პირველი დღე – მეორედ სტუდენტი მე

როგორც იცით.. თუმცა საიდან უნდა იცოდეთ მობილობით გადავედი თბილისის უნივერსიტეტში.. ჩემი გაჯახირებული ინსტიტიტუტიდან რომლის აკრედიტაციის თავის დროზე აღება ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება, თუმცა იმავე მიზეზით გავირიცხე მაქედან :დდ აკრედიტაციის დაკარგვის გამო სახელმწიფომ გადახდა შემიჩერა და გავირიცხე… 2 წელი რაც დამჩა გადასახადი მინდოდა აქეთ გადმომეტანა მაგრამ როგორც ჩანს “აი უკვე” :დდდ დავწერე განცხადება მთელი ზაფხული განათლების სამინისტროდან – განათლების ხარისხის ცენტრში დავრბოდი… რა თქმა უნდა ყურმილს არავინ იღებს! აუცილებლად უნდა მიხვიდე.. ხან დაკავებაა ხან გადის ზუმერი უსასრულოდ. თუ მოხდა სასწაული და ყურმილის იქედან ადამიანის ხმა გაიგონე და გაოცებისგან ტელეფონი არ დაგივარდა რამის შეკითხვის დროს ბრინჯივით იბნევიან “მმმმმმ ამმმმ” ესეთი ბგერებით გეტყვიან ნომერს სადაც პასუხს გაგცემენ.. მეორე ნომერზე იგივე მეორდება გაძლევენ პირველ ნომერს და რომ ეუბნები იქ უკვე დავრეკეო მესამეს გეუბნებიან. მესამეზე მეორე ნომერს შემდეგ პირველს და მერე მეოთხეს… ასე უსასრულოდ… ბოლოს მიხვალ… მოკლედ ბევრი რომ არ გავაგძელოთ სამი თვეზე მეტი ვიარე დავწერე განცხადება რომელიც ……………….. დაიკარგა :დდდდდ დავწერე მეორე განცხადება , მივაკითხე ორ კვირაში მანამდე ვრეკავდი და არ იღებენ რა თქმა უნდა… არ არის პასუხი თვითონ დაგირეკავთო.. გამოვართვი ნომერი რომელზეც ვიკითხე ნამდვილად მიპასუხებდნენ თუ არა, კი აბა რა! ახლა კიდევ მისასვლელი ვარ :/ იქნებ როგორმე ერთი წელი მაინც დამიფინანსონ და ჯანდაბას მერე მოვახეერხებთ ჩვენ თვითონ რამეს… მოკლედ განათლების სისტემა რომ ჩემი კომპიუტერის საათივით გვაქქვს აწყობილი მივხვდი.. ვერაფრით გავასწორე ხან ტაიმ ზონა შევცვალე არაფერი შველის დეჟა ვუ მაქვს.

გამიგრძელდა და დღეს პირველად ვიყავი ახალ უნივერსიტეტში. საშინლად ვინერვიულე აი როგორი ჯგუფი მეყოლება როგორი სიტუაცია იქნება ნორმალური ადგილია თუ არა ჩემს ძველ გლახაობისგან განსხვავებით და ასე შემდეგ.. პირველ რიგში ჩემი ნერვიულობა გამოიწვია იმან რომ სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მირეკავს მობილური და ვიღაც ქალი ნაჩქარევი ხმით მეუბნება რომელი მეორადი ენა მინდა: ფრანგული, გერმანული თუ ესპანური. დავიბენი მეთქი ადგილზე არ შეიძლება ავირჩიო, და არაო ახლავე მითხარიო . ნუ უცებ გავფიქრდი მეთქი ფუ ფრანგულს სკოლაში ვსწავლობდი მძულს, გერმანული კი მინდა მარა სამსქესიანი საშინელი ენაა სასწავლად ასე მგონია და დამეზარა და მეთქი ესპანური. პახოდუ მეშინოდა იმისი რომ აქაც ისეთი ბესპრიდელი არ ყოფილიყო :დ დეკანატი მაინც მყოლოდა და რაც მთავარია ჯგუფი ყოფილიყო ნორმალური :დ
დღეს მივედი ცოტა დავიბენი მალევე მივხვდი რა ხდებოდა ცხრილი ადამიანურად იყო გაკრული დერეფანში სტენდზე მომეშალა ნერვები იმაზე რომ ჩემს გვარს როცა ვამბობ ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმას რომ იწყება “ნ”-თი და არა “მ”თი :დდ მაინც მიქაბაძე ეწერა :დდდ შევედი აუდიტორიაში. ესპანურის ლექცია მქონდა სამი მიყოლებით. ლექტორი ესპანელია ორლანდო, რომელმაც ქართულის ინჩი ბინჩი (სულ მინდოდა ეს ფრაზა გამომეყენებინა) არ ესმის. ამიტომ ცოტა რუსულით და ხელებით გვაგებინებდა სათქმელს. ჯგუფელები კარგად ვერ შევათვალიერე ჯერ იმიტომ რომ ცოტა დაბნეული ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა ჩემ თავს და თან დატვირთული ლექცია იყო ერთბაშად საკმაოდ ბევრი აგვიხსნა :დ ესპანური ლექსი მაქვს სასწავლი და მოკლედ.. ნუ ყოველ შემთხვევაში ის მაინც ვიცი რომ ერთი ჩემი ჯგუფელი გოგო ეწევა და ამის გამო თვალები არავის გადმოყრია :დ ხო მართლა 19 ბავშვი ვართ და აქედან 18 გოგოა :დ

ვნახოთ რა იქნება : ))))) ყოველ შემთხვევაში დიდი ენთუზიაზმით ვარ განწყობილი წიპა “აი ამ წელს კარგად ვისწავლი” როჟა ვარ :დ

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , . Bookmark the permalink.

12 Responses to პირველი დღე – მეორედ სტუდენტი მე

  1. გამოხმაურება: კიდევ ერთი ახალი წელი რომელიც შეიძლება უკანასკნელია :დ | სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

  2. tatusi ამბობს:

    გილოცავ და წარმატებები,

    Like

  3. egoisthedgehogtwo ამბობს:

    წარმატებები ქეთ :*

    Like

  4. Lord Vader ამბობს:

    ისე, დემონოლოგიის ფაკულტატივი არ უნდა იყოს სადმე /?

    Like

  5. Lord Vader ამბობს:

    მეთქი ტრანსილვანიის უნივერსიტეტში გადადიოდი
    მარა იქნება ეგეც.

    Like

  6. სალლო.მე ამბობს:

    შემშურდა ორლანდოსი და ესპანურის გაკვეთილების <3

    Like

  7. kevana ამბობს:

    სამაგიეროდ ქართულია უსქესო ენა :დ :დ ;დ :*
    წარმატებები… მესმის შენი საშინლად.. მაგისტრატურაზე მიჭირდა, აქამდე წესით დამთავრებული უნდა მქონდეს, ხან ბანკმა არ გადამირიცხა თანხა და გამრიცხეს, ხან რა პრობლემამ იჩინა და ხან რა…
    studying is not boring, when U want it :*

    Like

  8. როდე ამბობს:

    წარმატებები! :)

    Like

  9. zorbegi ამბობს:

    იო…
    თუ რამეა K-ს დააჭირე

    Like

  10. Charlius ამბობს:

    ის 1 ბიჭი რა გასწორებულში იქნება :დდ

    Like

  11. Di@ ამბობს:

    წარმატებები! ქეთ :*:*:* ალბათ, ესპანურის კლასზე იყო მაგდენი გოგო… იმედია, სხვაგან ბიჭებიც იქნებიან :დ

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s