მეგობრები და სხვა საფიქრალი :)

დღე მეხუთე…

დღეს ერთმა შემთხვევამ ცოტა ხნით რეალობაში დამაბრუნდა თუმცა ეგ აქ სალაპარაკო არაა… ისე კი ისევ ვართ თითქმის იდეალურ განცხრომაში…

გუშინ მიწისძვრამ გაგვაღვიძა ისე შეზანზადა სახლი უცებ წამოვჯექი საწოლზე და ეგრევე დედაჩემს დავურეკე  როგორ ხარ მანდ რა ხდება თქო :დ თბილისი კი ვერ იგრძნეს ზატო დედაჩემს  კინაღამ გული გაუსკდა :დ რა მარეკინებდა…

გუშინ წინ მთელი დღე რა თქმა უნდა ბოლთა დავეცით :დ მერე შუადღითვის ეგრედ წოდებულ ფიჭვებში ავედით რომ მზის ჩასვლისთვის გვეყურებინა წავედით სიგრილეში ვისხედით ბალახებზე ვდებილობდით რაღაცებს სურათებს ვიღებდით მერე ვუყურეთ მზის ჩასვლას გზადაგზა ვიდეოებიც ჩავწერეთ რომლებსაც მაგთიფიქსის არაჩვეულებრივი ინტერნეტის გამო ვერ ავტვირთავთ :დ:დ:დ გვიან წამოვედით… აქაურ სოფლის ბირჟაზე და გენიალურ იუმორზე ანამ დაწერა უკვე და არაერთხელ ახსენა დანანებით რა დურაკები არიან ჩვენი ასაკის ზოგიერთი ბიჭი :დ

წამოსვლისას რამდენიმე ობობა შევიწირე ხეებს შორის რომ ქონდათ ქსელი გაბმული :დ ჩემდაუნებურად მაინც და მაინც იმ ხეებს შორის გავლა მომეპრიანა :დ

ანა უკვე ლეგენდებს თხზავს ჩემი წუწუნის ნიჭზე :დ და ნათიას უნარზე ყველაფერზე იტროლფეისოს :დ მაგალითად მარიმ ნატიას დამ გაიგო გამოცდის ქულები და ცვენ ვეუბნებით ვააა მარი რა მაგარია გილოცავ არაა ცუდი ქულები ^^ ამ დროს ნათია: “როგორ არ არის ცუდი” :დ:დ:დ მოკლედ ფორმაშია :დ

გუშინ მდინარეზე ვიყავით იგივე სასტავი დაგხვდა სტრანნი ტატუებით და უსტრანნესი იუმორით :დ მათ ორი შტანგისტი ბიჭი ახლდატ რომლებიც თავიდან ტყუპები მეგონენ და მაგრამ უბრალოდ ზმები არმოჩნდნენ… ცოტაოდენ ხანს თვალიც ვერ მოვწყვიტე წყალში რომ ჩამოვიდნენ :დ:დ:დ:დ ანას მზაკვარი თვალებით ვანიშნებდი წყალში ჩამოსულიყო მარა ამ მზის სხივების ღორს ეკიდა ახალი “ნაყინების” აღმოჩენა :დ:დ:დ:დ მოკლედ იქაც ბევრი ვიტუტუცეთ წამოვედით სახლში :დ

გუშინ ბოლოს და ბოლოს ავედით ქვაჯარაზე ღამე. ძალიან მაგარი იყო ^^ გზა იყო აიიიი ამერიკული ფილმივით :დ ჩამოსვლისას ვამბობდი ახლა რიგრიგობით უნდა დავიკარგოთ გზაშითქო და მერე რომელიმე ჩვენგანი უნდა გადარჩეს და მოყვეს როგორ შეგვითრია ვიღაც მონსტრმა :დ მე რომ ყველაფერი ჰოჰორამდე არ დავიყვანო რაა მამული :დ მოვინახულეთ თვითმფრინავის და მფრინავების მემორიალი….

დღეს ფიჭვებში ანა და ნათია ადგილობრივ დამსვენებელ ბიჭებთან ერთად წავიდნენ რომლებსაც ბირჟის გოგოები ეტრფიან :დ მე სახლში დარჩენა ვამჯობინე რადგან არ ვიყავი ხასიათზე.. იქიდან ანა აღშფოთებული მოვიდა :დ რატომ იყო აღშფოთებული იხილეთ მისი პოსტი :დ

პირველი მიტოვებული სახლი ^^ ნუ იმ მიტოვებული ფერმის შემდეგ <3

მეორე მიტოვებული სახლი რომელიც სიბნელეში კარგად არ ჩანს :/

მერე ნათიას ოჯახის ახლობელთან ვიყავით გადასულები მე და ანა ჰამაკში ვიწექით და რაღაცაზე ვსაუბრობდით კონკრეტულად სიყვარულის და ქორწინების თრემაზე გვერდზე ჰამაკში ნათია ტროლფეისით გვიგდებდა ყურს :დ ამასობასი ჩაგვერთნენ ოჯახის წევრები და ბოლოს ეს ყველაფერი ისეთ მწვავე კამათსი გადაიზარდა გასეირნების მიზეზით სასწრაფოდ ვუსველეთ თავს :დ ოჯახის უფროსი გვეკამათა რომ კაცი ქალზე ბევრად მარლა დგას და მას არაფრის უფლება არ აქვს :დ ქალს არ აქვს უფლება დამოუკიდებელი იყოს და ასე შემდეგ… გვეუბნებოდა რომ სიყვარული გონებიდან მოდის და მოკლედ რა… :დ:დ:დ ვერ გადავარწმუნეთ ბოლოს დავიკიდეთ :დ და წამოვედით :დ
სანამ ნათია და ანა წასულები იყვნენ ვიწექი ცოტახანი ვითამაშე და მერე ვფიქრობდი ათასი აზრი მიტრიალებდა თავში.. ვფიქრობდი ვინ მომენატრა და ვინ არა… მეგობრებზე ვფიქრობდი მერე სულ სხვაგან წავედი და ერთ დასკვნამდე მივედი :დ მივედი რა მისული ვიყავი უბრალოდ შემომეფიქრა :))))

იმაზე რომ ადამიანების ურთიერთობის იმ ეტაპს მეგობრობას რომ ეძახიან დიდი დრო ჭირდება სანამ თანაგრძნობამდე მიხვალ… ადრე მეგონა ჩემში იყო პრობლემა, მე ვიყავი უგრძნობი როცა ზოგიერთი მეგობრის დარდს ჩემად ვერ ვიაზრებდი ან უბრალოდ ვაჩვენებდი რომ მეც მაწუხებდა. ახლა მარი მახსენდება ჩემი ყოფილი დაქალი.  ბევრი პრობლემები ჰქონდა მე კი ძალიან მიყვარდა და საკუთარ თავს ვადანაშაულებდი იმის გამო რომ მისი პრობლემები რეალურად არ მაწუხებდა, უფრო სწორად ეს უფრო გრუბი ნათქვამია . რა თქმა უნდა მაწუხებდა მაგრამ გულწრფელად არ თანავუგრძნობდი.. არა ესეც არ არის ის სიტყვები! მოკლედ მეგობარი იყო უახლოესი ძალიან მიყვარდა. მის გამო ბევრ რამეს ვაკეთებდი და გავაკეთებდი მაგრამ გულით არ ვწუხდებოდი როცა რამე სჭირდებოდა ამას უბრალოდ როგორც მეგობარი ვაკეთებდი. ვერ წარმოიდგენთ ჩემს სიხარულს როცა მანდ ერთი თავისი მორიგი საწუხარი მომიყვა და საკუთარივით განვიცადე :დ, ვიფიქრე გულქვაობისგან განვიკურნე მეთქი. :დ ეს მაშინ მოხდა როცა მე და მარის მეგობრობიდან სამი წელი იყო გასული..

სინამდვილესი შეიძლება მეგობრობდე ადამიანთან, გიყვარდეს დიდი დროც გაკავსირებდეს მასთან მაგრამ გულწრფელად არ თანაუგრძნობდე…

არ ვიცი როდის მოდის ეს გრძნობა წლების მერე თუ 2 დღეში.სხვადასხვა ადამიანებთან სხვადასხვა დროს მიჩნდება. ზოგთან ბავშვობიდან ვმეგობრობ მაგრამ ჯერ არ გამჩენია….

მოკლედ უცნაურია ეს ურთიერთობები… ეს მარტო მე მჭირს თუ თქვენც???

მე, ან ნა და ნათია ^^ მერე რა რომ არ ჩანს <3 ხომ გვიღებს და იქვეა ^^

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to მეგობრები და სხვა საფიქრალი :)

  1. Kate Alukard ამბობს:

    @მარი
    აუ მეც ეგრე მაქვს ხოლმე ზუსტად რაღაც თავდაცვა მერთვება ტვინში :/ მეც ძალიან მომენატრე და ჩვენც <3

    @თოვლი

    დაჟე იმასაც მივიჩნევ, რომ მეგობარი არ მყავს (მიუხედავად იმისა, რომ გარს ამდენი კარგი ადამიანი მახვევია, რომელთაც პატივს ვცემ, რომლებიც პატივს მცემენ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეგობარსაც ვუწოდებ..).

    აჰამ ზუსტად და საერთოდ გეთანხმები : )) პირიქით მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის : )))))

    @ზუ
    :დ:დ:დ ცხვრები გაუშვი შენ საბალახოდ :დ:დ

    @ანინა
    :დ:დ:დ:დ აჰამ ყველა პოსტშია სიტყვა “სვერხისწესტვინი” და ყველაფერი ჰორორების ამბავში :დ:დ

    @გიობულია
    ვერაფერს გეტყვი : )))) არ ვიცი : )

    Like

  2. giobulia ამბობს:

    აბ ბოლო დროს საქართველოში ბევრმა დაიწყო ტეხასური პოკერის თამაში და მაინტერესებს ბლოგერები ამით რატო არ ინტერესდებით და არ წერთ არაფერს?

    Like

  3. anina ამბობს:

    მე რომ ყველაფერი ჰოჰორამდე არ დავიყვანო რაა მამული

    ამაზე ძალიან გამეცინა და საერთოდაც, კარგი პოსტი იყო <3

    Like

  4. Zurriuss.Ge ამბობს:

    თქვენი სამის პოსტებს, რაღაც, საგასავით ველოდები. ჩემ ხელში გაზრდილები, რომლებიც ტყეში მარტო გავუშვი და რამე… :დდდ
    უფრო მეტიც, ასე მგონია, რაღაც რეალითი შოუში მონაწილეობთ, მგონი, “პასლედნი გეროიში”, ჰოდა გიყურებთ ოჯახით :დდდ

    Like

  5. თოვლი ამბობს:

    მართლა უცნაური ეპილოგით დამთავრდა..
    მართალია, ამაზე ღრმად და ჩაძიებებ-დასკვნებგამოტანებით ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ ფაქტია, მეც მჭირს ეგ “გულქვაობა”, დაჟე იმასაც მივიჩნევ, რომ მეგობარი არ მყავს (მიუხედავად იმისა, რომ გარს ამდენი კარგი ადამიანი მახვევია, რომელთაც პატივს ვცემ, რომლებიც პატივს მცემენ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეგობარსაც ვუწოდებ..).

    არ მგონია, რომ მეგობრობა მარტო გულწრფელი თანაგრძნობაა,
    მე მინდა ძალიან ბევრს ხედავდეს ჩემში, რასაც ისწავლის და თავადაც ძალიან ბევრი გააჩნდეს, რასაც მასწავლის,
    სამწუხაროდ, ასეთები არ არიან ჩემი “მეგობრების” სიაში.

    მოკლედ, ერთ დასკვნამდე ვარ მისული: ადამიანების ნდობა არაფრით არ შეიძლება, საკმარისია, რომ მათთან თბილი ღიმილი, გამარჯობა და ზედაპირული ურთერთობები გაკავშირებდეს..

    მაპატიე ამხელა აზრის დაფიქსირებისთვის:))) :**

    Like

  6. Mari ამბობს:

    ქეთ, ნუ ნერვიულობ მაგაზე. სხვის პრობლემას შენად რომ ვერ აღიქვამ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ფეხებზე გკიდია. ეგ ადამიანური თავდაცვის ინსტიქტია. ზოგჯერ საკუთარ პრობლემებსაც კი ვერ აღვიქვამ ჩემად და მგონი ასე უფრო დაცული მაქვს ფსიქიკა. მეც ვფიქრობდი ადრე მაგაზე და დავრწმუნდი, რომ არავინ გვავალდებულებს მეგობრთა პრობლემების “შეთვისებას”. მთავარია როგორ დავეხმარებით და გვერდოთ დავუდგებით მათ მოგვარებაში.

    საშინლად მენატრებით. ლამისაა მოვიკიდო ზურგჩანთა და ამოგადგეთ, დაგხედოთ, ხომ არაფერს აფუჭებთ :D :D

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s