მეგობრები ნა ვსიუ ჟიზნ

მოკლედ უკანასკნელი 5 საათია ბოლთას ვცემ გახსნილ ნიუ პოსტში რამდენიმე ღამეა ამაზე მეფიქრება ვალაგებ თავში. 5 საათი ხდება. ბებომ მთხოვა სამზე დაწექიო. ჩაი დავადგი.. მიყვარს.

როცა ამ თემაზე ვლაპარაკობ სულ დედაჩემი მომყავს მაგალითად ან დეიდაჩემი უკანასკნელი 3 თვეა ეკას დედაც.. რა შუაშია დედაჩემი?! იმ შუაშია რომ 52 წლისაა და 2 მეგობარი ჰყავს რომელებსაც ას წელიწადში ერთხელ ნახულობს, აქედან ერთი ჩემი ნათლიაა რომელსაც მე საუკუნეში ერთხელ შემთხვევით ვნახულობ ხოლმე : ) მეორე მამაჩემის ძმაკაცის ცოლი რომლის შვილთანაც ვმეგობრობ და ნუ ჩვენი დედებიც მეგობრობენ… დედაჩემისნაირ გულღია ადამიანს კი იშვიათად შევხვედრილვარ… (თავის მართლებები წიპა: რახან დედაა იმიტომ კი არ ვამბობ და ეგეთები არ მინდა :დ:დ) რა შუაშია დეიდაჩემი?! იმ შუაში რომ 40 წლისაა და მისნაირ გამოცდილ ქალს ცოტას შევხვედრილვარ და უდავოდ კარგად იცნობს ადამიანებს. რამდენიმე წლის წინ როცა ბებიაჩემი სულ ბავშვს მეძახდა და არა მაშინ როცა თვითონ უნდოდა დეიდაჩემი მეუბნებოდა ხოლმე რომ არ არსებობს ნამდვილი მეგობრები და ყველაფერი წარმავალზე წარმავალია… რომ მოვა დრო და ჩვენ ყველანი ჩვენს გზებზე წავალთ და ნუ ვიცი ასე ადამიანებზე ჩაბჟირება ჩაციკვლა გადაყოლა… ღმერთმანი როგორ ვცოფდებოდი ამ სიტყვებზე.. მერე მქონდა პერიოდი როცა მართლა ასე ვფიქრობდი.. მერე მქონდა პერიოდი როცა მართლა ჩვენს ჩვენს გზებზე წავედით.. მერე მქონდა პერიოდი როცა მართლა ვინანე ადამიანებზე ჩაბჟირება რომ ვიცოდი.. მოკლედ ამ თემას დავუბრუნდები…
რა შუაშია ეკას დედა?! არ მახსოვს ეკას დედა რამდენი წლისაა : ))) 1 იანვარს ეკას დაბადების დღეზე ვიყავი.. მერე დავრჩი… ამაზე პოსტიც მეწერა რომ ყველაზე ყველაზე ევრიკების ღამე იყო და ემოციური.. : ))) ხოდა რა შუაშია თქო ეკას დედა :დ მისი დაქალები იყვნენ მოსულები… რომ ვუყურებდი ჩვენგან არ განსხვავდებოდნენ.. ჩვენზე მეტად ხალისობდნენ.. ჩვენნაირად უყვარდათ ერთმანეთი არა უფრო მეტადაც აშკარად : )
აი მაშინ როცა ოჯახში ჭკუას არ მეკითხებოდნენ (ახლა მეკითხებიან სხვათაშორის, ბებიაჩემს აუჩემებია ჭკვიანი ხარ ჭკვიანი ხარო.. რავიცი…) ხოდა აი მაშინ ვაი როგორ მეშინოდა მეგობრების დაკარგვის… მთელი ცხოვრებაა ამის მეშინია… მარჯვენის მოჭრასავით განვიცდი ყოველ დანაკარგს… წლები მახსენდება ვითრგუნები ვნანობ… მეშინია დამოკიდებულებების… ვამბობ მიხარია რომ აზარტული არ ვართქო : ) ერთადერთი დედაჩემზე დამოკიდებულების არ მეშინია, უბრალოდ მცხვენია… დანარჩენი ყველაფრის განსაკუთრებით ადამიანებზე დამოკიდებულებების მეშინია… როცა ადამიანს იმდენად იყვარებ მის გარეშე ვეღარ წარმოგიდგენია.
სად მივდივარ?! იმის თქმა მინდოდა რომ მინდა მეგობრები (თქვენ თუ გინდათ დაქალები/ძმაკაცები უწოდეთ) ნა ვსიუ ჟიზნ.. მინდა ბევრი წლების შემდეგ დავსხდეთ დაგავიხსენოთ ან რამე ახალი გავაკეთოთ : ))) მინდა უფრო ბევრი წლების შემდეგ ბუხართან მუხლებზე პლედებ გადაფარებულები ვიცინოდეთ ჩვენს ხუმრობებზე ან რამე წიპა ტავო…

რამდენმა ურთიერთობამ დალია ჩაილურის წყალი : )))) (სულ მინდოდა ეს ფრაზა გამომეყენებინა სადმე..)
ვარ ხოლმე ისე როცა ვფიქრობ რომ საკუთარი თავის გარდა მეგობარი არ მყავს… ეს ძირითადად პმსის დროს ან ძალიან გაბრაზებული როცა ვარ უმიზეზოდ და ბევრს ვფიქრობ მერე უაზრო დასკვნებამდე და ეჭვებამდე როცა მივდივარ… მერე ნებისმიერ პასუხ გაუცემელ სმს რომ კუდებს ვაბავ.. მერე ნებისმიერ “დღეს არ მცალია ვერ გამოვალს” რომ ტრაგედიად ვთვლი…
როგორ მიყვარს თქვენთან ერთად ჩაის დალევა რაღაც სისულელეებზე ლაპარაკი… რჩევების კორიანტელის დაყენება… ჩემი მონოლოგების წაკითხვა :დ:დ
ყველა ჩემი მეგობარი ცებივით და დედამიწებივით განსხვავებულები არიან… ყველაზე მეტად ეს მომწონს : )))

მინდა რომ მაშინაც თქვენს გვერდით ვიყო როცა მართალი არ იქნებით ან როცა ზურგს შეგაქცევენ… (იმედია ეს არასდროს მოხდება). გულში სითბო მეღვრება რომ მახსენდებით როცა თქვენს გვერდით ვარ…

პ.ს. ეს პოსტი წესით გუშინ წინ ღამე უნდა გამოქვეყნებულიყო… მაგრამ არ ვიცი რატომ არ გამოქვეყნდა :ფიქრ:

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to მეგობრები ნა ვსიუ ჟიზნ

  1. qeti-tati ამბობს:

    მე ბევრი მეგობარი დავკარგე, მიზეზი კი ის გახლავთ, რომ გავიზარდეთ ,მე და ჩემ ყოფილ მეგობრებს ერთმანეთი აღარ მოგვეწონა, სხვანაირი ინტერესები, განსხვავებული მსოფლმხედველობა,ვეღარ გავუგეთ ერთმანეთს , ერთმანეთთან ყოფნა სიამოვნებას აღარ გვანიჭებდა,სალაპარაკო თემაც გაქრა , მოკლედ მარადიული არაფერი არ არის, ყველაფერი წარმავალია, მათ შორის მეგობრობაც, ეხლა ველოდები ახალი ადამიანების გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში , რომლებსაც ნამდვილად ვეყვარები.

    Like

  2. anna ამბობს:

    გოგო <3
    გახსოვს რომ ვთქვი, როგორ მინდა მალე დავბერდეთთქო?:დ
    თუ ეგ შენთქვი , აღარ მახსოვს. რა მნიშვნელობა აქვს :დ აი ზუსტად ეგ მინდა, პლედები, ჭორაობა, სიცილი , მხიარულება რომ გვქონდეს სიბერეშიც <3
    მეც ისე განვიცდი ხოლმე მეგობრების დაკარგვას რომ ლამის მეგობრობის არ მჯერა და სულ მიკვირს ბავშვობის მეგობრები რომ ყავთ ხოლმე სიცოცხლის ბოლომდე .
    აი დედაჩემს არც ერთი ეგეთი მეგობარი არ ყავს ახლა , მეკიდე ისე მინდა ისე…
    აქ უამრავ ბლა ბლას დავწერ კიდე, მარა რომ დავთვრები , მაშინ გეტყვი კიდე :დ
    შე ძროხა <3 :დდ;დ

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      შე მართლა ძროხა :დდდდ
      მეც მინდა დაბერება სიცილი მხიარულება და მეგობრებიანი სიბერე :დდ არც დედაჩემს ჰყავს.. არც ბებიაჩემს… : ((((( მე კიდევ ძალიან მესინია უმეგობროდ სიკვდილის :((((

      Like

  3. Tatraxana ამბობს:

    მე მეგობარზე არა მაგრამ ერთ ჩემ გასაჭირზე მინდა გიამბოთ ერთი ჩემი კურსელი შემიყვარდა თავდავიწყებით, იმდენად მიყვარს რომ მასზე დამოკიდებული გავხდი, ყოველ წუთს და ყოველ წამს მასზე ვფიქრობ. მაგრამ იმდენად მიყვარს რომ მისი საშინლად მრცხვენია. მასთან ვერ მივდივარ ვერ ვეცნაურები ერთხელ მითხრა როგორ ხარო და გული ისე ამიჩქარდა რომ მიყურებდა რომ მეგონა ეხლა ჩავიკეცები ან გული წამივა მეთქი.ბავშვებო იქნებ რამე მირჩიოთ იმ ბიჭს როგორ დავუახლოვდე. მის გარეშე ვგრძნობ რომ ვერ ვიცოცხლებ რადგან იგი ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს. ის ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანია.

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      დაიკიდე ყველაფერი მიდი პირდაპირ და გაიცანი : ))))) თუნდაც უთხარი რომ მოგწონს : ))))) ნუ მე რავი ეგრე ვიქცევი ხოლმე შორიდან კვდომას და გულის წასვლებს : )))) ადექი და თქვი: რაც იქნება იქნებათქო : ))))) და მიდი ^^

      Like

  4. ნათია ამბობს:

    რა თბილი პოსტიაა :*

    მე არ მგონია რომ შენ წლების შემდეგ გქონდეს პრობლემა იმასთან დაკავშირებით გექნება თუ არა ძველ მეგობრებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ისეთი კარგი ადამიანი ჩანხარ, შეუძლებელია შენზე უარი თქვან :*

    ყველას არ შეუძლია ჰყავდეს ისეთი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მის გვერდით იქნება, რომელიც ყოველთვის ინერვიულებს, როდესაც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ ვნახავთ, ან რამე პრობლემა გვექნება, როდესაც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ კარგად ვიგრძნოთ თავი :) ჰოდა ასეთი მეგობარი რომ გყავს და კიდე იმაზე უარს იტყვიიიი, მაშინ ვერ აზროვნებ და ეგაა და თუ შენზე უარს იტყვიან, მაშინ ეგ მაგათი პრობლემა იქნება და არა შენი, შენზე კარგთან ვიღასთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა?

    მე მაქვს ხოლმე მეგობრებთან ურთიერთობისას რაღაც პრობლემები, ბოლო პოსტშიც ამაზე ვწუწუნებ, მაგრამ ეს ბუნებრივია, მიუხედავად იმისა რომ ბევრს ვკამათობთ, ხანდახან ვჩხუბობთ კიდეც, მაინც ერთად ვართ აი უკვე წლებია და რაღაც არ მგონია რომ ოდესმე დავკარგოთ ერთმანეთი :)

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      მმმ… ^^ მადლობა კეთილი სიტყვებისთვის ^^
      მეგობრებთან ჩხუბი საჭიროა აბა სულ დატკბობილი ურთიერთობა მტერს ქონდეს :დ:დ:დ
      მოსაწყენია :დ

      Like

  5. Kate_AlukaЯD ამბობს:

    @ Mari
    ხოო ინერციით მეგობრობა ნაცნობია :/

    @ShikO
    მეც არასდროს დავკარგავ ნამდვილი მეგობრობის რწმენას ^^

    @siyvarulovna
    ვერც წარმომიდგენია… :|

    @ჩორვენი
    იაპ ^^

    @kevana
    ჰოო?? ^^ რეები?

    @Dissolved Girl
    ხო დამოკიდებულება მართლა ძალიან ცუდი რამაა :/

    @Jessie
    დიდი მადლობა ^^
    მეც მყავს ეგეთი ერთი ორი დაქალი რომელსაც ძალიან იშვიათად ვნახულობ… დისტანცია ზოგჯერ აუცილებელიც კია! მაგრამ როცა ვნახულობთ ამდენ დაგროვილს რომ ვუყვებით ერთმანეთს ნამდვილი ნეტარებაა ^^

    Like

  6. Jessie ამბობს:

    გულიდან ამომავალი სიტყვები…. არსებობს მასეთი მეგობრობა.. მყავს მასეთი დაქალები ( 2 ცალი), რომელზეც დარწმუნებული ვარ 10–20–30 წლის შემდეგაც შევიკრიბებით ხოლმე და გავსკდებით უაზრო საუბრებით

    არსებობს მასეთი ადამიანები… და აქამდე თუ არ გყავს ე.ი მალე გამოჩნდება.. არ აქვს მნშველობა მეგობარს ყოველდღე ნახულობ თუ თვეში 1ხელ…. დაქლი მყავს, რომელსაც წელიწადში 2ჯერ მაქსიმუმ ვნახულობდი დროის უქონლობის გამო (რა დონის უნამუსო ვარ), მაგრამ ნავისას ისევ უდარდელად და კარგად ვიყავით და ვართ.. საით წავედი და ვსიო მოვრჩი

    ძალიან მომეწონა შენი პოსტი….. ძლაიან კარგად გადმოსცემ შენს აზრებს :)) ^_^

    Like

  7. Dissolved Girl ამბობს:

    მე მგონი ერთი ადამიანი მაინც ჰყავს ყველას ისეთი, ვინც მთელი ცხოვრება გაგყვება. მაგრამ, არავიზე არ უნდა იყო დამოკიდებული. საკუტარი თავის პირველი მეგობარი მომეწონა ძალიან : )

    Like

  8. kevana ამბობს:

    ვაა, რაღაც–რაღაც მსგავსება დავიჭირე :)

    Like

  9. ჩორვენი ამბობს:

    asworebs megobrebi da giji megobrebi mit ufro

    Like

  10. siyvarulovna ამბობს:

    მეც სასტიკად მეშინია იმ ადამიანის დაკარგვა ვისაც შეიყვარებ ან უაზროდ ამოვიჩემებ.
    წარმოდგენაც კი არ მინდა როგორ ვიქნები წლების მერე თუ ის ხალხი არ მეყოლება გვერდზე ვინც ეხლა მყავს

    Like

  11. ShikO ამბობს:

    მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე ისეთი ადამიანი დავკარდე ცხოვრებაში რომელთან ერთადაც ბუხართან პლედებ გადაფარებულს უნდა მეხუმრა სიბერეში, მაინც მწამს მარადიული გრძნობის და მჯერა, რომ ვინც შემომრჩა და ალბათ ვისაც კიდე შევიძენ მათი უმრავლესობა იქნება იქ, ჩემი ბუხრის გვერდზე…
    მაგარი და საჭირო პოსტია! respect!!!

    Like

  12. Mari ამბობს:

    მაგარი ხარ, ქეთ :* მეც მასე ვფიქრობ. ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამთ, რომ არ არსებობს ისეთი მეგობრობა, როგორიც მე წარმომიდგენია და რომ ყველაფერი სიტუაციას და დროს მოაქვს და მერე ისევ თან მიაქვს (რა ვთქვი ახლა გაიგე შენ). არ მინდა ასე და ალბათ ვერც ვერასოდეს შევეგუები, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ადამიანთან უკვე ინერციით ვმეგობრობ, სამწუხაროდ.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s