ებაუთ ბოიზ (?!)

პრობლემა ჩემშია… შენ ჩემს გვერდით ბედნიერი ვერ იქნები… მე შენი ღირსი არ ვარ :დ:დ: (ც) ისინი :დ

ესე იგი გამარჯობის გარეშე როგორ იქნება და… მოკლედ გადავხედე და მგონი ძალიან ცოტაჯერ მიწუწუნია ბლოგზე ბიჭებზე :დ მამენტ არც მიყვარს ამ თემაზე წუწუნი ხანდახან დაქალებს თუ ვბურღავ ხოლმე : )
საწუწუნო შეიძლება მაგრამ აი მოსაყოლი მგონი ნაკლებია ცალკეულ ისტორიებს თუ არ ჩავთვლით ჩემს პათოლოგ შეყვარებულებზე :დ და რა თქმა უნდა ყველა ურთიერთობა ერთნაირად მთავრდება :დ მიხვდებით ალბათ რომ ჰეფი ენდით ნამდვილად არა :დ ფეილ ურთეირთობების კოლექციონერი ვარ ^^ ან მე ვშორდები როცა დაუკრეფავ იდიოტობეში გადადიან ან თვითონ მშორდებიან უდებილესი მიზეზებით ^^ მაგალითად რატომ არ ვიეჭვიანე რაღაც უაზრობაზე როცა მის ძმაკაცებს უჭედავენ თავიანთი შეყვარებულები! “ესე იგი არ გიყვარვარ?!”… მამენტ არც მიყვარდა :დ ცხოვრებაში სულ ორჯერ ვიყავი შეყვარებული ერთხელ პატარა ვიყავი რომ შემიყვარდა და 6 წელი მიყვარდა ანუ პირველი კურსის ჩათვლით :დ მეორედ არც ისე შორეულ წარსულში… მშორდებიან მიზეზებით მაგალითად რატომ არ გავედი ღამის 5 საათზე გარეთ როცა მთვრალი იყო და ჩემი ნახვა უნდოდა… რატომ არ მივეცი 1 კვირის შეყვარებულს… მშორდებიან კიდევ მიზეზით რომ ჩემი დაქალი შეუყვარდა :დ:დ მშორდებიან იმიტომ რომ ჩემი მოტყუება არ უნდა “კაი გოგო ხარ და იტოგში აუ რავი რა” :დ:დ:დ
ან უცებ აღმოჩნდება რომ უიიიიიიი შეყვარებული ჰყოლია თურმე :დ :დ და მე რა შუაში ვიყავი ღმერთმა იცის…
დღეს ჩემი დაქალი მეუბნებოდა რომ  სიდებილემდე მიმდობი ვარ და რატომღაც ყველაფრის მჯერა გარდა იმისა რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს… არც ამის მჯერა ისე ბოლომდე :დ
ყველა ერთი და იგივეს მეუბნება მაგრამ რა ვქნა ბლია სიცრუის დეტექტორით ვიარო?
არ ვიცი ალბათ თვითონ არ ვიცი ადამიანების შერჩევა… ან მე მარჩევენ დურაკები სულ… არ შეიძლება ამდენი ურთიერთობიდან ერთი მაინც მახსენდებოდეს კარგად?!
აი სულ ერთი რომ თავი მაინც ვიმართლო…
ნარკომანიდან დაწყებული სატანისტით დამთავრებული ლამის ყველა ჯურის ბიჭი შემხვედრია და ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე… 2 წელი თვალთვალის წნეხიც გავიარე… დაჟე ერთი ქართულ რეპსაც კი მღეროდა :დ:დ:დ (ნუ ეს ცოტა გვიან გავიგე :დ)
სულ იმ ბიჭებს კი არ ვაბრალებ კაცო :დ ვფიქრობ ალბათ ჩემშიც არის პრობლემა… ვფიქრობ რა შეიძლება იყოს… ანუ მგონი დიდი გამტრაკებელი შეყვარებული არ ვარ… ეჭვიანობით კი ვეჭვიანობ მაგრამ ამით არ ვაწუხებ ჩემთვის ვიბოღმები ხოლმე :დ არც გაუგებარი როჟა არ ვარ… მირჩევნია პირდაპირ მითხრას სათქმელი ვიდრე საიდანღაც მოუაროს და რაღაცა… მეც პირდაპირ ვამბობ ხოლმე ყოველგვარი ქალური ქვეტექსტების გარეშე, აი წიპა თვითონ რომ უნდა მიხვდეს რა მეწყინა და ეგეთებიც არ მჭირს :დ:დ თითქმის ყველაფერს გაგებით ვეკიდები და არც ზედმეტ ყურადღებაზე მაქვს პრეტენზია :ფიქრ:
მოკლედ აღარც ალხანა ჩალხანობის აღარ მჯერა არც იმის რომ ყველა ქვაბს თავის თავსახური აქვს თუ რაღაც ეგეთი :დ
არა ისეც არ ვარ ახლა აი გოგოები სუფრაზე სიყვარულის სადღეგრძელოს რომ არ სვავენ ხოლმე :დ:დ:დ ლოოლ :დ
ან ისა ფბზე რომ ასტატუსებენ წიპა: ყველა კაცი ერთნაირია ან სიყვარული არ არსებობს ან ნუ მოკლედ ან რამე კიდე მაგდაგვარები :დ:დ:დ მარა ნუ აი რილეიშენშიპების გაგონება აღარ მინდა ამოვიდა ბლიად ყელში :დ:დ:დ მოკლედ მე მოვრჩი მონოლოგს… რაც იქნება იქნება კი არადა :ფიქრ: მმმ… არ ვიცი მოკლედ წავედი… და არც ეს ერთჯერადი ურთიერთობები თუ რაც ქვია, ნათ როგორ ამბობ ხოლმე?! ხოდა ნუ მოკლედ ეს ერთჯერადი ურთიერთობებიც რომ არაა ჩემი საქმე?! :ფიქრ: მგონი პრინციპები უნდა გადავაფასო და გადავახარისხო : ))))

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

17 Responses to ებაუთ ბოიზ (?!)

  1. nawka says:

    :) mec egre var qeti :) rom wavikitxe megona chems tavze vkitxulobdi :D

    Like

  2. ნათია says:

    მეტისმეტად მიმნდობი ვარ მეც, დებილობამდე მიმნდობი და ყველაფრის მჯერა, დაჟე თოვლის ბაბუის არსებობისაც, თუ უბრალოდ მინდა რომ მჯეროდეს რა იცი აბა :) ჰო, მიმნდობი ვარ ყველაფერში, ერთი რამი გარდა, ესაა ბიჭებთან ურთიერთობა. მე საერთოდ მეორე უკიდურესობაში ვარ, იმდენად არ ვენდობი მათ, რომ საერთოდაც არასდროს მყოლია შეყვარებული. როგორც კი ვხვდები, რომ ჩემსა და ბიჭს შორის ურთიერთობისას უბრალო ნაცნობობაზე ან მეგობრობაზე მეტი რაღაც ხდება, სხვანაირად მიყურებს ან რაღაც მსგავსი, მაშინვე სრულდება იქ ყველაფერი, ვწყვეტ ურთიერთობას, რა ვქნა, არ შემიძლია ასე ცხოვრება, არ ვიცი, შესაძლოა არც გამოჩენილა ,,ის” რომელიც უნდა შემიყვარდეს და რომლის გვერდითაც უნდა ვიყო და იმიტომაც ვარ ასე განწყობილი… ისიც ვიცი რომ ასე არ შეიძლება, რომ ყველას ვკარგავ, რადგან არ მჯერა მათი, მგონია რომ მატყუებენ და რომ ჩემი შეყვარება შეუძლებელია, რა ვიცი, რა ვიცი…

    Like

    • მმმ… მე აბა 365-ვე დღე პირველი აპრილი მაქვს :დ ვისაც არ ეზარება ყველა მე მაბოლებს… არაუშავს როგორც პოსტში ავღნისნე ყველა ქვაბს თავს თავსახური აქვს :დ

      Like

  3. Mio says:

    ხო ის დამავიწყდა ,,ყველა კაცი ერთნაირია” და ეგეთებზეც მინდოდა ორი სიტყვა მეთქვა…
    მე მგონი ამას უბრალოდ სასოწარკვეთილი ქალები ამბობენ… და როცა ქალი ასეთი გახდები, მაშინ დაესმევა წერტილი პირად ცხოვრებასთქო მგონია:d
    არსებობენ ერთნაირი ტიპის, მსგავსი კაცები… მაგრამ ყველა ერთნაირი არ არის!
    ასე მგონია მე…

    Like

  4. Mio says:

    ერთი წინადადება მახსენდება: ,,ვინც დაკარგა იმან იკითხოს, თორემ დაკარგულს ყოველთვის იპოვის სხვა”… ჯერ ხომ არ დაბერებულხარ, რა იცი და ის ,,სხვა” ვინმე ნორმალური აღმოჩნდეს იქნებ:d :d

    (ისე პირადად არც მე მაქვს უკეთესი ვარიანტი… არც ჩემი ურთიერთობები გრძელდება დიდხანს.
    ამიტომ მე პირადად გადავწყვიტე დროებით ყველასგან შევისვენო… მანამ, სანამ არ მივხვდები რომ ვინმესთან ურთიერთობა მინდა და ალბათ მომავალ იმედგაცრუებასაც გადავიტან:/
    შენ არ გიფიქრია ამაზე?! … არც იფიქრო, სისულელეა:d )

    Like

  5. Jessie says:

    არადა მეც ვიყავი ოდესღაც სასტიკად მიამიტი…და ერთი “ვაჟბატონის” წყალობით ძალიან მწარედ დაეცი დედამიწაზე და სამწუხაროდ ახლა ყველას ვუყურებ ეჭვის თვალით და უმრავლესობას ვერ ვენდობი… ცუდია ერთი უკიდურესობიდან მეროეში გადავარდნა

    Like

  6. Di@ says:

    “ყველა ერთი და იგივეს მეუბნება, მაგრამ რა ვქნა ბლია სიცრუის დეტექტორით ვიარო?”

    – ამაზე გამეცინა. კარგი იქნებოდა. იმ დღეს ტიპმა ისეთები მითხრა, ლამის მე დამგო ბრალი იმაში, რომ იმას ტრაკი არ ჰქონდა… :)

    ხოდა, არც მე მჯერა, რომ ყველა ქვაბს თავის თავსახური აქვს, გამომდინარე იქედან, რომ არსებობენ მსგავსი ქვაბებიც, მსგავსი თავსახურებით… :)

    იმედია, სწორად გამიგებთ… იმას არ ვგულისხმობ, რომ ვინმეს ვინმე წავართვათ, უბრალოდ, ის რაც ეხურება ერთ ქვაბს შეიძლება მეორეს, მის მსგავსსაც დაეხუროს…

    მოკლედ, ავბოდიალდი.

    Like

  7. საუკეთესო გამოსავალია გახდე ლესბი ^_^

    Like

  8. siyvarulovna says:

    “მარა ნუ აი რილეიშენშიპების გაგონება აღარ მინდა ამოვიდა ბლიად ყელში” – აუცილებლად ათასი უბედურება უნდა გადაიტანოთ რომ ბოლოს ამ დასკვამდე მიხვიდეთ. ეგა ხართ/ვართ ქალები :დ

    Like

  9. Fish says:

    მე მაინც მჯერა რო ყველა ალხანას თავისი ჩალხანა ყავს. :P

    Like

  10. anna says:

    მომბაძე და დაიკიდე …
    იმ 2 დღესაც ვნანობ გლოვაში რომ გავატარე ;დ

    Like

  11. აააა, საშინლად ეჭვიანი ვარ, ჩემ ბიჭს (შეყვარებული განზრახ არ დავწერე) თავზე ბუზიც რომ დააჯდეს მაგაზეც წივილს ავტეხავ, მაგრამ ახლა თავის შეკავება ვისწავლე და მეც ჩუმად ვიბოღმები ხოლმე, ოღონდ კაცმა არ იცის როდის გავუხსენებ… ;პ

    Like

  12. @ჩორვენი
    არ გაბოლებთ კაცო ასე მარტივად ვურთიერთობ მაგრამ მაინც არ მიძლებს ურთიერთობა 1 თვეზე მეტი :დ:დ ერთჯერად ურთიერთობებს კუბოს კარამდე არ ვგულისხმობ ანუ წიპა რაღაცა გეგმებს რომ არ აწყობ და რომ იცი რომ მალე უნდა დამთავრდეს ალბათ მაგას ვგულისხმობ : )))

    @Mari
    :დ:დ:დ რავი მარუს არ ვიცი სად ვპოულობ :დ:დ

    @ლენდვიშ
    :დ:დ:დ:დ

    Like

  13. Landish says:

    ჩემი გულის კარი მუდამ ღიაა შენთვის, ქეთ…

    Like

  14. Mari says:

    ვაიმეე, სად შოულობ ეგეთ იდიოტებს?
    ისე, მაგ თემაზე არც ვფიქრობ. რამდენჯერაც ვცადე, ჭკვიანური მაინც არაფერი მომაფიქრდა. სანამ არ გავიზრდები და სათანადოდ არ დავჭკვიანდები, ჯანდაბას მაგათი თავი. ვოტ!

    Like

  15. ვერაფერი გავიგე : ) თუ ასე მარტივად ურთიერთობ მაშინ გეჩვენება რაღაცეები, თუ ეგრე არ ურთიერთობ გვაბოლებ რაღაცს და რას ეძახი ერთჯერად ურთიერთობებს კუბოს კარამდე რომ არ გრძელდება?? ყველა დასრულებადი ურთიერთობა ერთჯერადი არაა?? მოკლედ ვერ გავიგე : )

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s