ბერას კლიპის პრემიერაზე :)

დაახლოებით ორი კვირის წინ ფბზე კლოუნმა ბერას კლიპის პრემიერაზე დამპატიჟა, არ ვიცოდი თვითონ ბერაც ჩამოდიოდა თუ არა. კარგა ხანია ფეისბუქზე ტვინია წაღებული ყველგან მისი პეიჯი მეჩხირებოდა თვალში, ნუ მე არ მქონია პრინციპები წიპა მაგ გვერდს არ დავალაიქებ და ა.შ უბრალოდ სხვანაირა მუსიკას ვუსმენ და არც მქონდა მისი რამე მოსმენილი. მოკლედ მაინც წავედი… მე დოდი ნათია ანა გაბო და თინი ვიყავით : )) რუსთაველში შესვლისთანავე მივხვდი რომ ყველაზე დიდები ჩვენ ვიყავით :დ კიდევ კარგი რომ ახალგაზრდულად გამოვიყურები :დ:დ თვითონ ბერა 16 წლისაა მგონი და უწიპუწი თინეიჯერებს მიჰქონდათ იქაურობა წივილ კივილით და ბერას მაიკებით :დ

მოკლედ ეს ამბები რომ ატყდა რომ არიქა ქართველი რეპერი ამერიკაში მოღვაწე :დ ბერა ბერა ბერა…… მერე გავიგე რომ ნანუკას შოუში ყოფილა მიწვეული ვნახე იუტუბზე ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბავშვი ყველაზე მეტად ის მომეწონა რომ ძალიან თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა და წესით როგორც 16 წლის ცნობილ ბიჭს უნდა ქონდეს თავში ავარდნილი ეგრე არ იქცევა.. იმედია ეს რაღაცა ნიღაბი არ არის და მართლა ისეთია როგორც ნანუკას შოუში ან პრემიერაზე იყო..

თუმცა ისეთი “awww”-ა ხანდახან ცოტა შეიძლება გაღიზიანებაც გამოიწვიოს : ) ყოველ შემთხვევაში ქართველმა თინეიჯერებს უკვე ქართველი ჯასტინ ბიბებირს პადობნი ყავთ ^^ ასაკისდა გამომდინარე თორე ისე მგონი ჩვენი ჯობს :დ:დ:დ

მოკლედ სად ვიყავი : ) შევედით, დარბაზი უცებ გაივსო ნემსი არ ჩავარდებოდა, მოგვიწოდეს რომ ვინც ვერ დაეტია კიბეებზე ჩამოვმსხდარიყავით ის ის იყო კიბეებზე უნდა მომერთხა ფეხი რომ ბლოგერებს პირველი რიგებისკენ გაგვიძღვნე სადაც მარტო ჩვენ და დაცვა ვისხედით :დ

წამყვანი ძალიან სასაცილო იქნებოდა გამაღიზიანებელი რომ არ ყოფილიყო. ჯერ ყველას ნათქვამს იმეორებდა :დ აი მაგალითად კითხვა პასუხის რეჟიმის დროს როცა ბერა თავისი ფანებებს ცნობისმოყვარეობას უკმაყოფილებდა ერთი გოგო ეკითხება გყავს თუ არა შეყვარებულიო, წამყავნი იმეორებს .. მერე ბერა პასუხობს რომ არ ყავს წამყვანი ამასაც იმეორებს :დ ჩვენ დებილები ვიყავით თუ ყრუები მთელი პრემიერა ამ რიტორიკულ კითხვაზე ვიყავი ჩაფიქრებული :დ

მერე გაფუჭდა მიკროფონი ბერა იძულებული გახდა წამყვანისთვის ბუკვალურად წაერთმია მიკროფონი :დ თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ წამყვანს ხმა უწყობდა ხელს და თურმე მიკროფონი სულ არ სჭირდებოდა :დ

მერე გამოავლინეს გამარჯვებული ნახატი. რომელ კონკურსშიც წესით მეც უნდა მიმეღო მონაწილეობა :/ გიომ მომწერა მარა მე დებილს დამავიწყდა დახატვა :დ გული ნამდვილად არ დამწყვეტია იმიტომ რომ ძალიან კარგმა ნახატმა გაიმარჯვა.

 

ავტორის სახელი სამწუხაროდ არ მახსოვს : (( და რატომღაც ბერას საიტზე სიახლეებს არ დებენ :/ იყო კიდევ პატარა კონკურსის მაგვარი რამდენიმე გოგოშკა გამოვიდა და იმღერასავით ერთს თუ არ ვცდები ცირა ერქვა მართლა კარგი ხმა ჰქონდა ^^ გამარჯვებული ბერას სტუდიაში მოხვდებოდა :დ

მოკლედ კლიპი იყო საკმაოდ კარგი რაღაცა ვულგარული ტრაკის ქნევების გარეშე ერთი მომენტი მომეწონა განსაკუთრებით კლიპი სამჯერ აჩვენეს სა სულ მაგ მომენტს ველოდებოდი : ) არ მქონდა იმის შეგრძნება რომ “ფხუკ ქართული რეპი”.

ვერ ვიტყვი რომ მისი ფანი გავხდი ან რამე მაგდაგვარი საერთოდ არავისი ფანობის პერსპექტივა არ მხიბლავს.. მაგრამ ქართულ სოუბიზნესთან შედარებით რომელის წლები სუნთქვის აპარატზე შეერთებული კომასი იყო და ბოლოს გარდაიცვალა მისი ხსოვნის საპატივცემულოდ მშვენიერი სიმღერა და კლიპი იყო : ))

საბოლოოდ როცა პრემიერა დამთავრდა და ჯერი ავტოგრაფების დარიგებაზე და ბერასთან სურათების გადაღებაზე მიდგა დაცვამ “გზა გადაკეტა” დავრჩით მარტო ჩვენ :დ:დ:დ დაუბრკოლებლად მივედით გადავიღეთ სურათები და ამაყები წამოვედით :დ

მაგის მერე რამდენჯერაც გაგვახსენდება ვღიღინებთ ჰიპ-ჰოპ ვალსი და ჰიპ-ჰოპ ვალსი :დ:დ:დ:დ

პ.ს.  ასე იყო ეს :)))) როგორც იქნა პოსტის დაწერასაც მოვაბი თავი : )))

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ბერას კლიპის პრემიერაზე :)

  1. neliko ამბობს:

    bera calian magari momgeralia. eseti momgerali saqartveloshi aravin yofila.

    Like

  2. gunda ამბობს:

    gogoshkaa ra ariiiis?

    Like

  3. Mallorie ამბობს:

    აამ.. მაინც და მაინც პარასკევს საღამოს დავიწყე ბარგის ჩალაგება.. უფრო ადრე რომ ჩამელაგებინა, მეც ხომ მოვახერხებდი წამოსვლას.. თან კლოუნიკომ ისე მომწერა.. არა, უნდა წამოვსულიყავი..

    Like

  4. როდე ამბობს:

    თავმდაბალი როჟა ჩანს და მგონი თავისი საქმეც მოსწონს, ხოდა სულ არ მაინტერესებს მდიდარი მამიკოს შვილია თუ ღარიბი, მთავარია აკეთოს ის რაც ასე გვაკლია დღეს ;))

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s