როგორ გავხდი იდიოტი

“ადამიანთა სიბრიყვე ჭკუის ნაკლებობის კი არა, სიმამაცის ნაკლებობის ბრალია” –

არა მე არ გავმხდარვარ იდიოტი, უკვე ვიყავი : ) პოსტი მარტენ პაჟის რომანს “როგორ გავხდი იდიოტი”-ს ეძღვნება : )

გიფიქირიათ ოდესმე რომ ჩვენი ყველა უბედურებების, პრობლემების, ტვინში “გონკების” წყარო ჭკუაა? თუ არც იმდენი ჭკუა გვაქვს რომ მას შევეწუხებინეთ?! : ) აი ანტუანს კი აწუხებს.. მას ალკოჰოლიკობაც არ შეუძლია ისე საგანი თუ არ შეისწავლა : )))) მისი შთაგონებით ახლა ვიწერ ფილმს “full metal jacket“-ს რომელიც ნუ რა ვქნა არ მაქვს ნანახი :დ, ვიწერ, რა იცი რა ხდება იქნებ მეც შევძლო ვუთხრა მსოფლიოს: “დედანატირებ ქვეყანაში ვცხოვრობ, მაგრამ ცოცხალი ვარ და არაფრის მეშინია”-თქო : )) ანტუანისთვის ჭკუა ზედმეტი ბარგია, ყველაზე დიდი ავადმყოფობა რომლის გამოც არავინ თანაგიგრძნობს … ანტუანი ინტელექტს ევოლუციის შეცდომად თვლის. თვლის რომ ჭკუა წყევლაა..

ალბათ გაგიგიათ გამოთქმა წიპა: ნაკლები გეცოდინება გვიან დაბერდებიო. : ))))

რატომ არ არსებობს ანონიმურ ჭკვიანთა კლუბი?! წარმოიდგინეთ რა მაგარი იქნებოდა თქვენ დგებით და ამბობთ: “გამარჯობა, მე მქვია – – – – და მე ჭკვიანი ვარ” დანარჩენები ტაშს გიკრავენ და მერე ყველა ყვებით თქვენ თქვენი გაჭკვიანების სევდიან ისტორიებს… როგორ გაძალებდნენ მშობლები ბავშვობაში მეცადინეობას, როგორ ნარკოტიკივით მოქმედებს თქვენზე წიგნები და როგორ არ შეგიძლიათ გულგრილად ჩაუაროთ ბიბლიოთეკას… : ))))

მოკლედ ანტუანს გონია რომ წრეზე დადის და რაც არ უნდა გააკეთოს ისევ საწყისს უბრუნდება. იტანჯება “ჭკუის კოლოფობის” გამო. ხოდა ერთხელაც გადაწყვეტს ამ ყველაფერს წერტილი დაუსვას! სწორედ აქ იწყება ოპერაცია კოდური სახელწოდებით “იდიოტი” :დ მოკლედ ეს არის ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი, გაკვეთილი იმისა როგორ გავხდეთ იდიოტები. თუმცა პაჟს თუ დავუჯერებთ ჩვენ უკვე დიდი ხანია იდიოტები ვართ. ავტორი დასცინის სნობებს, ადამიანებს რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს არა თავიანთი ნიჭის არამედ უაზრო შემთხვევითობის წყალობით. დასცინის იმ ადამიანებს რომელებიც საცოდავი არარაობები იყვნენ მაგრამ ფულმა და ძალაუფლებამ აფიქრებინა თითქოს სხვებზე მაღლა იდგნენ. დასცინის ადამიანებს რომლებიც თანამედროვეობის, მოდის და ტექნიკის მონებად იქცნენ. ვისაც ბედნიერება სიმდიდრე გონია…

ადამიანს შეიძლება უამრავი რამ ქონდეს წაკითხული ფროიდით დაწყებული პლატონით დამთავრებული, შეიძლება პეპსის და კოკა კოლასაც კი არჩევდეს ერთმანეთისგან ან შეეძლოს კვანტურ ფიზიკაზე საკმაოდ დამაჯერებლად მსჯელობა და დაჟე დახურული წრედისთვის ომის კანონიც იცოდეს, : ))))) მაგრამ მაინც კრეტინი იყოს.. მთავარი შინაგანი ინტელექტია სწორედ მისი ჩახშობა უნდა ანტუანს..

წიგნში ყველაზე მეტად ანტუანის მსჯელობები მომეწონა.. მისი მეგობრები, პარიზული სიტუაციები მიუხედავად იმისა რომ პარიზს ვერ ვიტან.

საბოლოოდ სამყაროში არ არსებობს ცნება ზევით ან ქვევით. ასევე არ არსებობს წერტილი საიდანაც იწყებ სვლას. ისევე როგორც წრეს საწყისი არ აქვს..

ჩემის აზრით ღირს ამ წიგნის წაკითხვა თუნდაც იმიტომ რომ გაიგოთ რითი დამთავრდება ეს ყველაფერი : )

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in წიგნები ♥ and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

18 Responses to როგორ გავხდი იდიოტი

  1. javaxa7 ამბობს:

    კიდევ ერთხელ წავიკითხავდი.. :)

    Like

  2. რუსა ამბობს:

    როგორ დამაინტერესა! ქართულად თუ არის აუცილებლად წავიკითხავ! მადლობა,ძალიან საინტერესო პოსტი იყო.. :*

    Like

  3. nutsa ამბობს:

    მეც ვწერ ხოლმე შთაბეჭდილებიანახალწიგნწაკითხულიან პოსტებს(http://nutsadom.blogspot.com). მორიგი მათგანი მინდოდა პაჟის წიგნზე დამეწერა და მივხვდი, რომ თითქმის აღარაფერი მახსოვს მისგან:| ჰოდა, სანამ გადაკითხვა გადამიწყვეტია ქართულს ბლოგოსივრცეში ამ პოსტს მოვაგენი – გემრიელი ნაწერია :)

    Like

  4. gio_samsiani ამბობს:

    keti sheni shtagonebit wavikitxe es wigni momewona kai iyo

    Like

  5. bluekittie ამბობს:

    გამოგივიდა ჩემი დაინტერესება :D

    Like

  6. Agasfer ამბობს:

    ამაზე ამბობდი, საინტერესო წიგნს ვკითხულობო? ))

    Like

  7. molly bloom ამბობს:

    და პარიზმა რა დაგიშავა?

    პაჟი მეც მომეწონა. გემრიელი წიგნია :)

    Like

  8. tjorven ამბობს:

    uva damainteresa ^^

    Like

  9. Kate_AlukaЯD ამბობს:

    @Fish
    პოსტი თუ წიგნი :დ

    @1წელი
    ვაიმე :დ:დ:დ

    @მარი
    გგავს რაღაცით ისე :დ

    @ანდან
    გამოაქვეყნე მერე ^^

    Like

  10. ანდან ამბობს:

    2 თვის წინ წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ესსეც დავწერე, მარა ჯერ–ჯერობით დრაფტებში მაქვს შემონახული :)

    Like

  11. Mari ამბობს:

    ვერ მოვიცალე ამ წიგნის საყიდლად. არადა ძალიან მაინტერესებს. აი, საშინლად მაინტერესებს რა ჭირს მაგ ადამიანს და საერთოდ, რას ფიქრობენ და განიცდიან მასეთები.

    Like

  12. 1 წელი ამბობს:

    კვანტური ფიზიკა გამეგება და დახურული წრედისთვის ომის კანონიც ვიცი, Omg

    Like

  13. Fish ამბობს:

    მომეწონა!

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s