დრაკონის ტატუ გოგონათი

არ ვიცი რა დავწერო… თუმცა გავრისკავ სანამ შთაბეჭდილებები გაციებულა წერას დავიწყებ..

“გოგონა დრაკონის ტატუთი” ორიგინალი დასახელებით “ქალთმოძულე კაცები”. შვედი მწერლის სტინგ ლარსონის რომანი.

მართალი რომ გითხრათ ვაჟა ზაზაევიჩის არ იყოს რა საჭიროა ეს ორი სათაური, ცისფერი მთები თუ ტიანშანი. თავიდან ვფიქრობდი რომ გოგონა დრაკონის ტატუთი მშვენიერი სათაურია თუმცა წიგნის დახურვის შემდეგ დავრწმუნდი რომ კაცები რომლებსაც ქალები სძულთ ზუსტი დასახელებაა.

შვედი მწერლების არაფერი წამიკითხავს გარდა ბავშვობაში ასტრიდ ლინდგრენისა, რომელიც ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს. ძალიან საინტერესოა ის რომ ყველა ეროვნების მწერლები თავისებურად უდგებიან საკითხს.. ფამუქის განსაკუთრებული ორიგინალური წერის სტილი, მურაკამის ჩახლართული და ჩამთრევი, ბულგაკოვის ქვეტექსტებით სავსე რომანები, მარკ ტვენის ამერიკული ცინიზმი და ასე შემდეგ… ლარსონსაც აქვს რაღაც თავისი.. ფილმის კადრებივით რომ გარბის სტრიქონები.

შარშან თუ შარშან წინ მროველმა ფილმის პოტერი დადო ფბზე რომელზეც პირსინგებიანი მოპანკო გოგო იყო გამოსახული.. სათაურმა და გოგონამ ძალიან დამაინტერესა და ფილმი გადმოვწერე თუმცა ძალიან უყურადღებოდ და უინტერესოდ ვუყურე და ბოლომდე არც მინახავს გამოვრთე და დავივიწყე. სანამ სულაკაურის გამომცემლობის კონკურსი არ დაიწყო და გადავწყვიტე ჩემთვის უინტერესო ისტორიისთვის მეორე შანსი მიმეცა. ეს არის ტრილოგია რომლის მხოლოდ პირველი ნაწილია ქართულად (იმედია) ჯერჯერობით გამოსული..

ისტორია იწყება ძალიან საინტერესოდ, მდიდარი, მოხუცი კაცი თავის 82 დაბადების დღეზე საჩუქარს იღებს რომელშიც ჩარჩოში ჩასმული იშვიათი გამხმარი ყვავილია. სხვადასხვა ჯიშის ყვავილებს ის უკვე 40 წელია იღებს ანონიმური პიროვნებისგან. მოხუცი მას მანიაკად თვლის რომელსაც მისი ჭკუიდან შეშლა აქვს გადაწყვეტილი, რადგან ის 40 წლის წინ გაუჩინარებულ თავის ძმიშვილის საქმეს იძიებს. ის თვლის რომ მკვლელს მისი თავიდან მოშორება სურს. მრავალი წლის წინანდელ ამბავს რომელსაც თავიდან ათობით ადამიანი იძიებდა მხოლოდ ის და “მკვლელი” შერჩნენ. სასოწარკვეთილი ჰენრიკ ვანგერი გადაწყვეტს ბოლოჯერ ცადოს საქმის გახსნა და ამისათვის არანაკლებ სასოწარკვეთილ ჟურნალისტს მიქაელ ბლუმკვისტს მიმართავს რომელმაც ეს ესაა წააგო საქმე მდიდარ თაღლითთან და ცილისწამებისთვის ციხე ელის, ის ცნობილია თავისი ჟურნალისტური გამოძიებებით და მეტსახელით კალე ბლუმკვისტი როგორც ასტრიდ ლისდგრენის საბავშვო რომანის გმირს. ვანგერი მიქაელს სუსტ წერტილს უძებნის და მისი ძმიშვილის საქმის გამოძიების სანაცვლოდ ახალ კომპრომატებს ჰპირდება თაღლითის წინააღმდეგ.. კალე კი იძულებულია სოლიდური თანხის და ინფორმაციის სანაცვლოდ ბზიკების ბუდეში შეაბიჯოს რომელსაც ვანგერების ოჯახი საოცრად გავს… მიქაელი ტოვებს თავის ცხოვრებას და მიყრუებულ კუნძულზე გადადის ერთი წლით საცხოვრებლად დახმარებას კი 24 წლის “შეშლილ”, ჰაკერ გოგოს ლისბეთ სალანდერს თხოვს, რომელიც ფირმა “მილტონ სეკურიტში” მუშაობს და რაღაც “ეშმაკის მანქანებით” ახერხებს ყველა “კლიენტზე” ყველაზე შავბნელი ინფორმაციის მოძიებას.. პირველი ემოცია რაც შეიძლება ლიზბეთზე გაგიჩნდეთ მიუხედავად მისი “სიგიჟისა” იმისა რომ ყველა ჭკუასუსტად თვლის და საშინლად ასოცლიალური ადამიანია, არის “აუ ამ გოგოსნაირი მინდა ვიყო! ^^” გოგონა ფოტოგრაფიული მეხსიერებით და ძალიან ძლიერი ადამიანი.
აი აქ იწყება ისტორია. დაძაბული სრულიად გაურკვეველი. საქმე იმდენადაა ჩახლართული რომ აზრზე ვერ მოდიხარ საიდან შეიძლება დაიწყოს კვანძის გახსნა. რანაირად შეიძლება ჩაკეტილი წრიდან გამოღწევა რომელსაც ღრიჭოც კი ვერ მოუძებნეს 40 წლის განმავლობაში, არის მკვლელობა მაგრამ არ არის გვამი, არის ფოტოები რომლებსაც არაფერი დაუნახავთ, არან თვითმხილველები რომლებიც ფოტოებივით დუმან. არის კი ეს მკვლელობა?! რა ხდება ვანგერების ოჯახში სადაც ჰენრიკის გარდა ყველა კაცი ქალების მოძულე ნაცისტი იყო. რა მოუვიდა სინამდვილეში ჰარიეტს?

აქ არის ყველაფერი რაც მკითხველს უყვარს: საინტერესო დეტექტივი რომლის ფინალიც ნამდვილად მოულოდნელია, ოჯახური დრამა, რელიგიური ტრილერი, პოლიტიკური ინტრიგები…

ისტორია იმაზე თუ როგორ შეიძლება დაუნგრიოს ცხოვრება ბევრ ადამიანს ერთი ადამიანის ეგოიზმმა და ფანატიკურმა ვითომ რწმენამ და ფატალურმა იდეალებმა…

რა თქმა უნდა წიგნს აქვს უარყოფითი მხარეები თუმცა ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მე მომეწონა : ))

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in წიგნები ♥ and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to დრაკონის ტატუ გოგონათი

  1. dark angel ამბობს:

    მე დღეს მოვრჩი ამ წიგნს მომეწონა მაგრამ ისეთი არ იყო როგორსაც მოველოდი ვერ ვიტყვი რომ უინტერესო იყო პირიქით ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი იყო მაგრამ აი რაღაც აკლდასავით მართალია ძალიან კარგი იყო მაგრამ მაინც რაღაც აკლდა

    Like

  2. mariami ამბობს:

    წავიკითხე წიგნი..მოომეწონა..მართლაც რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკიტხე.,..გარე სამყაროსგან მომწყვიტა,, არაფერი მახსოვდა ,ისიცკი რომ გამოცდა მქონდა… მაგრამ სათაური საერთოდ არ შესადარება წიგნს.. სტიგ ლარსონის ნაწარმოებიდან პირველად წავიკითხე ეს წიგნი… დავინტერესდი მისიი ნაწარმოებით,რადგან არაჩვეულებრივად ხიბლავს მკითხველს…

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      მმმ… მარიამ ეგ შთაბეჭდილება მქონდა მეც რომ სათაური შეისაბამოა მაგრამ მერე რომ გავარკვიე თურმე ტრილოგიის პირველი ნაწილი ყოფილა და დანარჩენი ნაწილები უშუალოდ ლისბეთზეა ამიტომ არის “გოგონა დრაკონის ტატუთი” შესაბამისი სათაური. მეც მომწყვიტა რელობას ძალიან ჩამითრია და ძალიან მომეწონა <3

      Like

  3. Chiamaria ამბობს:

    პოსტი მომეწონა ერთი მარტივი მიზეზით: უფრო დიდი ინტერესესში ჩამაგდე

    Like

  4. Keti Chanturia ამბობს:

    ამ წიგნის წაკითხვა 2 თვის წინ დავამთავრე და ვერც კი წამომედგინა თუ რომელიმე ქართულ ბლოგზე პოსტს წავაწყდებოდი. ძალიან კარგი წიგნია და მოუთმენლად ველი დანარჩენი ნაწილების გამოსვლას ^_^

    Like

  5. egoisthedgehogtwo ამბობს:

    აუ ეს წიგნი პეპალას ვიტრინაში ვნახე სათაური მომეწონა მაგრამ რატომღაც ქართველის მეგონა და არ გავრისკე არ ვიყიდე. დამაინტერესა ვეცდები ვიყიოდო

    Like

  6. Salome Kanario Ust ამბობს:

    momewona posti…
    kitxvis processhi var me :/ gushin daviwye da jer ar gasainteresovebula… tan periodulad sakutar tavs vuqmni garemos, rom ar gabrazdes da dawera shedzlos :)))
    warmatebebi, konkurento! : )) :*

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s