Dark Angel – წიომნი ანგელი )))

«Not all weapons are created equal.»

ახალი სერიალის ყურება დავიწყე… ნუ დავიწყე რა ვამთავრებ უკვე :დ dark angel ერთ-ერთი საუკეთესო სერიალის რაც კი მინახავს ^^ თანაც ჯენსენ ეკლსი თამაშობს (ა.კ.ა დინ ვინჩესტერი) ^^

სერიალი გამოდიოდა 2000 – 2002 წლებში…. 

სიუჟეტი შემდეგია: ელექტრომაგნიტურმა იმპულსმა, რომელიც ტერორისტებმა მოაწყვეს 2009 წელს აშშ უდაბნოდ აქცია… ამავე პერიოდში კომპანია სახელად “მანტიკორი” ბიოპროდუქციის ინჟინრების ჯგუფის მეშვეობით ქმნის ბავშვებს რომლებსაც ზრდიან უნივერსალურ ჯარისკაცებად. არაჩვეულებრივი ძალის და სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს. მათ შორისაა გოგონა სახელად მაქსი გენეტიკური მოდიფიცირების სასწაული : ) ის რამდენიმე თავის “თანამებრძოლ” ბავშვთან ერთად მოახერხებს გაქცევას. ბავშვები დაიშლებიან…
10 წლის შემდეგ…
მაქსი ცხოვრობს სიეტლში, ის ცდილობს თავის დამკვიდრების პარალელურად დაემალოს “მანტიკორს” რომელიც ჯერ კიდევ არსებობს და თავის საქმიანობას განაგრძობს, ატარებს გენეტიკურ ცდებს ადამიანებზე, ქმნის მათგან მუტანტებს, ძვრება მათ ტვინებში, თან ეძებს გაქცეულ ბავშვებს, განსაკუთრებით მაქსს რომელსაც უნიკალური დნმ-ი აქვს…
ერთ მშვენიერ დღეს მაქსი გაიცნობს მიწისქვეშა კიბერ ჟურნალისტს ლოგან კეილს. რომელიც ანონიმურად მოქმედებს და ხალხს ტელევიზიის მეშვეობით აწვდის სიმართლეს რამდენიმე წამიანი სიუჟეტებით…
მათ საერთო მტერი ჰყავთ…

დანარჩენისთვის კეთილი ინებეთ და სერიალს უყურეთ.. : ) სიმართლე რომ გითხრათ მისი ყურება ჯენსენის გულისთვის დავიწყე, მაგრამ მართლა ძალიან მაგარი სერიალია ^^

სცენარის ავტორია ჯეიმს კამერონი. თუ გახსოვთ ეს ის კამერონია “ავატარის”, “ტიტანიკის”, “უცხოს”, “პირანიების”, “ტერმინატორის” და ა.შ. რეჟისორი. : )))

მთავარ როლემბში:
მაქს გუევარა: ჯესიკა ალბა ❤ (Jessica Alba – Max Guevera)
ლოგან კეილი: მაიკლ უეტერლი (Michael Weatherly – Logan Cale)
ალეკი: ჯენსენ ეკლსი ❤❤❤ (Jensen Ackles – Alec)

ტრეილერი:

იცოდით რომ:

  • 2001 წელს მაქს გუევარას როლისთვის ჯესიკა ალბამ მიიღო პრესტიჟული კინოპრემია «სატურნი», ამ პრემიაზე წარდგენილები იყვნენ სარა მიშელ გელარი (Buffy), ჯილიან ანდერონი (The X-Files) და ქარიზმა კარპენტერი (Angel).
  • Saturn Award

  • ციფრები მაქსის მოტოციკლზე ანუ 16.08.1954 – კამერონის დაბადების დღის თარიღია : )
  • 2002 წელს სტუდია Sony PlayStation 2 მიერ გამოშვებულ იქნა თამაში სერიალის მოტივების მიხედვით.
  • ჯესიკა ალბას და ჯენსენ ეკლს ორივეს ჰყავთ ძმები სახელად ჯოშუა, სერიალში მათ საერთო მეგობარსაც ჯოშუა ჰქვია.. (სასწაული თუ გინდა რა :დ:დ)

__________________________________________________________________________

Люди боятся того, чего не понимают

Jensen Ackles in “Dark Angel” ❤❤❤

ისეთივე ძროხა და საყვარელია როგორც სუპერნატურალში.. სულ რაღაც 23 წლისაა ჯენსენი ^^ სუფთა პატარა დინია ^^ ისეთივე ხუმარა, ცოტა გულჩათხრობილი )))))) გულგრილის ნიღაბს ამოფარებული და ა.შ :დ

და ბოლოს
პირველი სეზონი ქართული საიტიდან
მეორე სეზონი ქართული საიტიდან
სეზონები ტორენტიდან
სოუნდტრეკები

ბლუფერები : )

 

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic, supernatural and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

16 Responses to Dark Angel – წიომნი ანგელი )))

  1. Emily Smith ამბობს:

    au qartul saitze arsad ar devs?

    Like

  2. თაკოს ბლოგი ამბობს:

    ჯერ ანუბისის სახლს ვუყუებ და მერე ამას დავიწყებ

    Like

  3. Tako (@T_Nemsitsvridze) ამბობს:

    Jensenis da Jessicas gamo vvuyurebdii**<3

    Like

  4. akunkula ამბობს:

    პირველი სეზონი დაღეჭილი მაქვს, დანარჩენებს მოვუყომარებ რომ მოვიცლი, მიყვარდა ეს სერიალი

    Like

  5. faifuris angelozi ამბობს:

    ვუყურო? ნიკიტას გარდა არცერთი სერიალისთვის არ მიყურებია და ამით დავინტერესდი.

    Like

  6. Kate_AlukaЯD ამბობს:

    @ Mari
    რა ნერვები ამას უნდა მარუს :დ

    @sofo
    მართლა კარგია ^^

    @ana
    ჯენსენის გვერდიტ ვერც ერთ კაცს ვერ ვხედავ :დ თან ქერები არ მევასებიან :დ

    @Danny Brown
    შენ თვითონ გაიხარე თუ კაია :დ

    @ketusi
    ალაგ-ალაგ აზრი არ აქვს თავიდან უყურე ^^ <3

    @ kevana
    ვაიმე ქეხ ეგეთი კაცის ვერ შენიშვნა იქნებოდა? ო_ო

    @Jessie
    შენ ჯარედზე გაგიჟდი თუ გინდა ჯენსენი ჩემია :დ:დ:დ:დ:დ:დ

    Like

  7. Jessie ამბობს:

    უი ჩემი სეხნია <3
    ჯენსენზე ხო ვგიჟდები <3 <3 <3

    Like

  8. kevana ამბობს:

    ნორმალური სერიალია, ადრე გადიოდა.. მაგრამ მე რანაირი დაუკვირვებელი ვარ, კი ვერ შევამჩნიე დინიც თუ იყო მანდ :დ

    Like

  9. ketusi ამბობს:

    ალაგ-ალაგ მაქვს ნაყურები,მართლა კარგი რამეა

    Like

  10. Danny Brown ამბობს:

    აუ ეს რა კაი რაღაც ყოფილა. აქამდე სად ვიყავი.
    შენ გაიხარე ქეით!

    Like

  11. ana ამბობს:

    წაავიკითხე, გავბედე :დ
    მეცხრე ეპიზოდზე ვარ ახლა, ლოგანი მომწონს

    Like

  12. sofo ამბობს:

    ადრე ვუყურებდი რუსთავი 2–ზე გადიოდა კარგად მახსოვს, მომწონდა თან, კარგი იყო ნამდვილად :)

    Like

  13. Mari ამბობს:

    მშურს შენი ნერვების, დაო, ბუკნაჭო!

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.