D’oh! I’m getting old :D ანუ უკვე 22 :|


მოკლედ ორიოდ საათში 22 წელი შემისრულდება და ალბათ ასეთი განცდები ჯერ არც ერთ ასაკზე არ მქონია :დ არა ნუ გეშინიათ 21 წლის შეჯამებას არ ვაპირებ, არც იმის მოყოლას რეები გადამხდა ამ 21 წლის მანძილზე და როგორ ვბერდები და ასე შემდეგ : )))) არა ისე მართლა რაღაც სტრანნად ვგრძნობ თავს.. ისეთი მომენტი მაქვს თითქოს ისულელეების ჩადენის უფლება აღარ მქონდეს.. მარა რად გინდა სახლში მაინც ისე მექცევიან როგორც 10 წლის ბავშვს.. :დ
აქამდე არ მიგრძვნია ისიც რომ ასე ვთქვათ დიდი ვარ :დ
მიჭირს წერა.. ფიქრებს თავს ვერ ვუყრი ასე მგონია ერთთავად რაღაც დამბზუილებს თავზე და აზრების მოკრეფვას არ მაცდის.. სულ უფრო და უფრო ძნელად ვიხსენებ ფაქტებს და უკვე მომხდარს.. ყურადღება მეფანტება… ხან თანმიმდევრობა მერევა, ხან მოსაზრებები და დასკვნები ერთმანეთს არ შეესაბამება. როცა ფიქრების ფურცელზე გადატანას ვცდილობ უფრო და უფრო ვიხლართები…

რა მაგარი იქნებოდა შუა საუკუნეებში რომ დავბადებულიყავი მავან და მავან გრაფინიად : ) დილაობით ორი მოახლე დამეხმარებოდა კორსეტის ჩაცმაში და არაფერზე ვიფიქრებდი გარდა იმისა რა ფერის კაბა ჩამეცვა იმ საღამოს ბალზე და რომელი გრაფი მომეხიბლა ამჯერად :დ მაშინ ალბათ უკეთესად დავწერდი წერილებს და მაღალფარდოვნებისაც არ მომერიდებოდა : )

ოდესმე აუცილებლად ჩავჯდები პირველივე მატარებელში… ^^
მაწანწალა ვარ რა ბუნებით :დ სადმე ამერიკის პატარა ქალაქში ჩავიდოდი სადაც ერთმანეთს ყველა იცნობს და უცხოებს უნდობლად ხვდებიან.. სადაც ყველა ეგრევე ხვდება რომ მესნი არ ხარ. : )
ნებისმიერ ადგილს და პირობებს შემიძლია შვეგუო (მგონი).
მათ ნდობასაც მოვიპოვებდი. ადგილობრივ ბიბლიოთეკაში ვიმუშავებდი ალბათ :ფიქრ: ან სახლში ვიჯდებოდი და კომიქსებს დავხატავდი იქაური გამომცემლობისთვის :დ ქალაქში 60 წლების შევროლეს პიკაპით ვივლიდი ^^ კატაც მეყოლებოდა და დილაობით ხალათითაც გამოვიდოდი გაზეთის ასაღებად რომელიც ველოსიპედიანმა ბიჭმა გადმოაგდო გაზონზე : ))) მოკლედ გავიჭერი ოცნებებში… თუ გავაგრძელე გაჩერება აღარ ვიცი :დ
მურაკამს ეწერა მოხეტიალე ადამიანს სამი რამიდან ერთი მაინც უნდა ეხერხებოდეს: ფსიქოანალიზი მქადაგებლაბა და ხელოვნებაო :დ
ფსიქოანალიზს რაც შეეხება ფროიდი ნამდვილად არ ვარ მაგრამ მთელი ცხოვრებაა ადამიანებს ვუსმენ.. რატომღაც არ ვიცი ნდობას ვიწვევ ტუ რაშია საქმე ერთთავად ყველას უცნობს თუ ნაცნობს გულის გადაშლა უნდება ჩემთან :დ არა წინააღმდეგი სულაც არ ვარ პირიქით მიყვარს მოსმენა : ) რაა სხვა ფსიქოლოგობა თუ არა მოსმენა :დ და იმ რჩევების მიცემა ადამიანისთვის რომელიც შენ იგივე სიტუაციაში სულ არ გახსენდება..
ხელოვნება – არის ის რაც ჩემში ყოველთვის იყო არის და იქნება და ალბატ მას ოდესმე აუცილებლად მივცემ გასაქანს… ბოლოს და ბოლოს მთელი ცხოვრება წინ მაქვს :დ როგორ ვერ ვიტან ამ ფრაზას არადა :დ
ქადაგება – იცოცხლე მეხერხება :დ:დ:დ თუ არ გჯერათ ჩემს დაქალებს კითხეთ :დ
ჩემის აზრით მეოთხეც უნდა იყოს ამ სიაში – თავის დაძვრენა :დ არსებოსბ კი რამე სიტუაცია საიდანაც თავი არ დამიძვრენია?! :დ


ამ ბოლო დროს მეტისმეტად პათეთიკური ფრაზები მომდის თავში ჩემს ცხოვრების შესახებ .
მინდა ისეთი რაღაც ვიპოვო რასაც ჩავეძიები, მოვჩხრიკავ. თუნდაც ეს ადამიანი იყოს.. მეშინია რომ ინტერესს ვკარგავ ყველაფრის მიმართ.. ალბათ მალე მარტო სიბრალულის გრძნობაღა შემჩება ადამიანებისადმი. სხვა გრძნობა კი სადღაც ტვინში ჩაიკეტება, იმ პროცენტებს შეერევა რომლებსაც ვერ ვიყენებთ.
ნეტა რას ფიქრობენ უცნობი ადამიანები როცა მხედავენ?! ნეტა არსებობს ვინმე ვისაც ჩემი სჯერა, მენდობა ან ჩემს გვერდით თავს მშვიდად გრძნობს?
მოკლედ საათ ნახევარში უკვე დიდი გოგო ვიქნები ფიფლ იმედია ასაკთან ერთად ათას სისულელეზე ფიქრს გადავეჩვევი..
ჯერ არ მინდოდა ჩემი დაბადების დღე ახლა კი როცა სიცხიანი ვწევარ უცებ მომინდა : (((((( პირველი დაბადების დღეა ჩემი რომელსაც საწოლში უნდა შევხვდე : ((((( არაუშავს ბივაეტ ი ხუჟე : )

ხვალიდან ვიწყებ ყველაფრის მოსწრებას და რაც შეიძლება მეტი გასახსენებელი სისულელეების ჩადენას : ))

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to D’oh! I’m getting old :D ანუ უკვე 22 :|

  1. Zurriuss.GE says:

    სულაც არ არის საჭირო ამ პოსტის წაკითხვა შენი დაბ. დღის მოსალოცად :******

    Like

  2. Lord Vader says:

    ანუ უკვე 22 :|

    ამ ლოგიკით მე კაი ხნის მკვდარი უნდა ვიყო :)

    Like

  3. kevana says:

    ჩემს გულში მარად 21ის იქნები :დ :ამაყ: :გულზებრახუნი:
    :დ :დ :დ :დ :დ

    Like

  4. აქაც გილოცავ! და მშობლების დამოკიდებულებას რაც შეეხება ეგ სულ ეგრეა 22 კი არა 33 ვარ და მაინც პატარა ვგონივარ დედაჩემს :)))

    Like

  5. bluekittie says:

    უი შენც სიცხიანი წევხარ? მეც 2 დღეა ლოგინში ვაგდივარ :|

    Like

  6. გილოცავ კეიტ! კარგია აზრები რომ გერევა, ე.ი. ცოცხალი ხარ!
    ყოველ დაბადების დღეზე მეც (და მგონი ყველაც) ისე ვირევით… თან მიხარია და თან არ მიხარიას რომ იტყვი ისეთი დღეა.

    Like

  7. siyvarulovna says:

    მე მეჯრა, გენდობი და შენს გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობ :)

    პ.ს რატომრაც 22 წელი ყოველთვის დიდი მეგონა მაგრამ შენ რომ გიყურებ ვხდები, რომ არც ისე დიდია ^^

    გილოცავ ბუ :*

    Like

  8. sofo says:

    გილოცავ :) მეც დაახლოებით იგივე განცდებში ვიყავი 22-ს რომ გავხდი :)

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s