2011 წელი წლების და ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მოკლედ 4იოდე საათში ან ხუთიოდეში ახალი წელი დაიწყება კუდღლის და კატის წელი : ) კატა კურდღლის : ) დამთავრდა 21 ე საუკუნის პირველი ათწლეული : ) ეს წელი ლითონის წელია. ზოდიაქოს ნიშნებისთვის თილისმა ლითონი იქნება – ვერცხლი. კარგი იქნება ვერცხლის ნაკეთობის კისერზე ჩამოკიდება და ყოველ სავსე მთვარეზე თქვენი თილისმის დამუხტვა. მზის ჩასვლის შემდეგ, დაიდეთ თქვენი თილისმა ხელის გულზე და მთვარის სხივს მიუშვირეთ. გაუგზავნეთ მას სასიკეთო აზრებისა და განწყობის ენერგია, შემდგომ დატოვეთ იგი ფანჯარასთან დილამდე, მთვარის შუქზე. იგი დაგეხმარებათ ცხოვრებაში. თუ თავი აგტკივდათ, ეს თილისმა წარბებს შუა დაიდეთ და ხასიათზეც მალე მოხვალთო ასე გვითხრა ბატონმა ცაგარელმა : )
რაც შეეხება ჩინურ ჰოროსკოპს, ეს წელი წინა წელზე გაცილებით მნშვიდი იქნებაო გვპირდება კოსმოსი. კატა კურდღლის წელი განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი იქნება ხელოვანი ხალხის მიმართ : ) ეს წელი კარგი ყოფილა დასაქორწინებლად ასე რომ ვინც აქამდე ვერ ბედავდით თამამად შეგიძლიათ მთხოვოთ ხელი : D: D:D: D: D 

ჩინური ჰოროსკოპი 2011 (კატა-კურდღლის)  წლისთვის

ვირთხა


ვირთხის ნიშნისთვის ეს წელიწადი უღრუბლო არ იქნება, ვინაიდან ბოცვერი და ვირთხა ვერ იტანენ ერთმანეთს. ბოცვერს დიდად არ მოსწონს ვირთხა და, თუ მიეცა ამის საშუალება, წინად მიყენებული უსიამოვნების გამო ის ერთიანად იყრის ჯავრს. ამის გათვალისწინებით ვირთხის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს არ ვურჩევდით წლის ნიშნის – ბოცვრის გაღიზიანებას. ამ წელს უმჯობესია იცხოვროთ მშვიდობიანად, არ ჩაებად კონფლიქტებში, ნამეტანი არ აიღოთ საკუთარ თავზე და არ დასახოთ გრანდიოზული გეგმები.
ბოცვრის წელიწადში ყველაზე გამართლებულია, რომ ვირთხის ნიშანმა დრო მოახმაროს ახლობლებთან ყოფნასა და ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგებას. ბოცვერი ამას სათანადოდ შეაფასებს და ხელს არ შეუშლის.
ბოცვრის წელი არ არის ხელსაყრელი პროფესიული განვითარებისა და წინსვლისთვის და არც ბიზნესისთვის. მაგრამ ამ ნიშნისთვის სავსებით შესაძლებელია პირადი გრძნობების მოწესრიგება, თუ მოინდომა ამ სფეროში არაფერს არ დაკარგავს პირიქით ბევრს მიაღწევს კიდევაც.    თამამად შეუძლია დრო დაუთმოს  hobby – ის, რომლისთვისაც აქამდე ვერ იცლიდა, ვინაიდან წინა პერიოდში მთელი ძალისხმევა სხვა სფეროებში შედეგის მიღწევაზე ჰქონდა მიმართული. ამჟამად თავი მთლიანად შეუძლია მიუძღვნას ამ გატაცებებს.

 

ხარი

ამ 2001 წელს ხარს აუსრულდება ცხოვრებაში ყველა მისი გეგმები. განზრახულის განხორციელებისათვის იგი ყველაფერზე წავა, მზად იქნება ისწავლოს, მიზანმიმართულად და შეუპოვრად მიაღწიოს
თავის მიზანს. აი, მოთმინება, შრომისმოყვარეობა და სერიოზულობა მას უხვად აქვს, და 2011 წელს ეს ძალიან გამოადგება. შესაძლოა მას არ უყვარს ფორიაქი და აჩქარება, სამაგიეროდ ხარს ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს წამოწყებული საქმე.
ჰოროსკოპის შემქმნელნი დარწმუნებულნი არიან, რომ კურდღლის წელს ლიტერატურის კითხვა მოიტანს ხარისთვის არც თუ მცირე კმაყოფილებას, დაეხმარება საკუთარ თავში გაერკვას, საკუთრი თავის შეცნობისადმი მისწრაფების წყალობით და ცხოვრებას გახდის მეტად უფრო სავსეს და საინტერესოს.

ვეფხვი

ვეფხვისთვის 2011 წელი გვპირდება კარიერული ზრდის არც თუ ისე ცუდ პოტენციალს, ცოდვა იქნება ამით არ ისარგებლოთ. თავში ახალი იდეები და პერსპექტიული გეგმები წამოტივტივდება. ვეფხვის ოჯახში სიმშვიდე და თნხმობა იქნება. თელი 2011 წლის მანძილზე იქნება ვეფხვი გარემოცული სიყვარულითა და ზრუნვით.
ზურგი დაცულია, ამიტომაც შესაძლებელი იქნება ხელი მოჰკიდოთ ბიზნესს და დათქმულ საქმეებს. ავისმოსურნეები და მოშურნეები სამუდამოდ გაქრებიან თქვენი ცხოვრებიდან.
ჰოროსკოპი გპირდებათ – კურდღლის წელს ენერგია და ძალა მოზღვავებული იქნება თქვენში, ჯანმრთელობაზე ზრუნვაც კი არ დაგჭირდებათ.
თქვენთვის ყველა გზა ხსნილია!

კატა (კურდღელი)

2011 წელი კურდღლისთვის, როგორც ამ წლის სიმბოლოსთვის, უპირობოდ წარმატების წელი იქნება. მას ელის წარმატება და აყვავება მრავალი სახის საქმიანობაში.
შინაური კურდღლები თავიანთი ოჯახის გარემოცვაში იქნებიან ბედნიერნი, ყოველი უიღბლობა და პრობლემები
გვერდს აუქცევენ მას.
იმ კურდღლებისათვის კი, რომლებიც ოჯახურ ბედნიერებას მოისურვებენ, 2011 წელი ჰპირდება იყოს მშვიდი, უდარდელი და მხიარული. კურდღლებს შეეძლებათ მიიღონ მრავალი სიამოვნება, და ბოლოს, ხელი მოჰკიდონ საყვარელ საქმეს. მათ მოელით შვებულებაში წასვლა და დროის კარგად გატარება.
არ ღირს ზედმეტად დაძაბვა ამ წელს, დაისვენეთ – თქვენ ხომ ამას იმსახურებთ!

დრაკონი

ახალი 2011 წელი დრაკონისთვის საინტერესო იქნება. დრაკონი მიიღებს სიამოვნებათა ზღვას, იმოგზაურებს რა რომელიმე ქვეყანაში როგორც ტურისტი. უნდა აღინიშნოს, რომ საზღვარგარეთ საქმიანი შვებულებები სხვა ქვეყანაში სწავლების მიზნით ამ 2011 წელს შესაძლებელი გახდება, ამიტომაც დრაკონებს მოუხდებათ ხშირი მგზავრობა. დრაკონებს უყვართ საყოველთაო ყურადღება და სიამოვნებით „კუდს იგრძელებენ“, რათა თავი აჩვენონ ადამიანთა წინაშე კარგი მხრიდან. თეთრი კურდღლის წელს მათ ეს მოუხერხდებათ, ისინი იბრწყინვალებენ, თვალწარმტაცნი და როგორც არასდროს მომაჯადოებელნი იქნებიან.
დრაკონები ღირსეულად გადალახავენ ყოველ დაბრკოლებას, თავიანთი 2012 წლის მოლოდინში!

გველი

2011 წლის ჰოსორკოპის შესაბამისად 2011 წელი გველს მოუტანს მატერიალურ კეთილდღეობას და დაიცავს პესიმიზმისა და იმედგაცრუებისაგან. გველი მიზანმიმართულად წინ იმოძრავებს მონიშნული მიზნისაკენ და მიიღებს იმას, რაზეც იგი ასე დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა. მხოლოდ არ ღირს მასზე ჯიქურ მისვლა, სჯობს ღია სულითა და გულით.
შორსმჭვრეტელობა და სიბრძნე გველს დაეხმარება დაინახოს თავისი ბედი რამდენიმე ნაბიჯით წინ. კურდღლის წელს გველი „ინებივრებს“ სიყვარულში და საზოგადო ყურადღებაში. მას სურვილი გაუჩნდება სამყაროს შეცნობის, გატაცებული იქნება ფილოსოფიით, რელიგიით, ეზოთერიკით ან სხვა ცოდნის არანაკლებ საინტერესო სფეროთი.

ცხენი


ცხენისთვის 2011 წელი გვპირდება იყოს ვნებით აღსავსე. ცხენი სრულად მიეცემა სიყვარულს, მას ძალიან გაუძნელდება შეეწინააღმდეგოს ესოდენ ძლიერ გრძნობას. კარგია, თუ ამდაგვარი ვნება აღმოცენდება მეორე ნახევრის მიმართ, ეს მხოლოდ განაახლებს და გააუმჯობესებს ურთიერთობებს. და თუ არა… გვინდა გავაფრთხილოთ, რომ რომანები, რომელიც შესაძოა აღმოცენდეს ამ წელს ცხენისთვის არასერიოზული და არამუდმივია. გვინდა მოვუწოდოთ ცხენს გონიერებისკენ, რამდენადაც შესაძლოა მან ბევრი შეცდომა დაუშვას. და შედეგად ინანოს ჩადენილის გამო. კურდღლის წელი ცხენისთვის ამ გაგებით არასაიმედოა. საიმედო ურთიერთობები კი წარმატებას მიაღწევს, მართალია იმ პირობით, რომ თქვენ განაგრძობთ ამისთვის შეუპოვრობას და იშრომებთ დიდებისთვის.

თხა


თხისთვის 2011 წელი გვპირდება იყოს წარმატებული. ბოლოს და ბოლოს იგი შეძლებს მიიღოს არა მარტო დამსახურებული ნიშანი მისი ღირსებისთვის, არამედ სამსახურში დაწინაურებაც. ყოველივე ამასთან ერთად, მას ელის წარმატება საწინააღმდეგო სქესთან. კურდღლის წელს ის ხშირად იქნება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, გაუწევს რა მათ დახმარებას და მხარდაჭერას. თხა კეთილგონიერებისა და საქმისადმი სწორი მიდგომის წყალობით შეძლებს გადაწყვიტოს დიდიხნისწინანდელი საკითხები. ახალ წელს მოსალოდნელია ბევრი შეხვედრები, საქმისაღამოები და მოწვევები. ის იქნება ყურადღების ცენტრში და საყოველთაო პატივისცემაში, თხას შეეძლება დატკბეს ურთიერთობით და საზოგადო აღიარებით.

მაიმუნი

2011 წელი მაიმუნისთვის ძალიან წარმატებულია, სამსახურში და ბიზნესში ყველაფერი წარმატებით აეწყობა. თქვენ შეგიძლიათ ხელი მოჰკიდოთ ნებისმიერ, თუნდაც რისკიან საქმეს. არ გამოტოვოთ თქვენი შანსი, დადგა დრო მოქმედების, რადგან უკეთეს დროს, ვიდრე კურდღლის წელია, ვერ მოიფიქრებ. მაიმუნს ყველაფერი მოეცემა ადვილად და დაუძალებლად, თითქოსდა თავისით, ხილული ძალისხმევის გარეშე.
მაიმუნი იქნება მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში, კარგი განწყობა მას გარატირებული აქვს მთელი 2011 წლის მანძილზე. არაფერს და არავის შეეძლება იგი წყობიდან გამოიყვანოს.

მამალი


მამლისთვის 2011 წელი იქნება საკმაოდ მშვიდი, იგი არაფრისკენ და არავისკენ არ დაიწყებს სწრაფვას, რომ დაიძაბოს და ზეციდან ვარსკვლავების ჩამოღებას ცდილობდეს. უსიამოვნებებს კურდღლის წელი არ მოგიტანთ, შეგიძლიათ მოდუნდეთ და უბრალოდ იგრძნოთ თავი ბედნიერად.
2011 წელს გმართებთ გამოავლინოთ მოქნილობა და ტოლერანტურობა გარშემომყოფთა მიმართ. გასული წელი იყო რთული, დაკავშირებული უსიამოვნო მოგონენებსა და საზრუნავებთან. ახალი წელი კი მამლისთვის იქნება თავისებურ ბუფერად, სადაც იგი შეძლებს კარგად დაისვენოს, მოიკრიბოს ძალები, „ბუმბულები გაისუფთავოს“ იმისათვის, რომ მომავალ წელს რეალურად განახორციელოს დასახული გეგმები და სურვილები.

ძაღლი

2011 წელი ძაღლისთვის ჩაივლის დასვენების ატმოსფეროში. ის შეძლებს მიიღოს ახალი ცოდნა და თავისი ძალისხმევა მიმართოს საკუთარ თავში სულიერი თვისებების განვითარებისკენ. ძაღლი შეიძენს ბევრ ახალ მეგობარსა და თაყვანისმცემეს. 2011 წელი ჰოროსკოპის მიხედვით კეთილგანწყობილია მათ მიმართ, ვისაც სურს განამტკიცოს თავისი კავშირი და შექმნას ოჯახი. ხოლო ახალი საქმის წამოწყება ამ წელიწადს არ ღირს. ბიზნესში რთულია იქონიო იოლი წარმატების მოლოდინი.
კურდღლის წელი (ან კიდევ როგორ უწოდებენ მას – კატის წელი) ძაღლისთვის ბიზნესის მხრივ არც თუ ისე კარგია. ამიტომ, შესაძლოა მცირედი ფინანსური დანაკარგი, მაგრამ სრულ გაბანკროტებასაც არ ექნება ადგილი. სულ ერთი რამ მოგეთხოვებათ, ეცადოთ შეინარჩუნოთ მატერიალური სახსრები იმავე დონეზე.
და ეს ყველაფერი ძაღლსა და კატებს შორის განუწყვეტელი მტრობის გამო ხდება.

ღორი

2011 წელი ღორისთვის ჩაივლის სერიოზული პრობლემების გარეშე. მეტწილად იგი დაინტერესებული იქნება გულთბილი საქმეებით. საწინააღმდეგო სქესის მხრიდან ყურადღება გარანტირებული აქვს. მარტოხელა ღორებისთვის ეს წელი ძალიან კარგია ქორწინებისთვის, ხოლო ღორებს, რომელნიც უკვე ქორწინებაში არიან, მართებთ თავი აარიდონ ცოლ–ქმრულ არაერთგულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაანგრევს თქვენს ურთიერთობებს და ღრმა იარას დატოვებს თქვენს სულში.
უმჯობესია იფიქროთ ოჯახური კერის განმტკიცებაზე, ოჯახურ ბედნიერებასა და თქვენს ურთიერთობაზე მეორე ნახევართან. კურდღლის წელი ღორისთვის ისედაც სავსე იქნება არაერთმნიშვნელოვანი და ორაზროვანი სიტუაციებით. ღორები 2011 წელს შეძლებენ მოაგვარონ თავიანთი საქმეები და გამოასწორონ მატერიალური მდგომარეობა. აი მხოლოდ ღირს, რომ უსაფრთხოდ ჰყოთ საკუთარი თავი, გამოავლინოთ მაქსიმუმ სიფრთხილე, რათა თქვენ თავად არ იქნეთ დაღალატებულნი, როგორც რუსულად ითქმის: чтоб не подложили «Свинью».:)

 

 

2011 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ცეცხლოვანი ნიშნებისთვის ვერძი, ლომი, მშვილდოსანი – თეთრი კურდღელი გვპირდება განსაცდელებს, გაივლით რა ამ განსაცდელებს, თქვენ მიაღწევთ გაცილებით მეტს, ვიდრე ვარაუდობდით. შეუპოვრობა და შეგნებული რისკის გარკვეული წილი – და თქვენ იპყრობთ ახალ მწვერვალებს და თქვენს წინაშე გადაიშლება საოცარი ჰორიზონტები.
ეს განსაკუთრებით გამოვლინდება ბიზნესის სფეროში. თუ ვერძებისთვის საქმიანი წარმატებები იქნება შედარებით ადვილად მიღწევადი გასულის 2010 წლის მანძილზე მოუგვარებელი კავშირების წყალობით, ლომებს და მშვილდოსნებს მოუწევთ მაქსიმალური შეუპოვრობის გამოვლენა წლის პირველ ნახევარში, რათა 2011 წლის დასასრულისკენ სრული კმაყოფილება განიცადონ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული თქვენს საქმიან აქტივობაზე.
სიყვარულსა და ქორწინებაში წლის პირველი ნახევარი მოულოდნელ სიურპრიზებს მოგიმზადებთ, ბევრს მოუწევს არჩევანი გააკეთოს წარსულ კავშირებსა და ახალ თვალსაჩინო რომანტიულ გატაცებებს შორის. ამიტომ გმართებთ მტკიცედ გადაწყვიტოთ საკუთარი თავისთვის, თუ რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და, თქვენს არჩევანზე დაყრდნობით წარმართოთ თქვენი ქმედებები და საღად განჭვრიტოთ მომდევნო შედეგები, რომელთაც შეიძლება მოგვიყვანოს საცხოვრებელი ადგილის

_____________________________________________________________________

მიწიერ ნიშნებსკუროს, ქალწულს და თხის რქას – თეთრი კურდღელი სთავაზობს ბეჯითად შრომას, რათა საკუთარი კეთილდღეობა ააწყოს მყარ ფუნდამენტზე. ფუნდამენტს სათავე ედება წლის პირველ ნახევარში, რომელზეც თქვენ აღმართავთ ფინანსური და ოჯახური სტაბილურობის შენობას.
არ გმართებთ უცხო საქმეებზე ყურადღების გადატანა, მით უმეტეს, რომ თქვენი ჯანმრთელობა და ოჯახი მოითხოვს დიდ ყურადღებას და შესაძლოა გახდეს მუდმივი დაძაბულობის წყარო წლის პირველი ნახევრის მანძილზე. თუმცაღა გონივრული განაწილება თქვენი ძალების და გონივრული დამოკიდებულება ოჯახურ პრობლემებთან დაგეხმარებათ გაუძლოთ ყველაფერს და ახვიდეთ უფრო მაღალ ცხოვრებისეულ საფეხურზე. თქვენი თვითშეფასება და საკუთარი თავისადმი ნდობა გაიზრდება, რამდენადაც სხვისი მხრიდან დახმარებაზე დაიმედება არ მოგიხდებათ.

_______________________________________________________________________

რაც შეეხება წყლის ნიშნებსკიბორჩხალს, მორიელს და თევზებს, წლის პირველი ნახევრის აფორიაქებულ დინებამ ისინი შესაძლოა გამოდენოს სრულიად უცნობი ნაპირებისკენ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოხერხებულად შეძლებენ ისინი გვერდი აუარონ იღბლის მორევს, და ასევე მათზე, ვინც მათთან ერთად საერთო დინებით მიცურავს.
დიახ, წელიწადი გპირდებათ მომხიბლავ და რისკიან ცურვას, მთავარია – დაიჭირო ტალღა, და მაშინ დინება გამოგიყვანს სწორ ნაპირზე. ყველაფერს განსაზღვრავს წლის პირველი ნახევარი, რადგან მეორე ნახევარში სიტუაციის შეცვლა გაცილებით რთული იქნება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ ფინანსები შემოგდიოდეთ რეგულარულად – ეს არის მატერიალური სტაბილურობის საწინდარი.
რაც შეეხება გრძნობებს, რომანტული ტალღა თან გაგყვებათ მთელი წლის მანძილზე, და მოგიწევთ თუნდაც ერთი სასიყვარულო თავგადასავლის გადატანა. და მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული, რაიმე უფრო სერიოზულში გარდაისახება ის თუ არა. გარდა ამისა, არსებობს საკუთარი ძალების და შესაძლებლობების გადაჭარბებით შეფასების საფრთხე.

__________________________________________________________________________

ჰაერის ნიშნებსტყუპებს, სასწორს და მერწყულს – თეთრი კურდღელი ჰპირდება ცვლილებათა ქარს. ამიტომ ნამდვილად არ ღირს ქარის წინააღმდეგ წასვლა, არამედ პირიქით, იმავე დინებით თუ იმოძრავებთ, შეძლებთ განსაკუთრებული მცდელობის გარეშეც მიაღწიოთ წარმატებას.
ნუ შეგეშინდებათ თუკი ქარი მიგაქროლებთ ჰორიზონტის მიღმა, ან ფანტავს ახლომახლო გარემოცვას – ღრუბლებს, რომლებიც ეღობება ბედნიერების ცისფერ ცას. საოჯახო კამათი, კონფლიქტები სამსახურში – თავისუფლად მიუდექით მათ. ყველაფერი გაივლის ისე, როგორც თეთრ ვაშლებს კვამლი ჩაუვლიდეს…
ხოლო როდესაც კვამლი გაიფანტება, და ღრუბლები განიფანტებიან, თქვენ დაინახავთ საუცხოო, ჯერ კიდევ ჰაეროვან ციხედარბაზებს. თქვენზეა დამოკიდებული გადააქცევთ თუ არა მათ რაიმე მატერიალურში თუ შემდგომშიც განაგრძობთ მათი უწონო სრულყოფილებით აღტაცებას.
აქ ყველაფრის გადამწყვეტი თქვენი ფინანსები იქნება, რომელთაც ამ წელში განსაზღვრული აქვთ აშკარა მოდრეკილება იმღერონ რომანსები… ამის გამო შესაძლოა გარკვეულმა ნაღველმა მოგიცვათ. თუ ამდაგვარი შეგემთხვათ, არ ღირს დიდად განაწყენება, ადრე თუ გვიან, ქარი თქვენს მხარესაც გადმოუქროლებს, და მაშინ თქვენ შეგეძლებათ ყველას დაანახოთ თქვენი ტალანტები.

____________________________________________________________________________

  • წყარო:
  • sana.ge
  • educasion.ge
  • newyear.ge
  • google.ge

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

28 Responses to 2011 წელი წლების და ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  1. უაზრო.საზიზღარი წელი

    Like

  2. Jessie says:

    მგონი ჩემთვის ჯერ არ დამდგარა ეს 2011 წელი :( ვეფხვი და ლომი ვარ, არადა)

    Like

  3. Pingback: როგორ მოხვდი ჩემთან.. « სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

  4. maribela says:

    tuaa martalii?xoo mashin avshenebulvar da egaaa:D:D:D

    Like

  5. dato says:

    me momewona mara erti ar momewona tevzi var da dinebas miyevio es xom uazrobaaaa imitom rom”dinebis mimartulebas mxolod mkvdari tevzebi miyvebian” da me am azrs vetanxmebi

    Like

  6. ciklopi says:

    virtxa da mshvildosani var, magrad vkaipob, radgan chemtvis cudi weli ar arsebobs, iseve rogorc gadasarevad kargi. an mshvildosani gulaobs da virtxa paxaobs, anda piriqit.:D:D:D:D:

    Like

  7. pancho says:

    var dabadebuli 1982 wlis 9 tebervals,amjamad velodebi pataras 19 martidan da micevs sakeisro kveta garkveuli mizezebis gamo ,mainteresebs ramdenad dasashvebia?

    Like

  8. anna says:

    რაც შეეხება გრძნობებს, რომანტული ტალღა თან გაგყვებათ მთელი წლის მანძილზე, და მოგიწევთ თუნდაც ერთი სასიყვარულო თავგადასავლის გადატანა.- ნეტა მარტო ერთი იყოს კაცო :დ

    Like

  9. PaWu says:

    აღფრთოვანებულ ნუ… მართლაც რომ ემთხვევა ყველაფერი და მომწონს… გაიხარე :)

    Like

  10. domenic says:

    aee miprtxildit gogoebo eeees chemi weli yopila anu tevzebis !:*:*:

    Like

  11. ღმერთმა გისმინოს, ალუკარდაშვილო! :*

    Like

  12. Grio says:

    მადლობა, ძალიან ყურადღებიანი ხარ!

    Like

  13. Nicole says:

    ძალიან გამიხარდა, რომ წელს ხარებს უმართლებთ თურმე. :))

    Like

  14. ყველაზე კურდღელი ვარ კურდღელთა შორის ;)) ავშენდი წელს

    Like

  15. Grio says:

    ვირთხებმა რა დააშავა? უყურებ მაინც რას წერს? თუ აკოპირებ? არ გიხდება. ერთ-ერთი გამორჩეული ბლოგერი ხარ და არ ველოდი…

    Like

    • wyaro aweria boloshi :)))))))

      Like

      • ასტროლოგი არ ვარ ჯერჯერობით ჰოროსკოპები ჩემით ვწერო :D შეცდომას რაც შეეხება უკაცრავად არ შემიმჩნევია ახლავე შევასწორებ :)))

        Like

  16. zorbegi says:

    გველაძუას პონტშიც ვგულაობ –))

    Like

  17. zorbegi says:

    კუროი ვგულაობ რა…

    Like

  18. pelagiaa says:

    აუ ვირთხაზე ვერ გავიგე ვერაფერი, სათაურად ვირთხა წერია და მერე ყველგან ვეფხვია…
    ვერძის გრაფის ბოლო წინადადებაც დაუსრულებელია,, მოკლედ დამჩაგრე არ ფაქტიურად :(
    მაგრამ მაინც გადასარევი წელი მელის!!! :)))

    Like

  19. NinucaElectro says:

    მე ღორი და თევზები ვარ.. მევასა ჩემი ჰოროსკოპი. :D

    Like

  20. knuti says:

    ამას თუ დავუჯერებ, მეშველება წელს ^^

    და ისედაც, კატის წელიწადშ კნუტს არ უნდა მეშველოს <3 ^_^

    Like

  21. tamaRa says:

    ჩინური ჰოროსკოპით უფრო მაწყობს, მაგრამ ჯანდაბას, ავიტან მეორესაც :) არ მოვიწყენ, რა :)

    Like

  22. kevana says:

    აუუ, 2010 წელი იყო ჩემი წელი და გამოდის, ეს ჩემი წელი იმდენად სრულყოფილებამდე კარგი არ ყოფილა ჩემთვის რამდენსაც ეს კურდღელ–კატის წელი მპირდება N რაოდენობის სიკეთეებს :დ :დ :დ აი ლოოლ რა მაგარია :დ

    Like

  23. vasasi says:

    აუჰ!!..
    ვგულაობ, ფაქტობრივად, ვგულაობ!..

    აეეეე!!… :)))))

    Like

  24. fsiQe says:

    ჰმმმ თორემ აქამდე ასე არ იყო :უნსურე:

    Like

  25. siyvarulovna says:

    ჩემთის არაჩვეულებრივი წელი ყოფილა ^_^ თხა ვარ :))
    ხო და მორიელსაც არაუშავდა. მიყვარს ტალღები და წინააღმდეგობებით აღსავსე ტალღები მითუმეტეს

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s