SM-day სოციალური მედიის დღე 2 ^^

დაგვიანებული პოსტია .. მთელი ათი დღით.

შარშან პირველად ავღნიშნეთ სოციალური მედიის დღე, რომელიც მთლიანად ინფორმაციული იყო. რამდენიმე ბლოგერმა გააკეთა პერზენტაცები და როგორც მახსოვს თითქმის ვერაფერი ვერ გავიგე მაშინ : ) რა რრს რაის მედია ბანკიაო :დ მოკლედ როგორც იყო : ))) შარშან რამდენი ადამიანი ზუსტად ამ დროს გავიცანი და არ მჯერა რომ მარტო ერთი წელია რაც ვიცნობ : ) არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს რამდენი რამე შეიცვალა ამ ერთ წელიწადში ეს პოსტი სმდეის ეძღვნება : )))

მოკლედ საქართველოს ბანკმა პატივი დაგვდო და არც თუ ისე ურიგო ივენთი მოგვიწყო ლისის ტბაზე ^^

lisi lounge

გული ამიფანცქალდა მოსაწვევი რომ მივიღე ფბზე : ))) განაცხადი ასამდე ბლოგერს ქონდა აქედან 50 შეირჩა..

შევიკრიბეთ რადისონთან მოგვაკითხა კი არადა უკვე იქ დაგვხვდა ავტობუსი რომელსაც უნდა ავეყვანეთ და ავედით : ))))) სიტუაცია ძალიან სასიამოვნო იყო ^^ ბევრი ვიცეკვეთ ვიმხიარულეთ ვითამაშეთ აიპოდებიც გათამაშდა : )) ჯეირანში შეჯიბრებაც მოვაწყეთ :დ მერე გარეთ ვისხედით კარგა ხანს, გრილოდა ადიელები გვეფარა და ღვინოს ვწრუპავდით.
მოკლედ ეს ივენთი მთლიანად ჩვენს გართობაზე იყო ორიენტირებული.. კარგი იყო რომ ყველანი ერთად შევიკრიბეთ და კარგად ვიმხიარულეთ და ცუდი იყო ის რომ ავტობუსი საათ ნახევრით ადრე მოვიდა.. :/ ვიცოდით რომ პირველზე უნდა წავსულიყავით და 12ის ნახევარზე გვითხრეს 5 წუთში მოვაო.. : |

ჯე-ი-რა-ნიიიიი : ))

მე და ყვავა მიმოვიხილავტ ღვინის ავკარგიანობას :დ:დ:დ:დ

სახეები :დ:დ:დ განსაკუთრებით სვითის სასოწარკვეთილი სახე :დ:დ:დ

მანქის ტატუ მინოდა გამემარიაჟებინა მარა ვინ მაცადა :/

ესეც ტორტი ^^ რომლისთვისაც ერთი საათი ვეძებდით დანას და შემდეგ ურბანული ლეგენდასავით დაირხა ხმა ხალხში რომ ძალიან გემიერიელი ყოფილა :დ
მოკლედ არ ვიცი ძალიან კარგი დღე და საღამო იყო ^^ ძალიან დადებითად განწყობილი წამოვედი ^^ მე რეზიმ, გრინმა და დიამ ფეხითაც ვისეირნეთ მერე ^^

წლევანდელი ჩემი დახატული ბეჯი :დ:დ:დ და შარშანდელი მარიამის ^^ <3

რამდენჯერმე ძალიან დავიძაბე იმიტომ რომ საშინლად ვერ ვიტან მთვრალ კაცებს ნუ ქალებსაც და სიმთვრალეს გააჩნია :/ სანამ მივხვდები რომ ცუდი სიმთვრალე არ აქვს მანამდე ჩემი მემართება ხოლმე :დ წარსულის სტრესების ბრალია მთვრალებთან რომ იყო კავშირში :დ

ნათი, ნიკოლო მე და გაბი ^^

ვერ ვიტყვი რომ შარშანდელ სოცმედია დღეს ეს ჯობდა რადიკალურად სხვადასხვა ივენთები იყო ყოველ შემთხვევაში კმაყოფილი ვარ : )

სვითის ნაჩუქარი საქ-ბანკის პასტა : )))

ვნახოთ რა იქნება მომავალ წელს : ) კიდევ ავღნიშნავთ თუ არა ან კიდევ ვიქნები თუ არა ბლოგერი : )))

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to SM-day სოციალური მედიის დღე 2 ^^

  1. gvantsa green ამბობს:

    მეც არ მიჭამია ტორტი..ბლანკმა მითავაზა სახეში და საპასუხო ლუკმა ვიღაცას ავაცალე თეფშიდან :)))))))))))))

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.