დვალთა და თბილიში დატოვებული დეპრესია :დ

სამი დღეა რაც ნათიასთან ვართ სოფელ დვალთვაში მე და ან ნა : ))) ესე იგი ჩემი დეპრესიების მიზეზი თბილისი ყოფილა :/ საწყალი თბილისი… ლამისაა გადავიყვარო.. სოფელში ჩამოვედით და სახლში შემოსვლისთანავე რაღაც სიმსუბუქე ვიგრძენი ^^ ყველაფერი გადამეყარა გულიდან ^^ ძალიან კარგია აქ ^^ ჯერ ის რომ არ ცხელა ^^ ღამე ისე გრილა საბნებში გვძინავს <3

ნათიას ორი სახლი აქვს ერთ სახლში ჩვენ ვართ ანუ მე, ანა, ნათია და მარი ნათიას და… იქეთ სახლში მშობლები და ნათიას ძმა, რომელიც ძალიან საყვარელია და სულ გვეკითხება გვინდა თუ არა უნოს, კარტის, ნარდის, დომინოს თამაში :დ:დ:დ

პირველივე დღეს ნათიას ოჯახის ახლობლის დაბადების დღეზე ისე დავთვერით სახლში ძლივს მოვედით :დ:დ:დ მოვაწყეთ გულახდილობის საღამო ერთმანეთს სიყვარულები ვუხსენით :დ მე იქ დავრეკე სადაც არ უნდა დამერეკა და იქაც გულახდილობა მოვაწყე :დ მოკლედ მაინც არაფერი მეშველება :დ 12 საათზე უკვე გვძინავს ისე ვიღლებით დღის განმავლობაში და დილით ადრე ვიღვიძებთ : ))) გუშინ ღამე 10 საათზე დედაჩემმა დამირეკა და გაგიჟდა ისე გაეხარდა რომ გაიგო რომ უკვე მეძინა :დ თბილისი დილის 7 საათამდე თვალს ვერ ვხუჭავ მითუმეტეს იმ სიცხეში :დ

აი რა დახრუკული ვარ :/

აქ ბევრს ვკითხულობთ ნათიამ რაღაც კარგობები წამომიღო მერე მაგაზეც დავწერ : ))) დოვლატოვის “ჩემოდანს” ვკიითხულობ…

გუშინ ალგეთზე ვიყავით მდინარეზე. :დ ჩემამდე არ მოდის როგორ მოვახერხე ჩრდილში დაწვა :დ დახრუკული ვარ :დ ხელებს მაღლა ვერ ვწევ იმიტომ რომ ცალკე კუნთები მტკივა წყალში წუწაობისგან :დ:დ:დ  და ცალკე დამწვარი მაქვს მხრები :დ და რატომღაც მარტო მუხლები :დ რა თქმა უნდა ზურგიც არადა ღმერთი რჯული მზეზე არც ვწოლილვარ არც იმდენ ხანს გავსულვარ რომ დაწვა მომესწრო :/ რომ ვამბობ ვამპირი ვარ მეთქი არ გჯერათ :დ

სოფელში რომ შემოვდიოდით მანქანით დიდი მიტოვებული ფერმა დავინახე ^^ აი ისეთი სუპერნატურალში რომ არის ხოლმე ^^ რაღაცნაირი სვერხისწესტვინი ^^ მეთქი მინდა იიიიიქ ^^ ისეთია კიდე “უკანასკნელ ეგზორცისტში” იმ გოგოსგან დემონს რომ დევნიან და ფერმაში რომ შეყავთ :დ:დ:დ ნათიამ აქ ბევრი მიტოვებული სახლიაო საღამოს მათ დასალაშქრად წავალ :დ

სოფელში პატარა გორაა რომელსაც ქვაჯარას ეძახიან გორის თავზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრთაა რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ჩამოვარდნილა. პილოტებს შეეძლოთ გადარჩენილიყვნენ თურმე თუ სოფელში ჩავარდებოდნენ მაგრამ მათ თავი გაწირეს და სოფელი გადაარჩინეს… მანდაც მინდა ასვლა… იქ სიმბოლური საფლავიც ყოფილა.. ღამე ავალთ.. ერთი უნდა გავიკითხო არის თუ არა სოფლის სასაფლაო აქ…

სოფელი ძალიან პატარა და სადაც ჩვენი სახლები დგას ერთიანად ჩაფლულია მწვანეში თუმცა იმდენი კალიაა ფეხს რომ გადადგავ ასი ერთად ხტება :დ ნათიას დას კალიების ეშინია, მე მეზიზღება, ანას კიდია :დ ნათია კიდევ ერთადერთია რომელიც კალიებს ხელს კიდებს და სულ ვეძახით როცა ოთახში შემოგვიხტებიან ხოლმე :დ

ალგეთზე რომ ვიყავით ჩვენს გარდა არავინ იყო ჩავხტით ეგრევე წყალში ^^ ვიწუწავეთ ვიომეთ წყალში ვერ ამოგვტიეს :დ მერე მოგვშივდა ამოვედით ვჭამეთ და ისევ წყალში დავბრუნდით ცოტახანში მოგვბეზრდა და მდინარეს დაბლა ჩავუყევით რომელიც ხევში მიდის და შესაბამისად იქით დარჩენილები ვერ გვხედავდნენ ^^ ვიწექით წყალში ვდებილობდით სურათები გადავიღეთ :დ ნუდებიც :დ:დ :დ:დ

წამოვედით მერე ისევ ვიბანავეთ ამასობასი ბევრი ხალხი მოგროვდა ჩამოგვიხტნენ წყალში ვიღაცა კაცევი სტრანნი კლიჩკებით და ტატუებით :/ როგორ მგრუზავს ეგეთი რაღაცები სულ მგონია ხოლმე რომ ეგეთი როჟები აღარ არსებობენ :/ ბუღა, ხიფათა და ეგეთი მეტსახელებით :/ ძველქართულად ამოსვირინგებული სიტყვა “დედა” რუსულადაც… ან ქალის სახელები :/ უაზროდ ამოჩხაპნილი “ნინო მიყვარხარ” ან “ბოჟე პამაგი ი სახრანი” ან ვარსკვლავები აი ისინი ქურდული :დ ან მკლავზე სამაჯურივით ჯაჭვი.. :/ უცნაური იუმორით და საშინელი მზერით.. :/

ღამე ნათიამ მომიარა :/მზრუნველად წამისვა მაწონი და მერე ჩამომწმინდა.. ^^

ღამე შფოთიანად მეძინა დამესიზმრა რომ მე და სემი ვიღაცა დრევნი ვამპირის გასაცოცხლებლად წავედით რომელიც კუბოში იყო ჩაჭედებული რატომღაც…

დამწვარი მკლავები მუხლები და ზურგი ძალიან მაწუხებს თუმცა ეს ხელს არ მიშლის კარგი დრო გავატარო და ცოტახანი ვიყო ბედნიერი იმითი რომ ყველა პრობლემა და საწუხარი თბილიში დავტოვე ^^

მომავალ პოსტამდე ^^ იმედია ვინმე მოცლილი ბოღმა არ შემოვა და არ დააკომენტარებს რა ვულგარული ფოტოებიო… ანას პოსტზე დაწერილ კომენტარებზე ძალიან გავღიზიანდი…

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to დვალთა და თბილიში დატოვებული დეპრესია :დ

  1. gio gio ამბობს:

    ZURRIUS SAGOL D: ERTI CHVEULEBRIVI AMBAVIA ROGORC XDEBA XOLME SOPLAD CHASVLIS DROS TAVIANT PONTSHI GATRAKES BAVSHVEBMA EGAA RA.

    Like

  2. Zurriuss.Ge ამბობს:

    შენ იყავი კარგად, ალუკარდ და ჩვენი კარგიც მოვტყან :დდ

    Like

  3. Di@ ამბობს:

    რა მაგრად ისვენებთ <3

    Like

  4. Anuka Pircxelani ამბობს:

    magari chanaweria dzaaan momewona :*

    Like

  5. litterator ამბობს:

    მოვდივართ :D

    Like

  6. katO ამბობს:

    vaimee ra kargiaa.. mec mindaa… karg dasvenebas gisurvebt :)

    Like

  7. netochka3 ამბობს:

    ძალიან ლამაზი და საყვარელი ჩანაწერია,ძალიან მომეწონა სურათები,ნათიას ვიცნობ თავის ნაწერებით და ძალიან კარგი შთაბეჭდილება მაქვს მასზე,მიხარია ,რომ კარგად წერ…შეგიძლია ისე წერო,რომ მკითხველს უტოვებ შანს თქვენთან ერთად იმოგზაუროს და იჭყუმპალავოს,ძალიან გთხოვ მიმდინარე პროცესების მიღმა არ დაგვტოვოთ,გისურვებთ შინაარსიანად და ლამაზად გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები!

    Like

  8. LuX ამბობს:

    მე შავი შურით მშურს :შ

    Like

  9. Jessie ამბობს:

    გენაცვლაეტ ანასთანაც დავწერე და აქაც ვწერ.. თეთრი შურით მშურს თქვენი :) ყოჩაღ თქვენა :)

    Like

  10. temuchin ამბობს:

    ნუ მაგარ პონტში ხართ რა :დ პ.ს ქეით ლეღვის ნახარში წაისვი თუ ასე რამ გაგაწითლა? :დ

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s