მე, შენ და ხალხი

გამარჯობა. მე გიორგი ვარ. შენ არ გიცნობ, არც ჯადოქარი ვარ, მაგრამ შემიძლია ყველაფერი გითხრა შენ შესახებ: ყოველდღიურად ძილში ათ საათს ატარებ, ჭამაში–ერთს, უნიტაზზე–ნახევარს, კომპიუტერთან–ექვსს, საყვარელ ადამიანებთან–ერთს. არ გახსოვს, ბოლოს როდის იმღერე ხმამაღლა; გგონია, რომ სიგარეტი სექსუალურობას გმატებს; ფეისბუქზე უფრო დიდ დროს ატარებ ხალხთან ურთიერთობაში, ვიდრე რეალობაში და გგონია, რომ ბევრი მეგობარი გყავს. ყოველდღიურად უყურებ ახალ–ახალ კომერციულ ფილმებს, მაგრამ არ გახსოვს, რა წაიკითხე ბოლოს.

შენ თვლი, რომ თუ შენთვის, წყნარად იქნები, არ დააშავებ არაფერს და ყველაფერზე თავს მორჩილად დააქნევ, არავინ შეგეხება და უზრუნველად იცხოვრებ. ამიტომაც, არ გაინტერესებს, ვინ ვის კლავს, ვინ ვის ართმევს, ვინ ვისთან ბრძოლობს ძალაუფლებისათვის. თან, შენ ამაყობ ამით. შენ არ გამოდიხარ ქუჩაში, როდესაც ხალხს უსამართლოდ აპატიმრებენ, ცემენ, ხოცავენ. თან, შენ ამაყობ ამით.

შენ ირჩევ მუსიკას, რომელიც შენს გემოვნებას შეიძლება ბოლომდე არ შეეფერებოდეს, შეიძლება საერთოდ ეწინააღმდეგებოდეს კიდეც, მაგრამ ამას შენთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს. შენთვის მთავარია, ის იყოს ნაკლებად პოპულარული და ნაკლებად ცნობილი. შენ ამით შენი განსხვავებულობა, ორიგინალურობა გინდა წარმოაჩინო.

null

სინამდვილეში, შენ ერთი დიდი  წრის წევრი ხარ. იქ ყველა განსხვავებული და ინდივიდუალურია და თან, ყველა უზომოდ ჰგავს ერთმანეთს. შენ მე ვერასდროს გიპოვი ბრბოში. ამიტომაცაა ასე ადვილი მოგიყვე შენ შესახებ, მაშინ როდესაც წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ.

 null

განა მართლა! ეს უბრალო ხუმრობა იყო. არ გეწყინოს, შენ ყველაზე კარგი ხარ!

Advertisements
This entry was posted in guest პოსტები. Bookmark the permalink.

13 Responses to მე, შენ და ხალხი

  1. და ბოლოს, შენ თუ ამას დაალაიქებ, წარმოაჩენ რომ შენ ეს არ გეხება, თუმცა სხვას ყველას :)

    Like

  2. emily ამბობს:

    dawynardit xalxno yvelani gansxvavebulebi xart chem garda! :D:D:D:D:D vin gamovida gansxvavebuli ? :D:D:D

    Like

  3. გვირილა ამბობს:

    არ იცი, როგორ მიხარია, რომ ეს მე არ ვარ ^_^

    რვა საათზე მეტხანს ვერ მძინავს, ვმუშაობ :-) სიგარეტს ვაფშე არ ვეწევი, თუ სამსახურისგან თავისუფალი ვარ, სულ ფეხებზე მკიდია ფეისბუქი და რაის კომერციული ფილმები, მთელი წელია biaff-ს ველოდები, რომ რამე კაი ვნახო. ისე ვერ ვიცლი ფილმების მოსაძებნად და აქ კაი რაღაცეები აქვთ ძირითადად.

    მუსიკას კიდე განწყობის მიხედვით ვარჩევ და ამ ეტაპზე ყველაზე ახლოს ზემფირაა რატომღაც. სულ არ მაინტერესებს ცნობილია თუ არა, არც ის, რომ რუსული “ბანძია”. თავს კარგად ვგრძნობ როცა ვუსმენ და დანარჩენი მკიდია :-)

    ძალიანაც მაინტერესებს ვინ ვის კლავს, მაგრამ ქუჩაში არ გამოვდივარ, უბრალოდ ვწერ და ასე ვცდილობ გავაკეთო რაღაც.

    პოსტს რაც შეეხება, ძალიან მომეწონა. ვიცი, რომ კონკრეტულ პიროვნებებს არ მიმართავ, მაგრამ უცებ მომინდა მაინც ჩამომეთვალა. ესეც “ორიგინალურობის” წარმოჩენის მცდელობა იყო ალბათ :-) არადა, იმ გამოკითხვაში, აშკარად უარყოფით პასუხს დავაფიქსირებდი :-)

    Like

  4. FIO ამბობს:

    ფრიად კარგი პოსტია და აქ არაფერ შუაშია “დაემთხვა” ან “არ დაემთხვა”…

    Like

    • prodigycow ამბობს:

      მგონი, პირველი ხარ ვინც ამას მიხვდა :დ
      მართლა ჯადოქრობა კი არ მიცდია, რა მოგივიდათ. უბრალოდ, შენობით მიმართვის ფორმა შევარჩიე ტექსტი უფრო საინტერესოდ რომ გამოიყურებოდეს. თორემ, შენ რომ წერია, იქ შენ ან შენ ან შენ კი არ იგულისხმებით, იქ უნდა იგულისხმო სტანდარტული ქართველი ახალგაზრდა, ჩვენი ყველას საშუალო არითმეტიკული. და ზუსტადაც ამ საშუალო არითმეტიკულს ვესაუბრები მე და არა ნათიას, ქეითს ან ევას.

      Like

  5. siyvarulovna ამბობს:

    ყოველდღიურად ძილში ათ საათს ატარებ-8საათს :შ ან უფრო ცოტას :შ

    ჭამაში–ერთს – 10-წუთს :შ
    უნიტაზზე ნახევარს–5 წუთს
    კომპიუტერთან ექვსს–ექვსს ან მეტს,
    საყვარელ ადამიანებთან ერთს – ზუსტად ვიცი რომ უფრო ბევრს <3
    არ გახსოვს, ბოლოს როდის იმღერე ხმამაღლა- 3 წუთის წინ
    გგონია, რომ სიგარეტი სექსუალურობას გმატებს – ნწუ
    ფეისბუქზე უფრო დიდ დროს ატარებ ხალხთან ურთიერთობაში, ვიდრე რეალობაში და გგონია, რომ ბევრი მეგობარი გყავს სულაც არ მგონია :დ
    ყოველდღიურად უყურებ ახალ–ახალ კომერციულ ფილმებს, მაგრამ არ გახსოვს, რა წაიკითხე ბოლოს – სულაც არ ვუყურებ და ბოლოს წავიკითხე მე წითელი მქვია <3

    Like

  6. Kate_AlukaЯD ამბობს:

    რაღაცები დაემთხვა : ))) რაღაცები არა :))))

    Like

  7. Eva Obolashvili ამბობს:

    საინტერესოა :) იმედია არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ ბევრი რამ არ დაემთხვა :) თუმცა საინტერესო პოსტია :)

    Like

  8. prodigycow ამბობს:

    იბრძვის უნდა მეწეროს

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s