Insomnia ☂

«Being human is harder than it looks.»

გუშინ წინ ქუჩაში რომ გავედი ისეთი უაზრობა და დებილობად მეჩვენებოდა ყველაფერი, ბავშვების თამაშიდან დაწყებული ძაღლების გასასეირნებლად გამოსული ხალხით დამთავრებული…

სად მთავრდება უძილობა? იქ სადაც სიზმარი და ცხადი ერთმანეთში გერევა… ბრუვდები… გეძინება მაგრამ ძილის პრე-დრო გეზარება.. აი ის რომ დაწვები და რამეზე რომ “უნდა” იფიქრო. მეზიზღება ეს მომენტი! ბოლოს ვაიძულებ თავს დავწვე და ვწევარ.. თვალები მეწვის ვერ ვახელ იმიტომ რომ მეZინება და ამაზე ფიქრში რომ საშინლად მეძინება ვერ ვიძინებ ვდგები გამოვდივარ ვკითხულობ ვხატავ ფილმს ვუყურებ და ისევ ვწვები მერე თავიდან..

შარშან როცა ვმუშაობდი ისე მოვდიოდი სახლში ერთი სული მქონდა საწოლამდე მივსულიყავი. 9ზე მოვდიოდი სახლში და ათამდე ძლივს ვქაჩავდი… დილით 8-9 საათზე ფეხზე ვიყავი. იმიტომ რომ მთელი დღე რაღაც მქონდა გასაკეთებელი ვიღლებოდი ენერგიას ვხარჯავდი. არ ვიცი არ ესმით… ნუ კაი გახვედი მეგობრები ნახე გაერთე იცინე იტირე რავიცი მაგრამ ეს არ არის საკმარისი… ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ სწავლას! უი მართლა მობილობით სხვაგან გადავედი… ოქტომბრიდან ისევ სტუდენტი ვიქნები : )

გაციებული ვარ :/ სიცხე მაქვს :/ ღამე როცა მიწევს მაღლა თვალის უკან იქ სადაც ვერ ვხედავ სულ მგონია რაღაც დარბის უცებ უკან ვიხედები წამდაუწუმ.. ისე ვწვები რომ შუქს არ ვაქრობ და თავზე ბალიშს ვიფარებ იმიტომ რომ შუქი მაწუხებს.

თავში მაქვს სრული ქაოსი! მინდა რომ ის ვინც ჩემს თავშია და მოსვენებას არ მაძლევს წავიდეს გაქრეს დამავიწყდეს არ არსებობდეს არ ვიცნობდე! სულ სულ სულ აქ არის მაშინაც კი როცა არ ვფიქრობ.. და საერთოდ არ ვფიქრობ. მართლა არ ვფიქრობ ტვინი მიფეთქდება მასზე ფიქრისას ვბრაზდები ყვირილი მინდა საკუთარი თავიც მეზიზღება ხანდახან.

დედაჩემი გამოვიდა. დილის 7 საათია. მიყვარხარ დე როცა უბრალოდ მეკითხები “კიდე გაათენე დე?” მეტი არაფერი არც გაღიზიანებული ტონი. ისე უბრალოდ.

რამდენიმე საათის წინ მამაჩემის დაბადების დღე იყო.. 19 წელი გავიდა უკვე! მთელი 19 წელი.. მომავალ წელს დამრგვალდება. მე კიდე დამნაშავედ ვგრძნობ თავს იმიტომ რომ ასეთი ინერტული არც ერთ სექტემბერს არ ვყოფილვარ.. თითქოს მნიSვნელობა აღარ აქვს უკვე არაფერს. მარტო დანაშაულის გრძნობა დარჩა რომ წელს მამიდასთან არ წავედი და რომ დედას ყურადღება არ მივაქციე. რომ ბებომ რომ მთხოვა რაღაც წამეკითხა მამაჩემზე მე ვუთხარი არ წავიკითხავთქო. იმიტომაც ვგრძობ თავს დამნაშავედ რომ გამიხარდა ავად რომ ვიყავი და მამიდასთან არ წავედი რომ კიდევ ერთხელ არ მოვისმინე იდიოტური სადღეგრძელოები ჩემი შემთვრალი ნათესავების წარმოთქმული. რომ ჩემს ძმას ნორმალურად არ ველაპარაკე ტელეფონზე.. რომ რაღაც მნიშვნელობა არ მივანიჭე ამ დღეს რომელიც წელიწადში ერთხელ არის და რომელ დღესაც სადღაც მამაჩემს ასაკი ემატება.

როგორ მიყვარს ეს გათენების პერიოდი ^^ როცა გგონია რომ ხალხი მართლა ასეთი ცოტა და მართლა ასეთი უწყინარები არიან დილა უთენია : ))

ინსომნია

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to Insomnia ☂

  1. nika ამბობს:

    au rogo Ushvelo tavas ukve tveebia rac vervidzineb damexmaret ra :(

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      დაკავდი რამით :)))) საქმე გაიჩინე ენერგია დახარჯე დღის განმავლობაში, ივარჯიშე გარეთ გადი და ეშველება შენ უძილობას ))

      Like

  2. faifuris angelozi ამბობს:

    აუ რა ზუსტად აღწერე ძილთან ბრძოლა,..

    Like

  3. Joleane ამბობს:

    ის Dreamcatcher-ია ხო სულ პირველ სურათზე? კარგი პოსტია ძალიან ^__^

    Like

  4. Kate_AlukaЯD ამბობს:

    @მარიე
    ხო მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს უკვე სერიოზული :დ

    @გვირილა
    მე თავს ვერ ვიძვრენ ხოლმე ძირითადათ თუ ავად არ ვარ… :/:/
    :*:*:*:*:*

    Like

  5. გვირილა ამბობს:

    მთვრალი ნათესავების სადღეგრძელოების და მსგავსი რაღაცეების ამბები მეც ხშირად მაქვს და ამიტომაც ათას რაღაცას ვიმიზეზებ არ წასასვლელად სადღაც. თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან დღეებში, როგორიც შენს შემთხვევაში იყო…

    სულ არ იყო ეს პოსტი ინსომნიაზე და რაღაცნაირად, ძალიან ახლოს იყო ჩემთან.

    Like

  6. იძილობა საშინელებაა. ამ დროს კარგავ ზღვარს სიზმარსა და ცხადს შორის, ვეღარ იგებ რაც გახსენდება სიზმარი იყო თუ რეალობა…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s