია პერო მით უფრო უშლის ხელს ნორმალური რაღაცების გაკეთებას როგორიცაა: წიგნის ან სცენარის დაწერა, ფილმის გადაღება, ნახატების გამოფენა…

ეს არ არის შედევრი ეს არის შავი წერტილი თეთრ ფონზე… თუმცა ალბათ ცნობილი რომ ვიყო მეტყოდნენ რომ გენიალური ნამუშევარია :დ

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged . Bookmark the permalink.

18 Responses to თეთრივით მარილი

  1. გამოხმაურება: ვორქშოფზე მონაწილე ბლოგერების შერჩევის პროცესი დასრულდა |

  2. ❥ Natsy ამბობს:

    ძალიან უაზრო ტრეილერი აქვს..
    და საერთოდ რატომ ვამბობთ, რომ ქართველები ხელოვნებაში უუუუნიჭიერესები ვართ?
    ყველაფერში ჩანს რა ნიჭიც გვაქ :/ :/ :/
    ნორმალური მხატვარი ჩვენ არ გვყავს, რეჟისორი და წარმატებული მსახიობი… :(
    ერთადერთი მწერლობაში შეიძლება რარაც, დატო ტურაშვილთან და აკა მორჩილაძესთან ერთად. თუმცა ეგეც კვდება :/

    Like

  3. egoisthedgehogtwo ამბობს:

    trailers rom vuyure ici ra fraza gamaxsenda “shens gaketebas “taburetka” gaeketebina mamashenso” rom eubnebodnen xolme uargis bavshvebs :D

    martla “taburetka” gadaego amis gadamgebs :D

    Like

  4. Dissolved Girl ამბობს:

    არადა, ერთ-ერჩ ფრენდს ისეთი კარგი რევიუ ეწერა ამ ფილმზე, რომ წასვლა გადავწყვიტე :) ახლა ორმაგად დამაინტერესა :)

    Like

  5. shoka ამბობს:

    არადა რაღაც განსხვავებული ჩანს. სხვანაირი ხარისხითაცარის გადაღებული.

    Like

  6. Kate_AlukaЯD ამბობს:

    @niksologi
    :ბლუშ: ^^

    @CreaTive
    მადლობა ^^

    @vajelski
    კი ბატონო : ))))

    @მარ
    რიტორიკულ კითხვებს ნუ სვამ :დდდ

    @kakato
    თუ ვინმე ნახე ვისაც მოეწონა ქთხოვთ მოასწავლეთ ჩემკენ გზა ძალიან მაინტერესებს რას იტყვის :დდდდ

    @ზუ
    :დდდდდ ლოლ :დ

    Like

  7. zurriuss ამბობს:

    ბოზიშ, შენ რომ დაესვით კადრში და ეგ ყველაფერი მოგეყოლა, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ჩაგახუტებდნენ ოქროს რამეს :დდ

    Like

  8. kakato ამბობს:

    ლოლ, გულის სიღრმეში კი ვგრძნობდი რომ მორიგი ტრაკშიპეროობა იქნებოდა, მაგრამ ინტერესის გამო მაინც ვაპირებდი წასვლას, იქნებ და მე ვერ ვაფასებ სათანადოდ ტრეილერიდან გამომდინარეთქო. აი კიდევ კარგი შემოვედი რა! თორემ კიდევ ერთხელ ვიგრძნობდი დაგოიმებულად თავს :დ

    Like

  9. Nat Noideaz ამბობს:

    წესიერად ვერ გავიგე, რატოა ყლეობა. ალბათ, იმიტომ, რომ პოსტის ბოლომდე წაკითხვა დამეზარა და მეძინება, მარა რავი..ფილმის ტრეილერი რო ვნახე, მომეწონა და ვაპირებდი წასვლას. ახლა ფულს აღარ გადავყრი :დ

    Like

  10. ქრცვინი ამბობს:

    ინწერესნო :)

    Like

  11. Mari ამბობს:

    რააააატოოოომ, რატომ არ შეეშვება ეს ხალხი ისეთი რამეების კეთებას, რაც არ გამოსდით. :((( მერამდენედ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბანძ ფილმებს იღებენ საქართველოში?

    Like

  12. Chiamaria ამბობს:

    გავსკდი სიცილით :))))))))
    პეროს სიგრძე განსაკუთრებით მომეწონა

    Like

  13. vajelski ამბობს:

    გამარჯობათ ბმულის გაცვლა მინდა http://www.siaxleebi.com ზე თუ დაინტერესდებით იქნებ მაილზე მომწეროთ დიდი მადლობა წინასწარ

    Like

  14. CreaTive ამბობს:

    ამაზე უარესსცენარიანი რამე რო ვნახო კინოში აღარ წავალ :| რა მაგარია რო გამოცოცხლდი :)))

    Like

  15. niksologi ამბობს:

    ”ჰმ… მოკლედ ვიფიქრე იქნებ აზრი მაინც მოვისმინო რამე ინტერნეტში იქნებ მე გამომრჩა რამე, ან იმდენი სულიერება და მაღალი მატერიები დევს ამ ფილმში რომ ჩემი მოკვდავი აზროვნებით ვერ ჩავწვდი… იქნებ ამდენმა ჰორორმა გამააბდლა და ვერ ვხდები ეგზომ დიდებულ იდეას :დ”
    – არა, რა! ეს კარგია, მოგიწონე, ფილმს რო თავი დავანებოთ ; )

    ”იცოდით რომ პირადობის აღება უადვილესი ყოფილა? მიდიხარ ეუბნები სახელს გვარს დაბადების ადგილს ასაკს და 5 დღეში პირადობას გაძლევენ :დ
    – :) :)

    ”ქართველებმა ვერ გავიგეთ რომ რაც უფრო გრძელია პერო მით უფრო უშლის ხელს ნორმალური რაღაცების გაკეთებას როგორიცაა: წიგნის ან სცენარის დაწერა, ფილმის გადაღება, ნახატების გამოფენა…”

    – ხო ვამბობდი კარგი გოგოა თქო. (შენზე)

    Like

  16. სოფო ამბობს:

    ტრეილერზე ეტყობა რაც უნდა იყოს :)

    Like

  17. siyvarulovna ამბობს:

    მე მაინც მეგონა ბოლო წამამდე რომ რამე მოხდებოდა :უსერ:

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.