კაი ხანია მინდა რომ ბოლოს და ბოლოს თვი მოვაბა და დავწერო… რამდენი პოსტი მაქვს დადრაფტული… რამდენი ხანია რამე ჯადოქრული არ დამიწერია ^^ ამ დროის განმავლობაში იმდენი საოცარი სვერხისწესტვინი ტვარი აღმოვაჩინე მაგრამ დაწერას ვერ ვუბავ თავს როგორც იტყვიან აი руки не доходят რა… არადა რამდენს ვფიქრობ ამ ბოლო დროს და რაზე აღარ… რეჟიმში ჩავდექი, თუ ამას რეჟიმი ქვია… დაძინებამდე ერთი საათით ადრე დასაძინებელს ვსვავ და 11 საათზე უკვე მაკიმარებს როცა დილის 7 საათამდე რული არ მეკარებოდა. დილით 11-10 ზე გვიან არ ვიღვიძებ მაგრამ სამაგიეროდ ერთი სული მაქვს დაღამდეს რომ დავიძინო და ასე დაუსრულებლად.. საშინლად ცარიელი ვარ, ისე როგორც არასდროს.. ლამისაა მართლა დავნებდე და ხელი ჩავიქნიო საერთოდ ყველაფერზე.. ან რაზე მაქვს ხელი ჩასაქნევი რა გამაჩნია რო…
მთელი ცხოვრებაა ვარ “ქალი რომელიც იცინის” ჰიუგოს მოტივებზე… მობეზრდა… ისიც მობეზრდა რომ ამდენივე ხანია საკუთარ სასახლეში მებაღედ ვმუშაობ ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორივით… მაინც ფენიქსად ვგრძნობ თავს.. ვიცი რომ რამდენჯერაც არ უნდა წავიქცე, მოვიკრებ ძალებს! შევძლებ! მაგრამ რას?! სად მივდივარ?! რა მინდა?! აქვს აზრი ასე უმიზნოდ ცხოვრებას? მირჩევნია ათასი აუხდენელი ოცნება მქონდეს ვიდრე ასე მივდიოდე არაფრისკენ… ლამის გავბუდისტი :დ
ხოდა არ ვიცი… ინერციით ვიცინი ვტირი ვჭამ ვიძინებ, გაღვიძება ხომ საერთოდ პასუხგაუცემელი კითხვაა. რამდენიმე წამიანი გამონათებები და მერე ისევ სიბნელე.. ისეთი გრძნობა მაქვს ვიღაცამ მრგვალ ბნელ ოთახში გამომკეტა და წრეებს ვურტყავ კარების პოვნის იმედით.. მალე ალბათ მაგისგანაც დავიღლები და ძიებას შევწყვეტ…
მართლა ფენიქსივით მინდა ვიყო : ((( რამდენჯერაც წავიქცევი იმდენჯერ წამოდგომა შემეძლოს.. რამდეჯერაც დავიწვები იმდენჯერ ავღსდგე საკუთარი ფერფლისგან…
სიგიჟემდე მინდა მჯეროდეს რომ დასასრულის შემდეგ კიდევ იქნება სხვა სიცოცხლე.. საშინლად მეცოტავება დრო. არ მასვენებს იმაზე ფიქრი რა უაზროდ და ტყულად გადის ესეთი ძვირფასი დღეები.. არადა დანიშნულებას ვერ ვუძებნი არ ვიცი რა გავაკეთო, რით გავაჩუმო დროის სინდისი. რომ არ მეზარებოდეს და ბევრი ფული მქონდეს ალქიმიკოსობაზე ვიფიქრებდი :დ ახლა მესმის ყველა იმ “ბოროტი” გმირების ფილმებიდან მთელ ქალაქებს რომ ჟუჟავენ უკვდავების ძიებაში.. არადა სულ ვფიქრობდი რა ჯანდაბად უნდათ ეს უკვდავება რა ყრია უკვდავებაში… ახლა გადაღძუებული ბებერივით კი ვლაპარაკობ რომელმაც ცხოვრებაში ვერაფერი მოასწრო მაგრამ მაინც. შეიძლება ისე დავამთავრო ბებერი რომელიც უაზროდ გატარებულ წარსულს მისტიროდეს…
მაქვს ხოლმე მომენტები როცა უმიზეზოდ მიხარია რაღაც მაგრამ მერე მახსენდება რაღაცები უაზრო პრობლემებით გადატვირთული ყოველდღიურობა…
ადამიანებმა იციან ხოლმე დამშვიდება წიპა აი ზოგს სახლი არ აქვს ან ზოგს ისე უჭირს შენ კი რეებზე წუწუნებ… ან როცა თინეიჯერი ვიყავი ან ცოტა უფრო პატარა იყო ხოლმე ფრაზები წიპა “ნეტაი შენ, უფროსებს რომ პრობლემები აქვთ…” ან “გაიზრდები და პრობლემები მერე ნახე” ან რამე კიდევ ესეთი… ყველა ასაკს თავისი პრობლემები აქვს… იმითაც ვერ დაიმშვიდებ თავს რომ სხვა შენზე უარესადაა.. რა მარაზმია გულზე მოგეშვას იმის გამო რომ სხვას შენზე მეტად უჭირს დაუშვად.
რაღაცები ძალიან ხინჯად მაქვს გულში და არ მასვენებს შიგადაშიგ როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები… მეშინია თვითგვემების სერია არ დამეწყოს :დ
ალბათ ჩემი ოპტიმიზმი უკვე სიდებილეში გადადის :დ
მართალია გვირაბის ბოლოს ჯერ სინათლე არ ჩანს მაგრამ გამოჩნდება სად წავა ^^
მოკლედ არ ვიცი ძალიან აჭრილი ვარ თან რაღაცა ძალიან გავმერყევდი ხასიათებში… ერთადერთი რაც ჯერ ისევ სიამოვნებას მგვრის და მაბედნიერებს ჩემი მეგობრებია..
ბოლო დროინდელი ურთიერთობის გახსენებაც არ მინდა… მოკლედ დავცარიელდი… ახალი ქრაში მინდა, ახალი შეგრძნებები, საქმე, და ა.შ… მეყო წუწუნი წავედი…
იმდენად მესმის შენი რომ დასამშვიდებლად სიტყვებსაც ვერ ვპოულობ… უნდა გაუმკლავდე ყველაფერს ! მოვა დრო და ყველა ვიპოვით ბედნიერებას :(
LikeLike
sheni problema chemo kargo ukve mtel chvens taobasaa aqvs modebuli.. chemtvis kovel shemtxvevashi dzalian nacnobia.. ra gitxra.. ra girchio me tviton elvashi gashterebuli txasavit vdgavar.. me mainc mgonia rom orives iseti adamiani gvjirdeba vinc ubralod mogvismens.. guls gadavushlit da is debilobebs ar dagviwyebs.. sxvisi ubedurebit chven ar gagvamxnevebs… ufaltan sheidzleba marto egeti saubari..magram magas yvelaze didi dzala unda rac samwuxarod me ar gamachnia..
LikeLike
ხშირად მაქვს ანალოგიური განცდები თუ ფიქრები :( არ ვიცი, უნდა გამიხარდეს ასე მარტო მე რო არა ვარ თუ უნდა მეწყინოს(:
მაგრამ ფაქტია, ასეთი განწყობა ცუდია. ალბათ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ.
როგორ ჯერ არ ვიცი
LikeLike
ბლინ,მეც სესე ვარ ზუსტად :(
LikeLike
ჰო, კიდევ ეს – To save money on electricity, we’ve turned off the light at the end of the tunnel. აი, ასე შემიძლია ხოლმე ადამიანის გამხნევება (როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას) :შ
LikeLike
რატომღაც ყველას ვინც გვირაბის ბოლოს სინათლეზე საუბრობს ვეუბნები, რომ მთავარია ეს სინათლე მატარებელი არ იყოს მეთქი, ჰოდა იგივემ გამიელვა ახლაც. ჰო, ვიცი დიდი ვერაფერი ოპტიმიზმია, თუმცა ამ ბოლო ხანებში ოპტიმიზმის ნიჭი არ აღმენიშნება, ჰოდა რატომ ვწერ ამ კომენტარს არ ვიცი :| პოსტში ძალიან ბევრი რამ იყო ნაცნობი და იმიტომ ალბათ
LikeLike
თავგადასავლები და ახალი შეგრძნებები გინდა შენ. გირჩევ იორდანიას ან თურქეთს. მაქ ბევრი “ტვარები” არიან. :)
LikeLike
Everything will be okay in the end. If its not okay, its not the end – This quote is not about true or not true, it’s more as a consolation.”everything will be okay in the end” means be positive and optimist from the start as you do something .”If its not okay” means there is nothing perfect, there are always ups and downs.’Its not the end’ means dont give up
LikeLike
:( ეჰ :(
LikeLike
neta yvela Dalai Lamasnairad piqrobdes :))
LikeLike
Someone will come when the time comes… Someone special and you’ll forget about this bitter time forever. :*
LikeLike
ძალიან ცუდია, რომ ასე გრძნობ თავს, მაგრამ ამაში მარტო არ ხარ.ძალიან ბევრი ადამიანია ამ დღეში.ახალგაზრდა განსაკუთრებით განიცდის ’უმოძრაობას’ –როდესაც ვერ ახდენს თვითრეალიზებას,არადა ძალიან უნდა,რომ თავისი ინტელექტი რაიმე სასარგებლოსკენ მიმართოს.როგორ მესმის შენი… მაგრამ გამოსავალი? ქვეყანაში სადაც მეტიწილი მოსახლეობისა უმუშევარია,გამოსავალი ხილული ვერ იქნება,მაგრამ იმედი არ უნდა დაკარგო,რა იცი როდის გაგიმართლებს და შენი ცხოვრენბა უკეთესისკენ შეიცვლება–მთელი სული და გულით გისურვებ ამას!
LikeLike
სადმე განმარტოვდი და იკივლე, ბოლო ხმაზე, ყელის ძარღვები რომ დაგასკდეს… ან ფიზიკურად იმუშავე, რომ დაიღალო…
შეგრძნებები გინდა რომ “გაიღვიძო”, შენ ეხლა დრაკულასავით გძინავს :შ
LikeLike
rogor mesmis sheni(
LikeLike
ჰმ… აი იგივე … როცა გაიგებ რომ ვინმე შენნაირადაა თითქოს გულზე გეშვება… რა კარგია რომ ესმით ხოლმე ^^ :*:*:*:*
LikeLike