გუესტ პოსტი გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქიდან.
გვიან ღამით, მიტოვებულ გზაზე ყრუდ და იშვიათად ისმოდა ჩლიქების ხმა. 4 მხედარი ელვაზე უსწრაფესად მიქროდა. მათი ცხენები თითქმის არ ეხებოდნენ მიწას,მნახველი იფიქრებდა მიფრინავენო.
პირველი თეთრ ცხენზე იყო ამხედრებული. ხელში მშვილდი ეჭირა, თუმცა ისრები არსად ჩანდა. თავზე ოქროს გვირგვინი ედგა, სხეულზე კი დაგლეჯილი მოსასხამი შემოეხვია. ხალხში მას დამპყრობელს უწოდებდნენ.
წითელ ცხენს წელს ზემოთ შიშველი გოლიათი მართავდა. მრგვალი კუნთები მარმარილოსგან ამოკვეთილს მიუგავდა. ვეებერთელა პრიალა ხმალი მაღლა ჰქონდააღმართული, გრძელ თმას ქარი უჩეჩავდა, ხოლო წვერით დაფარულ სახეზე საშინელი მრისხანება ეწერა. ხალხში მას ომს უწოდებდნენ.
მესამე მხედარი, წელში მოხრილი, მიაჭენებდა შავ ცხენს. ცხენის თვალები სიბნელეში მბჟუტავ ნახშირს გავდა, პირიდან კი თეთრ ქაფს აფრქვევდა. დაბერილი ნესტოებიდან დრო-და დრო ორი ქარიშხალი გადმოსდიოდა. მხედარს ტანზე ძვირფასი ნაჭრისგან შეკერილი მწვანე კაბა ემოსა. თეთრ გამხდარ სახეზე, ვარსკვლავებზე ცივი ყვითელი თვალები უელავდნენ. თხის ჩლიქების მაგვარი ფეხები შავი ტყავით ქონდა დაფარული, ერთ ხელი ცხენს მართავდა, მეორეში კი ოქროს სასწორი ეჭირა. მარ ერქვა შიმშილი.
მეოთხე ჩალისფერ ცხენს მართავდა. აი ისეთი ფერი ჰქონდა, მძიმედ ავადმყოფებს რომ ადევთ ხოლმე. თუმცა, არც თვითონ გავდა მაინცდამაინც ცოცხალს. თვალები საერთოდ არ ქონდა, მათ ადგილას უბრალოდ, ორი შავი ჩაღრმავება ჰქონდა. ცელიანი მხედარი მთლიანად შავ მოსასხამში იყო შემოსილი. კაპიუშონი დაბლა ჰქონდა ჩამოწეული, მხოლოდ პირი და ნიკაპი უჩანდა, რომლებიც ადამიანს კი არა, უთუოდ ჩონჩხს ეკუთვნოდა. თვითონ სიბნელეს აფრქვევდა, თუ სხვა დანარჩენი მხედრები სინათლეს ირეკლავდნენ, იგი თითქოს შთანთქავდა მას. იგივე ასევე სიკვდილის სახელით იყო ცნობილი.
აი გზა გაიყო და თითოეული მხედარი საკუთარს მიჰყვა.
ალბათ ნებისმიერი ჩვენგანი გაოცდებოდა, ისინი რომ შეენიშნა, გაიზარდებდა ვისი ბრალია მათი გამოჩენა და მაშინვე გავარდებოდა საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად, თუმცა უკვე გვიანი იქნებოდა.
ჰოდა, თქვე დალოცვილებო, მაინცდამაინც აპოკალიფსის მხედრები უნდა გამოგეცხადონ საიმისოდ, რომ წრფელი გულით ცოტაოდენი სიკეთე დათესოთ?
პატივისცემით, Seymour Glass.
P.S. ეს ჩემი პირველი გესთ პოსტია, ვეცადე ბლოგისთვის შესაფერისი ყოფილიყო, და თუ არ გამომივიდა, მაინცდამაინც კრიტიკულნი ნუ იქნებით : )
xoo marTla kargi iyo.. ;) chagetvalaa :D
LikeLike
My name is death and the end is near :)
LikeLike
ძალიან მომეწონა ^_^ სააააააან საღოლ, მგონი ბლოგსაც მოუხდა და შენი სტილიც არ დაგიკარგავს :))))
LikeLike
აუაუაუაუაუაუ ხო მეც ძალიან მაგრად მომეწონა და ვაბშე ფინალმა აღმაფრთოვანა ^^ ♥♥♥
LikeLike