მორიგი ბლადუნი : )


არ ვიცი არ მესმის, შეიძლება მე ვეღარ აღვიქვავ რეალობას ან მეჩვენება რომ ყველაფერი ან ძალიან მარტივადაა ან ძალიან რთულად. დროის შეგრძნება მაქვს დაკარგული. ვერ ვიხსენებ მნიშვნელოვან ფაქტებს. მერევა მომენტები ერთმანეთში. როდის რა მოხდა და როგორ.. არ ვიცი მე ვერ ვარქმევ სახელს რა მჭირს ვერ ვიგებ. ჩემი ტვინი დამოუკიდებლად მოქმედებს. ბლოკავს ინფორმაციას რომელიც განსაკუთრებით მგრუზავს და სადღაც უჯრაში კეტავს, რეალურობას ართმევს და ისეთი გრძნობა მაქვს ხოლმე თითქოს არ მომხდარა. სიზმარში მგონია თავი. უსიამოვნო სიზმარში რომელიც დილით არ გახსოვს მაგრამ მთელი დღე “პახმელიასავით” არის : )
თავგადასავლები მომენატრა : ((( ცეცხლთან თამაში… იმ წყალში ცურვა საიდანაც მშრალი ამოვალ. მენატრება ამოუწურავ და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა : ((( რაც დრო გადის უფრო და უფრო ვიწყებ იქ სადღაც გადასახლებას..  : (

დროდადრო ნიჭიერ და სათუთი გრძნობებით დაჯილდოვებულ ადამიანებს აეკვიატებათ ხოლმე ფიქრი საკუთარი სულის თაობაზე; გენიოსების მსგავსად ისინიც გაარღვევენ პიროვნების მოჩვენებით მთლიანობის ზღუდეს, შეიგრძნობენ, რამდენად დანაწევრებულია მათი ბუნება და საკუთარ თავს მრავალ “მესგან” აკინძულ კრიალოსნად წარმოიდგენენ. მაშინ საკმარისია იმის თაობაზე ერთი სიტყვა დაგცდეს, რომეს ადამიანები უმრავლესობამ ოთხ კედელში გამოკეტოს, საშველად მეცნიერებას მოუხმოს, დაუდგინოს შიზოფრენია და კაცობრიობას თავიდან ააცილოს ამ უბედურების პირიდან ჭეშმარიტების საფრთხე.

ჰესე. “ტრამალის მგელი”

ახლა ვკითხულობ ძალიან მომწონს ^^ აქამდე პაჟის “როგორ გავხდი იდიოტი” წავიკითხე ამ წიგნზეც აუცილებლად დავწერ ცალკე პოსტს ^^ საერთოდ გადავწყვიტე შთაბეჭდილებიანიახალწიგნწაკითხულიანი პოსტებიც დავწერო ხოლმე : ) იმედია შენ ჩემზე მშვიდად ხარ : ) წავალ ვანაში ჩავესვენები ^^

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to მორიგი ბლადუნი : )

  1. ilyaverse ამბობს:

    drois shegrdzneba mec dakarguli maqvs : ((

    Like

  2. Mari ამბობს:

    “ბლოკავს ინფორმაციას რომელიც განსაკუთრებით მგრუზავს და სადღაც უჯრაში კეტავს” – მეც სულ ასე მემართება. ალბათ თავდაცვის ინსტიქტია. თუმცა ზოგი მეუბნება, უპასუხისმგებლობის გამოვლინებააო.
    ჰო, კიდევ სადმე გადასახლებასთან და ცეცხლთან თამაშთან დაკავშირებული იდეები რომ მაწუხებს, სასწრაფოდ ვცდილობ ვინმეს მეთვალყურეობის ქვეშ მოვექცე, თორემ ექსტრემალური გასართობების წინაშე გონება მეკეტება.

    Like

  3. Kate_AlukaЯD ამბობს:

    @anna
    ერთმანეთს ვუშველოთ ძეტკა :D

    @ნათი
    მე მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ :)))

    @Nimpa
    მართალი ხარ ცამდის ^^

    @ზუ
    ხო მაგრამ არასდროს მავიწყდება რომ მედალს ორი მხარე აქვს და პაწუკა რაღაცებიც მახარებს ხოლმე ^^ ხოდა მალე ჩამო თბილისი ცარიელია უშენოდ :(((

    Like

  4. Zurriuss.GE ამბობს:

    ცოტა უნდა გაიარ-გამოიარო, მე ასე მგონია. ხან ქვას წამოკრავ ფეხს, ხან მანქანის დაპიპინება გამოგაფხიზლებს და ესეც შენი დაუბლოკავი ცხოვრებისეული პატარ-პატარა უარყოფითები, რომლებიც კვლავ ფორმაში დაგაბრუნებს ;)
    მოკლედ, ჩამოვალ და მოგხედავ :დ

    Like

  5. Nimpa ამბობს:

    tramalis mgeli, dzlieri nawarmoebia…

    tu cocxali xar, e.i. yvelaeri jer kidev kargad aris.

    Like

  6. siyvarulovna ამბობს:

    ვანიდან ამოვესვენე ამ წამს და შენი სიტყვები “მერევა მომენტები ერთმანეთში. როდის რა მოხდა და როგორ.. ” ტყვისავით მომხვდა. მეც ეგრე ვარ :)

    მაგრამ მე კარგად ვარ :) რაღაცნაირი კარგი პერიოდი მაქვს

    Like

  7. anna ამბობს:

    არ ვიცი არ მესმის, შეიძლება მე ვეღარ აღვიქვავ რეალობას ან მეჩვენება რომ ყველაფერი ან ძალიან მარტივადაა ან ძალიან რთულად. დროის შეგრძნება მაქვს დაკარგული.- ანალოგიურად ვარ მეც და რაც მთავარია, ვერ ვხვდები რა ვქნა რომ მდგომარეობა გამოვასწორო …

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s