ჯინსების თაობა

ვარსკვლავებით მოჭედილი ცა მაკვირვებს და მორალი ჩემში…
კანტი

რამდენიმე წუთია რაც დავამთავრე “ჯინსების თაობის” კითხვა. ასეთი განცდებით ჯერ წიგნი არ წამიკითხავს.. ბევრი მსმენია თვითმფრინავის ბიჭებზე მაგრამ რატომღაც ყოველთვის თავს ვარიდებდი ამ თემას და გადაცემებსაც არ ვუყურებდი სადაც მათზე იყო საუბარი. ძალიან ზედაპირულად ვიცოდი ამ ისტორიაზე ინფორმაცია… არ დავიწყებ ისტორიის მოყოლას რომელიც ალბათ უკვე ყველამ იცით..  ვინები იყვნენ ეს ბიჭები?! ტერორისტები თუ შეშლილები?! ჩემი აზრით არც ერთი.. ჩვეულებრივი ადამიანები ცოტა გმირები..

ეს ლინკი გადაგიყვანთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე სადაც ნახავთ პატარა სიუჟეტივით… სადაც შევარდნაძე “დანანებით” იხსენებს ბიჭებს რომელთა სიკვდილზეც თვითონ მოაწერა ხელი.. სადაც ამბობენ რომ თურმე მამა თეოდორეს დაუგეგმავს ბიჭების თვითმკვლელობაზე წასვლა… ჰმ…

2 საათის განმავლობაში მგონი ყველა გრძნობა დამეუფლა რაც შეიძლებოდა გამჩენოდა… სიბრაზით დაწყებული სიბრალულით სიყვარულით დამთავრებული… გადავხედე ყველა გადაცემას სპექტაკლს ყველა ჩანაწერს… ათას ჯერ მაინც გამიჩნდა მილიონჯერ დასმული რიტორიკული კითხვა რატომ არის ასეთი დედამოტყნული ეს ქვეყანა?! ჩემი ქვეყანა რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა ყოველთვის ვამართლებ, ყოველთვის ვიცავ… ვამბობ რომ საზღვრებს იქეთ სამოთხე როდია.. და ჯობს ჩვენს სამშობლოში დავრჩეთ და ერთად ვიზრუნოთ უკეთესობისკენ!!! ჰმ… სადა ვბანაობ!? ჩემი ოპტიმიზმი მგონი დაცინვის ღირსია… იმიტომ რომ ადამიანები არიან ნაბიჭვრები რომლებიც ერთმანეთს ოცნებებს უსამარებენ!  როგორ შეუძლიათ ამ ერთმანეთის მსაგვსმა არსებებმა ერთმანეთზე სასტიკი საქციელები ჩაიდინონ?!

მე არ ვამართლებ მათ არ ვამბობ რომ ისინი არ არიან დამნაშავეები… მგონია რომ უბრალოდ ჯეროდათ რომ ირეალური ოცნებები რეალობად შეიძლება იქცეს.. წარმოუდგენელი განუკითხაობა… მათ ჯერ ფრთები დააჭრეს სული მოუკლეს და მერე თვითონ ისინი დახოცეს.

მეტს ვერაფერს ვიტყვი უბრალოდ მგონი 80იანი წლებისგან განსხავებას მალე ვეღარ დავინახავთ….

წიგნი იმაზე თუ როგორი გულის ამრევია როცა ხარ რეჟიმის მონა! რა გულის ამრევია როცა ადამიანი ხარ ზომბი და არაფრის მიმართ არ გიჩნდება პტოტესტის გრძნობა!

კოლექტიურ აზროვნებას ყოველთვის რეჟიმები მოაქვს და არა თავისუფლება

“ჯინსების თაობა” ფეისბუქზე.
სპექტაკლი

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in წიგნები ♥ and tagged . Bookmark the permalink.

29 Responses to ჯინსების თაობა

  1. natia ამბობს:

    არასდროს არ მიტირე არცერთ წიგნზე როგორც ამ წიიგნზე ვიტირე :'( როცა კიდეევ ერთხეელ გადავვხედე ფრაზეებს რომელიიც ყველაზე მეტად მომეწონა ამ წიგნში,გული შემეკუმშა და კიდევ ერთხელ წამოომივიდა ცრემლები აამ წიგნის გამო :((((

    Like

  2. mari ამბობს:

    simartle gitxrat es ambavi pirvelad dedam momiyva, xoda ise damainteresa rom mere gavxdi detektivi da am sakmis gmodzieba daviwye . didxans vedzebe dato turashvilis wigni da mere skolis bibliotekashi vnaxe, mteli saat naxevari vtirodi da tan vkitxulobdi,(am dros chemi dzma damcinoda wignistvis rogor unda itiroo magram man xo ar icoda ras vkitxulobdi-apatiet) mere chem istoriis maswavlebels vkitxe biwebze, agmochnda rom chemi maswavlebeli gega kobaxidzis megobari iyo,dato turashvilsac icnobda,. bevri vexvewe rom dato turashviltan shevexvedrebine magram ar gamovida.dgesec vidzieb am sakmes da tu rameaxali agmovachine davwer,xo davwer chemnairi detektivebisatvis da imedia bevri vart…………….

    Like

  3. tekaloblog ამბობს:

    ძალიან ძლიერი წიგნია,ზოგადად მგონია და მიმაჩნია სწორად ამ ახალგაზრდა ბიჭების თავგანწირვა თავისუფელბისათვის ძალიან მინდა რომ დღესაც იყოს ასეთი ძლიერი პროვნებები!!!

    Like

  4. Tatuli ამბობს:

    Zalian gtoxovt mitxarit linki tu vinmem icit rom es wigni wavikitxoo …

    Like

  5. Katherine (@SLYTHI) ამბობს:

    ჰეჰ.. შენც ^^
    მეც რომ ვკითხულობდი, დაკითხვის ოთახში რომ შეყავთ და კედელზე ამოკაწრულია “wish you” .. მთელი 2 (თუ 3) გვერდი ველოდებოდი როდის დააბოლოებდა გეგა მაგ სიტყვებს ^^ და მერე მთელი ღამე პინკ ფლოიდს ვუსმენდი. <3

    Like

  6. MilA ამბობს:

    links ar mixsnis:XX

    Like

  7. qeti ამბობს:

    მეც წავიკითხე.მართლაც ემოციების გარეშე შეუძლებელია ამ წინის წაკითხვა.ძალიან ღრმა აზრი დევს ყოველ სიტყვაში.მათ სურდათ თავისუფლება და ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. არ ვამბობ რომ დაამნაშავები არ იყვნენ მაგრამ დახვრეტა არ იყო საჭირო :(((

    Like

  8. Tako (@T_Nemsitsvridze) ამბობს:

    მიყვარსს ეს წიგნიი და ადამიანებზე ხომ ვგიჟდებიი))) მართლა რა უსამართლობააა :@:@:@ არასდროსს მომწყინდებაა ამ წიგნის კითხვა, სასამართლოს ყურება და სპეკტაკლიცც!! <3<3<3<3

    Like

  9. maci ამბობს:

    ამ წიგნის წაკიტხვის შემდეგ ისეთი შეგრძნება დამრჩა,რომ რაგაც დამალულია და არ არის ბოლომდე ნატქვამი სიმართლე…ისინი ყველასტვის გმირებად დარცჰებია,გმირებად,რომელტაც მხოლოდ და მხოლოდ ტავისუფლება სურდატ და ამიტ არავის არ აწუხებდნენ და არაფერს აშავებდნენ

    Like

  10. sofie ამბობს:

    furtxis girsi xar shen sakartvelov! isini damnashaveni ikvnen mxolod imashi rom gafrena ase zlier surdat ,gafrena xom ise advilia tu ki gabedav da gashli xelebs da matac gabedes da mjera rom gafrindnen kidec shors am sisxlismgvreli urchxulisagan e.c sakartvelodan ……….
    isini ikvnen usaxelo gmirebi :)))chven ki kartvelebi rasac vtesavt imas vimkit da gava wlebi ,magram chvens mankierebebs bolo mainc ar moegeba da sakutar chuchkshi da codvashi chavixrchvebit radgan chven amis girsni vart

    Like

  11. ახლა დავწერე მეც პოსტი და დავიწყე დასერჩვა, ჰოდა შენთან მოვხვდი ქეით.

    Like

  12. daliela ამბობს:

    ილუზიებში ცხოვრება არ შეიძლება არასდროს. მითუმეტეს იმ დროს არ შეიძლებოდა. საკუთარ თავზე და სიცოცხლეზე პასუხს უპირველეს ყოვლისა ჩვენ თავად ვაგებთ… მე რასაც ვაკეთებ შედეგებიც უნდა გავთვალო.. თუ ვერ გავთვლი ეს არც შევარდნაძის პრობლემაა და არც ჰიტლერის. რაც შეეხება სისხლიან რეჟიმს,უსამართლობას და ასე შემდეგ ეს რეალობაა… იყო არის და იქნება. ადამიანის დამპალ ბუნებას თავად ღმერთმა ვერ მოუხერხა ვერაფერი

    p.s momenatra sheni blogi

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      მე მაინც არ მჯერა რომ დარწმუნებულები იყვნენ იმაში საზღვარს გადავიდოდნენ.. რაღაცა სასოწარკვეთილი ადამიანის საქციელს გავს… იცოდნენ რომ არაფერი გამოვიდოდა უბრალოდ ცადეს… :/

      მე კიდევ შენ მომენატრე :((((( და რა უქენი ქალო შენს ბლოგს :/

      Like

  13. MrsMarch ამბობს:

    მართლა ძალიან კარგია ^^

    Like

  14. ჭიამაია ამბობს:

    მეც მინდა ამ წიოგნის წაკითხვა… სულ მეტირება სასამართლოს კადრების ყურებისას. რა საშინელებაა როცა გაიძულებენ…. ნეტავ, ეხლა რომ მომხდარიყო ესეთი ამბავი ახლანდელი საზოგადოება რას იზამდა… ეხლა 99%–ს ეცოდება და ამბობენ რომ უსამართლობის ემსხვეპლნენ,ეხლა ვითომ ძალიან შეიცვალა საზოგადოება? რეჟიმი კიბატონო…

    Like

  15. murat kiyak ამბობს:

    გეგა იწვა ჩუმად და თინა ძალიან ფრთხილად ეფერებოდა,ბავშვივით ეფერებოდა თავზე, სანამ სიჩუმე ისევ გეგა მარ დაარღვია:
    ამიტომაც აღარ მინდა აქ ცხოვრება…
    ჯარი და პოლიცი ა ყველგან მოძალადეა
    მაგრამ სიყვარული არსად არ არის აკრძალული
    თავისუფალ ქვეყანაში ალბათ ასეა
    ჰოდა მეც თავისუფალ ქვეყანაში მნდა ცხოვრება,შენ არ გინდა?
    მე შენთან ერთად მინდა.
    თავისუფლება არ გინდა?
    შენთან ერთად ჩემთვის ყველგან თავისუფლებაა.
    რომ წავიდე წამომყვები?
    მე ვერ გადმოვცურავ ზღვას
    ვერც მე ასე კარგათ ცურვა არ ვიცი
    აბა რას აპირებ?
    გადავფრინდები
    ფრენა უკეთესად იცი?
    შენ ხომ ანგელოზი ხარ,მთავარია,შენი ფრთები ორივეს გვეყოს.
    სერიოზულად გეკითხები,რას აპირებ?
    მეც სერიოზულად გეუბნები,რომ ანგელოზი ხარ.
    მართლა გეუბნები
    მეც მართლა გავფრინდები ოღონდ შენთან ერთად…

    Like

  16. tatatatuli ამბობს:

    ტკივილის გარეშე ამ წიგნის წაკითხვა მართლა შეუძებელია, რადგან ყველაზე ახლო კადრს გაჩვენებს, როგორ ცხოვრობდნენ იმ წლებში და რაზე ოცნებობდნენ ჩვენხელა ახალგაზრდები, როგორ რისკზე წავიდნენ თავისუფლების წყურვილის გამო და როგორი პაწაწინები დარჩნენ მათთან შედარებით ტირანულ რეჟმს მდუმარებით დამორჩილებული ადამიანები…

    კითხვისას არაერთხელ მომაჯდა ყელში სიმწრის ბურთი… ნასროლი ტყვიისთვის მშობლებს რომ გადასახდელი ქვითარი მიუვიდათ, იმ ადგილას ვეღარ შევძელი ცრემლების შეკავება… :((((

    მათი განაჩენიც ნანახი მაქვს, იმ დროს კომპიუტერები არ იყო და ხელითაა ნაწერი…

    Like

  17. Fish ამბობს:

    ძალიან მიყვარს ეს წიგნი. სპექტაკლი ორჯერ მაქვს ნანახი. ყველაზე დრამატული ჩემითვის იყო ის სცენა, მამას რო აძლევენ უფებას ერთი შვილი აირჩიოს :((

    Like

  18. Zurriuss.GE - SPQR ამბობს:

    დღესაც დათო ჯინსებში გამოწყობილი დგება ხოლმე და “ჯინსების თაობის” ახალ პარტიაზე ავტოგრაფებს ეგრე არიგებს :)

    Like

  19. Jessie ამბობს:

    აი ასდ დაიბადა ისტორიული ფრაზა: მე გადავცურავ ზღვას…..

    Like

  20. kevana ამბობს:

    მე არ ვამართლებ ტერორისტობას და თვითმფრინავის გატაცებას :)

    Like

  21. Seymour Glass ამბობს:

    თვითონ წიგნი შენია?

    Like

  22. Lord Vader ამბობს:

    ჩიხლაძე ნამდვილად უდანაშაულო იყო საბჭოთა კანონებითაც კი. სულ არ იყო თვითმფრინავში და არც იცოდა, რას აპირებდნენ.

    Like

  23. Jessie ამბობს:

    გაგონილი მქონდა…..მე11 კლასში თავისუფალ თეატრში წავედი ამ სპექტაკლზე.. ვიტირე… შარშან წიგნი წავიკითხე და კი სუბიექტურია.კი მარტო ერთი მხრიდანაა ნაჩენებიეს ყველაფერი..მაგრამ ისე ემოციურად.. ისე … აუუ ვკითხულობდი და ვტიროდი..და ვერც ვჩერდებოდი… ახლაც დამაჟრჟრიალა ..არც არავის ვამართლებ არც არავის ვადანაშაულებ..ეს ჩემისუბიექტური აზრი იქნება და არა ობიექტური შეფასება… ერთდერს ვიტყვი, რომ არ იყვნენ ეს ბავშვები სიკვდილის ღირსი… ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი ..მაგრამ გავაკეთებდი ამ ყველაფერს მათ ადგილას მე? შევიწირავდი თვს, ახლობელს. ცოლს და ახლახანჩსახულ შვილს ამ თავისუფლების წყურვილს… მასეთი სასტიკი მმართველობის პერიოდში? ალბათ შემეშინდებოდა.. მაგრამ სხვა ქვეყანაში იყო მასეთივე მცდელბა ხო?! თვითმფრინავის მოტაცებას ვგულისხმობ…და იმათაც არ გამოუვიდათ და ამათ სცადეს…თუმცა თავისუფლება რომ სდომებოდათ არამგონია გაუძნელდებოდათ საზვარგარეთ წასვლა..მაგრამ მაგათ სხვებს დაანახეს აი ჩვენ ვცადეთ და დანარჩენი თქვენი საქმეა.. კი ამპარტავნები..კი გათამამებულები..მაგრამ მაინც .. მგონი პატრიოტები იყვნენ… და ეს ყველაფერი ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა… უფ… რამდენი ვისაუბრე . ზი ენდ

    Like

    • faifuris angelozi ამბობს:

      ამ ბიჭების ისტორია ჩემთვის სხვებზე მეტად მტკივნეულია, რადგან გია ტაბიძის შვილი,ბავშვი რომელსაც დათო მიქაბერიძემ ბიბლია დაუტოვა ჩემი მეგობარია და ჩვენ ერთად გავიზარდეთ იმ გარემოში სადაც ამბობდნენ რომ ეს ბიჭები ტერორისტები იყვნენ,გმირობაზე ხომ ლაპარაკი ზემდეტია. იცი მსგავსი კითხვები მეც გამჩენია,რას გავაკეთებდი მათ ადგილას?
      კითხვაზე მამამ(რომელიც კგბ–მ დაიბარა და მოსთხოვა ხელმოწერის უკან წაღება)ასე მიპასუხა: მათ შეეძლოთ პროტესტი პირობითად ვამბობ თავზე ბენზინის გადასხმით გამოეხატათ,მაგრამ ისინი უბრალოდ განებივრებული ახალგაზრდები იყვნენ რომლებმაც პროტესტის ეს გზა აირჩიეს,თორემ იმ დროს არც ჩვენ გვილხინდა და პროტესტს სხვანაირად გამოვხატავდითო.
      და მაინც ჩემთვის ისინი ის ადამიანები არიან რომლებმაც დროს გაუსწრეს და დაამტკიცეს რომ საბჭოთა კავშირი მართლაცდა საშინელი რეჯიმი იყო.

      Like

  24. Mari ამბობს:

    ამ წიგნის კითხვისას და ზოგადად, მაგ ისტორის გახსენებაზე ყოველთვის ბრაზი მახრჩობს, რომ ადამიანები ასეთი უსუსურები და მონები არიან, რომ დღემდე ვერ გაუაზრებიათ და ვერ გაუგიათ ვინ იყვნენ ისინი და რა უნდოდათ.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s