ისევ … და მინდა… : )


ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ჩემს ყოველდღიურობაში აწმყო არ არსებობს. ყოველ წამს ან წარსულის აჩრდილი ჩამჩურჩულებს ყურში ან მომავლის სუნთქვა მწვავს ყურისძირს.. აწმყო არ არსებობს ყოველთვის ან 5 წუთით გვიანია ან ადრე. დღეც ამ შეგრძნებით ღამდება და ღამეც ასე თენდება.
რაც კომპიუტერი გამიფუჭდა და იანვარშიც რაც ინტერნეტი არ მქონდა, ასე მგონია მიწას მოვწყდი..
გული სულ აჩქარებული მაქვს და რაღაც გაურკვეველ თავისუფლებას ვგრძნობ.. არ ვიცი რა მჭირს ასე მგონია სახლში მარტო ვარ… ვკითხულობ ბევრს..
სულს მიხუთავს ოცნებები, ხანდახან ისეთი რეალური ხდება ფიქრებში რომ როცა თვალებს ვახელ ტირილი მინდება.
უფრო და უფრო მიჭირს დავრჩე იმად რაც ვარ.. ჩემს ძველ ”მეს” დედას გამოტირებული ბავშვივით ვებღაუჭები :დ
უფრო მას არ უნდა ჩემი გაშვება ვიდრე მე.. ბევრს ვიღებ საკუთარ თავზე. დამოუკიდებელი ადამიანივით ვიქცევი. ერთთავად სხვადასხვა არგუმენტებით ვგრუზავ თავს… მესამე პირში ველაპარაკები.. ვეჩხუბები, ვტირი, ვუხსნი, ვუყვირი, ვეხვეწები…

გულზე მდუღარეს მასხავენ. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ძალიან მკაცრმა მასწავლებელმა შპარგალკა მიპოვა. :დ
გუშინ მივხვდი რომ ჩემი ორი სამყარო ისე განსხავედება ერთმანეთისგან რომ ერთმანეთს ვერასდროს გაუგებენ…
მინდა ვიცოდე რომ კიდევ ძალიან ბევრი წელი დამჩა შეცდომების გამოსასწორებლად, ადამიანების დასდაბრუნებლად რომლებიც სინამდვილეში არაფერში მჭირდებიან.. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ.
ადრე მარკ ტვენის დაახლოებით მსგავსი ფრაზა წავიკითხე: ძნელია იპოვო 60 წელს მიღწეული ადამიანი რომელიც თანახმა იქნებოდა ცხოვრება თავიდან გაევლო.
მე კიდე უკვდავება მინდა :დ სასაცილოა ხო? სახელის უკვდავებაზე არ მაქვს ლაპარაკი. მიმიფურთხებია სახელისთვის.. ალბათ მართლა ბევრი სერიალის ყურება მომივიდა ვამპირებზე :დ
მეცოტავება დრო და ცხოვრება მეცოტავება, ის ყოველდღიურობა რომელშიც ათობით ადამიანი შენს სინდისს ანჯღრევს.. სინდის რომელიც თითიდან გამოწოვილი ფაქტებით გელაპარაკება, რომელიც ძალით თესლი ნაშასავით მოგონილი ცინიზმით გესწერვება. სინდის რომელსაც არ უყვარხარ რომელიც იძულებულია შენთან ”იმუშაოს”.
ასე მგონია ბავშვობის სიზმარში ჩავრჩი.
ისიც მგონია რომ ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი ვარ და როცა ამ ”ვითომ” ცხოვრებაში მძინავს, სინამდვილეში იქ გამოფხიზლებულს წამლებით მთიშავენ და ისევ ამ ”რეალობაში” მაბრუნებენ. მაგრამ რეალურად ეს არის ირეალური გამოგონილი სამყარო, ხანდახან სურვიული მიჩნდება ვმართო აქაურობა, თუ ეს ჩემი სიზმარია და ფანტაზიის ნაყოფი… რატომ არ შემიძლია გავაქრო საძულველი მოგონებები და ადამიანები რომლებიც შეცვლის აუცილებლობის წინაშე მაყენებენ? იძულებულს მხდიან ვიყო ის რაც არ ვარ.
ვხვდები რომ ადამიანებთან ეს ”დუშევნი რაზგავორები” წყლის ნაყვას ემსგავსება და აზრს კარგავს. საპნის ოპერასავით ბანალური ხდება, მაგრამ ჯერ კიდევ მოთხოვნილება მაქვს. მიხარია ხოლმე როცა უცებ ახალ გრძნობას აღმოვაჩენ.
ვალპურგის ღამე მინდა ^^ ჩვენი კუდიანების შეკრება და აზაზელოს მალამო ^^ ეშმაკმა დალახვროს! მაინც ბედნიერი ვარ! რაც არ უნდა მოხდეს მაინც ბედნიერი ვიქნები! მაინც დებილი ოპტიმისტი და იდეალისტი. რამდენი ფეილ ურთიერთობაც არ უნდა მქონდეს. მეორედ არავინ მომცემს ცხოვრების შანსს. მეორედ ვეღარ დავიბადები სამწუხაროდ არც უკვდავი არ ვარ : (((( ხოდა ვინაიდან და რადგანაც ვგიჟდები სიცოცხლეზე! მინდა რომ სულ მიხაროდეს და ბედნიერი ვიყო თუნდაც პაწუკა ფინწიუშკებით. ჯანდაბა! არ მინდა ბევრი ”ნეტა” და ”რატომ” დამიგროვდეს. მთრგუნავს წარსული, მეშინია მომავლის, ვერ ვგრძნობ აწმყოს მაგრამ მაინც მოვახერხებ ამ ”რეალობის” მართვას იმიტომ რომ ეს ჩემი სიზმარია!
სახლში რომ გავალ ბედნიერ დემონს დავხატავ :დ:დ:დ

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to ისევ … და მინდა… : )

  1. Kate_AlukaЯD ამბობს:

    @kastaneda
    კი მართალი ხარ : ))) წავიკითხავ ^^

    Like

  2. ნათია ამბობს:

    ეჰ… როგორ მესმის შენიი…

    Like

  3. kastaneda ამბობს:

    არსებობს სამი დრო,და სამივე აწმყოა.დრო მარადისობის ნიჭია.. თუ არ დაგეზარება ეს წაიკითხე..) http://lib.ge/body_text.php?4391
    და კიდევ,შთაბეჭდილება დამრჩა რომ ის ‘დედასგამოთირებული ბავშვი’ შენ ხარ,რომელიც ვერ ეგუება იმას რომ იზრდება… რავიცი,რავიცი,ასეა?..)

    Like

  4. Seymour Glass ამბობს:

    ერთი კაი ჯიგრული ფილოსოფიური ქვა გინდა ეხლა შენ ^_^

    Like

  5. Me Var ამბობს:

    ხოოო, უნდა მეფიქრა რომ გექნებოდა ნანახი, anyway კიდე უყურე,:D რაღაცნაირი პოსტია ეს და მომინდა რამე დადებითი ემოციის მომტანი მეთქვა შენთვის, (არ გეგონოს გამხნევებ:D, უბრალოდ) აი მაშინ კიდევ ერთხელ დასტკბი :D http://www.youtube.com/watch?v=yk6kEZKlFa4
    პ.ს. არ ვიცი მარტო ვამპირულ სერიალებზე გაქვს პოსტები თუ ფილმებზეც, თუ გაქვს იქნებ დამილინკო, თუ არ გაქვს იქნებ შეგვაწიო კიდევ ერთი ვამპირული პოსტი :))

    Like

  6. siyvarulovna ამბობს:

    ”დუშევნი რაზგავორები” – მე მაინც მიყვარს.
    კიდე ის მიყვარს რომ ყველაფრის მერე ძილის წინ მაინც ბედნიერი ვარ ხოლმე :))

    Like

  7. Kate_AlukaЯD ამბობს:

    @ანა
    ხო მაგრამ მაინც აწორებს ხანდახან ^^ მე მაგრად გამისწორდა იმ დღევანდელი ღამე ჩვენი ^^ ნაკლები იყო იქ დუშევნი რაზგავორები?! აი ძალიან ავივსესპონტში ^^

    @მე ვარ
    ჰმ.. ხუმრობ? ვგიჟდები მაგ ფილმზე ^^ და საუნდტრეკებზე ხომ საერთოდ ^^ აი ძალიან ძალიან მიყვარს ^^ ჩემი ლესტატი ^^ : ))))))

    Like

  8. Me Var ამბობს:

    ჰეი, Queen of the damned გაქვს ნანახი? თუ არა, ნახე. ოღონდ IMDB-ზე ნუ ნახავ რეიტინგს, დაბალი აქვს, მარა მე მინდა რო ნახო :D ღრმა აზრების და რაიმე ახალის გაგების მუღამით არ დაიწყო ყურება. რამოდენიმე პოსტი შემომეკითხა შენი და მგონია რო მოგეწონება. საუნდტრეკები დანამვილებით ვიცი რომ მოგეწონება.

    Like

  9. anna ამბობს:

    ვხვდები რომ ადამიანებთან ეს ”დუშევნი რაზგავორები” წყლის ნაყვას ემსგავსება და აზრს კარგავს.
    ჩემო ქეთი, მაგან დიდი ხანია აზრი დაკარგა ჩემთვის, და მივხვდი რომ არ უნდა ვეძებო სვით მომენტები..

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s