ისევ დვალთიდან ^^ 9 დღე

ჩუენ ^^

მეცხრე დღეა რაც აქ ვართ ანუ დვალთაში ნათიასთან და ანასთან ერთად. დღეს 8 აგვისტოა 3 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ. თუმცა ამაზე ლაპარაკი დიდად არ მინდა… ხო ვიცი ძალიან მტკივნეული თემა და ასე შემდეგ.. მომკალით და საშინლად მაღიზიანებს ეს ყაყაჩოების ავატარები ფბზე. თავიდანვე გულს მირევდა მიზეზით რომ 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღე კაციშვილს არ ახსენდება მგონი, ახლა უბრალოდ ნერვებს მიშლის ეს ვითომ პატრიოტული და “ჩვენ გვახსოვს” ყაყაჩოები.. ალბათ ნერვოზი მაქვს თუ ნევროზი :დ რა უბედურებაა :დ ახლა ვიკამათეთ აქ და ვერ შევთანხმდით რომელია სწორი :დ  მე მაინც ნერვოზი მგონია :დ

დღეს რაღაცა ფიქრების ჯაჭვებზე ვკაიფობდი ანუ რაღაცაზე ფიქრს რომ დავიწყებდი მერე ამ ფიქრებს სულ სხვა თემებამდე რომ მივყავდი :დ
გუშინ ღამე დავამთვარე “ქალი ტბაში” დეტექტივი :> როგორ მიყვარს დეტექტივები ^^ თან ისეთი ჩახლართული რომელიც ეს იყო ^^ წიგნის
დასაწყისიდანვე ათას ვინმეზე რომ გაქვს ეჭვი მერე შენი ჭკუიტ გამორიცხვის მეთოდს იყენებ რომ ეს წიპა კაი როჟაა მაგას არ გააკეთებდა და ბოლოს ისეთი ვინმე აღმოჩნდება ყბა ჩამოგივარდება :დ გემრიელი წასაკითხი იყო. ნათიას აქვს ორი წიგნი სერიიდან “მსოფლიო დეტექტივების სეიფი” კარგი რამეა <3 უნდა ვიყიდო ნელ-ნელა ყველა “საქმე” : )) ახლა მეორე ვიწყებ “მწვანე მოჩვენება” ჰქვია. თავიდან საკმაოდ უინტერესოდ დაიწყო მაგრამ იმედი მაქვს მერე გაუმჯობესდება. ცნობილი მწერლების საუკეთესო დეტექტივები ქვეყნდება და არამგონია ცუდი იყოს დასაწყისით არ ვიმსჯელებ, რამდენი წიგნი მიმიტოვებია ბავშვობაში ეგრე წლების მერე მივბრუნებივარ და ძალიან მომწონებია. დოვლატოვის “ჩემოდანზე” მერე ორიოდე სიტყვის დაწერა ცალკე პოსტად.

ორი დღეა აქ საგრძნობლად ცივა. ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მენატრება ხოლმე სოფლად ყოფნის დროს ეს არის ჩემი ტუალეტი :დ ჩემი ვანა და ა.შ. :დ ფეხებს ხშირ შემთხვევაში ვერ ვგრძნობ ასი წინდაც რომ ჩავიცვა :დ დღეს ცოტა მზემ შეგვავლო თვალი და აქაოდა კარგად არიან უჩემოდ არაფერი უჭირთო ისევ ჩაყვინთა ღრუბლებში.

წყალმა წამიღო :დ:დ

ამას წინათ ალგეთზე ვიყავით ^^ სხვა ადგილას სადაც ჩვენ გარდა არავინ იყო.. ბოლოს უფროსები მოვიტოვეთ ტყეში შევიჭერით და ალგეთის მეორე მხარეს ამოვყავით თავი სადაც ალგეთი უხვევს და სრულიად მიყრუებული ადგილი იყო ^^ კაციშვილი არ ჭაჭანებდა ერთ მხარეს ტყე მეორე მხარეს კლდეები ^^ მართალია ფეხები მომტყდა ქვებზე სიარულით და ბუზღუნით დავდიოდი დავისახიჩრე ფეხისგულები, მაგრამ კარგი იყო ^^ ანამ ეგრევე მზე დაიგდო გულზე და მთელი საათი ეფიცხებოდა მე და ნათია ჩავტყაპუნდით პაწუკა ჩანჩქერებს მხრები მივუშვირეთ :დ გავიხადეთ :დ:დ:დ ბევრი ნუდები გადავიღეთ :დ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რა კარგია მაიკის და შორტების გარეშე ბანაობა :დ (აქვე ერთი შენიშვნა: :დ ნათიამ აქ წამოსვლის წინ გამაფრთხილა კუპალნიკი არ წამეღო, აქ ცოტა არ იყოს და “ისეთი” ხალხია და მაიკებით და შორტებით ვბანაობთო, რაზეც თავბედი ვიწყევლე მერე ანას და მარის კუპალნიკი რომ დავინახე :დ გაუხმეს ნათიას თავი :დ) მერე დავბრუნდით იქეთ. მწვადების შეწვას ველოდეთ სულმოუთქმენლად იმიტომ რომ ახალ გაღვიძებული ლოგინიდან პირდაპირ მანქანაში გადამსვეს და წამიღეს მდინარეზე :დ ვიჭიდავეთ მანამდე წყალში ვწუწეთ ერთმანეთი რის გამოც მაჯა რომელშიც წამდაუწუმ ვიღაც მებღაუჭებოდა ახლაც მტკივა :დ

მწუადი :>

ნამდვილი სულიერი განსასვენებელია აქ თუ რამე არ შემოიჭრა ჩემს აურაში :დ:დ  მთელი დღე მთელი მონდომებით ვაკეთებთ – არაფერს :დ ვსეირნობთ ვნახულობთ უამრავ სვერხისწესტვინ ადგილს (ხო ვიცი რომ ამ სიტყვას უაზროდ ხშირად ვახსენებ ყველა პოსტში :დ) ჩვენი სახლის პირდაპირ თურმე მიტოვებული სახლი ყოფილა : )))))))

ხანდახან რაღაც საკითხს წამოვჭრით და მერე განვიხილავთ ვკამათობთ წიგნებზე ურთიერთობებზე კონკრეტულ ადამიანებზე ^^ ეს მომენტები განსაკუთრებით მიყვარს <3

გუშინ წინ სოფელში ნატალია მია ჩამოვიდა ბლოგერი რომელზეც ადრე მითხრა ნათიამ დვალთაში აქვს სოფელიო ^^ და ველოდებოდით ^^ აუ ძალიან ცუდია რომ მეორე დღესვე წავიდა სამსახურის გამო ^^ ძალიან საყვარელი და საინტერესო გოგოა ^^ გული დამწყდა რომ წავიდა :/ ფიჭვებში ვიყავით წასულები მე, ნათია, ნატალი, ანა, მარი, ერთ-ერთი ტყუპისცალი და ზურა :დ გზაში რაღაცები ვიტუტუცეთ :დ:დ:დ ნათია მინდორში გავიგდეთ :დ:დ ნატალი გვქომაგობდა :დ მერე ტყეში ჩუმად იყო :/ მერე უნო ვასწავლეთ ვისაუბრეთ. მოკლედ ძალიან კარგი გოგოა ^^ მე უფრო დიდი მეგონა რატომღაც ეგრე მახსოვდა :დ

ტყუპებმა აქაოდა ანას ცხენები მოსწონსო გუშინ გიომ წვიმაში ფანჯარასთან მოაკითხა ცხენით :დ მოვიდა ერთ საათში ანა სველი და ბედნიერი ^^ ესე თუ უყვარდა ცხენები არ მეგონა :დ

ნეტა მეტი წიგნი წამომეღო.

^^

დღეს დავფიქრდი და არ მინდა თბილიში.. მომენატრნენ ჩემები მაგრამ ცოდვა გამხელილი ჯობია და არც იმდენად რომ აქაურობა დავთმო. რომ მახსენდება ეს მანქანების გამონაბოლქვით გაბუღული ქალაქი ბევრი ხალხით და ათასი ამაზრზენობებით გული მერევა :/ აქ ცაც კი სხვანაირია :/ ღამე გეგონება ხელი რომ გაიწვდინო დიდი დათვის თანავარსკვლავედი სამაჯურივით შემოგეხვევა ხელზე ^^ იმ დღეს კიდევ ქცაჯარაზე ვიყავით ასულები მერე სადღაც მიტოვებული ფერმისკენ წავედიტ ზუსტაად ისეტი იყო როგორიც იმ დეტექტივში ქონდა ავტორს აღწერილი.. როგორ მიყვარს ხოლმე პატარა ფინწიუშკებით ტკბობა <3 უკან დიდი ნახევარ მთვარე იყო აი უზარმაზარი ^^ და მზესავით ჩავიდა მთის უკან : ) ნახევრამდე ჩასული აკულას გავდა ზღვაში : )))

თავიდან მიფრინდება ყველა ფიქრი რაც თბილისთან მაკავშირებს ხანდახან მგონია რომ არავინ მენატრება დედაც კი რომლის გარეშეც ერთ დღესაც ვერ ვძლებ, თავს იმით ვიმშვიდებ რომ ბევრს ველაპარაკები ტელეფონზე და ალბათ იმიტომ თქო..

ერთ კვირასი ალბათ ჩამოვალ :/ ოდესმე კი აუცილებად ვიყიდი რომელიმე მიტოვებულ სახლს აქ და ჩემებურად მოვაწყობ : )

კიდევ იცით რაზე ვფიქრობ? ვერ ვიტან როცა მაკრიტიკებენ :/ ხო ვიცი ვის უყვარსო მეტყვით :დ მაგრამ აი რაღაცნაირად მიუჩვეველი ვარ როცა ჩემს მიმართ ვიღაც ცუდატ არის განწყობილი ანუ წიპა მე ცუდათ მგონი არავის ვექცევი და ძალიან მიკვირს ხოლმე როცა ადამიანი აგრესიულად არის ჩემთან ან თუ ვგრძნობ რომ ვერ მიტანს საერთოდ ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ აქვს ხოლმე :დ მოკლედ :დ მეზარება ახლა ამ თემაში ჩაღრმავება :დ

სიმღერები რომ ადამიანებს მახსენებს ვერ ვიტან განსაკუთრებით ის სიმღერები რომლებიც მიყვარს და სულაც არ მინდა იმ სიმღერის მოსმენის დროს ვინმე კონკრეტულზე ვიფიქო..

აუ დღეს ნათიას ვეუბნებოდი ადრე უცნაურზე წავიკითხე ბავშვზე რომელიც 3 წლის იყო მგონი და ერთი წუთიც არ ეძინა 3 წლის განმავლობაში :/ მშურს იმ ბავშვის :/ ნეტა ძილის მოთხოვნილება ჩემს ორგანიზმს საერთოდ არ ქონდეს :/

მოკლედ უ-უ-უკარგესია აქ და იმედია დრო რაც შეიძლება ნელა გავა : ))))))

 

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to ისევ დვალთიდან ^^ 9 დღე

  1. magda ამბობს:

    პირველ ფოტოში , შუაში რომაა ვინაა ის გოგონა , ძალიან მგავს და მინდა ვნახო :))) ფოსტაზე მომწერეთ :) ან აქ დამიპოსტეთ. მადლობა წინასწარ :)

    Like

  2. buffalo bill ამბობს:

    me zalian dagvianebuli var? kitxvas mowyurebulivit vkitxulob totqmis yvelas blogs, tarigi? ra sajiroa? mere ra tu erti wlit da ramdenime dgit gvian var. ratom miativet blogebi xalxo jamaatno(ra shuashi iyo) zalian upatronod da miviwyebul moxucivit gamoiyureba . me ki isga damrchenia vixetalo sablogetshi tan ise rom aravis wavawyde

    Like

  3. msconfig ამბობს:

    mag mdinares sulori xom ar qvia ?

    Like

  4. Kate ამბობს:

    აუ თქვენ მაგრად ერთობით. მაგარია რა. რა საშინელებაა ეს თბილისი რა. :(((

    Like

  5. Zurriuss.Ge ამბობს:

    ერთხელ პერსილი – მუდამ პერსილი… ეს იმ შუაში იყო და ამ სიმღერაზე მე გაგახსენდები აწი :დდდდდდ

    Like

  6. Zurriuss.Ge ამბობს:

    ნევროზი
    ტრავმა
    ნევროპათოლოგია
    გლავკომა – ესენი დაიმახსოვრე :)
    ახლა განვაგრძოთ კითხვა :)

    Like

  7. Kate Alukard ამბობს:

    @ნატოშ
    მეც მაგას ვამბობდი და ანა :დ

    @ნატალია
    :/ დალახვროს ეშმაკმა : ((((( გული დამწყდა რომ წახვედი : (

    @მარუს
    აი რომ ჩამოვალთ იმედია გვნახავს და რა თქმა უნდა შენც იქ იქნები :დ მე მაინც ვერ ვიზინებ მაგრამ ორგანიზმი მოითხოვს ძილს და ეგ მიშლის ნერვებს რომ მერე ვარ გადამწვარი :/

    Like

  8. Mari ამბობს:

    ჩემი წყალწაღებული ბუ :* :*

    მომკალით და მაინც ვერ წარმომიდგენია, ამდენი ხალხი იყოთ ერთად, ასე ერთობოდეთ და მაინც წიგნებზე ფიქრობდეთ :|

    იმედია ნატალიას გაცნობა მეც მეღირსება ოდესმე.

    ჰო, კიდევ ძილის მოთხოვნილების არქონა სულაც არ არის შესაშური რამე. დამიჯერე, გამოცდილება მალაპარაკებს. ყველაფერი შეგძულდება გარშემო.

    Like

  9. Natalia ამბობს:

    აუ, ნატოშა, მეც მაგის დაწერას ვაპირებდი პირველი :დ

    ჰოდა, ის, ლამის მოვკვდე აქედან რომ ვკითხულობ თქვენ პოსტებს.

    ეშმაკსაც წაუღია ეს სამსახური :დ

    Like

  10. CheshireCat ამბობს:

    სანამ ბოლომდე ჩავიკითხავ, მანამდე:
    სწორია ნევროზი. იმიტომ რომ სიტყვა მოდის არა სიტყვიდან “ნერვი”, არამედ სიტყვიდან “ნეირონი” (ლათინურად neuron) შესაბამისად neurosis , ანუ ქართულად ნევროზი.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s