მე წითელი მქვია

ლეგენდები და ნახატები ერთმანეთის მსგავსებით კი არ რჩება ისტორიაში, არამედ იმით რითაც ერთმანეთისგან განსხვავდება. ნამდვილი ოსტატი ის მხატვარია, ვინც ერთმანეთისგან განსხვავებულ ლეგენდებს მსგავსად ხატავს.

“ახლა მე მკვდარი ვარ – ერთი გვამი, რომელიც ჭის ფსკერზეა დაგდებული. კარგა ხანია რაც სული ამომხდა, გულიც გამიჩერდა, მაგრამ ეს არავინ იცის.” – ასე იწყება ორჰან ფამუქის ეს რომანი (Benim Adım Kırmızı). წიგნი 12იოდე წლის წინ დაიწერა სიუჟეტი კი შუასაუკუნეების თურქეთში, კერძოდ სტამბულში ვითარდება, ზამთრის პერიოდს.. 9 დღეში განვითარებული ამბავი.. მხატვრების სამყარო, სადაც ფადიშაჰისთვის შედევრები იქმნება. სადაც ხატავენ ალაჰის თვალით დანახულ ქვეყანას, სადაც კადნიერებად ითვლება ნახატზე რაიმე ნიშნის დატოვება რაც ავტორს ამხელს, სადაც ურჯულობაა საკუთარი სტილის ქონდა და პერსპექტივის გამოყენება, სადაც ევროპული მხატვრობა სიკვდილივით საშიშია..  ამბავი იწყება იქიდან როცა სტამბულის ერთ-ერთ მიყრუებულ ქუჩაზე მკვლელობა ხდება. თავიდან წიგნში მომხიბლა წერის მანერამ. რომანის თითოეული პერსონაჟი ცალ-ცალკე მოგვითხრობს თავისი თვალით დანახულს. ყველა პერსონაჟი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. რომანში არის უამრავი ხასიათი შექმნილი.. ამბავს გვიყვება მოკლული ზარიფ ეფენდი, მისი მკვლელი, მხატვართუხუცესი და მისი ლამაზი შავთვალება ასული შექურე, მედაჰი და ძაღლი, ფული და ორი დერვიში, ცხენიც კი და თვით წითელი ფერი, რომელიც ყველგან არის ნამყოფი, ლამაზი ქალის კაბაზე თუ ბრძოლის ველზე…

ისტორია არის ძალიან საინტერესო, თურქული მხატვრობა, მითოლოგია, ფანატიკური რწმენა, რელიგია.. რომანში კი ყველა ჯანრის მკითხველი იპოვის თავისას, თავგადასავლებს, დეტექტივს, სიყვარულს, ხელოვნებას, მისტიკასაც კი. : ) ადამიანური სისუსტეების, ბრაზის, გრძნობების, შემოქმედების, თვით გადარჩენის ინსტიქტის, შურის, აგრესიის, დაუცველობის, შიშის და სხვა მრავალის უზარმაზარი თაიგული…

გაინტერესებთ როგორ უნდა დახატოთ ის რაც არ გინახავთ, როგორ უნდა დახატოთ სიკვდილი, რას ნიშნავს იყო ფერი, რატომ არის ალაჰის საჩუქარი მხატვრისთვის სიბრმავე(…). მაშინ წაიკითხეთ ეს წიგნი : )))

და ბოლოს ბონუსად ვასასის პოსტი ♥

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in წიგნები ♥ and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

18 Responses to მე წითელი მქვია

  1. გამოხმაურება: როგორ მოხვდი ჩემთან.. « სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

  2. ana ამბობს:

    gmerto chemo aq risi povnac ginda imas xom ver ipovi raaaa………ra ssuleleebi weria?!:(au turqetze minda mitologiaaaaaa…….

    Like

  3. murat kiyak ამბობს:

    მე ერთი ხე ვარ:

    ეს სივასელი შაში ნედრეთ ხოჯაც ლამაზი ბიჭებისა და მხატვრობის სიყვარულს გმობდა. თურმე იმასაც ამბობდა ყავა ეშმაკების მოგონილიაო და მისი დამლევი ჯოჯოხეთში მოხვდებაო ჰეი სივასელო, დაგავიწყდა როგორ დაიხარა ჩემი უზარმაზარი ტოტი?გიამბობთ მაგრამ დაიფიცეთ,რმ არავის ეტყვით.ღმერთმა დამიფაროს ტყუილის თქმისგან!
    ერთ დილას გავიხედე და ეს სივასელი ხოჯა და მინარეთის სიმაღლე,ლომისთათება დევივით კაცი ჩემს ტოტზე ამობობღდნენ ხშირ ფოთლებში დაიმალნენ და, ბოდიშს ვიხდი ჭახაჭუხით საქმიანობდნენ .შემდეგ იმ სატანამ სივასელს სიქა რომ გააცალა, ყურქვეშ ნაზად კოცნა დაუწყო თან ჩასჩურჩულებდა ყავა ცოდვაა,ყავის სმა ჰარამია( შარიათი) ასე რომ ვისაც სჯერა ყავის სმა ცოდვაა ჩვენი რჯულის კი არა სატანის მიმდევარია.
    ბოლოს ევროპელ მხატვრებზეც უნდა გითხრათ რაღაცა გაიგონ მათმა მიმბაძველებმა უჯიშოებმა და ჭკუა ისწავლონ.
    ეს ევროპელი მხატვრები მეფეების,ბერ მონაზვნების,დიდებულების,ის კი არადა ქალბატონების საახეებსაც ისე ხატავენ რომ ქუჩაში იცნობ სურათზე დახატულ ქალს.ევროპელების ცოლები ქუჩაში თავისუფლად დაიარებიან ესეც არ იკმარეს და უფრო შორსაც წავიდნენ უზნეობაზე არ გეუბნებით მხატვრობაზე.
    ერთხელ ორი ცნობილი ევროპელი მხატვარი წყეში სეირნობდა.მხატვრობაზე,ხელოვნებაზე საუბრობდნენ თურმე .იმას, რომელიც უფრო დიდი ოსტატი იყო მეორესთვის უთქვამს:ახალი ხერხებით ხატვისას საჭიროა ისეთი უნარი,რომ თუ ამ ხეებიდან ერთ ერთს დახატავ,სურათის მნახველს,სხვა ხეებისგან გამორჩევა შეეძლოსო.
    მადლობას ვწირავ ალაჰს!კიდევ კაი ასეთი ჭკუით არ დამხატეს.იმიტომ კი არა რომ მეშინია,თუ ევროპულ ყაიდაზე ვიქნებოდი დახატული, სტამბოლელ ძაღლებს ნამდვილი ვეგონებოდი და ფესვებზე მომაფსამდნენ.არა, მხოლოდ ის მინდა,ხე კი არ ვიყო არამედ მისი იდეა.

    Like

  4. murat kiyak ამბობს:

    ორჰან ეფენდი :დ ძალიან მიყვარს ეს მწერალი როგორც პიროვენბა და მისი წიგნებიც თურქულათაც წაკითხული მაქ და ქართულადაც ახლა რომ გამოვიდა ის თარგმანი და ძალიან კარგი თარგმანია მართლაც. ვაფშეტა ორჰანი და მაგის წიგნები თურქეჩი არ უყვართ სომხების პონტში^^

    Like

  5. kevana ამბობს:

    კარგი ანალიზია

    Like

  6. finiki ამბობს:

    ვნახე თურქულად online ^^ ჩავუჯდები, რა მაგარია ^^

    Like

  7. finiki ამბობს:

    ეს წიგნი თურქულად სად ვიშოვო ხომ არ იცით? :S

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      თურქული იცი? ^^
      ისა არამგონია აქ იყოს :| გამოწერით ად პდფ ფორმატით :|

      Like

      • finiki ამბობს:

        ვიცი რა, დრო იყო ვიცოდი, დიდ ხანს ვსწავლობდი, თუმცა რადგან შეხება აღარ მაქვს მავიწყდება ნელ-ნელა და ამიტომ მინდა გავიხსენო, ძალიან მიყვარს ეს ენა რატომღაც :)
        აქ ალბათ არსად იქნება, ვიფიქრებ გამოწერაზე, პდფ-იც ვერსად ვნახე, არადა ძალიან მომინდა, შენი პოსტის წაკიტხვის შემდეგ კი მეტი ვერაფერზე ვფიქრობ გარდა ამ წიგნის წაკითხვის სურვილისა :)

        Like

  8. Grio ამბობს:

    კარგია ქეთ, პამუკზე ვისაუბრეთ ბოლოს, გახსოვს? მეც ძალიან მომწონს. ალბათ გეცოდინება, რომ თურქეთიდან სახალხოდ გააძევეს. ჯევდეთ ბეი და ვაჟიშვილებიც კარგია და საერთოდ თურქული ენის სიმარტივის გამო ლიტერატურა უფრო ადვილად იკითხება.

    Like

  9. vasasi ამბობს:

    ფრიად მოულოდნელი იყო ჩემი ბლოგის აღმოჩენა.. :))

    მადლობა, ქეთ.. <3 :*

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s